Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инструменты для контроля физических характеристик (Грузия - Тендер #66265719)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Environmental Agency
Номер конкурса: 66265719
Дата публикации: 14-08-2025
Сумма контракта: 32 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250014806
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.08.2025 16:07
Начало приема предложения 24.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 27.08.2025 15:00
Предполагаемая цена закупки 32`500.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 38400000-Инструменты для контроля физических характеристик
Коды классификатора
  • 38424000 - Контрольно-измерительное оборудование
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" გეოლოგიის დეპარტამენტის საქმიანობიდან გამომდინარე, მიწისქვეშა წყლების საველე კვლევებისთვის საჭირო პორტატული სპექტროფოტომეტრის (შესაბამისი აღჭურვილობით) შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 325.00 GEL
Размер гарантии 325 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: pavle antelava :: 06.08.2025 16:34
  • Последнее исправление: pavle antelava :: 14.08.2025 16:07
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=643245&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" გეოლოგიის დეპარტამენტის საქმიანობიდან გამომდინარე, მიწისქვეშა წყლების საველე კვლევებისთვის საჭირო პორტატული სპექტროფოტომეტრის (შესაბამისი აღჭურვილობით) შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:

1. მიწისქვეშა წყლების საველე კვლევებისთვის საჭირო სპექტროფოტომეტრი - 1 ცალი.

სპექტრომეტრი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- უნდა იყოს ოპტიმიზირებული წყლის ანალიზისთვის, რომელშიც წინასწარ იქნება დაპროგრამებული არანაკლებ 220 მეთოდი;
- უნდა იყოს: ზომით არაუმეტეს 255x350x161მმ (LxWxH) მმ; წონით - არაუმეტეს 4.2 კგ, წყალგაუმტარი კორპუსით - IP30 ან უკეთესი; ფერადი სენსორული ეკრანით და მრავალენოვანი მენიუთი;
- უნდა ჰქონდეს: ტალღის სიგრძე: 320-1100 ნმ; კვების წყარო: 110 - 240V AC; 50/60 Hz, სინათლის წყარო: ვოლფრამი გაზით სავსე (ხილული);
- ოპტიკური სისტემის მახასიათებლები: ტალღის სიგრძის რეპროდუცირება: +/- 0.1 ნმ; ტალღის სიგრძის სიზუსტე: +/- 1.5 ნმ.;
- გამტარუნარიანობა: 5 ნმ სიზუსტე 5 mAbs 0.0-0.5 Abs-ზე, <1% 0.5-2.0 Abs 546 ნმ-ზე;
- წრფივობა: 0,01 ნმ <2 Abs-ზე (ნეიტრალური შუშით 546 ნმ);
- წაკითხვის რეჟიმი: ტრანსმისია (%), აბსორბცია, კონცენტრაცია, სკანირების ტალღის სიგრძე;
- ნიმუშის განყოფილება და უჯრედის თავსებადობა: 13 მმ მრგვალი კიუვეტა; 50მმ მართკუთხედი კიუვეტა; 1 ინჩიანი ოთხკუთხედი კიუვეტა;
- უნდა შეეძლოს ტალღის სიგრძის ავტომატური შერჩევა, ტალღის სიგრძის ავტომატური დაკალიბრება;
- უნდა შეეძლოს მანუალურად პროგრამის შექმნის შესაძლებლობა და მონაცემთა შენახვა (2000-მდე მონაცემი, მათ შორის, თარიღი, დრო, შედეგები, ნიმუშის ID, მომხმარებლის ID) და QA დოკუმენტის შექმნა - გამოყოფილი ხარისხის კონტროლის მონაცემთა ჟურნალი, რომელიც აჩვენებს ლიმიტებს, გადაჭარბებებს და დიაპაზონის დიაგრამას; ინტერფეისის ენა - ინგლისური;
- ოპერატორს უნდა ატყობინებდეს შეცდომების შესახებ, უნდა გააჩნდეს მკაფიო ვიზუალიზირებული შეცდომის შეტყობინების მკვეთრი ველი;
- ტესტ-კიუვეტის სკანირება 5 ნმ-ზე არ უნდა აღემატებოდეს 25 წამს;
- შესაბამის ტესტ-კიუვეტებს უნდა გააჩნდეს რეაგენტი, რომელიც ლიოფილიზებულია ფლაკონის თავსახურში და დალუქულია. უნდა იყოს მოსახერხებელი და უსაფრთხო, არ უნდა ხდებოდეს ქიმიურ რეაგენტებთან შეხება და დოზირება უნდა იყოს ზუსტი;
- ტესტ-კიუვეტას უნდა ჰქონდეს ფერადი კოდირებული დიაპაზონი, ყუთზე გამოსახული მოკლე სამუშაო პროცედურის აღწერა ან მეთოდი უნდა იძებნებოდეს სპექტროფოტომეტრის მენიუში;
- სპექტროფოტომეტრს უნდა შეეძლოს აჩვენოს კონტროლის დიაგრამა გარკვეული მეთოდისთვის, ასევე დიაპაზონის დიაგრამა მრავალჯერადი განსაზღვრისთვის;
- წყლის ფერის, სიმღვრივის და შეწონილი ნაწილაკების განსასაზღვრავად სპექტროფოტომეტრში უნდა იყოს პროგრამირებული Platinum-Cobalt-ის, ნეფელომეტრიული ოპტიკური და ფოტომეტრული მეთოდები;
- უნდა ჰქონდეს ქვემოთ დასახელებული პარამეტრების გაზომვის შესაძლებლობა: ამონიუმი, ნიტრატი, ნიტრიტი, საერთო აზოტნაერთები, სიხისტე, კალიუმი, ნატრიუმი, ქლორიდი, თავისუფალი ქლორი, სულფატი, ფოსფორი, ფტორი, ალუმინი, ბარიუმი, ბრომი, კადმიუმი, სპილენძი, რკინა, მანგანუმი, მოლიბდენი, ნიკელი, თუთია.

სპექტროფოტომეტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო სათანადო აღჭურვილობა

2. მიკროპიპეტი - 1 ცალი.

მიკროპიპეტი უნდა იყოს:

- ერთარხიანი, სრულად ავტოკლავირებადი (121°C), აკმაყოფილებდეს DIN EN 285;
- დაკალიბრებული, რომლის ცდომილების ზღვარი იქნება DIN EN ISO 8655-2-ის შესაბამისად;
- მოცულობა - 100-1000 µl-მდე, სისწორე ±0,6 %, ცვალებადობის კოეფიციენტი ±0,2 %, წვერის ტიპი 200 μl;
- სიზუსტე ±0,6 %;
- ცდომილების კოეფიციენტი ±0,2 %;
- წვერის ტიპი - 1000 μl.

3. პიპეტის თავაკები - 2000 ცალი.

პიპეტის თავაკები უნდა იყოს:

- მიკროპიპეტთან თავსებადი (1000 µl);
- მასალა PP, ავტოკლავირებადი, თავისუფალი RNase/DNase და ადამიანის დნმ-ისგან, ასევე პიროგენისა და PCR-ინჰიბიტორების გარეშე.

4. პიპეტის თავაკების ჩასადები ყუთი - 2 ცალი.

პიპეტის თავაკების ჩასადები ყუთი უნდა იყოს:

- მასალა PP, ავტოკლავირებადი,
- მოცულობა - 1 მლ პიპეტის 96 თავაკისთვის ჩამკეტი თავსახურით.

5. ნიმუშის კიუვეტა - 3 ცალი.

აქედან:
10 მლ მოცულობის 2 ცალი კიუვეტა - უნდა იყოს მინის, რომელსაც ექნება 1 ინჩიანი ოთხკუთხედი ფორმა და მოყვება სათადარიგო რეზინის თავაკები (12 ცალი);
17.5 მლ მოცულობის 1 ცალი კიუვეტა - უნდა იყოს მინის, რომელსაც ექნება 50 მმ-იანი მართკუთხედის ფორმა და მოყვება თავსახური.

6. ავტომობილის ინვერტორი - 1 ცალი.

უნდა იყოს დამზადებული ცეცხლსაწინააღმდეგო მასალისგან, რომელსაც შეეძლება ექსტრემალურ პირობებში მუშაობა -100C დან -500C-მდე, უნდა ჰქონდეს როზეტების რაოდენობა 3 ცალი (ამერიკული, ევროპული, ჩინური) + USB პორტით, რომელსაც ექნება შესაბამისი თავსახურავები უსაფრთხოების მიზნით. ინვერტორი უნდა უერთდებოდეს ავტომობილის 12V-იან ე.წ. „სიგარეტის ადაპტერს“, მისი მაქსიმალური სიმძლავრე უნდა იყოს 220V-იანი პორტიდან 100W, ხოლო USB პორტიდან 18W

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №150 - სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო", მე-9 სართული.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სპექტროფოტომეტრი უნდა იყოს ახალი, ქარხნული და არა მეორადი, ხარისხობრივად და უფლებრივად უნაკლო, არანაკლებ 2 (ორი) წლიანი ქარხნული გარანტიით;

2. მიღება-ჩაბარების გაფორმების ეტაპზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის დაკალიბრების ქარხნული (მწარმოებლის) სერტიფიკატი და მწარმოებელი კომპანიის მიერ პრეტენდენტის სახელზე გაცემული ოფიციალური წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (წერილი ან სერტიფიკატი);

3. პრეტენდენტი ვალდებულია მიღება-ჩაბარების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს შემოთავაზებული ხელსაწყოს მწარმოებლის მიერ შედგენილი სერვის-მომსახურების დოკუმენტაცია (ინგლისურ ენაზე);

4. ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია შეცვალოს სპექტროფოტომეტრი ასეთი წუნის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 12 კვირის განმავლობაში;

5. პრეტენდენტი ვალდებულია მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში (საგარანტიო პერიოდი), უზრუნველყოს ტექნიკური სერვის-მომსახურება ერთჯერადად, მწარმოებლის მიერ გაცემული ტექნიკური სახელმძღვანელო დოკუმენტაციის მიხედვით, საკუთარი სახსრებით. მომსახურება მოიცავს პროგრამულ განახლებას, ვერიფიკაციას, დაკალიბრებას, ვალიდაციას და ყველა სხვა სამუშაოს, რომელიც უზრუნველყოფს სპექტროფოტომეტრის გამართულ ფუნქციონირებას;

6. პრეტენდენტი ვალდებულია საგარანტიო ვადების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს ძირითადი ხელსაწყოს და/ან ცვეთადი ნაწილების შეცვლა და/ან შეკეთება, კერძოდ:

ა) საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში, რომელიც არ იქნება არასწორი ექსპლუატაციით გამოწვეული, პრეტენდენტი ვალდებულია საკუთარი სახსრებით განახორციელოს ხელსაწყოს (სპექტროფოტომეტრის) შეკეთება ან ახლით შეცვლა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა შემსყიდველის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 60 (სამოცი) კალენდარული დღისა. ვადები განისაზღვრება ხარვეზის სირთულის შესაბამისად, შემსყიდველთან შეთანხმებით;
ბ) საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, თუ აუცილებელი გახდა ცვეთადი ნაწილების შეცვლა, პრეტენდენტმა საკუთარი სახსრებით, შემყიდველისგან ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე უნდა განახორციელოს შესაბამისი ნაწილის მიწოდება/შეცვლა/ინსტალაცია არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში, რაც უზრუნველყოფს სპექტროფოტომეტრის გამართულ ფუნქციონირებას;
გ) ყველა სახის ტექნიკური სამუშაო უნდა განხორციელდეს მწარმოებლის მიერ გაცემული ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

მოითხოვება ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის/კატალოგის ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N1 - ფასების ცხრილის მიხედვით.

შენიშვნა:

იმ შემთხვევაში, თუ წარმოებულ პროდუქციას არ გააჩნია მოდელი/კატალოგის ნომერი, ფასების ცხრილის (დანართი N1) შესაბამის გრაფაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, მაგალითად - "მოდელი/კატალოგის ნომერი არ გააჩნია" ან მსგავსი აღმნიშვნელი ჩანაწერი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისობა შემოთავაზებულ პროდუქციასთან (მაგ: PRODUCT TECHNICAL DATA SHEET); ან/და პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს ელექტრონული მისამართი - მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი”, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს საშუალება ექნება შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის.

შენიშვნა:
უცხოენოვანი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანით, ხოლო ვებ-გვერდის ბმულის ,,ლინკი”-ის წარმოდგენის შემთხვევაში თარგმანი სავალდებულო არ არის.

2.9 other additional requirements

1. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, პრეტენდენტმა შემსყიდველისგან ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე უნდა უზრუნველყოს თეორიული და პრაქტიკული ტრენინგის ჩატარება შემსყიდველის არანაკლებ 6 თანამშრომლისთვის, შემსყიდველისა და პრეტენდენტის მიერ ერთობლივად შერჩეულ ადგილას, ქ. თბილისის ტერიტორიაზე;

2. ტრენინგი უნდა მოიცავდეს სპექტროფოტომეტრის ექსპლუატაციის წესებს, ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვის ჩათვლით. ასევე, რეაგენტების შენახვის პირობებს;

3. ტრენინგი უნდა ჩატარდეს სპექტროფოტომეტრის მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის - მოქმედი ავტორიზებული პირის/პირების მიერ;

4. პრეტენდენტმა სპექტროფოტომეტრის მიღება-ჩაბარების ეტაპზე, უნდა წარმოადგინოს პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი, სპექტროფოტომეტრის მწარმოებელი კომპანიის მიერ გაცემული დოკუმენტაცია (სერტიფიკატი, ავტორიზაცია ან სხვ.), რომელიც დაადასტურებს მათ უფლებამოსილებას შემოთავაზებული აპარატურის დაკალიბრების, ვალიდაციის და სხვა ტექნიკური სერვის-მომსახურებისთვის;

5. ტრენინგი უნდა ჩატარდეს ქართულ ენაზე;

6. ტრენინგის თარიღი და დღეების რაოდენობა განისაზღვრება ერთობლივად, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე;

7. სპექტროფოტომეტრს უნდა მოყვებოდეს ტრანსპორტირებისათვის საჭირო შესაბამისი ყუთი ("ქეისი");

8. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, პრეტენდენტმა უნდა განახორციელოს შესაბამისი ტესტირების ჩატარება (ტესტირებისთვის საჭირო რაოდენობის მასალების-რეაგენტების მოწოდება უნდა უზრუნველყოს პრეტენდენტმა, შემსყიდველისგან ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე);

9. სპექტროფოტომეტრს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოყენებული იქნას როგორც ლაბორატორიულად, ასევე პორტატულად;

10. მოწოდებული პროდუქციის შემოწმების შედეგად, შესყიდვის ობიექტის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის და/ან გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს შესყიდვის ობიექტის მიღებაზე;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან დამოუკიდებელი სერტიფიცირებული აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა გადაცდა 2025 წლის 15 დეკემბერს, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, ასეთი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს სახელშეკრულებო ღირებულების თანხის 100% - ის ოდენობის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან), რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა.

2. გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

3. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე ან/და წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტიის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის ან/და საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

პავლე ანთელავა, 555333415, Pavle.Antelava@nea.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი (გამონაკლისს წარმოადგენს, როდესაც წარმოდგენილია ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი");
2. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;
5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით;
6. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარებში;
7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარებში.
8. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება.
9. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: 2025 წლის - სახელმწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამა "გეოლოგიური მონიტორინგი";
10. პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) ფასების ცხრილი - დანართი N1-ის შესაბამისად (PDF ფორმატის ფაილი დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით);

ბ) პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისობა შემოთავაზებულ პროდუქციასთან (მაგ: PRODUCT TECHNICAL DATA SHEET); ან/და პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს ელექტრონული მისამართი - მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი”, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს საშუალება ექნება შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის (უცხოენოვანი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანით, ხოლო ვებ-გვერდის ბმულის ,,ლინკი”-ის წარმოდგენის შემთხვევაში თარგმანი სავალდებულო არ არის).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru