Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Гостиничные услуги (Грузия - Тендер #66065334)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Suboffice - Department of Sports of the Ministry of Education, Culture and Sports of Adjara Autonomous Republic
Номер конкурса: 66065334
Дата публикации: 06-08-2025
Сумма контракта: 103 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250014178
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.08.2025 17:09
Начало приема предложения 16.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 19.08.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 103`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55100000-Гостиничные услуги
Коды классификатора
  • 55120000 - Встречи и конференции в отелях
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2025 წლის 30 სექტემბრისა.
Дополнительная информация
სპორტული თემატიკის ფორუმის ორგანიზების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 1`030 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nikoloz megrelishvili :: 22.07.2025 13:03
  • Последнее исправление: nikoloz megrelishvili :: 06.08.2025 17:09
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=640484&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სპორტული თემატიკის ფორუმის ორგანიზების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. ფორუმის ჩატარების ადგილი - ქ.ბათუმის ტერიტორიაზე მაღალი კლასის (არანაკლებ ხუთი ვარსკვლავი) სასტუმროში შემდეგი ტიპის სივრცეებით უზრუნველყოფა: მთავარი საკონფერენციო დარბაზი N1: არანაკლებ 300 პირის განსათავსებლად თეატრალური ჯდომით. სივრცეში უნდა მოეწყოს 21 კვადრატული მეტრისა (3მ*7მ) და 30 სმ სიმაღლის პლატფორმა სპიკერების განსათავსებლად (პლატფორმაზე ასასვლელი კიბე შემსყიდველთან შეთნხმებით). პლატფორმა დაფარული უნდა იყოს ხალიჩით. პლატფორმაზე უნდა განთავსდეს მინიმალისტური სტილის 6 სავარძელი შემსყიდველთან შეთანხმებით და სამი მაგიდა წყლისა და საკანცელარიო ნივთების დასალაგებლად. არანაკლებ 5 სპიკერი აღჭურვილი უნდა იყოს ყურის უსადენო კონდენსატორული მიკროფონითა და მაგიდის მიკროფონებით. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ონლაინ ჩართვების უზრუნველყოფა დარბაზში განთავსებულ ლედ ეკრანზე ორმხრივი გამოსახულებით და გახმოვანებით. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ორი უსადენო მიკროფონის მოწოდება დარბაზში მსხდომი აუდიტორიისთვის. მთავარ საკონფერენციო დარბაზში მიმწოდებლის მიერ უნდა განთავსდეს ტრიბუნა შემსყიდველთან შეთანხმებით. დარბაზი N2 თემატური ჯგუფებისთვის: არანაკლებ 100 პირის განსათავსებლად თეატრალური ჯდომით, სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს პროექტორით ან/და მონიტორით და გახმოვანების აპარატურით. დარბაზი N3 სამუშაო შეხვედრებისთვის: არანაკლებ 10 პირის განსათავსებლად, აღჭურვილი მაგიდითა და სკამებით . დარბაზებს უნდა გააჩნდეს კონდიცირება. ფორუმის ჩატარების დრო და ადგილი წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
1.2.2 ლედ ეკრანი - მთავარი საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს 21 (3მ*7მ) კვადრატული მეტრის მონიტორით (ლედ ეკრანი)და გახმოვანების აპარატურით.
1.2.3. მოსაწვევები - დეპარტამენტის ლოგოტიპით ბრენდირებული მოსაწვევის კონვერტით დამზადება და დარიგება (მოსაწვევის დიზაინი და ტექსტი მომზადდეს მიმწოდებლის მიერ წინასწარ და უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან).
.1.2.4. მაისურები - მაისური მრგვალი ყელით, მოკლესახელოიანი, რომელიც დამუშავებულია ისეთი ქსოვილით, რომელიც ინარჩუნებს ფორმას. ქსოვილი 100% ბამბა. ბრენდირების ფერი ლურჯი, წინა მხარეს - მარცხნივ სპორტის დეპარტამენტის-ს ლოგო 5-7 სმ. უკანა მხარეს - ფორუმის დასახელება ლოგოთი 5-7 სმ.
- მაისურის ფერი და ზომები - შემსყიდველთან შეთანხმებით;
1.2.5. პოლო მაისურები - ბრენდირებული ე.წ პოლო მაისური უნისექსი, მოკლესახელოიანი, იკვრება წინ სამი ღილით; ქსოვილი 100% ბამბა.
- ბრენდირება: ბრენდირების ფერი ლურჯი, წინა მხარეს - მარცხნივ სპორტის დეპარტამენტის-ს ლოგო 5-7 სმ.
- მაისურის ფერი და ზომები: შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.6. საკანცელარიო ნივთების ნაკრები - ბრენდირებული ბლოკნოტი (ზამბარიანი) პრიალა ყდით -15/20სმ.ზე, ბრენდირებული პასტა ბურთულიანი და პლასტიკური ბეიჯი (სიგანე 10 სმ.X სიმაღლე 14 სმ. კუთხეები დამუშავებული) ბრენდირებული ზონარით. (საკანცელარიო ნივთების დიზაინი და ტექსტი მომზადდეს მიმწოდებლის მიერ და წინასწარ უნდა შეთნხმდეს შემსყიდველთან).
1.2.7. პრეს - ბანერი - მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველთან შეთანხმებით 4.2 მ.(სიგანე) X 2.9 მ. (სიმაღლე) პრეს ბანერის (იდენტური ზომის ხალიჩით) მოწოდება ნიმუშის შესაბამისად (მსგავსი). (პრეს ბანერის დიზაინი და ტექსტი მომზადდეს მიმწოდებლის მიერ და წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან).
1.2.8. ვიდეო კოლაჟი - შემსყიდველთან შეთანხმებით სპორტსმენების სპორტული წარმატების ამსახველი კადრებით წინასწარ შექმნილი ვიდეო კოლაჟი საკონფერენციო სივრცეში არსებულ ეკრანზე გასაშვებად. ქრონომეტრაჟი და ვიდემასალა შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.9. კვება - 80 პერსონის კვებით უზრუნველყოფა - მენიუ უნდა შედგებოდეს ტრადიციული კერძებისგან, მათ შორის, არანაკლებ სამი სახეობის ცხელი კერძი (ფრინველის ან/და საქონლის ხორცით მომზადებული); არანაკლებ სამი სახეობის მაყალზე მომზადებული ხორცეული, არანაკლებ ოთხი სახეობის გარნირი; არანაკლებ 4 სახეობის ცივი კერძი, არანაკლებ სამი სახეობის სალათა (მათ შორის ფრინველის და საქონლის ხორცით მომზადებული); არანაკლებ ორი სახეობის ცომეული, არანაკლებ ორი სახეობის დესერტი, არანაკლებ ორი სახეობის დასალევი (გამაგრილებელი სასმელები და ღვინო). ლოკაცია და დეტალური მენიუ შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.10. ვიდეოგრაფის მომსახურება - ფორუმის დასრულების შემდგომ შემსყიდველმა უნდა უზრუნველყოს ღონისძიების ამსახველი სრული კადრებისა და ვიდეორგოლის მოწოდება.ვიდეორგოლის ქრონომეტრაჟით არანაკლებ 90 წმ-ისა.
1.2.11. ტექნიკური ჯგუფის მომსახურება - ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 7 ადამიანისგან. ფორუმის მსვლელობის დროს ტექნიკური ჯგუფის წევრები საკონფერენციო და სასტუმრო სივრცეებში გადანაწილდებიან წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე კონკრეტული ტექნიკური დავალებების შესასრულებლად. მათ შორის: სტუმრების დახვედრა-განთავსების უზრუნველყოფა, აკრედიტაცია, სამუშაო დროის დაწყების და დასრულების კონტროლი, სივრცეებში ფორუმის მსველობის დროს სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება.
ტექნიკური ჯგუფის ჩაცმულობა წინასწარ შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.12. ფოტოგრაფის მომსახურება - ფორუმის ფოტო გადაღება. დასრულების შემდგომ შემსყიდველს უნდა მიაწოდოს 50 დამუშავებული ფოტო.
1.2.13. ამოსაქაჩი (როლაფი) - 1.5მX2მ როლაფის მოწოდება . დიზაინი და ტექსტი მომზადდეს მიმწოდებლის მიერ და წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან).(როლაფის კონსტრუქცია და დიზაინი ნიმუშის შესაბამისად, მსგავსი).
1.2.14. მოწვეული სპიკერების დაბინავების და კვების უზრუნველყოფა - მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 25 პირის 2 ღამით 5 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება ორჯერადი კვებით შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.15. მოწვეული სპიკერების ანაზღაურების უზრუნველყოფა - მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მოწვეული ფორუმის მოდერატორისა და მოწვეული სპიკერებისთვის (8 პირი) ჰონორარის გადახდა არანაკლებ 1500 ლარისა, საქ.კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახდელების ჩათვლით.
1.2.16. ყავის შესვენება - მიმწოდებლმა უნდა უზრუნველყოს ფორუმის მიმდინარეობის პერიოდში ყავის შესვენების ორგანიზება არანაკლებ 300 პირისთვის. მენიუ:
ყავა (რძე, შაქარი);
წყალი ე.წ პეტი ბოთლებით;
შავი ჩაი (შეფუთული) (შაქარი, ლიმონი);
მწვანე ჩაი (შეფუთული) (შაქარი, ლიმონი); ორცხობილების ასროტი.
1.2.17. ფურშეტი - მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ფორუმის მიმდინარეობის პერიოდში ფურშეტის ორგანიზება არანაკლებ 300 პირისთვის: სასმელი: ორი სახეობის ხილის წვენი, მინერალური წყალი. მენიუ: კანაპე ჰოლანდიური ყველით;
კანაპე ისპანახის, მჭადის კალათაში;
კანაპე ბადრიჯანის, მჭადის კალათაში;
კანაპე კაპრეზე ჩხირზე;
სალათები ჭიქაში ;
სალათი ცეზარი ქათმით;
ცომეულობა
მინი ნახ. ფენოვანი ხაჭაპური;
მინი ლობიანი ნახ. ფენოვან ცომში;
სენდვიჩი და ბურგერი;
მინი ქლაბ სენდვიჩი;
მინი კრუასანი ბოსტნეულით; დესერტი: მინი ორცხობილა - ასორტი ; მინი შუ; მინი ეკლერი; მინი ხილის ტარტი.
1.2.18. მუსიკალური გაფორმება - მუსიკალური ჯგუფის მიერ ქართული ქალაქური სიმღერების შესრულება. რეპერტუარი შემსყიდველთან შეთანხმებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ფორუმის ჩატარების დრო და ადგილი წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ტენდერის გამოცხადების დღემდე მსგავსი ფორუმების/კონფერენციების ორგანიზების გამოცდილება არანაკლებ 100 000 ლარის ღირებულებით, ამასთან, ერთ-ერთი ღონისძიების ბიუჯეტი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 000 ლარს.

აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს შესაბამისი მომსახურებების შესრულებაზე გაფორმებული ხელშეკრულებები (ხელშეკრულება) და ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ გამოცდილების სახით წარმოდგენილი იქნება არასახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება და დოკუმენტაცია, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული მომსახურების დამადასტურებელი საგადასახადო ანგარიშფაქტურის ქსეროასლებიც.


იმ შემთხვევაში თუ, მომსახურება განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით (w.w.w. http://procurement.gov.ge/) და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი დამკვეთის (შემსყიდველი) მიერ ატვირთული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს დოკუმენტაცია/ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემის საშუალებით ჩატარებული შესყიდვის საშუალების ნომრის (SPA, DAP; NAT, DEP; MEP; TEP; GEO: CMR ან სხვა არსებობის შემთხვევაში) შესახებ.

2.9 other additional requirements

ელექტრონული შესყიდვა ტარდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის (შემდგომში სისტემა) მეშვეობით.

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების შესაბამისად.

ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია უნდა იყოს ელექტრონულად ხელმოწერილი.

ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2025 წლის აჭარის ა.რ ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნიკოლოზ მეგრელიშვილი, 577020204, nmegrelishvili@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru