Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #66211334)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 66211334
Дата публикации: 13-08-2025
Сумма контракта: 326 531


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON250000281
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.08.2025 10:22
Начало приема предложения 18.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 19.08.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 326`531.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34100000 - Автомобили
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტის შესაბამისად
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტია M3 კატეგორიის 8 ავტობუსი და მათი გეგმიური ფლობის მომსახურება.
Количество и объём закупок 8 ერთეული ავტობუსი
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 26`500 GEL
Срока действия гарантии 200 День
  • Загрузка объявления: lasha kirvalidze :: 11.06.2025 09:22
  • Последнее исправление: lasha kirvalidze :: 13.08.2025 10:13
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=634506&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ამავე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების მქონე M3 კატეგორიის საქალაქო ავტობუსი (შემდგომში - ავტობუსი), საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გეგმიური ფლობის კომპონენტების გათვალისწინებით.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასყიდი საქონლის რაოდენობაა 8 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსი.

1.2.2 შემოთავაზებული ავტობუსები უნდა იყოს:
ა) ერთი და იმავე ბრენდის და მოდელის
ბ) ახალი
გ) არაუადრეს 2025 წლის გამოშვების
დ) მარცხენა საჭიანი
ე) ექსპლუატაციაში არმყოფი
ვ) მიწოდებისას გარბენი არაუმეტეს 3 000. კმ
ზ) ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო
თ) განბაჟებული.

1.2.3 პრეტენდენტი ვალდებულია დანართ N2 ში განაფასოს ავტობუსის და მისი გეგმიური ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (ავტობუსის და ავტობუსის სერვისის/ნაწილის ხარჯის ჯამი), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ში.

1.2.4 სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ავტობუსების ღირებულება, ასევე 200 000 კმ-ზე ავტობუსის გეგმიური ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულებაც.

1.2.5 პრეტენდენტმა დანართი N2-ის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს განფასება ავტობუსის გეგმიური ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით. რომლის შესყიდვაც განხორციელდება მთლიან ავტობუსზე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში (არანაკლებ 200000 კმ გარბენი ან არანაკლებ 24 თვე (რომელიც ადრე დადგება)) (შემდგომში - მთლიან ავტობუსზე საგარანტიო პერიოდი).

1.2.6 პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართ N2-ში განსაზღვროს (დაამატოს/ამოაკლოს) მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება მთლიან ავტობუსზე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს ავტობუსის გეგმიური ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც პრეტენდენტის მიერ არ იქნება გათვალისწინებული დანართ N2-ით განსაზღვრულ გეგმიური ფლობის ღირებულებაში, თუმცა მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია მთლიან ავტობუსზე საგარანტიო პერიოდში გეგმიური ფლობის კომპონენტ(ებ)ად.

1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ავტობუსების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს ავტობუსის უკან გაწვევის ღონისძიებებს, შესაბამისი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ავტობუსების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.4.2. საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიმწოდებელი ვალდებულია ავტობუსების მიწოდება განახორციელოს ქ. ბათუმის მასშტაბით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ადგილზე.

1.5.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი ავტობუსების მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

1.5.3. მიმწოდებელი ვალდებულია მთლიან ავტობუსზე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გეგმიური მომსახურება (ძრავის ზეთისა და ძრავის ფილტრის, წინა და უკანა ხუნდების, ჰაერის ფილტრის, კონდინციონერის ფილტრის, ძრავის ღვედი, ანთების სანთლები და სხვა.) განახორციელოს ადგილზე, მობილური სერვის ჯგუფ(ებ)ის მეშვეობით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში. ამასთან, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია აკონტროლოს თითოეულ შემთხვევაში გასაწევი (გეგმიური) მომსახურების ვადები/გარბენები. მობილური სერვის ჯგუფ(ებ)ი დაკომპლექტებული უნდა იყოს მწარმოებლის მიერ ლიცენზირებული პერსონალით.

1.5.4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, სამუშაო საათები და ა.შ.) შემოთავაზებული სერვის ცენტრ(ებ)ის შესახებ.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 საქონლის საგარანტიო მომსახურების მინიმალური ვადები განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად. პრეტენდენტი ვალდებულია ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს ინფორმაცია მის მიერ შემოთავაზებული საქონლის საგარანტიო პირობების/ვადების თაობაზე, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად.

1.7.1.2 მთლიან ავტობუსზე გარანტიის მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ყველანაირი დეფექტი ან/და დაზიანება უნდა გამოსწორდეს ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრში ან მწარმოებლის მიერ ლიცენზირებული პერსონალის მეშვეობით, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში (აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღემდე). მთლიან ავტობუსზე საგარანტიო პეიროდის გასვლის შემდეგ, დანართი N3-ით განსაზღვრულ სხვადასხვა კომპონენტებზე ყველანაირი დეფექტი ან/და დაზიანება უნდა გამოსწორდეს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში. მიმწოდებელი ვალდებულია დაფაროს ყველა სახის ხარჯი ნებისმიერი დეფექტური/დაზიანებული ნაწილის შეკეთებაზე ან/და შეცვლაზე და სრულად შეასრულოს საგარანტიო პირობებით დაკისრებული ვალდებულება.

1.7.1.3 მთლიან ავტობუსზე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, საგარანტიო შემთხვევაში (არაგეგმიური) ავტობუსის მუშა პროცესში დაზიანებისას მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით განახორციელოს ავტობუსის ტრანსპორტირება ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრამდე, შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში.

1.7.1.4 მთლიან ავტობუსზე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, მიმწოდებელი პასუხისმგებელია ავტობუსის ნებისმიერი სახის ტექნიკურ დაზიანებაზე/ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ავტობუსის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ის წუნით.

1.7.1.5 მთლიან ავტობუსზე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ავტობუსის შეკეთება, მათ შორის ავტოსატრანსპორტო შემთხვევის (მაგ. ავარია) დადგომის შემდეგ, უნდა განხორციელდეს ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრში და ამან არ უნდა გამოიწვიოს თავდაპირველი გარანტიის ცვლილება. ხოლო მთლიან ავტობუსზე საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდგომ, მხოლოდ იმ ნაწილების შეცვლა/შეკეთება, რომელზეც ვრცელდება გარანტია დანართი N3-ის შესაბამისად.

1.7.1.6 მიღების დროს ავტობუსზე გამოვლენილი წუნის (ყველანაირი დეფექტი ან/და დაზიანება) შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მოცემული პარტიის მიწოდების საბოლოო ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში შეაკეთოს ან შეცვალოს ახლით წუნის მქონე ავტობუსი. ამასთან, პარტიის მიწოდების ვადის გადაცილებისთვის შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დააკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქცია.

1.7.1.7 საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია დანართი N3-ით განსაზღვრული ვადების განმავლობაში, მიუხედავად ავტობუსების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები და საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

1.7.1.8 მთლიან ავტობუსზე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ავტობუსის გეგმიური ფლობის მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი N2-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური ფლობის მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს მობილური ჯგუფ(ებ)ით შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებული ავტობუსის მარკის, მოდელის, მწარმოებლის და მწარმოებელი ქვეყნის დასახელება უნდა მიუთითოს დანართი N2-ის შესაბამისად.

2.1.1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი N2-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული ავტობუსის მარკის, მოდელის, მწარმოებლის ან მწარმოებელი ქვეყნის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ავტობუსის ბრენდის, მოდელის, მწარმოებლის ან მწარმოებელი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან თუ ავტობუსის ბრენდის, მოდელის, მწარმოებლის ან მწარმოებელი ქვეყნის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის ბრენდის, მოდელის, მწარმოებლის ან მწარმოებელი ქვეყნის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.1.1.3 შემოთავაზებული ავტობუსები უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.

2.1.1.4 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ავტობუსის მწარმოებელს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 15 წლიანი გამოცდილება М3 კატეგორიის ავტობუსების წარმოებაში, რომლის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ავტობუსების მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2020 წლის 1-ლი იანვრიდან, ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ჰქონდეს მიწოდებული მინიმუმ 120 ერთეული 6500 (±500) მმ - 12000 (±500) მმ სიგრძის ავტობუსი საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:
ა) ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და
ბ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია);

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. საჭიროების შემთხვევაში, შემოთავაზებული ავტობუს(ებ)ის სერვისი უნდა განხორციელდეს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე არანაკლებ 1 წლის მანძილზე ფუნქციონირებად მწარმოებლის მიერ ავტორიზებულ/ლიცენზირებულ მოქმედ არანაკლებ ერთ სერვისცენტრში, რომელიც უნდა მდებარეობდეს ქალაქ ბათუმის ან/და ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ან მათ შემოგარენში (არაუმეტეს 15 კმ-ის ფარგლებში). სერვისი უნდა განხორციელდეს მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, როგორც მიმდინარე ასევე ყოველდღიური/რეგულარული მომსახურების და რემონტის ინსტრუქციების (რეგლამენტის) სრული დაცვით. ზემოაღშნულის დასადასტურებლად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია სერვისცენტრ(ებ)ის ავტორიზაციის/ლიცენზიის მინიჭების თარიღ(ებ)ის და მისამართ(ებ)ის შესახებ.

2.3.1.2. თუ პრეტენდენტი არ არის მწარმოებელი, მაშინ მას სერვის ცენტრი უნდა გააჩნდეს საკუთრებაში ან სარგებლობაში (წარმოდგენილი უნდა იყოს დოკუმენტი რომელიც დაადასტურებს, რომ სერვის ცენტრი პრეტენდენტის სარგებლობაშია). ხოლო თუ პრეტენდენტი მწარმოებელია, მაშინ მან უნდა წარმოადგინოს სერვისის განმახორციელებლი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რითაც იგი დაადასტურებს რომ პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, თანახმაა განახორციელოს სერვისი (მითითებული უნდა იყოს ტენდერის ნომერი).

2.6.1 requirement related to financial capacities of a tenderer

6.1.1. პრეტენდენტის ბრუნვა 2020 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 9 (ცხრა) მილიონ ლარს. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:

ა) აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი. დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში ან

ბ) დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანიის (Deloitte Touche Tohmatsu (Deloitte), KPMG International (KPMG), PricewaterhouseCoopers (PwC), and Ernst & Young (EY)) ან მათი შვილობილი კომპანიების/წარმომადგენლობების მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ავტობუსების მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ შემოთავაზებული ავტობუსის დასაჯდომების მწარმოებელი (მითითებული უნდა იყოს აღნიშნული მწარმოებლის დასახელებაც) არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დასაჯდომების მწარმოებელი.

2.7.1.2 პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ავტობუსების მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ შემოთავაზებული ავტობუსის მგზავრთა საინფორმაციო დაფების (დისპლეების) და მათთან დაკავშირებული აღჭურვილობების მწარმოებელს (მითითებული უნდა იყოს აღნიშნული მწარმოებლის დასახელებაც) გააჩნია საქალაქო ავტობუსებისთვის საინფორმაციო დაფების წარმოების არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება.

2.7.1.3 პრეტენდენტმა ერთაინი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ავტობუსების დასაჯდომების მწარმოებელზე გაცემული IATF 16949 ან/და ISO 9001 სერტიფიკატი.

2.7.1.4 პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი რომელშიც მითითებული იქნება შემოთავაზებული ავტობუსის იატაკის საფარის მწარმოებლების დასახელება.

2.7.1.5 პრეტენდენტმა ერთაინი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ავტობუსების იატაკის მწარმოებელზე გაცემული IATF 16949 ან/და ISO 9001 სერტიფიკატი.

2.7.1.6 პრეტენდენტი, იმ შემთხვევაში, თუ ის არაა შემოთავაზებული ავტობუსის მწარმოებელი, უნდა იყოს შემოთავაზებული ავტობუსის მწარმოებლის ოფიციალური დილერი, რომლის დასადასტურებლადაც პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური წერილი აღნიშნულის თაობაზე.

2.7.1.7 პრეტენდენტმა, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ავტობუსების მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს შემოთავაზებული ავტობუსების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობა წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (ტექნიკური პარამეტრები)-ით დადგენილ მოთხოვნებთან. აღნიშნული დოკუმენტის დამატაებით წარმოდგენა არ არის სავალდებულო, თუ პრეტენდენტი მწარმოებელია და წარმოდგენილი აქვს დანართი N1.

2.7.1.8 შემოთავაზებული ავტობუსის საწვავის მოხმარება SORT 1-ის მიხედვით 100 კილომეტრზე უნდა იყოს არაუმეტეს ___ ლიტრი, ხოლო SORT 2-ის მიხედვით 100 კილომეტრზე არაუმეტეს ___ ლიტრი. აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი აკრედიტირებული ორგანოს/პირის (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი ორგანოს/პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) მიერ გაცემული დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ტესტ-რეპორტი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

26500

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

10

6.2.3 guarantee period

ავტობუსების შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 120 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ავტობუსების მიწოდების საბოლოო ვადას, ხოლო გეგმიური ფლობის (საგარანტიო პერიოდში ტექნიკური მომსახურების) შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს გეგმიური ფლობის (საგარანტიო პერიოდში ტექნიკური მომსახურების) შესყიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ღირებულება აღემატება 200 000 ლარს, გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულებების 5%–ის (იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის)ოდენობით.

6.2.4.2 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგნილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.

6.2.4.3. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 ავტობუსების შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, არაუმეტეს 1 170 985 (მილიონ ას სამოცდაათი ათას ცხრაას ოთხმოცდახუთი) ლარისა.

7.1.1.2 წინასწარი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე.

7.1.1.3 წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

7.1.1.4 ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, შესაბამისი "მიღება-ჩაბარების" აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ;

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;

- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე;

- ავანსის შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდება ავანსის სახით გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი გრაფიკით:

- ავანსი - არაუმეტეს 1 170 985 (მილიონ ას სამოცდაათი ათას ცხრაას ოთხმოცდახუთი) ლარის ოდენობით (მიმწოდებლის მოთხოვნით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში).

- 2026 წელს, დარჩენილი გადასახდელი თანხის (ავტობუსის სახელშეკრულებო ღირებულებას გამოკლებული გადახდილი ავანსი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჯამის არანაკლებ 50%-ის გადახდა განხორციელდება ავტობუს(ებ)ის მიწოდების შემდეგ, 2026 წლის სახსრებით, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 31 იანვრისა;

- 2027 წელს, დარჩენილი თანხის გადახდა განხორციელდება ავტობუს(ებ)ის მიწოდების შემდეგ, 2027 წლის სახსრებით, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 31 იანვრისა;

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru