ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ფასების ცხრილის შესაბამისად)
ტექნიკური და რეცხვითი მომსახურება.
ავტოტექმომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის საკუთრებაში ან
სარგებლობის უფლებით არსებულ სერვის-ცენტრებში (თბილისის ფარგლებს
გარეთ შესაძლებელია შემოთავაზებული იყოს ქვეკონტრაქორები), ასევე უნდა
იყოს აღჭურვილი არანაკლებ ქვემოთ ჩამოთვლილი მატერიალურ-ტექნიკური
ბაზით და შესაძლებელი უნდა იყოს არანაკლებ შემდეგი სახის მომსახურების
მიღება:
1. ელექტროობის დიაგნოსტირება და შეკეთება - ქვემოთხსენებულ ყველა
სერვისცენტრში;
2. ამწე მექანიზმი არანაკლებ 2(ორი) ერთეული - ქვემოთხსენებულ ყველა
სერვისცენტრში;
3. საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი - არანაკლებ თბილისის სერვის
ცენტრში;
4. ვულკანიზაციის, ბალანსირების და დისკების გასწორების აპარატი -
ქვემოთხსენებულ ყველა სერვისცენტრში;
5. თვლების შეყრის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი -არანაკლებ
თბილისის სერვისცენტრში
6. ძრავის დიაგნოსტირება და კაპიტალური შეკეთება - არანაკლებ თბილისის
სერვისცენტრში;
7. გადაცემათა კოლოფის და ხიდების კაპიტალური შეკეთება - არანაკლებ
თბილისის სერვისცენტრში;
8. საწვავის სისტემის დიაგნოსტირება - არანაკლებ თბილისის
სერვისცენტრში;
9. ავტომატური კოლოფის ზეთის შეცვლა აპარატით - არანაკლებ თბილისის
სერვისცენტრში;
სერვის-ცენტრების ტერიტორიაზე გამოყოფილი უნდა იყოს მანქანისთვის
პარკირების ადგილები.
ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხარისხის სათადარიგო ნაწილით,
გარდა დეფიციტური სათადარიგო ნაწილებისა, რომელიც შეიძლება იყოს
მეორადი (შემსყიდველთან შეთანხმებით).
მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული
ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება
მიმწოდებელს.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტენდერის სატენდერო
პირობებით განსაზღვრული (პრეისკურანტი) ტექ-მომსახურების გაწევა
როგორც ქ. თბილისში, ასევე რეგიონებში არსებულ, მის მიერ ტექნიკური
დოკუმენტაციით წარმოდგენილ სერვის-ცენტრებში (ადგილმდებარეობის
მიხედვით - მითითებულ მისამართზე). მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში,
შემსყიდველის თანხმობის შემდეგ იქნება შესაძლებელი ავტომანქანის
შესაკეთებლად მისი სხვა სერვის-ცენტრში გადაყვანა მიმწოდებლის
ხარჯებით.
სერვის-ცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ
უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის
ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ
ტერიტორიაზე).
ავტომანქანის სერვის ცენტრში მიყვანიდან, მიმწოდებელმა შემსყიდველის
მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს
ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური
აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების
ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი
მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების
ავტომომსახურების ცენტრში მიყვანა, მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულ
მანქანას ტექ. მომსახურება გაუწიოს ადგილზე, დამატებითი საფასურის
გადახდის გარეშე (განფასების ცხრილის შესაბამისად), ხოლო იმ
შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ადგილზე
შეკეთება მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულ მანქანა საკუთარი
ხარჯებით ევაკუატორის საშუალებით გადაიყვანოს სერვის ცენტრში
შესაკეთებლად, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. მომსახურების
გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ასევე
შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული
მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო
ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტომანქანების
ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ
პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის
თანხმობა-დასტური.
* პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი
არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და
ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია
განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან
მიმართებაში.
* ერთეულის ღირებულებები პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ
მითითებული უნდა იქნას პრეისკურანტში (დანართი N1) და არ უნდა
აღემატებოდეს პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ
ზღვრულ ერთეულის ფასებს. ერთეულის ღირებულებების ჯამურმა ოდენობამ არ
უნდა გადააჭარბოს პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას.
* პრეისკურანტით განსაზღვრული რომელიმე ერთეულის არარსებობისას,
აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება
შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო
ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში რომელიმე
ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ
შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების
10%-ს.
* პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ პირვანდელ და
ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ საბოლოო პრეისკურანტის
ღირებულების სხვაობის არსებობის შემთხვევაში, პრეისკურანტით
განსაზღვრული ერთეულის ღირებულებების დაანგარიშება მოხდება მიღებული
სხვაობის პროცენტული მაჩვენებლის თანაბრად დაკლების პრინციპით
(კლების პროცენტად შესაძლებელია გამოყენებული იყოს არანაკლებ
მიღებული რიცხვი მეასედამდე სიზუსტით (დამრგვალების გარეშე), მხოლოდ იმ
პირობით, რომ მიღებული ჯამი არ უნდა აღემატებოდეს სისტემის შესაბამის
ველში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს). აღნიშნულ შემთხვევაში პრეტენდენტმა
კორექტირებული პრეისკურანტი უნდა წარმოადგინოს აღნიშნული პრინციპით
დაანგარიშებული ერთეულის ფასების მიხედვით.
* პრეტენდენტის მიერ „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე,
პრეისკურანტის წარმოუდგენლობა, განუფასებლად წარმოდგენა ან
არსებითად შეუსაბამო ფასების წარმოდგენა (თუ ერთეულის ფასი აღემატება
შემსყიდველის მიერ შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო
ზღვრულ ფასს), გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ
ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.