Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Приемники телевизионной и радио-сигнала и оборудование для записи и воспроизведения звука или изображения (Грузия - Тендер #65732555)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 65732555
Дата публикации: 24-07-2025
Сумма контракта: 1 200 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON250000273
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.07.2025 21:34
Начало приема предложения 30.07.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 31.07.2025 16:00
Предполагаемая цена закупки 1`200`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 32300000-Приемники телевизионной и радио-сигнала и оборудование для записи и воспроизведения звука или изображения
Коды классификатора
  • 32333000 - Аппараты для записи и воспроизведения видео
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
2025-2026 წლების განმავლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჭიროებისთვის სამხრე/სამკერდე კამერების სახელმწიფო შესყიდვა.

შესყიდვა განხორციელდება 2025-2026 წლების სახსრებით.

კონსოლიდირებული ტენდერი არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გამართვას.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 12`000 GEL
Срока действия гарантии 180 День
  • Загрузка объявления: teona danelia :: 24.06.2025 14:43
  • Последнее исправление: teona danelia :: 24.07.2025 17:10
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=636150&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისთვის, კერძოდ, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის სამხრე/სამკერდე კამერების (მუდმივმოქმედი ლიცენზიით) თანმდევი მომსახურებით და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების, აქსესუარებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა (შემდგომში - საქონელი, სამხრე/სამკერდე კამერა).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტებია დანართი N2-ით (ფასების ცხრილი და განაწილება ლოკაციების მიხედვით) განსაზღვრული და დანართი N1-ით (ტექნიკური აღწერილობა) გათვალისწინებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე საქონლის შესყიდვა.

შენიშვნა: თანმდევი მომსახურება გულისხმობს საქონლის მიწოდებას დანართი N2-ით განსაზღვრულ მისამართებზე და მათ სრულ სისტემურ გამართვას. მიმწოდებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი ორგანიზაციების შესაბამისი თანამშრომლების დეტალური ტრენინგი, საქონლის და პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის მოხმარების საკითხში.

1.2.2. შესყიდვის ობიექტების ტექნიკური აღწერილობები (ტექნიკური მახასიათებლები) მოცემულია თანდართულ ფაილში დანართი N1-ის (ტექნიკური აღწერილობა) შესაბამისად. პრეტენდენტმა შემოთავაზებული საქონლის ზუსტი ტექნიკური პარამეტრები უნდა წარმოადგინოს დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 - ტექნიკური აღწერილობის PDF ფორმატში წარმოდგენის შემთხვევაში იგი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით).

ასევე პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ერთი და იმავე მწარმოებლისა და ბრენდის და ერთმანეთთან სრულად თავსებადი, რათა მათი ერთობლივი მუშაობით უზრუნველყოფილ იქნეს სისტემის სრულად და გამართულად ფუნქციონირება.

1.2.3. შესყიდვის ობიექტის რაოდენობების დეტალური განაწილება (მათ შორის ადგილმდებარეობის მიხედვით) მოცემულია თანდართულ ფაილში, დანართი N2-ის მე-2 გვერდზე (განაწილება, ლოკაციები)

1.2.4. პრეტენდენტმა ფასების ცხრილი უნდა წარმოადგინოს დანართი N2-ის (გვერდი 1 - ფასების ცხრილი) შესაბამისად.

შენიშვნა N1: გთხოვთ, მიუთითოთ დანართი N2-ის (გვერდი 2-ის განაწილება, ლოკაციები) D, E, F და G სვეტებით გათვალისწინებული თანმდევი საქონლის საჭირო რაოდენობები და ერთეულის ფასები იმის მიხედვით, თუ რა პრინციპით გეგმავთ შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ლოკაციების მიხედვით მოთხოვნილი კამერების სისტემის სრულყოფილ გამართვას/მოწყობას, რამდენ სლოტიანი დოკ სადგურისა და რამდენ პორტიანი დოკ კონტროლერის გამოყენებით. საქონლის საჭიროების არარსებობის შემთხვევაში, შესაბამის გრაფაში მიუთითეთ „0“.

შენიშვნა N2: ამასთან გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ასევე ესაჭიროებათ დამატებითი რაოდენობით კამერები რეზერვისათვის (4 ერთეული და 19 ერთეული სახმრე/სამკერდე კამერა). აღნიშნული კამერები ამ ეტაპზე არ საჭიროებენ სისტემურ გამართვას.

შესაბამისად, წინამდებარე ტენდერი არ ითვალისწინებს მათთვის დოკ სადგურების, დოკ კონტროლერებისა და ბარათის წამკითხველების შესყიდვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფასების ცხრილში (გვერდი N1), ჯამური ღირებულების განსაზღვრისას, არ უნდა გაითვალისწინოთ სარეზერვო კამერებისთვის საჭირო დოკ სადგურების, დოკ კონტოლერებისა და ბარათის წამკითხველების რაოდენობები და ერთეულის ფასები.

შენიშვნა N3: მიუხედავად იმისა, რომ პროგრამული უზრუნველყოფა ცალკე არ არის განფასებული, მისი ღირებულება გათვალისწინებული უნდა იქნეს პროექტის ჯამურ ღირებულებაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია, საქონლის მიწოდება განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, სატენდერო დოკუმენტაციის 1.5.2. ქვეპუნქტით განსაზღვრულ მისამართზე, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი მიმართვიდან არაუგვიანეს 35 (ოცდათხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში - უზრუნველყოს საქონლის საბოლოო მიწოდება დანართი N2-ით განსაზღვრულ თითოეულ მისამართზე და განახორციელოს სისტემის სრული გამართვა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საქონლის მიწოდება (თანმდევი მომსახურებით) და საგარანტიო პერიოდის განმავლობაში შესაბამისი მომსახურების გაწევა, დანართი N2-ით განსაზღვრულ თითოეულ დანიშნულების ობიექტზე,

1.5.2. მიმწოდებელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, მთლიანი საქონლის მიწოდება თავდაპირველ ეტაპზე უნდა განახორციელოს ერთ ობიექტზე (მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის N34, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობა), შესაბამისი ინსპექტირებისა და შემოწმების მიზნით.

1.5.3. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.5.2. ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინსპექტირების შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციების შესაბამისი მიმართვიდან არაუგვიანეს 35 (ოცდათხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია, დანართი N2-ით განსაზღვრულ თითოეულ ობიექტზე დაასრულოს საქონლის მიწოდება (თანმდევი მომსახურებით) და უზრუნველყოს სისტემის სრულყოფილად გამართვა.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებულ საქონელზე (სამხრე/სამკერდე კამერა სამაგრით, „ა“ ტიპის დოკ. სადგური, „ბ“ ტიპის დოკ. სადგური, დოკ. კონტროლერი, ბარათის წამკითხველი), სწორი ექსპლუატაციის პირობებში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან უნდა გაავრცელოს არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გარანტია.

აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ გაცემული შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი/ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, სრული საგარანტიო ვადის განმავლობაში ნებისმიერი წუნის/ხარვეზის/დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი მიმართვის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს წუნდებული ან დაზიანებული საქონლის შეცვლა.

ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია არანაკლებ 3 (სამი) წლის განმავლობაში შემსყიდველ ორგანიზაციას გაუწიოს პროგრამული უზრუნველყოფის სრული ტექნიკური მხარდაჭერა.

შეტყობინება შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფოსტის საშუალებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლის პროფილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ან მიმწოდებლის მიერვე შემსყიდველისთვის მითითებულ სხვა ელექტრონულ ფოსტაზე. შეტყობინება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა ნებისმიერი ფორმით.

1.7.1.2. შემოთავაზებულ საქონელზე (სამხრე/სამკერდე კამერა სამაგრით, „ა“ ტიპის დოკ. სადგური, „ბ“ ტიპის დოკ. სადგური, დოკ. კონტროლერი, ბარათის წამკითხველი) ასევე უნდა ვრცელდებოდეს მწარმოებლის მიერ გაცემული გარანტია არანაკლებ 3 (სამი) წლის ვადით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს) ზემოაღნიშნული საქონლის მწარმოებლის ან მისი წარმომადგენლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი/ინფორმაცია.

ამასთან, გარანტიის პირობების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.

ასევე, პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ წარმოსადგენი წერილობითი დოკუმენტიდან/ინფორმაციიდან ნათლად უნდა ირკვეოდეს, რომ იგი გაცემულია უშუალოდ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში. მითითებული უნდა იყოს კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი, პრეტენდენტის დასახელება, პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო ნომერი.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (დანართი N2-ის გვერდი 1 - ფასების ცხრილი) უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის, ბრენდისა და მოდელის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტს არ გააჩნია ბრენდი ან/და მოდელი, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მიუთითოს ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში "არ გააჩნია".

2.1.1.2. შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის, ბრენდისა და მოდელის დასახელების შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა, ასევე ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.1.1.3. მწარმოებლის, ბრენდის, მოდელისა და წარმოების ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

ამასთან, თუ მწარმოებლის, ბრენდის, მოდელის ან/და წარმოების ქვეყნის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის, ბრენდის, მოდელის ან/და წარმოების ქვეყნის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ერთი და იმავე მწარმოებლისა და ბრენდის და ერთმანეთთან სრულად თავსებადი, რათა მათი ერთობლივი მუშაობით უზრუნველყოფილ იქნეს სისტემის სრულად და გამართულად ფუნქციონირება.

ასევე პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს, როგორც კამერის ბრენდი, მოდელი, მწარმოებელი, წარმოების ქვეყანა, ასევე სამაგრის ბრენდი, მოდელი, მწარმოებელი და წარმოების ქვეყანა, ხოლო ფასი უნდა მიუთითოს ერთობლივად, ლიცენზიისა და სამაგრის ჩათვლით.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, 2020 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე, უნდა გააჩნდეს ჯამურად არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების გამოცდილება შემდეგ სფეროებში:

• სამხრე/სამკერდე კამერების ან/და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების ან/და აქსესუარების ან/და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების

ან/და

• ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ან/და ქსელური ჩამწერების ან/და კომუტატორების მიწოდების

ან/და

• ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მიწოდების თანმდევი მომსახურებით (მონტაჟი, გამართვა, პროგრამული უზრუნველყოფა, კონფიგურაცია და ასევე ყველა საჭირო თანმდევი/დამხმარე კომპონენტი, საქონელი და აქსესუარი, რაც უზრუნველყოფს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის გამართულ და სრულყოფილ ფუნქციონირებას) სფეროში.


აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ზემოაღნიშნული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები:

- ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (იმ შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილი დოკუმენტაციიდან არ იკვეთება შესრულებული სამუშაოები, შინაარსი და მათი ღირებულებები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს დოკუმენტაცია, საიდანაც შესაძლებელია შესრულებული სამუშაოების, შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება (ფორმა N2-(ებ)ი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტ(ებ)ი));

ან/და

- სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია)

ან

- აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და აღნიშნული უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების გამოცდილება.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებულ საქონელზე უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ან მისი წარმომადგენლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული წერილი/ინფორმაცია წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესახებ სრულად, რათა დადგინდეს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტების შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით დადგენილ მოთხოვნებთან.

ამავდროულად, წერილში მწარმოებელმა უნდა მიუთითოს, რომ შემოთავაზებული საქონელი ერთმანეთთან სრულად თავსებადია და მათი ერთობლივი მუშაობა/ფუნქციონირება უზრუნველყოფს სისტემის სრულ და გამართულ ფუნქციონირებას.

ასევე წერილში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი, პრეტენდენტის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, საქონლის ბრენდი და მოდელი.


2.7.1.2. დანართი N1-ით განსაზღვრული შემდეგი საქონლის (სამხრე/სამკერდე კამერა, სამაგრი, „ა“ ტიპის დოკ. სადგური, „ბ“ ტიპის დოკ. სადგური, დოკ. კონტროლერი, ბარათის წამკითხველი) მიკვლევადობის მიზნით, პრეტენდენტმა დანართი N1-ში (ტექნიკური დავალება) ასევე უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის შესაბამისი ვებ-ბმულ(ებ)ი მწარმოებლ(ებ)ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან (data-sheet ან/და კატალოგი ან/და მანუალი).

2.9 other additional requirements

2.9.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტებია:

ა) დანართი N1 - ტექნიკური აღწერილობა;

ბ) დანართი N2 - ფასების ცხრილი და განაწილება ლოკაციების მიხედვით;

გ) სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენდენტის მიერ გაცემული გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია;

დ) სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.2. ქვეპუნქტით გათვალისწინებული მწარმოებლის მიერ გაცემული გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია;

ე) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ;

ვ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.1 და 2.7.1.2 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს (https://gac.gov.ge/ka) მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (http://expertiza.gov.ge/) დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს (https://saras.gov.ge/) მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებითა და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

12000

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

10

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%–ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით.

6.2.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.

6.2.4.3. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.4. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი), გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ იდენტური საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 100%-ის ოდენობით. გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია;

7.1.1.2. წინასწარი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე). გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში-ლარში;

7.1.1.3. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

7.1.1.4. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ საავანსო გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

7.2 terms of step by step and/or final payment

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის 7.1. და 7.2. პუნქტების შესაბამისად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან ქადაგიძე, 591900020, kkadagidze@spa.ge თეონა დანელია, 577011244, tdanelia@spa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) 20 მუხლის 2 პრიმა მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, აგრეთვე, „2025-2026 წლების განმავლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჭიროებისთვის სამხრე/სამკერდე კამერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 ივლისის №1081 განკარგულების საფუძველზე;

10.1.2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) „შემსყიდველად“ რეგისტრირებული მომხმარებელი: სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, ვალდებულნი არიან, 2025-2026 წლების განმავლობაში საჭირო წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით;

10.1.3. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციები, რომლებზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, წ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru