Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ресторан и подача блюд (Грузия - Тендер #66002971)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო
Номер конкурса: 66002971
Дата публикации: 05-08-2025
Сумма контракта: 138 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250013944
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.08.2025 17:13
Начало приема предложения 12.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.08.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 138`500.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55300000-Ресторан и подача блюд
Коды классификатора
  • 55300000 - Ресторан и подача блюд
  • 55320000 - Доставка готовой еды
  • 55321000 - Приготовление пищи
Срок подачи იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მიზნით, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლების, აგრეთვე, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის ტრენინგების ორგანიზების ფარგლებში, ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში კვებითი უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`385.00 GEL
Размер гарантии 1`385 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nato khuroshvili :: 04.08.2025 12:25
  • Последнее исправление: tornike shemozashvili :: 04.08.2025 17:13
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=642612&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მიზნით, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლების, აგრეთვე, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფის ფარგლებში, ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში კვებითი მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 კვებითი მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში, ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში მითითებული თარიღებისა და მისამართების შესაბამისად:


• 21-22-23 აგვისტო (სამი დღე), თბილისი, გლდანის კოლეჯი, ილია ვეკუას ქუჩა, N44 -135 პერსონა;
• 21-22-23 აგვისტო (სამი დღე), თბილისი, კოლეჯი იკაროსი, მარშალ გელოვანის N4 - 100 პერსონა;
• 21-22-23 აგვისტო (სამი დღე), თბილისი, მისამართი დაზუსტდება შემსყიდველის მიერ, მომსახურების გაწევამდე 10 კალენდარული დღით ადრე - 75 პერსონა;
• 25-26-27 აგვისტო (სამი დღე), თბილისი, მისამართი დაზუსტდება შემსყიდველის მიერ, მომსახურების გაწევამდე 10 კალენდარული დღით ადრე - 65 პერსონა;
• 25-26-27 აგვისტო (სამი დღე), თბილისი, გლდანის კოლეჯი, ილია ვეკუას ქუჩა, N44 - 155 პერსონა;
• 25-26-27 აგვისტო (სამი დღე), ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარ მეფის ქ. №59 - 80 პერსონა;
• 1-2 სექტემბერი (ორი დღე), თბილისი, კოლეჯი იკაროსი, მარშალ გელოვანის N4 - 40 პერსონა;
• 1-2-3 სექტემბერი (სამი დღე),თბილისი, მისამართი დაზუსტდება შემსყიდველის მიერ, მომსახურების გაწევამდე 10 კალენდარული დღით ადრე - 80 პერსონა;
• 2-3-4 სექტემბერი (სამი დღე), ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარ მეფის ქ. №59 - 95 პერსონა;
• 3-4 სექტემბერი (ორი დღე), თბილისი, კოლეჯი იკაროსი, მარშალ გელოვანის N4 - 40 პერსონა;
• 4-5-6 სექტემბერი (სამი დღე), თბილისი, მისამართი დაზუსტდება შემსყიდველის მიერ, მომსახურების გაწევამდე 10 კალენდარული დღით ადრე - 85 პერსონა;


საკვების საგემოვნო თვისებები, კვებითი ღირებულება და ვიზუალური მხარე, უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს. ყველა პროდუქტი უნდა იყოს ახლად მომზადებული, შესაბამისი ტემპერატურის და ლამაზად პრეზენტირებული. დაუშვებელია, ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების მიწოდება. საკვების მიწოდებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველი უზრუნველყოს შესაბამისი ინვენტარით: ჭურჭლი, ხელსახოცები, მაგიდის გადასაფარებლები და სხვა. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ, მისივე ხარჯებით (ტრანსპორტირება, შენობის შესაბამის სართულზე ატანა, დალაგება და სხვა).

კვებითი მომსახურება მოიცავს სადილს და ვახშამს (ყავა/ჩაის გათვალისწინებით). შემოთავაზებული მენიუ უნდა იყოს მდიდარი რაციონის და იცვლებოდეს პერიოდულად. მენიუ უნდა მოიცავდეს ვეგეტარიანულ, ასევე სამარხვო და არასამარხვო კერძებს,
ამასთან მენიუ უნდა შეიცავდეს:

სადილი:
- ორი სახეობის ცხელი კერძი (ფრინველისა და საქონლის ხორცით მომზადებული);
- ორი სახეობის გარნირი (ბოსტნეულითა და ბურღულეულით);
- ორი სახეობის ცივი კერძი (კანაპე-ლორი/ძეხვი, ქათმის რულეტი, მჭადი და ყველი);
- ორი სახეობის სალათა (მათ შორის ფრინველის/საქონლის ხორცით მომზადებული);
- ორი სახეობის ცომეული (ლობიანი/კარტოფილის ღვეზელი, ხორცის ღვეზელი/ბლინი, ხაჭაპური);
- ორი სახეობის დესერტი (მომცრო ზომის ეკლერი/შუ, უკრემო ნამცხვარი);
- სეზონური ხილი;
- წყალი;
- გამაგრილებელი სასმელი.
- ყავა/ჩაი

ვახშამი:
ა. ცხელი კერძი (2 სახეობის)
ბ. გარნირი (2 სახეობის)
გ. ძეხვეული (2 სახეობის)
დ. რძის ნაწარმი (2 სახეობის)
ე. დესერტი (1 სახეობის)
ვ. ცომეული (2 სახეობის)
ზ. სასმელი (ყავა, ჩაი, გამაგრილებელი სასმელი, ნატურალური წვენი, მინერალური სასმელი

მიწოდებული კერძები უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი, რაზედაც მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.1 პუნქტით გათვალისწინებული განრიგისა და მოთხოვნების შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 და 1.3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან დღემდე უნდა გააჩნდეს ჯამში არანაკლებ 150 000.00 (ას ორმოცდაათი ათასი ) ლარის ღირებულების მზა საკვების მიწოდების მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.
შენიშვნა:
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, საკმარისია პრეტენდეტმა მიუთითოს შესაბამისი SPA /NAT /CMR ნომრები და აღარ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
2.2.1.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს 1 (ერთი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი, გაცემული იმ პირის მიერ, რომელსაც პრეტენდენტმა 2.2.1.1 პუნქტში მითითებულ პერიოდში ხელშეკრულების საფუძველზე გაუწია მზა საკვების მიწოდების მომსახურება. სარეკომენდაციო წერილს თან უნდა ერთვოდეს სარეკომენდაციო წერილში მითითებული ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს მიერ გაცემული შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი (საქმიანობის სახე: „კვების მზა პროდუქტებისა და კერძების წარმოება“).
2.7.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სადეზინფექციო სამსახურ(ებ)თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მიმწოდებლის კერძების მომზადების ტერიტორიის დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, უნდა უთანაბრდებოდეს ან აღემატებოდეს წინამდება ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ექსპერტიზის ან აუდიტორის დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის თითოეულ პუნქტთან მიმართებით.

ექსპერტიზის ან აუდიტორის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტორული კომპანია/აუდიტორი უნდა ირიცხებოდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამის რეესტრში. ასევე, შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორგანიზაციის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება, ორ ეტაპად, თითოულ თვეში (აგვისტო, სექტემბერი) ფაქტობრივად მოწოდებულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, მომსახურების მიწოდების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თორნიკე შემოზაშვილი, 514040014, tshemozashvili@geoskills.ge , ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: რატი ფრუიძე 551000644.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტმა გასაწევი მომსახურების ღირებულებაში ასევე უნდა გაითვალისწინოს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.
10.1.2. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.3. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
10.1.4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.5. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის ფასების ცხრილის/მომსახურების ხარჯთაღრიცხვის/პრეისკურანტის შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
10.1.6. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.7. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.8. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.

10.2. პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს:
10.2.1 ფასების ცხრილი, სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტში ატვირთული ცხრილის შესაბამისად.
10.2.2 ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ და სარეკომენდაციო წერლი, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 და 2.2.1.2 პუნქტების შესაბამისად.
10.2.3 სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს მიერ გაცემული შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი (საქმიანობის სახე: „კვების მზა პროდუქტებისა და კერძების წარმოება“).
10.2.4 სადეზინფექციო სამსახურ(ებ)თან გაფორმებული ხელშეკრულება, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru