1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს „ლიდერთა სკოლის“ სასტუმროს
მომსახურება 80 პერსონაზე, ორ ნაკადად, საქართველოს რომელიმე კურორტზე, 2025
წლის 27 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით (პირველი ნაკადი (40 პერსონა) – 27
აგვისტო- 1 სექტემბერი , მეორე ნაკადი (40 პერსონა) - 1 სექტემბერი - 6
სექტემბერი.
2. 32 მონაწილის განთავსება უზრუნველყოს ორ, სამ ან ოთხ ადგილიან ნომრებში,
ცალ-ცალკე საწოლებით, ხოლო 8 მონაწილე (სტაფი) ინდივიდუალურ ნომრებში.
საწოლების რაოდენობა არ უნდა ქმნიდეს სივიწროვესა და გადაადგილების
პრობლემას ოთახში.
3. ოთახებში უნდა იყოს ინდივიდუალური სველი წერტილები, ცივი და ცხელი
წყალი (24 საათი), გათბობა/გაგრილების სისტემა (24 საათი). ოთახებში დაცული
უნდა იყოს სანიტარული ნორმები, შესაბამისი რაოდენობის პირველადი
ჰიგიენური პროდუქტები (საპონი, შამპუნი, დასაბანი გელი, და სხვა),
თეთრეული.
4. სასტუმროში უნდა იყო საკონფერენციო დარბაზი (მინიმუმ 40
მონაწილისათვის) და შესაბამისი რაოდენობის სკამი, 10 სამუშაო მაგიდა
(თითო მაგიდა 4-5 მონაწილისათვის.), პროექტორი (სულ ორი), პროექტორის დაფა
(ორი), ასევე ხმის გამაძლიერებელი აპარატურა (მიკშერი, დინამიკები,
მიკროფონი).
5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეების ერთ შენობაში
განთავსება (საოჯახო ტიპის სასტუმრო არ განიხილება). სასტუმროს
ტერიტორია უნდა იყოს იზოლირებული მასობრივი თავშეყრის ადგილებისაგან.
სასტუმროს უნდა გააჩნდეს ლიფტი.
6. სასტუმროში შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს უფასო უკაბელო ინტერნეტი ,
როგორც ყველა ოთახში, ასევე სამუშაო შეხვედრებისა და საკონფერენციო
ოთახებში.
7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა,
ასევე, საჭიროების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო დახმარების
გაწევა. ასევე, სასტუმრო აღჭურვილი უნდა იყოს პირველადი სამედიცინო
დახმარების მედიკამენტებით და სამედიცინო
აპარატურით/მოწყობილობით.
8. სასტუმროში დაცული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების წესები
(საევაკუაციო გეგმა, ცეცხლმაქრი) და ასევე დაცული უნდა იყოს
უსაფრთხოების ზომები.
9. სასტუმროში უნდა იყოს გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს
ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა აქტივობების, ღონისძიებების,
კონკურსებისა და ტრენინგების ჩატარებას, რასაც უზრუნველყოფს
„შემსყიდველი“.
10. „მიმწოდებელი“ ვალდებულია სასტუმროში უზრუნველყოს კვება დღეში
სამჯერ თანდართული მენიუს შესაბამისად;
11. „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს კვებითი მომსახურება, მენიუს
შესაბამისად. (კვებისა მენიუ იხილეთ ფასების ცხრილში)
12. ფასების ცხრილში მითითებული ჩაი, ყავა და კერძები უნდა იყოს ცხელი,
ხოლო სალათები და სასმელები - შესაბამის ტემპერატურაზე გაგრილებული.
ასევე, არანაკლები მითითებული მოცულობისა.
13. მომსახურების მიწოდება ასევე მოიცავს შესაბამისი რაოდენობის
დამხმარე პროდუქტებს, როგორიცაა: შაქარი და სხვა.
14. საკვების საგემოვნო თვისებები, კვებითი ღირებულება და ვიზუალური
მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და
ნორმებს.
15. თითოეული პროდუქტის ულუფის ზომა უნდა შეესაბამებოდეს ფასების
ცხრილში მითითებულ მონაცემებს.
16. დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების
მიწოდება.
17. ჭურჭელი უნდა იყოს ერთნაირი, დაუზიანებელი, საუკეთესო სანიტარულ
მდგომარეობაში. დაუშვებელია გატეხილი, გაბზარული ან სხვა მიზეზით
არასათანადო ვიზუალურ და ჰიგიენურ მდგომარეობაში მყოფი ჭურჭლის
გამოყენება.
18. ყველა კერძი უნდა იყოს ახლად მომზადებული, მენიუს შესაბამისად.
19. მიმწოდებელი ვალდებულია ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის დასრულების წინა
საღამოს უზრუნველყოს სადღესასწაულო ტორტის მიწოდება 2 ფეიერვერკით.
ტორტი უნდა იყოს სეზონური ხილით, მოხარშული კრემით (ტორტის დიზაინი
შემსყიდველთან შეთანხმებით) 1 ნაჭერი- მინიმუმ 150 გრ, სულ 50 ნაჭერი (ორივე
ნაკადის ბოლო დღეს).
20. მონაწილეთა ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს „მიმწოდებელმა“ ქალაქ
ქუთაისიდან შესაბამის სასტუმრომდე და უკან, სასტუმროდან - ქალაქ
ქუთაისში.
21. მომსახურების გაწევის პროცესში ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა
იყოს ტექნიკურად გამართული და სუფთა მდგომარეობაში. წვის სისტემა:
ქარხნული. ტრანსპორტი აღჭურვილი უნდა იყოს მაღალი და რბილი
სავარძლებით, გათბობითა და კონდიცირების სისტემით; პასუხისმგებლობა
სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შესახებ ეკისრება
„მიმწოდებელს“.
22. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრობის დროს ტრანსპორტი გამოვა მწყობრიდან
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მწყობრიდან გამოსული ტრანსპორტის
ჩანაცვლება სხვა გამართული ტრანსპორტით ისე, რომ არ შეფერხდეს
დაგეგმილი მომსახურება.
23. „შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას შექმნას ინსპექტირების ჯგუფი,
რომელიც პერიოდულად განახორციელებს სასტუმროში არსებული
მდგომარეობის (კვების, საცხოვრებელი პირობების) კონტროლს.
24. შემსყიდველი იტოვებს უფლებას ნებისმიერი მიზეზით „ლიდერთა სკოლის“
მონაწილის მიერ, სასტუმროს დატოვებისას არ აუნაზღაუროს მიმწოდებელს
კონკრეტული პირის (პირების) დარჩენილი დღეების სასტუმროს მომსახურების
ღირებულება.
25. სასურველია სასტუმროში აღნიშნული სკოლის მსვლელობის დროს არ იყვნენ
დამსვენებლები, რათა ახალგაზრდების აქტივობებით გამოწვეულმა ხმაურმა
არ შექმნას დისკომფორტი სხვა დამსვენებლებს.
26 . „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს საკანცელარიო ნივთებით
უზრუნველყოფა ფასების ცხრილი #2 შესაბამისად.
27. ლიდერთა სკოლის განხორციელებისას სასტუმროში დაცული უნდა იყოს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოქმედი
რეგულაციები.
28. ახალგაზრდების დღის წესრიგს განსაზღვრავს „შემსყიდველი“, რომელსაც
წინასწარ აცნობებს „მიმწოდებელს“, მისი ცვლილების უფლება გააჩნია
მხოლოდ „შემსყიდველს“.
29. ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპზე „შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას
ადგილზე დაათვალიეროს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სასტუმრო
მომსახურების გასაწევად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის
შესაბამისობა ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
30. „მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს „ლიდერთა სკოლის“
სატრენინგო მომსახურება, ორი ნაკადისათვის (თითო ნაკადში 32 ადამიანი)
შემდეგი თემატიკით:
• ,,მოხალისეობრივი საქმიანობის არსი და ფორმები“,
• ,,სამოქალაქო ჩართულობა და დემოკრატია“ (აქტიური მოქალაქეობა;
ადამიანის უფლებები; ახალგაზრდების როლი გადაწყვეტილებების
მიღებაში),
• ,,მომავლის პროფესიული უნარები“ (CV-სა და სამოტივაციო წერილის წერა;
საჯარო გამოსვლები და პრეზენტაციის უნარები).
31. „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს თითოეული ნაკადისთვის 2 ტრენერის
მომსახურება.
32. „მიმწოდებელმა“ უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების დადებიდან 3 დღის
ვადაში ტრენინგ-კურსის სილაბუსი, პრაქტიკული დავალებების შინაარსი,
უზრუნველყოს შემსყიდველის შენიშვნების გათვალისწინება (ასეთის
არსებობის შემთხვევაში). ტრენინგ-კურსი შედგენილი და განხორციელებული
უნდა იქნეს ქართულ ენაზე.
33, ტრენინგები უნდა იყოს მაქსიმალურად ინტერაქტიული. პროგრამა უნდა
შედგებოდეს თეორიული მასალისაგან (30%), პრაქტიკული სავარჯიშოებისაგან (50%)
და სიტუაციური დავალებებისაგან (20%). ასევე ტრენერებმა უნდა უზრუნველყონ
ტრენინგის მსვლელობაში სხვადასხვა სახის ენერჯაიზერების ჩართვა.
34. „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს ბანაკის საორგანიზაციო
საკითხების მოგვარება, ლიდერთა სკოლის დღის წესრიგის დაცვა.
35. პროექტში მონაწილე ახალგაზრდების შერჩევას უზრუნველყოფს
„შემსყიდველი“;