პროექტის ფარგლებში, უნდა განხორციელდეს, მარტვილის მაგისტრატი
სასამართლოს სარეაბილიტაციო სამუშოები (დეფექტური აქტი იხილეთ
ელექტრონული ტენდერის NAT250011280 თანდართულ ფაილებში ).
ტექნიკური ზედამხედველობა მოიცავს:
1. სამშენებლო ტექნოლოგიების, შესრულებული სამუშაოთა მოცულობების
პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ- ტექნიკურ დოკუმენტებთან
შესაბამისობის კონტროლს;
2. სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების შესრულების პროცესში
სამუშაოების შესაბამისობის შემოწმებას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციასთან (რომელიც გათვალისწინებულია სამუშაო ნახაზებში);
3. სამუშაოების პროცესში გამოყენებული მასალების მოცულობის და
ხარისხის კონტროლს;
4. სამუშაოთა შესრულების პროცესში პროექტთან შეუსაბამობებისა და
დეფექტების გამოვლენას, ფოტოფიქსაციას, მათი დროულად გამოსწორების
კონტროლს;
5. საჭიროების შემთხვევაში, სამშენებლო ორგანიზაციას მოსთხოვოს
სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებზე გამოყენებული
კონსტრუქციების, მასალების ხარისხის და ვარგისიანობის (ტექნიკური
პასპორტები, სერთიფიკატები, ტექნიკური მოწმობები, ლაბორატორიული
ცდების შედეგები და სხვ.).
6. მშენებლის მიერ მასალებისა და მოწყობილობების ლაბორატორიული
კვლევების ჩატარების შემთხვევაში - მათი მახასიათებლების
შესაბამისობის კონტროლს, ნორმატიულ - ტექნიკური დოკუმენტებთან;
7. ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვებას, აზომვითი სამუშაოების
ჩატარებას და შესაბამისი აქტების დამოწმებას. ფარული სამუშაოების
წარმოებისას ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების
დამადასტურებელი წერილობითი აქტები, მოახდინოს ფოტო და ვიდეო
ფიქსაცია;
8. შესრულებული სამუშაოების აღრიცხვას და სამუშაოების მიღების
დადასტურებას ხელის მოწერით;
9. შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა#2)
მოყვანილი სამუშაოთა მოცულობებისა და ფაქტიურად შესრულებული
სამუშაოების მოცულობების შედარებას და ასევე განფასებული
მოცულობების ერთეულის ფასების შედარებას მოქმედი ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან, აგრეთვე მათ შემდგომ
დადასტურებას; (სამშენებლო კომპანიის მიერ შუალედური/საბოლოო
სამუშაოების დოკუმენტაციის გადაცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო
დღეში);
10. სამუშაოთა მიმდინარეობის შესრულების კონტროლს, წარმოებული
სამშენებლო სამუშაოების პროგრესის, სამუშაოთა ტემპის და ვადების
კონტროლს;
11. საჭიროების შემთხვევაში პროექტში განსახორციელებელი იმ სახის
ცვლილებების პროექტის ავტორთან/შემსყიდველთან შეთანხმება, რომლებიც
არ არღვევენ პროექტის გადაწყვეტის მიღებულ პრინციპებს და გავლენას არ
ახდენენ ცალკეული დეტალებისა და ნაგებობების სიმტკიცეზე, მდგრადობაზე
და საიმედოობაზე. პროექტსა და შესასრულებელი სამუშაოების
ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების
შეტანის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის შესახებ
შემსყიდველისათვის არგუმენტირებული წინადადებების წარდგენა;
12. მშენებელი ორგანიზაციისაგან შრომის უსაფრთხოების და
გარემოსდაცვითი ნორმების დაცვის მონიტორინგს;
13. საინჟინრო, კომუნალური და ტექნოლოგიური სისტემების მონტაჟის
ზედამხედველობას და გამოსაყენებელი მასალების სპეციფიკაციების
პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შედარებას და მათი
შესაბამისობის დამოწმებას. შესაბამისად, მომწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს შესასრულებელი სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების
ზედამხედველობა შესაბამისი სპეციალისტებით ,საჭიროების შემთხვევაში
უნდა უზრუნველყოს მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები.
(მშენებელ ინჟინერი, მშენებელ- კონსტრუქტორი, ელ.მომარაგების
სპეციალისტი).
14. სამუშაოების პროცესში მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ
შემსყიდველისთვის მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ ანგარიშის მიწოდებას
წერილობითი ფორმით. ასევე, ყოველთვიური დეტალური ანგარიშების
მიწოდებას, სადაც აღწერილი იქნება სამუშაოების მიმდინარეობის
პროცესი.
15. შესყიდველთან კოორდინაციაში, პროექტის მონაწილე მხარეებთან
ოფიციალური წერილობითი კომუნიკაციის წარმოებას სამუშაოთა შეჩერების,
შეფერხების ან/და სხვა ნებისმიერი დამაბრკოლებელი თუ რისკის ფაქტორის
წარმოქმნისთანავე;
16. უზრუნველყოს მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტზე
სამუშაოების განხორციელების პროცესის სათანადო ხელშეკრულებით
დადგენილ პირობებთან შესაბამისობის კონტროლი, შეუსაბამობის
შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შემსყიდველისათვის
შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, სარეკონსტრუქციო-სარემონტო
სამუშაოების მწარმოებელი ან/და პროექტის შემდეგენელ ორგანიზაციას
განუსაზღვროს გონივრული ვადა მათ გამოსასწორებლად.
17. წარუდგინოს პრეტენზიები სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების
მწარმოებელს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის და
სამუშაოების უხარისხოდ შესრულებისათვის. საჭიროების შემთხვევაში
შეაჩეროს შესაბამისი სამუშაოები და შემდგომი რეაგირებისათვის
სათანადო ინფორმაცია (ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების
დარღვევების დასაბუთებული აღწერით) დაუყოვნებლივ მიაწოდოს
შემსყიდველს;
18. წარმოებული სამშენებლო სამუშაოების პროგრესის, ტემპის და
შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესრულების კონტროლს, რაც გულისხმობს
სამუშაოს დაწყების თარიღის, სამუშაოს (როგორც მთლიანი სამუშაოს, ასევე,
გეგმა- გრაფიკით გათვალისწინებული რომელიმე ნაწილის) შესრულების
ვადების, სამუშაოს დასრულების ვადის მონიტორინგს და შემსყიდველის
ინფორმირებას, შემსყიდველისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და
წინადადებების წარდგენას;
19. სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების კონტრაქტის ფარგლებში
ჩატარებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის ყოველდღიური
ზედამხედველობა განახორციელოს ,,საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური
ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების,
წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების
შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის
2011 წლის 18 თებერვლის N1-1/251 ბრძანებით დამტკიცებული ნორმების
შესაბამისად;
20. ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოოს ზედამხედველობა და უზრუნველყოს
საკუთარი წარმომადგენლ(ებ)ის უწყვეტი დასწრება სამუშაოთა წარმოების
პროცესის მიმდინარეობისას, სამუშაოთა მეთვალყურეობას ხელშეკრულების
ხელმოწერისთანავე;
21. სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის
მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტების დადასტურება იმ
შემთხვევაში, როდესაც სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია, ხოლო
მოცულობა ზუსტია.
22. სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასთან
ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს შესრულებული
სამუშაოების ინვენტარიზაცია და დარჩენილ სამუშაოებზე უნდა მომზადდეს
ტექნიკური დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა და სამუშაოთა წარმოების
კალენდარული გეგმა- გრაფიკი). ამ პროცედურის ჩასატარებლად საჭიროა
ჩამოყალიბდეს კომისია, რომლის შემადგენლობაშიც უნდა გაერთიანდნენ:
საპროექტო დოკუმენტაციის შემდგენი ორგანიზაციის წარმომადგენელი
(საპროექტო ორგანიზაციის თანხმობის შემთხვევაში), შემსყიდველი
ორგანიზაციის წარმომადგენელი, სარეკონსტრუქციო- სარემონტო
სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი და
მიმწოდებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ახორციელებდა
ტექნიკურ ზედამხედველობას.
23. საზედამხედველო მომსახურებაში ჩართული უნდა იყოს ელექტრიკოსი,
გათბობა გაგრილების, აიტის და ასევე ყველა იმ დარგის სპეციალისტით,
რომელთა კომპეტენციაც შეესაბამება კონკრეტული სამუშაოების
ინსპექტირებას.
24. სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ
განხორციელებული ტექნიკური ზედამხედველობის საფუძველზე ტექნიკური
ანგარიშის მომზადება ინსპექტირების ანგარიშის ფორმით.