დასაპროექტებელი ობიექტი წარმოადგენს სოფ. სხალტბაში მისასვლელ გზას,
რომლის სიგრძე შეადგენს 2000 მეტრს (დაზუსტდეს ადგილზე პროექტანტის მიერ),
სიგანით 4,5 მეტრი.
მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს, საგზაო სამოსის რეალური
მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებული საავტომობილო გზის
მონაკვეთების რეაბილიტაციისათვის დეტალური
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, რაც გულისხმობს
საპროექტო მონაკვეთზე გზის ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური და ზოგადი
სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და მონაცემების
განხილვას, შესწავლასა და გაანალიზებას, სოციალური და ეკონომიკური
შეფასებებისა და ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით.
სრულყოფილი შეფასების/საპროექტო კვლევის ჩატარებას სარეაბილიტაციო
მონაკვეთებზე.
- საპროექტო ფართის მიწის ვაკისის ფარგლებში შესაძლოა განთავსებული
იყოს მიწისქვეშა კომუნიკაციები (წყალსადენი, კანალიზაცია, გაზსადენი,
მაღალი ძაბვის კაბელები, გათბობის, კავშირგაბმულობის ქსელები და სხვა),
რაზეც საჭირო გახდება სრულყოფილი გამოკვლევა და შესაბამისი
ღონისძიებების განხორციელება, შესაბამისი ტექნიკური პირობების
გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაციების გადატანის
პროექტის მომზადებას, რომელიც უნდა შეთანხმდეს შესაბამის
ბენეფიციართან. ასევე, საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს
ინფორმაციას, უცვლელად დატოვებული მიწისქვეშა კომუნიკაციების
ვარგისიანობის პერიოდის
შესაბამისობას, საპროექტო ობიექტის საექსპლუატაციო ვადასთან.
- გზის პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს V კატეგორიას, რომელიც უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს ეროვნული სტანდარტების (სსტ Gგზები: 2009)
მოთხოვნებს;
- საავტომობილო გზის საფარად გათვალისწინებული უნდა იყოს
ასფალტ/ბეტონის საფარი, საანგარიშო სიჩქარით 30-50 კმ/სთ;
მოსაწყობია კიუვეტები, გასაწმენდია ზედმეტი გრუნტისაგან წყალამრიდი
მილები, ასევე მიერთებები, თვალამრიდები;
- მოსაწყობია საგზაო ნიშნები და მონიშვნა.
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდეს მშენებლობის შემფასებელთა
კავშირის მიერ 2024წ. გამოცემული ,,მეთოდური ცნობარი“-ს, (მშენებლობის და
სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ფასების გაანგარიშების
შესახებ) მიხედვით. სამშენებლო რესურსების საბაზრო ან მშენებლობის
შემფასებელთა კავშირის ფასთა კრებულით, მიმდინარე დონეზე.
- პრეტენდენტმა სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა
წარმოადგინოს ცალ-ცალკე 4 ეგზემპლარად (ალბომების სახით A4 და A3
ფორმატში).
სრული საპროექტო დოკუმენტაციის ელ. ვერსია (CD), (PDF) (DWG) ფორმატში, აგრეთვე
ხარჯთაღრიცხვა და მოცულობების უწყისი Excel- ფორმატში.
პროექტირების დროს აუცილებელია შესწავლილ იქნას, არსებული გზის
გვერდულების, ტროტუარების, სანიაღვრე არხების და გადასასვლელი
მილბოგირების ტექნიკური მდგომარეობა, რის საფუძველზეც
განხორციელდება შემდგომ მათი პროექტირება.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტების განხორციელების პროცესში
(საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით კონსულტაციის გაწევა,
საჭიროებისამებრ საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება) სამშენებლო
სამუშაოების მიმდინარეობის დასრულებამდე.
იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩნდა
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული
დამატებითი სამუშაოების
შესრულების აუცილებლობა, ამ დამატებით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენას მიმწოდებელი განახორციელებს ანაზღაურების
გარეშე.
მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მხოლოდ სრული
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებითი
დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, რომელიც გაცემულ უნდა იქნას სსიპ ,,ლევან
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა
აკრედიტირებული პირის მიერ.
საგზაო სამოსის პროექტი უნდა შეიცავდეს (არ შემოიფარგლება) შემდეგ
საპროექტო დოკუმენტაციას და ნახაზებს:
- სარჩევი
- გეოლოგია;
- განმარტებითი ბარათი.
- არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტო მასალა.
- სანიაღვრე არხების, წყალგამტარი მილების და გზის ქვედა საყრდენი
კედლების ანგარიში და კონსტრუქციის შერჩევა, სათანადო მუშა ნახაზების
მომზადება.
- რეპერების განლაგების, მრუდების, სწორების და მოხვევის კუთხეების
დატანა გეგმაზე და სათანადო უწყისების მომზადება.
- საერთაშორისო სისტემის კოორდინატების უწყისი პიკეტების
შესაბამისად.
- ტოპოგეოდეზიური გეგმის მომზადება.
- სიტუაციური გეგმა.
- საპროექტო გზის გეგმები, პიკეტების და პირობითი აღნიშვნების
დატანით.
- საპროექტო გზის გრძივი პროფილები, წითელი და შავი ნიშნულების
ჩვენებით.
- საპროექტო გზის განივი პროფილები, წითელი და შავი ნიშნულების
ჩვენებით.
- საპროექტო გზის განთვისების ზოლში არსებული კომუნიკაციების გეგმაზე
ასახვა და მათი გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში სათანადო
წინადადებების მომზადება კომუნიკაციების მფლობელებთან
შეთანხმებით.
- ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების გეგმის მომზადება (ვერტიკალური
და ჰორიზონტალური მონიშვნა, საგზაო ნიშნებით, თვალამრიდებით ან სხვა
აღჭურვილობით) სათანადო სამსახურებთან შეთანხმებით.
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების და საყოფაცხოვრებო
ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილების გეგმაზე დატანა
(დამკვეთთან შეთანხმებით).
- სამუშაოთა მოცულობების (საგზაო სამოსი, გვერდულები, სანიაღვრე არხები,
მილები და ა.შ.) პიკეტური დათვლის უწყისები.
- მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი.
- სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
- მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის შედგენა საბაზრო და რესურსული ფასებით,
მოქმედი ნორმატივების გათვალისწინებით.
მიმწოდებელი ვალდებულია:
- ტექნიკური დავალებით გაუთვალისწინებელი გარემოების აღმოჩენის
შემთხვევაში, გაითვალისწინოს მისი შეტანა საპროექტო დოკუმენტაციაში
დამატებითი აზღაურების გარეშე (დამკვეთთან შეთანხმებით);