1.2.1. ფორუმის ჩატარების ადგილი - ქ.ბათუმის ტერიტორიაზე მაღალი კლასის
(არანაკლებ ხუთი ვარსკვლავი) სასტუმროში შემდეგი ტიპის სივრცეებით
უზრუნველყოფა: მთავარი საკონფერენციო დარბაზი N1: არანაკლებ 300 პირის
განსათავსებლად თეატრალური ჯდომით. სივრცეში უნდა მოეწყოს 21
კვადრატული მეტრისა (3მ*7მ) და 30 სმ სიმაღლის პლატფორმა სპიკერების
განსათავსებლად (პლატფორმაზე ასასვლელი კიბე შემსყიდველთან
შეთნხმებით). პლატფორმა დაფარული უნდა იყოს ხალიჩით. პლატფორმაზე უნდა
განთავსდეს მინიმალისტური სტილის 6 სავარძელი შემსყიდველთან
შეთანხმებით და სამი მაგიდა წყლისა და საკანცელარიო ნივთების
დასალაგებლად. არანაკლებ 5 სპიკერი აღჭურვილი უნდა იყოს ყურის უსადენო
კონდენსატორული მიკროფონითა და მაგიდის მიკროფონებით. მიმწოდებელმა
უნდა უზრუნველყოს ონლაინ ჩართვების უზრუნველყოფა დარბაზში
განთავსებულ ლედ ეკრანზე ორმხრივი გამოსახულებით და გახმოვანებით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ორი უსადენო მიკროფონის მოწოდება
დარბაზში მსხდომი აუდიტორიისთვის. მთავარ საკონფერენციო დარბაზში
მიმწოდებლის მიერ უნდა განთავსდეს ტრიბუნა შემსყიდველთან
შეთანხმებით. დარბაზი N2 თემატური ჯგუფებისთვის: არანაკლებ 100 პირის
განსათავსებლად თეატრალური ჯდომით, სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს
პროექტორით ან/და მონიტორით და გახმოვანების აპარატურით. დარბაზი N3
სამუშაო შეხვედრებისთვის: არანაკლებ 10 პირის განსათავსებლად,
აღჭურვილი მაგიდითა და სკამებით . დარბაზებს უნდა გააჩნდეს
კონდიცირება. ფორუმის ჩატარების დრო და ადგილი წინასწარ უნდა
შეთანხმდეს შემსყიდველთან.
1.2.2 ლედ ეკრანი - მთავარი საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს 21
(3მ*7მ) კვადრატული მეტრის მონიტორით (ლედ ეკრანი)და გახმოვანების
აპარატურით.
1.2.3. მოსაწვევები - დეპარტამენტის ლოგოტიპით ბრენდირებული მოსაწვევის
კონვერტით დამზადება და დარიგება (მოსაწვევის დიზაინი და ტექსტი
მომზადდეს მიმწოდებლის მიერ წინასწარ და უნდა შეთანხმდეს
შემსყიდველთან).
.1.2.4. მაისურები - მაისური მრგვალი ყელით, მოკლესახელოიანი, რომელიც
დამუშავებულია ისეთი ქსოვილით, რომელიც ინარჩუნებს ფორმას. ქსოვილი 100%
ბამბა. ბრენდირების ფერი ლურჯი, წინა მხარეს - მარცხნივ სპორტის
დეპარტამენტის-ს ლოგო 5-7 სმ. უკანა მხარეს - ფორუმის დასახელება ლოგოთი 5-7
სმ.
- მაისურის ფერი და ზომები - შემსყიდველთან შეთანხმებით;
1.2.5. პოლო მაისურები - ბრენდირებული ე.წ პოლო მაისური უნისექსი,
მოკლესახელოიანი, იკვრება წინ სამი ღილით; ქსოვილი 100% ბამბა.
- ბრენდირება: ბრენდირების ფერი ლურჯი, წინა მხარეს - მარცხნივ სპორტის
დეპარტამენტის-ს ლოგო 5-7 სმ.
- მაისურის ფერი და ზომები: შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.6. საკანცელარიო ნივთების ნაკრები - ბრენდირებული ბლოკნოტი
(ზამბარიანი) პრიალა ყდით -15/20სმ.ზე, ბრენდირებული პასტა ბურთულიანი და
პლასტიკური ბეიჯი (სიგანე 10 სმ.X სიმაღლე 14 სმ. კუთხეები დამუშავებული)
ბრენდირებული ზონარით. (საკანცელარიო ნივთების დიზაინი და ტექსტი
მომზადდეს მიმწოდებლის მიერ და წინასწარ უნდა შეთნხმდეს
შემსყიდველთან).
1.2.7. პრეს - ბანერი - მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველთან
შეთანხმებით 4.2 მ.(სიგანე) X 2.9 მ. (სიმაღლე) პრეს ბანერის (იდენტური ზომის
ხალიჩით) მოწოდება ნიმუშის შესაბამისად (მსგავსი). (პრეს ბანერის
დიზაინი და ტექსტი მომზადდეს მიმწოდებლის მიერ და წინასწარ უნდა
შეთანხმდეს შემსყიდველთან).
1.2.8. ვიდეო კოლაჟი - შემსყიდველთან შეთანხმებით სპორტსმენების სპორტული
წარმატების ამსახველი კადრებით წინასწარ შექმნილი ვიდეო კოლაჟი
საკონფერენციო სივრცეში არსებულ ეკრანზე გასაშვებად. ქრონომეტრაჟი და
ვიდემასალა შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.9. კვება - 80 პერსონის კვებით უზრუნველყოფა - მენიუ უნდა შედგებოდეს
ტრადიციული კერძებისგან, მათ შორის, არანაკლებ სამი სახეობის ცხელი
კერძი (ფრინველის ან/და საქონლის ხორცით მომზადებული); არანაკლებ სამი
სახეობის მაყალზე მომზადებული ხორცეული, არანაკლებ ოთხი სახეობის
გარნირი; არანაკლებ 4 სახეობის ცივი კერძი, არანაკლებ სამი სახეობის
სალათა (მათ შორის ფრინველის და საქონლის ხორცით მომზადებული);
არანაკლებ ორი სახეობის ცომეული, არანაკლებ ორი სახეობის დესერტი,
არანაკლებ ორი სახეობის დასალევი (გამაგრილებელი სასმელები და ღვინო).
ლოკაცია და დეტალური მენიუ შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.10. ვიდეოგრაფის მომსახურება - ფორუმის დასრულების შემდგომ
შემსყიდველმა უნდა უზრუნველყოს ღონისძიების ამსახველი სრული
კადრებისა და ვიდეორგოლის მოწოდება.ვიდეორგოლის ქრონომეტრაჟით
არანაკლებ 90 წმ-ისა.
1.2.11. ტექნიკური ჯგუფის მომსახურება - ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფი უნდა
შედგებოდეს არანაკლებ 7 ადამიანისგან. ფორუმის მსვლელობის დროს
ტექნიკური ჯგუფის წევრები საკონფერენციო და სასტუმრო სივრცეებში
გადანაწილდებიან წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე კონკრეტული
ტექნიკური დავალებების შესასრულებლად. მათ შორის: სტუმრების
დახვედრა-განთავსების უზრუნველყოფა, აკრედიტაცია, სამუშაო დროის
დაწყების და დასრულების კონტროლი, სივრცეებში ფორუმის მსველობის დროს
სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება.
ტექნიკური ჯგუფის ჩაცმულობა წინასწარ შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.12. ფოტოგრაფის მომსახურება - ფორუმის ფოტო გადაღება. დასრულების
შემდგომ შემსყიდველს უნდა მიაწოდოს 50 დამუშავებული ფოტო.
1.2.13. ამოსაქაჩი (როლაფი) - 1.5მX2მ როლაფის მოწოდება . დიზაინი და ტექსტი
მომზადდეს მიმწოდებლის მიერ და წინასწარ უნდა შეთანხმდეს
შემსყიდველთან).(როლაფის კონსტრუქცია და დიზაინი ნიმუშის შესაბამისად,
მსგავსი).
1.2.14. მოწვეული სპიკერების დაბინავების და კვების უზრუნველყოფა -
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 25 პირის 2 ღამით 5 ვარსკვლავიან
სასტუმროში განთავსება ორჯერადი კვებით შემსყიდველთან
შეთანხმებით.
1.2.15. მოწვეული სპიკერების ანაზღაურების უზრუნველყოფა - მიმწოდებელმა
უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მოწვეული ფორუმის მოდერატორისა
და მოწვეული სპიკერებისთვის (8 პირი) ჰონორარის გადახდა არანაკლებ 1500
ლარისა, საქ.კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახდელების
ჩათვლით.
1.2.16. ყავის შესვენება - მიმწოდებლმა უნდა უზრუნველყოს ფორუმის
მიმდინარეობის პერიოდში ყავის შესვენების ორგანიზება არანაკლებ 300
პირისთვის. მენიუ:
ყავა (რძე, შაქარი);
წყალი ე.წ პეტი ბოთლებით;
შავი ჩაი (შეფუთული) (შაქარი, ლიმონი);
მწვანე ჩაი (შეფუთული) (შაქარი, ლიმონი); ორცხობილების ასროტი.
1.2.17. ფურშეტი - მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ფორუმის მიმდინარეობის
პერიოდში ფურშეტის ორგანიზება არანაკლებ 300 პირისთვის: სასმელი: ორი
სახეობის ხილის წვენი, მინერალური წყალი. მენიუ: კანაპე ჰოლანდიური
ყველით;
კანაპე ისპანახის, მჭადის კალათაში;
კანაპე ბადრიჯანის, მჭადის კალათაში;
კანაპე კაპრეზე ჩხირზე;
სალათები ჭიქაში ;
სალათი ცეზარი ქათმით;
ცომეულობა
მინი ნახ. ფენოვანი ხაჭაპური;
მინი ლობიანი ნახ. ფენოვან ცომში;
სენდვიჩი და ბურგერი;
მინი ქლაბ სენდვიჩი;
მინი კრუასანი ბოსტნეულით; დესერტი: მინი ორცხობილა - ასორტი ; მინი შუ;
მინი ეკლერი; მინი ხილის ტარტი.
1.2.18. მუსიკალური გაფორმება - მუსიკალური ჯგუფის მიერ ქართული ქალაქური
სიმღერების შესრულება. რეპერტუარი შემსყიდველთან შეთანხმებით.