Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Оборудование для охлаждения и вентиляции (Грузия - Тендер #66211328)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The House of Justice
Номер конкурса: 66211328
Дата публикации: 13-08-2025
Сумма контракта: 299 560


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250014681
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.08.2025 11:30
Начало приема предложения 29.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 01.09.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 299`560.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 42500000-Оборудование для охлаждения и вентиляции
Коды классификатора
  • 42512000 - Установки для кондиционирования воздуха
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე
Дополнительная информация
სსიპ „იუსტიციის სახლის“ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების საჭიროებისათვის ჰაერის კონდიცირების საშუალებების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო პირობები
Шаг снижения цены 3`000.00 GEL
Размер гарантии 2`996 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi mkheidze :: 10.07.2025 11:59
  • Последнее исправление: giorgi mkheidze :: 13.08.2025 11:30
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=638041&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „იუსტიციის სახლის“ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების საჭიროებისათვის ჰაერის კონდიცირების საშუალებების (ინვენტორული კონდინციონერები, კონდენსატის სადრენაჟო ტუმბოები და ფანკოილები) სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები, შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და მოცულობა მოცემულია - ტექნიკური დავალებაში.

ტექნიკურ დავალების დოკუმენტში მოცემული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები წარმოადგენს მინიმალურ მოთხოვნას, შესაბამისად პრეტენდენტს შეუძლია შემოგვთავაზოს გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე საქონელი.

მომწოდებელი ვალდებული იქნება არსებული სტანდარტების გათვალისწინებით ტექნიკურ დავალებაში მითითებული პოზიციების შესაბამისად განახორციელოს შესყიდვის ობიექტის სტანდარტული/არასტანდარტული მონტაჟი. მონტაჟისთვის საჭირო მასალების ტექნიკურ დავალებაში მითითებული რაოდენობა პირობითია და ათვისება მოხდება შემსყიდველის კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე.

* შენიშვნა:
სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, თუ იკითხება სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება „მსგავსი”, „ეკვივალენტური” მახასიათებლების მქონე საქონელი.

** პრეტენდენტმა „ფასების ცხრილი - დანართი 1“-ს გრაფაში „შესყიდვის ობიექტის აღწერა“ უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის ზუსტი ტექნიკური მახასიათებლები („არანაკლებ“, „არაუმეტეს“ და სხვ. გარეშე).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება (ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული თანმდევი მოსახურების გათვალისწინებით) უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდება (თანმდევი დემონტაჟის/მონტაჟის ჩათვლით) განხორციელდება შემდეგ მისამართებზე:

1. არხილოსკალოს იუსტიციის სახლი - მის.: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი არხილოსკალო, 1-ლი ქუჩა №91;
2. ბარალეთის იუსტიციის სახლი - მის.: სოფელი ბარალეთი, მე-4 ქუჩა №6;
3. ბოლნისის იუსტიციის სახლი - მის.: ბოლნისი, სულხან საბა ორბელიანის ქუჩა №111ა;
4. გომის იუსტიციის სახლი - მის.: სოფელი გომი, მე-10 ქუჩა №37;
5. თბილისის (ფონიჭალის) საწყობი - მის.: ქ. თბილისი, ფონიჭალის მე-4 მაცივრის მიმდებარედ;
6. თელავის იუსტიციის სახლი - მის.: ქ. თელავი, ერეკლე II-ის მოედანი №4;
7. იორმუღანლოს იუსტიციის სახლი - მის.: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქეშალო, მე-15 ქუჩა №14;
8. კაზრეთის იუსტიციის სახლი - მის.: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, დაბა კაზრეთი, მე-7 ქუჩა №3;
9. კაჭრეთის იუსტიციის სახლი - მის.: კაჭრეთი, მე-2 ქუჩა №61ა;
10. კოდის იუსტიციის სახლი - მის.: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი კოდა, თამარ მეფის ქუჩა №4;
11. კორბოულის იუსტიციის სახლი - მის.: საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელი კორბოული, მე-4 ქუჩა №31;
12. კუმურდოს იუსტიციის სახლი - მის.: ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სოფელი კუმურდო, 1-ლი ქუჩა №21ა;
13. ლანჩხუთის იუსტიციის სახლი - მის.: ქ. ლანჩხუთი, თბილისის ქუჩა №5;
14. ლენტეხის იუსტიციის სახლი - მის.: ლენტეხის მუნიციპალიტეტი, დაბა ლენტეხი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №12ა;
15. ლესიჭინეს იუსტიციის სახლი - მის.: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფელი ლესიჭინე, 1-ლი ქუჩა №4;
16. მანგლისის იუსტიციის სახლი - მის.: დაბა მაგლისი, შოთა რუსთაველის ქუჩა №28ა;
17. მარნეულის იუსტიციის სახლი - მის.: ქ. მარნეული, შოთა რუსთაველის ქუჩა №1;
18. მარტყოფის იუსტიციის სახლი - მის.: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, 1-ლი ქუჩა №45;
19. მეორე სვირის იუსტიციის სახლი - მის.: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი მეორე სვირი, 1-ლი ქუჩა,№26ა;
20. მეჯვრისხევის იუსტიციის სახლი - მის.: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი მეჯვრისხევი, მე-12 ქუჩა №2;
21. მუხრანის იუსტიციის სახლი - მის.: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი მუხრანი, მე-12 ქუჩა №124ბ;
22. ორსანტიის იუსტიციის სახლი - მის.: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ორსანტია, დავით აღმაშენებლის ქუჩა №17ა;
23. რუისის იუსტიციის სახლი - მის.: სოფელი რუისი, მე-4 ქუჩა №1;
24. სანიორეს იუსტიციის სახლი - მის.: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი სანიორე, მე-12 ქუჩა №1ბ;
25. სართიჭალას იუსტიციის სახლი - მის.: სოფელი სართიჭალა 30-ე ქუჩა №1ა;
26. საწირეს იუსტიციის სახლი - მის.: ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფელი საწირე, მე-5 ქუჩა №4;
27. ტყვიავის იუსტიციის სახლი - მის.: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ტყვიავი, მე-18 ქუჩა №4ა;
28. უდაბნოს იუსტიციის სახლი - მის.: სოფელი უდაბნო;
29. უსახელოს იუსტიციის სახლი - მის.: ჭიათურის მუნიციპალიტეტი, ზედა უსახელო, მე-2 ქუჩა №11ბ;
30. ქვემო ნატანების იუსტიციის სახლი - მის.: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო ნატანები, 22-ე ქუჩა №6ა;
31. ქუთაისის იუსტიციის სახლი - მის.: ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. №20;
32. ღორეშის იუსტიციის სახლი - მის.: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ღორეშა, გელა კაპანაძის ქუჩა №28;
33. ყაჩაღანის იუსტიციის სახლი - მის.: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყაჩაგანი, 1-ლი ქუჩა №2;
34. ყვარელწყალის იუსტიციის სახლი - მის.: ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყვარელწყალი, მე-3 ქუჩა №2;
35. შუახევის იუსტიციის სახლი - მის.: შუახევის მუნიციპალიტეტი, დაბა შუახევი, შოთა რუსთაველის III შესახვევი №3;
36. ჩაქვის იუსტიციის სახლი - მის.: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ჩაქვი, აბაშიძის ქუჩა №2;
37. ცაიშის იუსტიციის სახლი - მის.: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ცაიში;
38. წალკის იუსტიციის სახლი - მის.: ქ. წალკა, ქუჩა არისტოტელეს ქუჩა №12;
39. წნორის იუსტიციის სახლი - მის.: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქალაქი წნორი, იროდიონ ევდოშვილის ქუჩა №26;
40. ჭალადიდის იუსტიციის სახლი - მის.: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი საბაჟო, 1-ლი ქუჩა №6;
41. ხიდისთავის იუსტიციის სახლი - მის.: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხიდისთავი, მე-3 ქუჩა №7;
42. ჯგალის იუსტიციის სახლი - მის.: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჯგალი, 1-ლი ქუჩა №33.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიმწოდებელი იძლევა მიწოდებული შესყიდვის ობიექტის არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის გარანტიას, რომ შესყიდვის ობიექტი იქნება ახალი, არა მეორადი, არ იქნება ქარხნულად აღდგენილი/გადამუშავებული. საქონელი შეფუთული უნდა იყოს მწარმოებლის მიერ ქარხნული წესით.
1.7.1.2. მიმწოდებლის მიერ მოწოდებულ შესყიდვის ობიექტ(ებ)ზე და სამონტაჟო სამუშაოებზე სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა განისაზღვრება შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით.
1.7.1.3. საგარანტიო პერიოდში ინსპექტირება ხორციელდება ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, საქონლის მიღებისას, აგრეთვე მიღების შემდეგ, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების არსებობის პერიოდში.
1.7.1.4. საქონლის მიღებისას ინსპექტირების პროცესში ქარხნული წუნი/ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეცვალოს საქონელი ახლით წუნი/ხარვეზის დაფიქსირებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
1.7.1.5. საგარანტიო პერიოდში ექსპლუატაციის პროცესში, მექანიკური, უხარისხო ძაბვით და/ან არასწორი მოხმარებით გამოწვეული დაზიანების გარდა, წარმოქმნილი ხარვეზების არსებობის შემთვევაში, შემსყიდველი წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით აცნობებს მომსახურების გაწევის საჭიროების შესახებ „მიმწოდებელს“, რის შემდეგადაც მომწოდებელი ვალდებულია ჩაანაცვლოს წუნდებული საქონელი ახლით გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღისა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია დანართის N1, ფასების ცხრილის თითოეული პოზიციით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტისათვის (კონდინციონერის, კონდენსატის სადრენაჟო ტუმბოსა და ფანკოილებისათვის) წარმოადგინოს ინფორმაცია მათი ტექნიკური მახასიათებლების, წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლისა (მწარმოებელი კომპანია ან/და ბრენდი ან/და სავაჭრო ნიშანი) და მოდელის ან სერიული ნომერის ან part number-ის შესახებ.

2.1.1.2. წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელისა და მოდელის ან სერიული ნომერის ან part number-ის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.

აუცილებელი მოთხოვნა:
შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილი მოდელის ან სერიული ნომერის ან part number-ის მიხედვით შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტ(ებ)ის მწარმოებლის ოფიციალური ინფორმაცია ტექნიკური პარამეტრების შესახებ უნდა იძებნებოდეს ინტერნეტ წყაროების საშუალებით ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლების შესახებ (მწარმოებლის წერილი ან/და დასკანერებული ტექნიკური პასპორტი, ან/და data sheet ან/და ვებ-გვერდის მისამართი).

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შენობის ცენტრალური გაგრილების სისტემის მოწყობის ან/და კონდიციონერების მიწოდება/მონტაჟის გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულებაც 2022 წლიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში, არ უნდა იყოს 200 000 ლარზე ნაკლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები და მიწოდებულ საქონელზე/შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული საქონლის მიწოდება/მონტაჟის ფაქტს.

2.2.1.2 პრეტენდენტს 2022 წლიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში უნდა გააჩნდეს შენობის ცენტრალური გაგრილების სისტემის მოწყობის ან/და კონდიციონერების მიწოდება/მონტაჟის გამოცდილება, არანაკლებ 100 000 ლარის ღირებულების ოდენობით. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულება და მიწოდებულ საქონელზე/შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული საქონლის მიწოდება/მონტაჟის ფაქტს.

2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ საქონელი მიწოდებულია/სამუშაო შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ საქონლის მიწოდება/მონტაჟის ანდა სამუშაოს შესრულბის ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

2.2.1.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ 2.2.1 პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციასა და სისტემაში (CMR, SPA, NAT ნომრების შესაბამისად) ატვირთულ დოკუმენტებს შორის აღმოჩნდება უზუსტობა, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვტეს სატენდერო კომისია.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღებით (წინადადების წარმოდგენა) სრულად ეთანხმება შემსყიდველის ელ. ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2.9.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპის დასმას. ხელმოწერას არ საჭიოებს ფასების ცხრილი - დანართი #1, თუ იგი წარმოდგენილი იქნება Excel-ის ფორმატით.
2.9.3. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
2.9.4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება.
2.9.5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას;

4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით, შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);

4.1.1.3.ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

3 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

6 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. მიმწოდებელი ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან;

6.4.2. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 34-ე უხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი ნაკლები იქნება 200 000 ლარზე, მოთხოვნილი იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვა შემსყიდველისათვის წარმოადგენს მაღალი მნიშვნელობის ობიექტს, ასევე, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ამაღლებს მიმწოდებლის პასუხისმგებობას.

6.4.3. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს;

6.4.4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, აგრეთვე ნაწილობრივი ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს საბანკო გარანტიის სრული ოდენობით გამოყენება;

6.4.5. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 30%-ის ანაზღაურება შესაძლებელია წინასწარი ანგარიშსწორების გზით. მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საავანსო გარანტია, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედებას ვადას. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტისთვის საბანკო გარანტიის ოდენობა ნახევრდება. შემსყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებლის მიერ საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;
7.1.1.2. წინასწარ გადახდილი თანხა გათავისუფლდება ეტაპობრივად (წინასწარ გადახდილი თანხის ამოწურვამდე), ფაქტობრივად გაცემული ავანსის პროცენტული ოდენობის შესაბამისად, იმ პირობით, რომ თეთრ სიაში რეგისტრირებული მომხმარებლისთვის ჯერ გაიქვითება წინასწარ გადახდილი თანხის ის ნაწილი, რომელზედაც არ არის წარმოდგენილი საბანკო გარანტია;
7.1.1.3. ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (წინასწარ გადახდილი თანხის ამოწურვამდე) შემსყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ღირებულების ავანსის წილის გამოქვითვის შემდგომ დარჩენილი თანხა, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
7.1.1.4. წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვის შემდეგ ანგარიშსწორება იწარმოებს ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის მიხედვით, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდის მიწოდებული საქონლის ღირებულებასა და მიმწოდებლისთვის გადახდილ თანხებს შორის სხვაობას;
7.1.1.5. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს წინასწარ გადახდილი თანხის შესაბამისი ღირებულების შესყიდვის ობიექტის მოწოდებას, შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს საავანსო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული შესაბამისი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
7.2.2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, როგორც ეტაპობრივი, ისე საბოლოო შესრულება, დადასტურდება მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების გზით.
7.2.3. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის მიხედვით, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდის მიწოდებული საქონლის ღირებულებასა და მიმწოდებლისთვის წინასწარ გადახდილ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხებს შორის სხვაობას.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მოწოდებული საქონლის შესაბამისად, ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი მხეიძე, 555704644, giomkheidze@psh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru