Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #66211337)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: AgroService Centre
Номер конкурса: 66211337
Дата публикации: 13-08-2025
Сумма контракта: 78 187


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250014684
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.08.2025 12:30
Начало приема предложения 20.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 22.08.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 78`187.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34100000 - Автомобили
  • 34113000 - Автомобили с полным приводом
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2025 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით განსაზღვრული 1 (ერთი) ერთეული III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 390.00 GEL
Размер гарантии 782 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: guranda varshalomidze :: 25.07.2025 10:55
  • Последнее исправление: guranda varshalomidze :: 13.08.2025 12:30
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=641282&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით განსაზღვრული 1 (ერთი) ერთეული III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. ავტომანქანის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში (დანართი N1- ტექნიკური მახასიათებლები). ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. პრეტენდენტი უფლებამოსილია გააუმჯობესოს მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა, საწვავის ტიპი - ჰიბრიდი)).

1.2.2. შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის შემსყიდველზე გადაფორმება.

1.2.3. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალება შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.

1.2.4. პრეტენდენტი ვალდებულია დანართ N2-ში განაფასოს ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება, რაც მოიცავს ქვემოთჩამოთვლილ კომპონენტებს:

ა) ავტომობილის ღირებულება ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის ჩათვლით, მათ შორის იმპორტირების ხარჯის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმების და სანომრე ნიშნის) ხარჯების ჩათვლით;

ბ) ავტომობილის თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურების ხარჯი - გაანგარიშებული 150 000 კილომეტრ გარბენზე; 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა სულ მცირე შვიდჯერ, ხოლო უკანა სულ მცირე ოთხჯერ (ხოლო აღნიშნული ოდენობის ამოწურვის შემდგომ, ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით). პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართი N2-ის შესაბამის ცხრილში დაამატოს (განსაზღვროს) მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

გ) ავტომობილის მიერ მოხმარებული საწვავის ხარჯი (150 000 კმ გარბენზე), რომელიც დაანგარიშებული უნდა იყოს შერეული წვის პირობებში, მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ოფიციალური საპასპორტო წვის მაჩვენებლის მიხედვით გამოთვლილი საწვავის შესაბამისი რაოდენობისა და ერთი ლიტრი საწვავის პირობითი ფასის - „1“-ის ნამრავლით . მაგ.: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის წვის (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მაჩვენებელი 100 კმ-ზე წარმოადგენს პირობითად 8 ლიტრს, მოხმარებული საწვავის ხარჯის დაანგარიშება 150 000 კმ-ზე განხორციელდება შემდეგნაირად: - 150 000/100*8*1=12 000). წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, ამ პუნქტით გათვალისწინებული საწვავის ხარჯის გადახდა მიმწოდებლისთვის არ ხორციელდება და მითითებულია მხოლოდ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯის დაანგარიშების მიზნით.

1.2.5. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალების უკან გაწვევის მიზნით.

1.2.6. მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული დანართ N2-ით განსაზღვრულ ფლობის ღირებულებაში, თუმცა მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია საგარანტიო პერიოდში გეგმიური ფლობის კომპონენტად/ებად, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

1.2.7. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში.

1.2.8. ავტომანქანას უნდა მოყვებოდეს სალონის რეზინის საფენების კომპლექტი.

1.2.9. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან გააფორმოს, როგორც ავტომობილის ნასყიდობის, ასევე ფლობის ხელშეკრულებები (გარანტიის მოქმედების სრულ პერიოდზე).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთიანად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2025 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით.

1.4.2. საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მიწოდება განახორციელოს ქ. ბათუმში, ბაქოს ქუჩა N18-ში.

1.5.2. მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, იმპორტირების, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

1.5.3. მიმწოდებელმა თანმდევი საგარანტიო (გეგმიური) მომსახურების (ძრავის ზეთისა და ძრავის ფილტრის, წინა და უკანა ხუნდების, ჰაერის ფილტრის, კონდინციონერის ფილტრის, ძრავის ღვედი, ანთების სანთლები და სხვა.) გაწევა უნდა განახორციელოს აჭარის ტერიტორიაზე, ხოლო სხვა საგარანტიო შემთხვევაში (არაგეგმიური), მიმწოდებელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება შეაკეთოს საქართველოს ტერიტორიაზე, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ავტორიზებულ სერვის-ცენტრში. საგარანტიო შემთხვევაში სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1. ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).
1.7.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან ნაწილის/აგრეგატის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღემდე. აღნიშნული პირობის შესრულების შეუძლებლობის დამადასტურებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკის და არსებული ვითარების გათვალისწინებით.
1.7.3. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.
1.7.4. თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი #2-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.
1.7.5. თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).

პრეტენდენტის ხელმოწერა _________________

შენიშვნა: პრეტენდენტმა საგარანტიო პირობების წარმოდგენისას 1.7.1 პუნქტში უნდა მიუთითოს კონკრეტულად რამდენწლიან გარანტიას გვთავაზობს.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტი ვალდებულია დანართი N2-ფასების ცხრილში მოცემულ "ცხრილი N1"-ის შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია ავტომანქანის მწარმოებელი ქვეყნის, ბრენდის/მარკისა და მოდელის/მოდიფიკაციის შესახებ. ასევე, დანართი N2-ში მოცემული "ცხრილი N2"-ის შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია სათადარიგო ნაწილების/სახარჯი მასალების ბრენდის შესახებ;

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ ავტომანქანის მწარმოებელი ქვეყნის, ბრენდის/მარკისა და მოდელის/მოდიფიკაციის, ასევე სათადარიგო ნაწილების/სახარჯი მასალების ბრენდის მიუთითებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის არანაკლებ 1 (ერთი) ავტორიზებული სერვის-ცენტრი საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი (უცხოენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
2.3.1.2. საგარანტიო (გეგმიური) მომსახურების გაწევის მიზნით პრეტენდენტს სარგებლობის/საკუთრების უფლებით აჭარის ტერიტორიაზე უნდა გააჩნდეს მოქმედი სერვისცენტრი, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნას:
ა)სერვისცენტრის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
ბ) სარგებლობის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ტენდერით გათვალისწინებულ საგარანტიო მომსახურების გაწევის ვადაზე ნაკლები.
2.3.1.3. პრეტენდენტმა შემოთავაზებული სერვის ცენტრების შესახებ ასევე უნდა წარმოადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია, სერვის ცენტრის დასახელება და ფაქტიური მისამართი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, უნდა წარმოადგინოს საქართველოში ოფიციალური დილერობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შემოთავაზებული ავტომობილის მწარმოებლის მიერ (უცხოენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი);

2.7.1.2. პრეტენდენტის მიერ დანართი N1-ით განსაზღვრული უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი). აღნიშნულის დამადასტურებლად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ვებ-გვერდის ბმული ან/და დოკუმენტი (უცხოენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი);

2.7.1.3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური საპასპორტო წვის (შერეული წვის პირობებში) მაჩვენებელი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ- გვერდის ბმული, სადაც მითითებული იქნება აღნიშნული ინფორმაცია (უცხოენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

შენიშვნა: 2.7.1.2 და 2.7.1.3 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაციის ვებ-ბმულის სახით წარმოდგენის შემთხვევაში ქართულ ენაზე თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება არ მოითხოვება.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მოცემული ტენდერის ფარგლებში ქვეკონტრაქტორი არ დაიშვება.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) დანართი N 1-ტექნიკური პარამეტრები;
ბ) დანართი N 2- ფასების ცხრილი;
გ) სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1. პუნქტის შესაბამისად საგარანტიო ვადებთან (პირობებთან) დაკავშირებული მოთხოვნები;
დ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1. პუნქტის გათვალისწინებით ინფორმაცია და დოკუმენტაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ;
ე) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის გათვალისწინებით ოფიციალური დილერობის დამადასტურებელი დოკუმენტი, უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ შესაბამისი ვებ-გვერდის ბმული ან/და დოკუმენტი, მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ- გვერდის ბმული ოფიციალური საპასპორტო წვის (შერეული წვის პირობებში) შესახებ;
ვ) პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ფოტოსურათები (წინხედი, გვერდხედი და უკანა ხედი).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ა)თუ ერთიან ელექტორნულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. აღნიშნული დასაბუთების წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის საქმიანობის კანონმდებლობის ფორმით გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ბ)ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით.
გ) წარმოდგენილ დასკვნას თან უნდა ერთვოდეს ფასების ცხრილი, რომლის საფუძველზეც მოხდა დასკვნის შედგენა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1.წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში.

7.1.1.2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა) და გამოუთხოვადი საავანსო გარანტიის საფუძველზე.

7.1.1.3. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.1.1.4. ავანსად მიღებული თანხის გაქვითვა მოხდება სრულად ფაქტიურად მოწოდებული საქონლის ღირებულებიდან იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად.

7.1.1.5. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

7.1.1.6. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ავტოსატრანსპორტო საშუალების ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენს 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით).

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
2. ანგარიშსწორება მოხდება მოწოდებულ საქონელზე სასაქონლო ზედნადების/ანგარიშფაქტურის წარდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შემდეგ.
3. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარებში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება მოწოდებულ საქონელზე სასაქონლო ზედნადების/ანგარიშფაქტურის წარდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გურანდა ვარშალომიძე, 557125165, guranda.v92@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის – „კითხვა/პასუხის“ მეშვეობით, ან/და სატენდერო კომისიის აპარატში ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა N18.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების შესაბამისად.
10.1.2. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვალისწინებით, როგორიცაა: ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, თუ მოსაკრებლები (მათ შორის - დღგ).
10.1.3. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში მითითებული ერთეული და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი).
10.1.4. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ფასების ცხრილი ან წარმოდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
10.1.5. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.6. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.7. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით ან კვალიფიცური ელექტორნული ხელმოწერით დამოწმებული.
10.1.8. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.9. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru