1.2.1. კარაქი 475 კგ. - დამზადებული რძის ნაღებისაგან, მცენარეული ცხიმის
გარეშე, ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი შესაბამისი
პროდუქტისათვის.
კონსტიტენცია მკვრივი, ელასტიური, ერთგვაროვანი და ადვილად ლღობადი.
რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 82%, არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს,
ემულგატორებისა და კონსერვანტების სახით. შეფუთული და სათანადოდ
ეტიკეტირებული 0,2 კგ- იან შეფუთვაში. შესაბამისი მარკირებით,
ვარგისიანობის ვადით, შენახვის პირობებით და შემადგენლობის მითითებით.
მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა არანაკლებ 30
(ოცდაათი) დღე.
1.2.2. რძის ფხვნილი 485 კგ. - უმაღლესი ხარისხის, ქარხნული წარმოების, მშრალი,
სუფთა, ერთგვაროვანი ფხვიერი მასა, მინარევებისა და კოშტების გარეშე,
მშრალი ნივთიერების მასური წილი არანაკლებ 95 %-სა, 100 % ცხოველური ცხიმის
შემცველობით. სუნი და გემო დამახასიათებელი ამ პროდუქტისათვის. უნდა
ქონდეს კარგი ხსნადობა, მჟავე და მძაღე გემოს გარეშე. ორგანოლეპტიკური,
ფიზიკო- ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური
მაჩვენებლების პარამეტრების მნიშვნელობა უნდა შესაბამებოდეს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რძის და რძის ნაწარმის
შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის
დადგენილება №152, 2015 წლის 3 აპრილი). 100 გრ. პროდუქტზე ქიმიური შემადგენლობა
უნდა იყოს: ცხიმის მასური წილი არანაკლებ 26%, ცილა 26.5%, მჟავიანობა 18%,
დაფასოება 5 , 10 კგ-იან ქაღალდის ტომრებში ქარხნული წესით. საქართველოს
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ეტიკეტირებით. მიწოდებული
საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის
არანაკლებ 60 %.
1.2.3. ულტრაპასტერიზებული რძე 2016 ლიტრი. ქარხნული წარმოების, ცხიმიანობა
არანაკლებ 3,2 %-ი .არ უნდა შეიცავდეს რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმებს და
ცილებს, მათ შორის მცენარეულსაც. არ უნდა ჰქონდეს არადამახასიათებელი
სუნი, ფერი და სიმჟავის გემო. შესაბამისი მარკირებით: - შემადგელობა,
მწარმოებელი, ვარგისიანობის ვადები და შტრიხკოდი. მიკრობიოლოგიური და
ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის
შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.შეფუთული და სათანადოდ
ეტიკეტირებული 1 კგ-იან შეფუთვაში. საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის
ვადა უნდა იყოს საქონლის ჩაბარებიდან მინიმუმ 30 დღის განმავლობაში.
1.2.4. ყველი - 286 კგ. ქარხნული წარმოების - უმაღლესი ხარისხის ცხოველური
ცხიმებით, პროდუქტისათვის დამახასიათებელი სუნითა და გემოთი, უცხო
სუნისა და გემოს გარეშე, საშუალოდ მარიალიანი, დაჭრის დროს არ უნდა
იფშვნებოდეს. დამზადებული ნატურალური ცხიმმოუხდელი რძისაგან,
კონსერვანტების, ემულგატორების, საღებავების და სხვა ქიმიური
დანამატების გარეშე, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მჩვენებლებით
უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს.
დაფასოებული ქარხნული წესით ვაკუუმპაკეტებში, საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისი ეტიკეტირებით, ვარგისიანობის ვადის;
შენახვის პირობების და შემადგენლობის მითითებით. მოწოდების
მომენტისათვის პროდუქტის ვარგისიანობის ვადა უნდა განისაზღვრებოდეს
არანაკლებ 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღით.
1.2.5. მაწონი - 945 კგ. - დამზადებული უნდა იყოს პასტერიზებული, ნორმალიზებული
რძისაგან, ქარხნული წესით, კონსისტენცია ერთგვაროვანი, ცხიმის მასიური
წილი 3,2%, სიმჟავისა და არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე, არ
უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური
მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ
ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთვა: შეფუთული და სათანადად
ეტიკეტირებული 1-5 კგ ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში. მოწოდებული
საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის
არანაკლებ 80-85 %.
1.2.6. არაჟანი - 483 კგ. - დამზადებული უნდა იყოს პასტერიზებული, ნორმალიზებული
რძისაგან, ქარხნული წესით, ცხიმიანობა არანაკლებ 20 %, სიმჟავისა და
არადამახასიათებელი გემოს გარეშე, არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ
ელემენტებს, მოკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა
აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთვა: შეფუთული და სათანადად
ეტიკეტირებული 0,5-2 კგ ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში. მოწოდებული
საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის
არანაკლებ 80-85 %.
1.2.6. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), სადაც უნდა იყოს დაცული
ტემპერატურული რეჟიმი, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები და პირობები.
1.2.7. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის:
ა) სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
ბ) უნდა იყოს, ქარხნული წარმოების, სათანადოდ შეფუთული და ეტიკეტირებული
საქართველოს მთავრობის, 2016 წლის პირველი ივლისის №301დადგენილებით
დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
გ) უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
დ) უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით
დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
ე) უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №72
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
ვ) უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90
დადგენილებთ დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
ზ) უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152
დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს
ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი
პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
თ) უნდა შეესაბამებოდეს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ი) პროდუქტი, პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა და ბიოლოგიური
ობიექტების შემცველობით, უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით
დასაშვებ და პროდუქტისათვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს.
1.2.8. მისაწოდებელი საქონლის რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო
ციფრს, რომლის ფარგლებშიც და საჭიროების მიხედვით მოხდება
გაერთიანების მიერ მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად,
გაერთიანება ვალდებული არ არის სრულად აითვისოს ტენდერით
გათვალისწინებული საქონლის რაოდენობა.