პროექტის შესახებ
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ირმის რქის ნამოსახლარის
არქეოლოგიური კვლევა.
ირმის რქა მრავალფენიანი ნამოსახლარია, რომელიც მდებარეობს
სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფ. წარბასთუმნის
სამხრეთით 1-1,5 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1560 მეტრზე. ძეგლი
განლაგებულია მთაზე, საიდანაც იშლება პანორამული ხედი ძირითად
ხეობებზე, რაც მას მიმდებარე ლანდშაფტზე სტრატეგიული კონტროლის
საშუალებას აძლევს. ნამოსახლარის ნაშთები ძირითადად მთის მოსწორებულ
თხემსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე ფიქსირდება.
ობიექტი პირველად 2014 წელს, რეგიონში ჩატარებული დაზვერვების დროს
აღმოჩნდა. 2019 წელს ნამოსახლარი ნაწილობრივ დაზიანდა ადიგენი - გოდერძის
გაზსადენის მშენeბლობისას. 2020 წელს, სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის
კორპორაციის“ დაფინანსებით ობიექტზე განხორციელდა გადარჩენითი
არქეოლოგიური სამუშაოები. შემდგომში ნამოსახლარის შესწავლა
გაგრძელდა.
არქეოლოგიურიგათხრების შედეგად ირმის რქის ნამოსახლარზე 3000 წლოვანი
ცხოვრების უწყვეტი კვალი დასტურდება. ძეგლზე პირველი დასახლება ადრე
ბრინჯაოს ხანაში მტკვარ-არაქსის კულტურის დროს ჩნდება და ამ კულტურის
არსებობის სრულ პერიოდის მოიცავს. ძეგლზე გამოვლენილია ამ პერიოდის
50-მდე ორმო და საცხოვრებeლი ნაგებობათა ნაშთები, მდიდარი ნივთიერი
მასალით. განსაკუთრებით მრავლადაა სადა და ორნამენტირებული
სხვადასხვა ზომის ჭურჭლები, ნალისებური სადგრები, ქვის და ძვლის
იარაღები; გამორჩეულია ლითონის ნივთების კოლექცია, რაც ზოგადად
ნამოსახლარებზე საკმაოდ იშვიათია. საყურადღებოა რომ ირმის რქაზე
მტკვარ-არაქსის კულტურა განვითარების ყველა ეტაპით არის წარმოდგენილი,
რომელიც რადიოკარბონული თარიღების მიხედვით ძვ.წ. 34-26 საუკუნეებში
ექცევა.
ნამოსახლარის განვითარების შემდგომი ფაზა ბედენის კულტურას
უკავშირდება. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული კულტურის ნამოსახლარები
რეგიონის ამ ნაწილში ამ დრომდე ცნობილი არ იყო და დღემდე ირმის რქა
წარმოადგენს ამ პერიოდის ერთადერთ ძეგლს. როგორც ცნობილია, ეს კულტურა
საქართველოში ძვ.წ. 25-19 საუკუნეებში არსებობს და ჩვენთვის დიდი ხნის
განმავლობაში მხოლოდ ყორღანებით, გორა სამარხებით იყო ცნობილი. მისი
ნამოსახლარი კი მხოლოდ რამდენიმეა მიკვლეული კავკასიაში, უმეტესი
მათგანი კი მეტად დაზიანებულია მოგვიანო პერიოდის სამშენებლო ფენებით
და პრაქტიკულად ამ პერიოდის არქიტექტურის შესახებ ინფორმაცია წლების
განმავლობაში არ მოგვეპოვებოდა.
ირმის რქის ნამოსახლარზე კი ამ პერიოდის 14 მ სიგრძის ნაგებობა იქნა
ნაწილობრივ გამოვლენილი და შესწავლილი, რაც სრულიად უნიკალურია.
ნაგებობა ორი ოთახისაგან შედგება, როგორც ჩანს გაურკვეველი მიზეზების
გამო ნაგებობა მიტოვებულია. ისე რომ საყოფაცხოვრებო მასალა
ხელუხლებლადაა შემორჩენილი. ერთ ოთახში ორი პურის საცხობი ღუმელი,
სამეურნეო იარაღები და 39 სხვადასხვა ზომის ჭურჭელი დაფიქსირდა, რომელთა
ნაწილიც დაუზიანებელი იყო. მეორე ოთახში კი 17 მცირე ზომის ჭურჭელი და
კერა გამოვლინდა. აღნიშნული აშკარად მიუთითებს, რომ ოთახები
ფუნქციურად განსხვავდებოდა. პირველი ოთახი სამეურნეო, მეორე კი
სავარაუდოდ საცხოვრებელ სივრცეს წარმოადგენდა. მიუხედავად არსებული
მონაცემებისა, მეორე ოთახი სრულად არ არის გათხრილი, რის გამოც მისი
ზუსტი ზომებისა და დანიშნულების განსაზღვრა შეუძლებელია.
აღსანიშნავია, რომ ნამოსახლარზე ბედენის პერიოდის ცალკეულ
კომპლექსებში კლასიკურ ბედენურ ჭურჭელთან ერთად ჩნდება შუა ბრინჯაოს
ხანის თრიალეთის კულტურის ლოკალური ვარიანტის ე.წ. მესხური
ყორღანებისთვის დამახასიათებელი ჭურჭელი, რაც სრულიად უნიკალურია,
ვინაიდან რეგიონის ამ ნაწილში არც ყორღანები და არც მასთან
დაკავშირებული კულტურული ელემენტები არ ფიქსირდება. ეს კულტურა
ძირითადად მტკვრის ხეობის აღმოსავლეთ ნაწილშია გავრცელებული.
შესაბამისად, მსგავსი მასალის აღმოჩენა ირმის რქაზე განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მის თანაარსებობას
ბედენის კულტურასთან. მეტიც, ნამოსახლარზე გამოვლენილია ფენები და
ნაგებობათა ფრაგმენტები, რომლებიც მთლიანად თრიალეთის კულტურის
მესხურ ვარიანტთან ასოცირებული მასალით არის წარმოდგენილი, რაც კიდევ
ერთხელ უსვამს ხაზს ამ აღმოჩენის მნიშვნელობას, რადგან ასობით
ყორღანის არსებობის მიუხედავად, ამ კულტურის დროინდელი ნამოსახლარები
სამცხე-ჯავახეთში დღემდე იდენტიფიცირებული არ ყოფილა.
ირმის რქის ნამოსახლარზე მომდევნო ქრონო-სტრატიგრაფიული ეტაპი გვიან
ბრინჯაო-ადრე რკინის ხანით თარიღდება. ამ პერიოდში ჩდნდება მასიური
ქვებით ნაგები თავდაცვითი კედელი, რომელიც ზღუდავდა მთის თხემს. ამ
პერიოდის არქიტექტურული ნაშთები მეტად ფრაგმენტულია, როგორც
გათხრების შედეგები უჩვენებს ეს ფენა ძირითადად საბჭოთა პერიოდის
სამხედრო აქტივობებით დაზიანდა. ამ პერიოდის მასალა ძირითადად
კერამიკით არის წარმოდგენილი გვხვდება როგორც აღმოსავლეთ
საქართველოსთვის დამახასიათებელი, ისე კოლხური კულტურის კერამიკა, რაც
ცხადად მიუთითებს, რომ ირმის რქა გვიან ბრინჯაოსა და ადრეული რკინის
ხანაში წარმოადგენდა ამ ორ კულტურულ სივრცეს შორის ურთიერთობებისა და
შეხვედრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს.
ამდენად ირმის რქის ნამოსახლარი იშვიათი არქეოლოგიური ძეგლია სადაც
ბრინჯაოს ხანის განვითარების სრული ქრონოლოგიური და კულტურული ციკლია
წარმოდგენილი, რაც სრულიად უნიკალური შემთხვევაა კავკასიის
არქეოლოგიაში და შესაბამისად სამხრეთ კავკასიის ბრინჯაოს ხანის
კულტურების ფორმირების და მათი განვითარებისა და ცვლილებების
კვლევისთვის ერთ-ერთი პირველწყაროა. ძეგლის უწყვეტი სტრატიგრაფია
იძლევა შესაძლებლობას, თანმიმდევრულად და დეტალურად დავაკვირდეთ
კულტურულ ტენდენციებს, ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და და
სოციო-ეკონომიკური სტრუქტურების ევოლუციას.
პროექტის მიზანი
პროექტის ძირითადი მიზანია ირმის რქის ნამოსახლარის არქეოლოგიური
შესწავლა და ნამოსახლარის გავრცელების საზღვრების დადგენა.
პროექტით განსაზღვრული სამუშაოები
ბედენისა და მტკვარ-არაქსის პერიოდის ნაგებობების და მათთან
დაკავშირებული არქეოლოგიური მასალის სრულად გამოვლენა-შესწავლა.
საცდელი თხრილების საშუალებით ნამოსახლარის გავრცელების საზღვრების
დადგენა.
ირმის რქის ნამოსახლარის ტერიტორიაზე
ჩატარდება შემდეგი არქეოლოგიური სამუშაოები:
1. ჰუმუსის მოხსნა არეალში ფართობით 7,5X17,5X0,3;
2. არეალის არქეოლოგიური შესწავლა (ფართობი 10X10);
3. არქეოლოგიური არეალში გამოვლენილი კულტურული ფენის პრეპარაცია
(ფართობი 10X10);
4. არეალის არქეოლოგიური შესწავლა (ფართობი 5X10);
5. არქეოლოგიური არეალში გამოვლენილი კულტურული ფენის პრეპარაცია
(ფართობი 5X10);
6. არეალის არქეოლოგიური შესწავლა (ფართობი 2,5X7,5);
7. არქეოლოგიური არეალში გამოვლენილი კულტურული ფენის პრეპარაცია
(ფართობი 2,5X7,5);
8. არეალის არქეოლოგიური შესწავლა (ფართობი 4X10);
9. არქეოლოგიური არეალში გამოვლენილი კულტურული ფენის პრეპარაცია
(ფართობი 4X10);
10. მიწის გატანა ხელით და ურიკით 10 მ. მანძილზე;
11. განათხარი ფართობის (თხრილები) ნაწილობრივი რეკულტივაცია (70 კვ მ.).
არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების
შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია,
სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების
სრული დაცვით;
მიმწოდებელი ვალდებულია არქეოლოგიურ კვლევით სამუშაოებში
უზრუნველყოს სტუდნეტების ჩართულობა;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და
არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას
დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო
პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი
მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე,
მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ
ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას
ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს
მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას
სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლადგამოვლენილი
გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
ძირითადი პირობები
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით,
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი
ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას. სამუშაოების შესრულების გრაფიკი
განსაზღვრავს სამუშაოთა მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის
ეტაპობრივად წარდგენის გეგმას. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების
ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების
გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე; შრიფტის სახე
-Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11; სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5სმ, მარჯვნიდან - 1 სმ,
ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს.
ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ.,
(სურ.1)
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების
ჩატანა სქოლიოში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება -
ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი),
მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და
მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი
სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს
შემდეგ ინფორმაციას:
მესაკუთრე; შემსყიდველი;
მიმწოდებელი;
ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის
ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:
ა) შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და
მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და
ვიზუალური აღწერის მასალები;
ბ) შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და
საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე
მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების
ანალიზი;
გ) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა
და ანაზომი;
დ) შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა
(მასშტაბი 1:2000 ან 1:500), GPS კოორდინატებით;
ე) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა
და ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100)
ძირითადი პარამეტრების ზომების დატანით;
ვ) შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა;
ზ) სავლევი ტერიტორიების დრონით გადაღება, მასალის დამუშევება;
თ) საველე და ლაბორატორიული ფოტოგადაღება და დამუშავება;
ი) გათხრების დროს მოპოვებული არტეფაქტების პირველადი დამუშავება;
კ) ტექსტური აღწერილობა.
სამუშაოთა შესრულების ვადები
შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა
არქეოლოგიური სანებართო მოწმობის გაცემიდან არაუგვიანეს 3 (სამი)
კალენდარული თვე.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.