Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #66065330)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MTSKHETA MUNICIPALITY CITY HALL
Номер конкурса: 66065330
Дата публикации: 06-08-2025
Сумма контракта: 999 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250014182
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.08.2025 17:11
Начало приема предложения 24.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 29.08.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 999`500.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45220000 - Инженерные и строительные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვე.
Дополнительная информация
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნების ფრაგმენტული და ახლის მოწყობის სამუშაოები.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 15`000.00 GEL
Размер гарантии 9`995 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan kobaladze :: 25.07.2025 12:30
  • Последнее исправление: ketevan kobaladze :: 06.08.2025 17:17
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=641319&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნების ფრაგმენტული და ახლის მოწყობის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება



1. თოკები და ბადეების ტექნიკური მახასიათებლები:
ბაგირი (პოლიეთილენის, არმირებული უჟანგავი ლითონის, 6 ტოტა ბაგირი, თითო ტოტში 7 ღერო
არმირება) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არმირებული ბაგირის ნიმუში.

2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელოვნური ბალახის ნიმუში და მწარმოებელი ქარხნის მიერ გაცემული სერთიფიკატი ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ( 100% მონოფილამენტი; მიკრონი:400(±5%); ღეროს სიმაღლე: 28მმ (±1მმ); ნაკერი 5/16 ინჩი; Dtex: 19000 სრული წონა: 3950გრ/მ2(±5%); კვანძის რაოდენობა: 67000(±5%). ნიმუში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 კვადრატულ მეტრს, სამუშაოების დასრულების შემდგომ ნიმუში დაუბრუნდება მომწოდებელს.

3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელოვნური ბალახის ნიმუში და მწარმოებელი ქარხნის მიერ გაცემული სეთიფიკატი ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ( 100% მონოფილამენტი; მიკრონი:400(±5%); ღეროს სიმაღლე: 26მმ (±1მმ); ნაკერი 3/8 ინჩი; Dtex: 14000 სრული წონა: 3000გრ/მ2(±5%); კვანძის რაოდენობა:23100 (±5%).%).ნიმუში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 კვადრატულ მეტრს.

4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელოვნური ბალახის ნიმუში და მწარმოებელი ქარხნის მიერ გაცემული სეთიფიკატი ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ( 100% მონოფილამენტი; მიკრონი:400(±10%); ღეროს სიმაღლე: 28-30 მმ (±2მმ); ნაკერი 3/8 ინჩი; Dtex: 16000 სრული წონა: 4100 გრ/მ2(±10%); კვანძის რაოდენობა:23100 (±3%). ნიმუში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 კვადრატულ მეტრს .

5. ხელოვნური საფარის მოწყობა ( 100% მონოფილამენტი; მიკრონი:400(±5%); ღეროს სიმაღლე: 30მმ (±1მმ); ნაკერი 3/8 ინჩი; Dtex: 14000 (PP+) სრული წონა: 2940გრ/მ2; კვანძის რაოდენობა: 21000(±3) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ნიმუში.

6. ხელოვნური საფარის მოწყობა ( 100% მონოფილამენტი; მიკრონი:400(±5%); ღეროს სიმაღლე: 30მმ (±1მმ); ნაკერი 3/8 ინჩი; Dtex: 12000 (PP+) სრული წონა: 2780გრ/მ2; კვანძის რაოდენობა: 21000 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ნიმუში

7. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აკრილის საფარის დასამზადებლად გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი და 6 ფენიანი აკრილის საფარის ნიმუში (სისქით 4-5მმ ±10%); ცდომილება

8. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ორფენიანი საბავშვო მოედნისთვის განკუთვნილი მონოლითური კაუჩუკის საფარის მოწყობის ნიმუში, სისქით 15+2მმ. კაუჩუკის გრანულები SBR ფრაქცია 1-3მმ პოლიურეთანი წებოსაგან მიღებული MDI ტექნოლოგიით სისქით 10მმ და ზედა ცვეთამედეგი ელასტომერის და EPDM ფრაქცია ( 0.5-1.5) ნარევი ფენა სისქით 2მმ. ზედა ფენა უნდა დატანილ იქნას სპეციალური სპრეი სისტემის საშუალებით. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული მახასიათებლებით დამზადებული ნიმუში.

9. შემოთავაზებულ პროდუქციას (workout ტრენაჟორის გარდა) უნდა გააჩნდეს საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანოს მიერ გაცემული EN16630 სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც პრეტენდენტის მიერ უნდა იქნას ატვირთული ელექტრონულ სისტემაში. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შემოთავაზებული პროდუქციის (workout ტრენაჟორის გარდა) მწარმოებელი კომპანიის ვებ-გვერდის მისამართი (არსებობის შემთხვევაში) ან კატალოგის შესაბამისი გვერდები პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების უზრუნველსაყოფად.

10. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სულ მცირე ერთდროულად 8 მისამართზე აწარმოოს სამუშაოები (უნდა ყავდეს არანაკლებ რვა მუშა ჯგუფი).
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო დაიწყოს წერილობითი დავალების მიცემიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში, .ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში 24 საათში;

11. იმ სამუშაოებზე, რომლისთვისაც საჭიროა საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი დავალების მიცემიდან არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს მზა პროექტი (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია). ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვაში) დაფიქსირებული საპროექტო მომსახურების პროცენტის შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 8 თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
2.მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დეფექტური აქტი, (საჭიროების შემთხვევაში) და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით;
სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას სამუშაოების სრულად შესრულებაზე ხელშეკრულების მიწოდების ვადაში ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ;
3. სამუშაოს შესრულების ადგილია: მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელს.
2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.
3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის დაბრუნება მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულებისა და შესაბამისი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
1.1 2022 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 2 248 875 ლარისა (ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები).
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად;

3. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა 2-ები; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.ასევე სატენდერო კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში პრეტენდენტს მოსთხოვოს სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.

4. პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა, რაც დადასტურებული უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით. მოცემული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:

4.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი და საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რითიც უნდა დასტურდებოდეს სამუშაოების დასრულება და მითითებული უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება.

4.2 სატენდერო დოკუმენტაციის მე-5 პუნქტში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია კერძო კომპანიის (არა შესყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას.

4.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 5.1 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

4.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 5.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა N2-ის (ან ანალოგიური ტიპის დოკუმენტი, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.


შენიშვნა: 1.1; 4 პუნქტით მოთხოვნილ გამოცდილებად ჩაითვლება, მხოლოდ საქათველოს და იმ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოები, რომელ ქვეყანასთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიეორთობები.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

რეტენდენტს აუცილებლად უნდა ყავდეს მშენებელ - ინჟინერის განათლების მქონე მინიმუმ 1 (ერთი) სპეციალისტი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტების პირადობის დამადასტურებელი მოწმობების და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ასლები, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მათი მუშაობის ფაქტს. გამარჯვების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტზე წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტები, შესრულებული სამუშაოს აქტები (ფორმა N2) და მიღება-ჩაბარების აქტები დამოწმებული უნდა იყოს აღნიშნული სპეციალისტების მიერ, სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად.
ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N5-ის შესაბამისად

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 შემოთავაზებულ პროდუქციას (workout ტრენაჟორის გარდა) უნდა გააჩნდეს საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანოს მიერ გაცემული EN16630 სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც პრეტენდენტის მიერ უნდა იქნას ატვირთული ელექტრონულ სისტემაში.
2.7.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მისაწოდებელი საქონლის სერტიფიკატი. სერტიფიკატით უნდა დგინდებოდეს წარმოდგენილი ნიმუშის შესაბამისობა ტექნიკურ დავალებასთან.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ქვეკონტრაქტორი მიმწოდებელი ან მიმწოდებლები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი;
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%;
5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს .

2.9 other additional requirements

1. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს შპს „მეგამშენი“
2. მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით);
3. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 4 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
4. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

1.ბაგირი (პოლიეთილენის, არმირებული უჟანგავი ლითონის, 6 ტოტა ბაგირი, თითო ტოტში 7 ღერო არმირება) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არმირებული ბაგირის ნიმუში.

2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელოვნური ბალახის ნიმუში ( 100% მონოფილამენტი; მიკრონი:400(±5%); ღეროს სიმაღლე: 28მმ (±1მმ); ნაკერი 5/16 ინჩი; Dtex: 19000 სრული წონა: 3950გრ/მ2(±5%); კვანძის რაოდენობა: 67000(±5%). ნიმუში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 კვადრატულ მეტრს.

3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელოვნური ბალახის ნიმუში ( 100% მონოფილამენტი; მიკრონი:400(±5%); ღეროს სიმაღლე: 26მმ (±1მმ); ნაკერი 3/8 ინჩი; Dtex: 14000 სრული წონა: 3000გრ/მ2(±5%); კვანძის რაოდენობა:23100 (±5%).%).ნიმუში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 კვადრატულ მეტრს.

4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელოვნური ბალახის ნიმუში და მწარმოებელი ქარხნის მიერ გაცემული სეთიფიკატი ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ( 100% მონოფილამენტი; მიკრონი:400(±10%); ღეროს სიმაღლე: 28-30 მმ (±2მმ); ნაკერი 3/8 ინჩი; Dtex: 16000 სრული წონა: 4100 გრ/მ2(±10%); კვანძის რაოდენობა:23100 (±3%). ნიმუში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 კვადრატულ მეტრს


5. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელოვნური საფარის ნიმუში ( 100% მონოფილამენტი; მიკრონი:400(±5%); ღეროს სიმაღლე: 30მმ (±1მმ); ნაკერი 3/8 ინჩი; Dtex: 14000 (PP+) სრული წონა: 2940გრ/მ2; კვანძის რაოდენობა: 21000(±3) წარმოსადგენია ნიმუში

6. რეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელოვნური საფარის ნიმუში ( 100% მონოფილამენტი; მიკრონი:400(±5%); ღეროს სიმაღლე: 30მმ (±1მმ); ნაკერი 3/8 ინჩი; Dtex: 12000 (PP+) სრული წონა: 2780გრ/მ2; კვანძის რაოდენობა: 21000 წარმოსადგენია ნიმუში


7. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აკრილის საფარის დასამზადებლად გამოყენებული მასალების 6 ფენიანი აკრილის საფარის ნიმუში (სისქით 4-5მმ ±10%);

8. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ორფენიანი საბავშვო მოედნისთვის განკუთვნილი მონოლითური კაუჩუკის საფარის მოწყობის ნიმუში, სისქით 15+2მმ. კაუჩუკის გრანულები SBR ფრაქცია 1-3მმ პოლიურეთანი წებოსაგან მიღებული MDI ტექნოლოგიით სისქით 10მმ და ზედა ცვეთამედეგი ელასტომერის და EPDM ფრაქცია ( 0.5-1.5) ნარევი ფენა სისქით 2მმ. ზედა ფენა უნდა დატანილ იქნას სპეციალური სპრეი სისტემის საშუალებით. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული მახასიათებლებით დამზადებული ნიმუში.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. მცხეთა. ანტიოქიის ქ. N7. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ

5.1.3 for an individual entrepreneur

1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

ამხანაგობის წევრებისთვის:
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი წევრების შესახებ

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru