ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის
ობიექტების/ძეგლების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება
მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ჩასატარებელი
სამუშაოებით მოხდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
ობიექტების/ძეგლების შესასწავლად და დასაცავად საჭირო ღონისძიებების
განხორციელება.
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის მოკლე აღწერა
ისტორიულად ჯავახეთს უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა ქვეყნის
პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული განვითარების თვალსაზრისითაც,
რაზეც მეტყველებს ამ რეგიონში ქრონოლოგიურად უწყვეტად (ძველი ქვის
ხანიდან დღემდე) არსებული ადამიანის აქტიური მოღვაწეობის კვალი.
ჯავახეთის არქეოლოგიური კუთხით კვლევა იმ თვალსაზრისითაც ძალიან
მნიშვნელოვანია, ვინაიდან კვლევები კლიმატურ ცვლილებებზეც გვაწვდის
უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას.
ორი არქეოლოგიური ობიექტი, რომლებზეც 2025 წელს უნდა განხორციელდეს
სამუშაოები, მდებარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის
სიახლოვეს, სოფ. ვლადიმიროვკასთან.
N1 ობიექტი წარმოადგენს ტერასული ტიპის ნასახლარს, რომელიც სოფლის
სასაფლაოსთან ახლოს, ტბიდან დაახლოებით 1კმ/ში მდებარეობს. სხვადასხვა
პერიოდში ობიექტი დაფიქსირებულია მეცნიერთა მიერ და ვიზუალური
დათვალიერებით ისინი მას შუა საუკუნეებით ათარიღებენ. ამიტომ,
ობიექტის ზუსტი თარიღის და რაობის დადგენის მიზნით, საჭიროა მასზე
არქეოლოგიური სამუშაოების განხორციელება. (კოორდინატები: E_396243.46 N_4585269.54.
ზ/დ_2115მ.).
N2 ობიექტი ზემოთ ნახსენები ნასახლარის ჩრდილო-აღმოსავლეთით ბორცვზე
არსებული ციხე-სიმაგრეა, რომელიც ასევე სხვადასხვა პერიოდის
ანგარიშებში იხსენიება. ამ შემთხვევაშიც სრულფასოვანი არქეოლოგიური
გათხრები არ არის ჩატარებული და ობიექტის პერიოდის განსაზღვრისა და
რაობის დადგენის მიზნით, აუცილებელია არქეოლოგიური სამუშაოების
განხორციელება (კოორდინატები: E_396345.72 N_4585763.14. ზ/დ_2176მ.).
სოფ. ვლადიმიროვკასთან ნასახლარისა და ციხეზე 2025 წელს ჩასატარებელი
სამუშაოები:
1. ჰუმუსის მოხსნა 2X2X0,3 ფართობზე;
2. არქეოლოგიური არეალის (ნასახლარის და ციხის) შესწავლა (ფართობი 2X2) 6
თხრილი;
3. 4 არქეოლოგიურ თხრილში (ნასახლარის) გამოვლენილი კულტურული ფენის
პრეპარაცია (ფართობი 2X2);
4. ორ არქეოლოგიურ თხრილში (ციხის ტერიტორია) გამოვლენილი კულტურული
ფენის პრეპარაცია (ფართობი 2X2);
5. მიწის გატანა ხელით და ურიკით 50 მ. მანძილზე;
6. ტოპოგრაფის მომსახურება, საჰაერო გადაღება და ინფორმაციის
დამუშავება;
7. განათხარი ფართობის ნაწილობრივი რეკულტივაცია 40 კვ. მ.;
არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების
შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია,
სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების
სრული დაცვით;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და
არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას
დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო
პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი
მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე,
მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ
ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას
ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს
მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას
სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლად გამოვლენილი
გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
ძირითადი პირობები
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით,
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი
ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას.
სამუშაოების შესრულების გრაფიკი განსაზღვრავს სამუშაოთა
მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარდგენის
გეგმას.
ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ
ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე;
შრიფტის სახე -Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11;
სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5სმ, მარჯვნიდან - 1 სმ,
ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს.
ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ.,
(სურ.1).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების
ჩატანა სქოლიოში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება -
ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (1 ეგზემპლარი),
მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და
მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი
სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს
შემდეგ ინფორმაციას:
მესაკუთრე;
შემსყიდველი;
მიმწოდებელი;
ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის
ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:
ა) შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და
მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და
ვიზუალური აღწერის მასალები;
ბ) შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ_ბიბლიოგრაფიული და
საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე
მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების
ანალიზი;
გ) შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა
(მასშტაბი 1:2000 ან 1:500), GGPS კოორდინატებით;
დ) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა
და ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100)
ძირითადი პარამეტრების ზომების დატანით;
ე) შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა;
ვ) ტექსტური აღწერილობა;
ზ) ხარჯთაღრიცხვა (მიმწოდებლის მიერ დამოწმებული ბეჭდით და
ხელმოწერით).
სამუშაოთა შესრულების ვადები
შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა
არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემიდან 2 (ორი) კალენდარული
თვე.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.