პროექტის შესახებ
დმანისის არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ქვემო ქართლში, მდინარე
მაშავერას ხეობაში. ძეგლის მისამართია: დმანისის მუნიციპალიტეტი,
სოფელი პატარა დმანისი.
პირველი სისტემური არქეოლოგიური სამუშაოები დმანისის შუა
საუკუნეების ნაქალაქარის ტერიტორიაზე 1936-1937 წლებში ჩატარდა. ამის
შემდგომ, გეგმიური არქეოლოგიური სამუშაოები აქ 1960 წლიდან განახლდა
(სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი;
საქართველოს არქეოლოგიური კვლევის ცენტრი; საქართველოს ეროვნული
მუზეუმი).
1982 წლის 14 ივნისის საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს №422 განკარგულებით
დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი დაარსდა. 2005 წლის 4
ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის №818 განკარგულებით დმანისის
ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი შეურთდა საქართველოს
ეროვნულ მუზეუმს და ეწოდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის
არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბერის №665 ბრძანებულების
საფუძველზე დმანისის ნაქალაქარს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის
კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი. 2007 წელის 24 ოქტომბერს,
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს
წარდგინებით დმანისი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის წევრობის
კანდიდატთა სიაში შევიდა.
დმანისი არქეოლოგიური ძეგლი სამი ძირითადი ეპოქით − ქვედა პალეოლითური
ხანის სადგომ-ადგილსაპოვებლით, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის
ნამოსახლარით და შუა საუკუნეების ქალაქის ვრცელი არქეოლოგიური,
ისტორიულ-არქიტექტურული ნაშთებითაა წარმოდგენილი.
პროექტის აღწერა
დმანისის მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლის კვლევა
მულტიდისციპლინურ ხასიათს ატარებს. კვლევა ითვალისწინებს სამი
ძირითადი პერიოდის − შუა საუკუნეების, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის
და პალეოლითური არქეოლოგიური ფენების შესწავლას.
პროექტის მიზანი
მიმდინარე წლის კვლევითი პროექტის მიზანია დმანისის არქეოლოგიურ
ძეგლზე არსებული კვლევითი სამუშაოების გაგრძელება და გაფართოება.
დმანისის პალეოლითურ ძეგლზე სტრატიგრაფიული, გეოლოგიური კვლევების
ჩატარება, პალეოლითური შრეების გავრცელების დადგენა აღმოჩენების
ტერიტორიაზე;
შუა საუკუნეების დმანისის ნაქალაქარის ცალკეული არქეოლოგიური
ობიექტების კვლევა, ქალაქის ურბანული სურათის, მოსახლეობის
სოციალურ-ეკონომიკური, ეთნიკური და კონფესიური კუთვნილების
საკითხების შესწავლა. ქალაქ დმანისის გეგმარებითი სტრუქტურის
პრინციპებისა და მასში შემავალ ცალკეულ სეგმენტთა ინტერდისციპლინური
კვლევა. რაც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას დმანისის
საქალაქო ცხოვრების ისტორიის შესახებ.
რაც შეეხება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენების
კვლევას, ის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიტანს ძეგლის ხასიათისა და
გავრცელების დადგენაში.
ასევე, პროექტის მიზანია, შესწავლილ არქეოლოგიური ობიექტებზე
საკონსერვაციო-სარესტავრაციო პროექტების მოსამზადებელი საფუძველის
შექმნა. მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული მარშრუტების
ორგანიზება. გასულ წლებში, უკვე გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტების
არქეოლოგიური გაწმენდით მათთვის ახალი, ისტორიული,
ვიზუალურ-ესთეტიკური და ტურისტული ღირებულების გაზრდა.
პროექტით განსაზღვრული სამუშაოები
1. ძეგლის გაწმენდითი სამუშაოები;
2. არქეოლოგიური გათხრები;
3. დაკონსერვება/რეკრუტივაცია;
4. კამერალური სამუშაოები;
5. ლაბორატორიული კვლევები.
დმანისის არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიაზე ჩასატარებელი
სამუშაოები
1. დმანისის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების IV უბანზე მდებარე,
გასულ წლებში არქეოლოგიურად გათხრილი შიდაციხის გაწმენდა მცენარეული
საფარისგან (ბალახები, ეკალ-ბარდები), დაგროვილი მიწისა და ზედაპირული
ქვის ნაყარი მასებისაგან 4000 კვ.მ. ფართობზე. გაწმენდილი მასის გატანა
ძეგლის გარეთ ერთ კილომეტრზე ტრანსპორტ-ტექნიკის მეშვეობით;
2. დმანისის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების III უბანზე მდებარე შუა
საუკუნეებისა და პალეოლითური ძეგლის გაწმენდითი სამუშაოები
მცენარეული საფარისგან (ბალახები, ეკალ-ბარდები), დაგროვილი მიწისა და
ზედაპირული ქვის ნაყარი მასებისაგან (700 კვ. მ ფართობი). გაწმენდილი მასის
გატანა ძეგლის გარეთ ერთ კილომეტრზე ტრანსპორტ-ტექნიკის მეშვეობით;
3. დმანისის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების III უბანზე (ნაკვეთის
საკადასტრო კოდი: 82.12.20.001) მდებარე ე.წ. „ბურჯიანი მეჩეთის“
სამხრეთ-დასავლეთით (GPS X: 4936459.561 Y: 5062212.265) 50 კვ. მ. ფართობის ჰუმუსის მოხსნა;
4. დმანისის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების III უბანზე (ნაკვეთის
საკადასტრო კოდი: 82.12.20.001) მდებარე პალეოლითური ძეგლის (ბლოკი I, M11, M17, M3)
პრეპარაცია (10 კვ. მ);
5. დმანისის ნაქალაქარის სამაროვანის ტერიტორიაზე (GPS X: 4935916.738 Y: 5061126.023)
მცენარეული და ნანგრევ-ნაყარი ფენისაგან გაწმენდა (80 კვ. მ);
6. დმანისის ნაქალაქარის სამაროვანის ტერიტორიაზე (GPS X: 4935916.738 Y: 5061126.023) 5x5
ფართობის თხრილში არსებული კულტურული ფენის პრეპარაცია (25 კვ. მ);
7. მიწის გატანა 25 მეტრის მოშორებით ხელით და ურიკით;
8. განათხარი ფართობის დროებითი რეკულტივაცია (50 კვ.მ).
არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების
შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია,
სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების
სრული დაცვით;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და
არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას
დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო
პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი
მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე,
მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ
ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას
ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს
მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას
სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლადგამოვლენილი
გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
ძირითადი პირობები
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით,
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი
ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას. სამუშაოების შესრულების გრაფიკი
განსაზღვრავს
სამუშაოთა მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის ეტაპობრივად
წარდგენის გეგმას. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშები,
უნდა ჩაბარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე; შრიფტის სახე
-Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11; სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5სმ, მარჯვნიდან - 1 სმ,
ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს.
ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ.,
(სურ.1).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების
ჩატანა სქოლიოში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება -
ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი),
მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და
მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი
სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს
შემდეგ ინფორმაციას:
მესაკუთრე; შემსყიდველი;
მიმწოდებელი;
ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის
ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:
ა) შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და
მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და
ვიზუალური აღწერის მასალები;
ბ) შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და
საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე
მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების
ანალიზი;
გ) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა
და ანაზომი;
დ) შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა
(მასშტაბი 1:2000 ან 1:500), GPS კოორდინატებით;
ე) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა
და ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100)
ძირითადი პარამეტრების ზომების დატანით;
ვ) შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა;
ზ) სავლევი ტერიტორიების დრონით გადაღება, მასალის დამუშევება;
თ) საველე და ლაბორატორიული ფოტოგადაღება და დამუშავება;
ი) გათხრების დროს მოპოვებული არტეფაქტების პირველადი დამუშავება;
კ) ტექსტური აღწერილობა.
სამუშაოთა შესრულების ვადები
შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) კალენდარული თვე.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.