Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Цистерны, резервуары и контейнеры, радиаторы центрального отопления и котлы (Грузия - Тендер #66002981)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Non-profit "The Service Agency of the Ministry of Internal Affairs of Georgia"
Номер конкурса: 66002981
Дата публикации: 05-08-2025
Сумма контракта: 34 850


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250013934
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.08.2025 16:41
Начало приема предложения 12.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 14.08.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 34`850.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 44600000-Цистерны, резервуары и контейнеры, радиаторы центрального отопления и котлы
Коды классификатора
  • 44620000 - Радиаторы и котлы центрального отопления и запасные части к ним
Срок подачи იხ.სატენდერო დოკუმენტაციში
Дополнительная информация
გათბობის ქვაბების შესყიდვა მონტაჟით და არსებული ქვაბის დემონტაჟი
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაციში
Шаг снижения цены 139.00 GEL
Размер гарантии 349 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aleksandre chikviladze :: 10.06.2025 13:35
  • Последнее исправление: aleksandre chikviladze :: 04.08.2025 16:41
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=634434&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

გათბობის ქვაბების შესყიდვა მონტაჟით და არსებული ქვაბის დემონტაჟი

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

დემონტაჟი/მონტაჟის პროცედურების აღწერა: არსებული (დაზიანებული) 240-კვტ დასადგამი ქვაბის დემონტაჟი გამწოვი მილით, სანაცვლოდ დამონტაჟდეს ახალი 290კვტ-ანი დასადგამი ქვაბი შესაბამისი დიამეტრის გამწოვი მილით, სანთურით და მართვის პანელით. ასევე, დამონტაჟდეს ახალი 50კვტ-ანი კედლის ქვაბი, აღნიშნული ქვაბის დაერთება უნდა მოხდეს ისე, რომ ზამთრის პერიოდში (საჭიროების შემთხვევაში) კასკადურად იმუშაოს 290კვტ ქვაბთან ერთად, ხოლო ზაფხულის პერიოდში უზრუნველყოს ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის ცხელი წყლით მომარაგება.

გასათვალისწინებელია, რომ ახალი ქვაბების დამონტაჟების პროცესი მოითხოვს (290კვტ-ანი ქვაბის ზომების და 50კვტ-ანი კედლის ქვაბის დაერთების შესაბამისად) არსებული სისტემის გადაწყობას ახალ სისტემაზე, რამაც შესაძლოა წარმოშვას გაუთვალისწინებელი სამუშაოები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება/მონტაჟის ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 65 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ.რუსთავი, ა.ლობჟანიძის ქ. N8, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო

1.7.1 requirement related to guarantee period

საგარანტიო პერიოდი მოწოდებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 3 (სამი) წელი საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.

მიმწოდებელმა, საგარანტიო ვადის პერიოდში, ასევე წუნდებული საქონლის გამოვლენის შემთხვევაში, გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრა (შეკეთება/შეცვლა ახლით) უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების მიღებიდან 40 კალენდარული დღის ვადაში.

აღნიშნული ინფორმაციის მითითება უნდა მოხდეს ფასების ცხრილში.

მიმწოდებლისთვის შეტყობინების გაგზავნა მოხდება ელექტრონული ფოსტის ან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი/ბრენდი, წარმოშობის ქვეყანა და მოდელი/დასახელება.
2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი, ან/და ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ან კატალოგიდან, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, ან აღნიშნული ინფორმაცია ქარხნულად უნდა იქნეს დატანილი შემოთავაზებული საქონელზე ან/და მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. ფოტო სურათები).

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში, მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ეტიკეტის ფოტოსურათზე ან/და საქონლის ფოტოსურათზე ინფორმაცია იქნება უცხო ენაზე, პრეტენდენტი ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.დამოუკიდებელი სერთიფიცირებული აუდიტის დასკვნის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების, სასაქონლო ზედნადებისა და შესაბამისი ღირებულების დღგ-ს გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეკატერინე თაბუაშვილი, 577943500, tabuashvili.e@sa.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით.
10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში უნდა გაითვალისწინოს დღგ, თუ იგი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1.6. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო;
10.1.8. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.9 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.10 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის“.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 ფასების ცხრილი დანართი N1-ის შესაბამისად (რომელშიც ასახული იქნება დეტალური ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლების, მიწოდების ვადების, საგარანტიო ვადების, მისაწოდებელი საქონლის მწარმოებელი/ბრენდის, წარმოშობის ქვეყნისა და მოდელი/დასახელების მითითებით. (შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი/ბრენდის ან/და მოდელის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა, ასევე ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).

10.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი, ან/და ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ან კატალოგიდან, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, ან აღნიშნული ინფორმაცია ქარხნულად უნდა იქნეს დატანილი შემოთავაზებული საქონელზე ან/და მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. ფოტო სურათები).

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში, მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ეტიკეტის ფოტოსურათზე ან/და საქონლის ფოტოსურათზე ინფორმაცია იქნება უცხო ენაზე, პრეტენდენტი ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru