Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #65732552)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Levan Samkharauli National Forensics Bureau
Номер конкурса: 65732552
Дата публикации: 24-07-2025
Сумма контракта: 416 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250013318
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.07.2025 18:00
Начало приема предложения 10.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.08.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 416`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45313100 - Монтажные работы по установке лифтов
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის შენობაში სამგზავრო პანორამული ლიფტის მოწყობა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 4`500.00 GEL
Размер гарантии 4`160 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: eter altunashvili :: 17.07.2025 15:07
  • Последнее исправление: eter altunashvili :: 24.07.2025 18:00
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=639195&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის შენობაში სამგზავრო პანორამული ლიფტის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის შენობაში (ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის ქ. 2ა) სამგზავრო პანორამული ლიფტის მიწოდება-მონტაჟის და მოწყობა-გაწყობის სამუშაოების ჩატარება:


ლიფტის ტექნიკური მახასიათებლები:

1. ლიფტის ტიპი: სამგზავრო პანორამული სამანქანო განყოფილებით (MRL);
2. სართულების რაოდენობა: 6;
3. გაჩერებების რაოდენობა: 4;
4. ჯალამბარის ტიპი: სინქრონული ურედუქტორო;
5. სამგზავრო ლიფტის სიჩქარე: არანაკლებ 1.5 მ/წმ
6. სამგზავრო ლიფტის ტვირთამწეობა: არანაკლებ 800 კგ;
7. ჯალამბარის დაკიდების ტიპი: 2:1;
8. ჯალამბარმა უნდა უზრუნველყოს: მექანიზმის მდორედ და უხმაუროდ მუშაობა;
9. ჯალამბარის მართვის ტიპი უნდა იყოს: მიკროპროცესორული და სიხშირულ გარდამქმნელზე (VVVF Variable Voltage Variable Frequency) ინტეგრირებული ძირითადი დაფით (Integrated Controller)
10. სამგზავრო ლიფტის დისტანციური მართვისა და მონიტორინგის მოდული (Wireless Management & Monitoring):
11. სამგზავრო ლიფტს უნდა გააჩნდეს მიწისძვრის საწინააღმდეგო მოწყობილობა: EQO4;
12. სამგზავრო ლიფტი აღჭურვილი უნდა იყოს: სახანძრო უსაფრთხოების ჩამრთველით (Fire Switch) G (პროგრამულად ძირითად ბაქანზე) სართულზე;
13. სამგზავრო ლიფტი აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური სახანძრო განგაშის სენსოროთ: EFO02;
14. სამგზავრო ლიფტი აღჭურვილი უნდა იყოს: ხმოვანი სიგნალით დანიშნულების ბაქანზე (სართულზე) მისვლისას (Arrival Gong);
15. სამგზავრო ლიფტი აღჭურვილი უნდა იყოს: საევაკუაციო დაშვების მექანიზმის ავტომატური კვების რეჟიმით (Automatic Rescure & Emergency Landing Device) (ელექტრო ენერგიის გათიშვის შემთხვევაში უახლოეს სართულზე გაჩერება და კარების გაღება);
16. სამგზავრო ლიფტს უნდა გააჩნდეს ძაბვის სტაბილიზატორი რეგულატორი;
17. მართვის სისტემას უნდა გააჩნდეს: უპირატესი გამოძახების ფუნქცია ე.წ. „ქეი სვიჩით“ (გასაღები ან ბარათი);
18. სამგზავრო ლიფტს უნდა გააჩნდეს: წონის გადატვირთვის მოწყობილობა, ელექტრონული მიკროპროცესორული მართვით (Overload, Full Load, Light Load Device);
19. სამგზავრო ლიფტის გარე გამოძახების პოსტერი: სარკისებრი უჟანგავი ლითონის დაფა, თხევადკრისტალური (LCD TFT) დისპლეით (სართულის მაჩვენებლით) და ანტივანდალური ღილაკებით (თითოეულ სართულზე);
20. კაბინის კარების ფრთები: სარკისებრი უჟანგავი ლითონის ჩარჩო და ნაწრთობი შუშა;
21. შახტის კარების ფრთები (თითოეულ სართულზე): სარკისებრი უჟანგავი ლითონის ჩარჩო და ნაწრთობი შუშა;
22. კაბინა: პანორამული, ნაწრთობი შუშისა და სარკისებრი უჟანგავი ლითონის ელემენტები;
23. კაბინის შიდა გამოძახების პოსტერი: დაფა - სარკისებრი უჟანგავი ლითონი, თხევადკრისტალური (LCD TFT) მულტიმედია დისპლეით და ანტივანდალური ღილაკებით, ბრაილის შრიფტით;
24. კაბინის იატაკი: ხელოვნური გრანიტი;
25. ლიფტის კაბინას უნდა ქონდეს მოაჯირი უკანა მხარეს;
26. ლიფტის კარის ღიობის ზომა უნდა იყოს არანაკლებ 90სმ;


შენიშვნა:

1. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში, წარმოებული უნდა იყოს არაუადრეს 2024 წლისა.

2. მიმწოდებულმა ლიფტის სამონტაჟოს სამუშაოების ჩატარებისას უნდა უზრუნველყოს ახალი, ხარისხიანი, ნივთობრივად უნაკლო დეტალებით დაკომპლექტება, რომლებიც აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხოების ყველა სტანდარტული ფუნქციით და უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური პირობებით განსაზღვრულ მახასიათებლებსა და სამგზავრო ლიფტებზე არსებულ სტანდარტებს, ხოლო მონტაჟის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს;

3. გათვალისწინებული უნდა იქნას, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N446 დადგენილებით დამტკიცებული, „ლიფტების უსაფრთხო ექპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტისა“ და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის N289 დადგენილებით დამტკიცებული, „ლიფტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები; სამუშაოების დასრულების შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“/„ლიფტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის „ინსპექტირების სერთიფიკატი“ (ინსპექტირების სერთიფიკატთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას ინსპექტირების სერთიფიკატის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი). ასევე სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტირებული ორგანოს მიერ გაცემული დამიწების კონტურის წინაღობის გაზომვის აქტი;

4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო ყველა დამხმარე მასალის გამოყენება საკუთარი ხარჯებით (ხარაჩო და სხვა დროებითი მოწყობილობები);

5. მიმწოდებელმა სამუშაოების წარმოებისას უნდა გაითვალსწინოს შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისი მოთხოვნები;

6. მიმწოდებელი ვალდებულია, ავტორიზებულ ტექნიკურ ინსპექტირების ორგანოს წარუდგინოს სამგზავრო ლიფტის ტექნიკური დოკუმენტაციის შეკვრა (ე.წ. „პასპორტი“), რომლის ვიზირების შემდეგ გადასცეს დამკვეთს;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მიმწოდებელმა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე უნდა განახორციელოს:
ლიფტის ჩაბარება საქართველოს კანონმდებლობით აკრედიტირებულ ორგანოსთვის და უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ორგანოს მიერ გამართულობის (ექსპლუატაციაში მიღების) შესახებ აქტის (სერთიფიკატის) წარმოდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარება;

1.4.2. მიმწოდებელი ვალდებულია, ავტორიზებულ ტექნიკურ ინსპექტირების ორგანოს წარუდგინოს სამგზავრო ლიფტის ტექნიკური დოკუმენტაციის შეკვრა (ე.წ. „პასპორტი“), რომლის ვიზირების შემდეგ გადასცეს დამკვეთს;

1.4.3. სამგზავრო ლიფტის მიწოდება-მონტაჟის და მოწყობა-გაწყობის სამუშაოების ჩატარების ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 200 (ორასი) კალენდარულ დღეს.
სამუშაოების ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად:

1.4.3.1. ლიფტის შახტის კონსტრუქციის დასრულების შემდეგ, შემსყიდველი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ექსპერტიზის ჩატარებას და დადებითი დასკვნის შემდეგ, მიმწოდებელს ექნება საშუალება განახორციელოს შემინვის და ლიფტის მოწყობის სამუშაოები (ექსპერტიზისთვის საჭირო ვადა არ იქნება გათვალისწინებული სამუშაოების საერთო ვადაში).

1.4.3.2. სამუშაოების დასრულების შემდგომ, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“/„ლიფტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის „ინსპექტირების სერთიფიკატი“ (ინსპექტირების სერთიფიკატთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას ინსპექტირების სერთიფიკატის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი). ასევე სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტირებული ორგანოს მიერ გაცემული დამიწების კონტურის წინაღობის გაზომვის აქტი (გაზომვის აქტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას გაზომვის აქტის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის შენობა - ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის 2ა

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1.შესრულებულ სამუშაოზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (ექსპლუატაციაში მიღებიდან) არანაკლებ:

1.6.1.1. კონსტრუქციაზე - არანაკლებ 15 წელი;

1.6.1.2 ლიფტზე - არანაკლებ 5 წელი;

1.6.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზის/დაზიანების შემთხვევაში შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) საათისა, მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს დიაგნოსტირება და შეადგინოს დეფექტური აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადა.

1.6.3. საგარანტიო ვადის განმავლობაში შემსყიდველის მხრიდან ექსპლოატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, მიმწოდებელი საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს ხარვეზის/გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრას, სამუშაოების სირთულის გათვალისწინებით დეფექტური აქტით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2021 წლის 1-ელი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, უნდა გააჩნდეს ლიფტის მიწოდება-მონტაჟის და მოწყობა-გაწყობის არანაკლებ 1 000 000 ლარის ღირებულების გამოცდილება (მათ შორის: არანაკლებ 2 პროექტის შესრულების გამოცდილება (თითოეული პროექტის ღირებულება არანაკლებ 200 000 ლარი). აღნიშნულის დამადასტურებლად, პრეტენდენტი ვალდებულია ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის გზით წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ლიფტის მწარმოებლის მიერ სერთიფიცირებული სერვის ინჟინრის სერტიფიკატ(ებ)ი, ასევე წერილობითი დასტური (წერილობითი ან/და შრომითი ხელშეკრულება) მასზედ, რომ სერტიფიცირებული ინჟინერი არის პრეტენდენტის თანამშრომელი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სტანდარტის შესაბამისი MODUL H1 სერთიფიკატი ნათარგმნი ქართულ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული;

2.7.1.2. პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს კონკრეტულ პროექტზე (აღნიშნულ შესყიდვაზე) მწარმოებლის მიერ გაცემული ავტორიზაციის ფორმა, ე.წ. MAF –Manufacturer Authorization Form (მასზედ, რომ შემოთავაზებული ლიფტი პასუხობს პროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს);

2.7.1.3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერტიფიკატ(ებ)ი, რომელიც დაადასტურებს, რომ შემოთავაზებული მოდელის ლიფტები აკმაყოფილებდეს EN-81-20 და 2014/33/EU ევროპულ დირექტივას (ნათარგმნი ქართულ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული);

2.7.1.4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული სერტიფიკატები, რომელიც დაადასტურებს, რომ ლიფტს გააჩნია ევროპული შესაბამისობის სერტიფიკატები, კერძოდ:

• მდორე გაჩერების ავარიულ სამუხრუჭე ხუნდებზე (Progressive Safety Gears);

• ორმხრივი სიჩქარის გადაჭარბების მექანიზმზე (Bi-directional overspeed governor);

• შახტის კარების გამღები მექანიზმის ჩამკეტ მოწყობილობაზე (door lock);

• უსაფრთხოების თანაორმოს ჰიდრავლიკურ ზამბარულ ბუფერზე (Hydraulic Buffer);

• ურედუქტორო ჯალამბარზე (Gearless Traction machine);

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა უნდა წამოადგინოს:

2.9.1. ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იყოს როგორც Excel-ის ფორმატის ფაილის სახით დანართი N1–ის მიხედვით. (პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1) ან წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს).

2.9.2. პრეტენდენტი ვალდებულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს ხარჯთაღრიცხვით (დანართი N1) შემოთავაზებული ლიფტის შესახებ სრული ინფორმაცია, კერძოდ მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი” ან/და შემოთავაზებული საქონლის ბროშურა/კატალოგი (ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული), რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ მონაცემებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში თუ, შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ოფიციალურ ვებ გვერდზე ან ბროშურა/კატალოგში არ ფიქსირდება სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი საქონლის ყველა ტექნიკურ პარამეტრი ან/და შეუსაბამობა აღმოჩნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებულ საქონლის პარამეტრებსა და მწარმოებლის ოფიციალურ ვებ გვერდზე ან ბროშურა/კატალოგში არსებულ საქონლის პარამეტრებს შორის, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული და დადასტურებული საქონლის ტექნიკური მონაცემები - რომელსაც უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

2.9.3. ინფორმაცია სამუშაოების შესრულების საგარანტიო ვადის შესახებ;

2.9.4. სატელეფონო ნომერი, რომელზეც მომსახურების გაწევისას შესაძლებელი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში დაკავშირება (ცხელი ხაზის ნომერი);



შენიშვნა:

„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. ამასთან, ფასწარმოქნის ადეკვატურობის დასაბუთების (ექსპერტიზის დასკვნის) წარმოუდგენლობა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო/სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადას არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 მიმწოდებელი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან;

6.4.2 თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს;

6.4.3 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, აგრეთვე ნაწილობრივი ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო/სადაზღვევო გარანტიის სრული ოდენობით გამოყენება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე უზრუნველყოფს შესყიდვის ობიექტის სრულად მოწოდებას და ექსპლუატაციაში გაშვებას, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება 2025 წლის სახსრებიდან;

7.2.2. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყო შესყიდვის ობიექტის სრულად მოწოდებას და ექსპლუატაციაში გაშვებას, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას 2025 წლის 20 დეკემბრამდე, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება 2026 წლის სახსრებიდან.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე უზრუნველყოფს შესყიდვის ობიექტის სრულად მოწოდებას და ექსპლუატაციაში გაშვებას, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას, საგადახდო დოკუმენტის გამოწერას, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა;

7.3.2. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყო შესყიდვის ობიექტის სრულად მოწოდებას და ექსპლუატაციაში გაშვებას, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას 2025 წლის 20 დეკემბრამდე, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიწოდებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში, 2026 წლის სახსრებით.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეთერ ალთუნაშვილი, 577078007, ealtunashvili@expertiza.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.

10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.

10.1.3. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

10.1.4. სატენდერო დოკუმენტაციაში, კერძოდ, ხარჯთაღრიცხვაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება.

10.1.5 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru