Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Самолеты и космические аппараты (Грузия - Тендер #65292577)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Ministry of Internal Affairs of Georgia
Номер конкурса: 65292577
Дата публикации: 08-07-2025
Сумма контракта: 27 787


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250012204
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.07.2025 15:06
Начало приема предложения 16.07.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 18.07.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 27`787.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34700000-Самолеты и космические аппараты
Коды классификатора
  • 34710000 - Вертолеты, самолеты, космические корабли и другие воздушные суда с двигателем
Срок подачи იხ.სატენდერი დოკუმენრტაცია
Дополнительная информация
შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, უპილოტო საფრენი აპარატის შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ.სატენდერი დოკუმენრტაცია
Шаг снижения цены 400.00 GEL
Размер гарантии 278 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino getsadze :: 29.05.2025 14:16
  • Последнее исправление: ilia aptsiauri :: 08.07.2025 15:06
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=633257&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

უპილოტო საფრენი აპარატის შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

რაოდენობა: 1 (ერთი) ცალი.

საქონლის ტექნიკური მახასიათებლები:

• უპილოტო საფრენი აპარატის წონა - არაუმეტეს 1500 გრ;
• აპარატის ფიზიკური ზომა (დაკეცილ მდგომარეობაში, პროპელერების გარეშე) - არაუმეტეს 265×115×140 მმ;
• საფრენი აპარატის ფიზიკური ზომა (გაშლილ მდგომარეობაში, პროპელერების გარეშე) - არაუმეტეს 310×390×155 მმ;
• პროპელერის ზომა - არაუმეტეს 30 სმ;
• უპილოტო საფრენი აპარატის აფრენის მაქსიმალური სიჩქარე - არანაკლებ 10 მ/წმ, აქსესუარებით - არანაკლებ 6 მ/წმ;
• უპილოტო საფრენი აპარატის დაფრენის მაქსიმალური სიჩარე - არანაკლებ 8 მ/წმ, აქსესუარებით - არანაკლებ 6 მ/წმ;
• ფრენის მაქსიმალური დრო (ქარის გარეშე) - არანაკლებ 45 წთ;
• ფრენის მაქსიმალური ჰორიზონტალური სიჩქარე (ზღვის დონეზე, უქარო ამინდში) - არანაკლებ 21 მ/წმ;
• ჰაერში გაჩერების მაქსიმალური დრო (უქარო ამინდში) - არანაკლებ 30 წთ;
• ფრენის მაქსიმალური სიმაღლე - არანაკლებ 3 000 მ;
• ფრენის მაქსიმალური დისტანცია (ქარის გარეშე) - არანაკლებ 35 კმ;
• ქარის მიმართ მედეგობა - არანაკლებ 10 მ/წმ;
• აპარატის სამუშაო ტემპერატურული დიაპაზონი - არანაკლებ -10℃ დან +40℃;
• ნავიგაციის სისტემები - არანაკლებ GPS, GALILEO, BeiDou და GLONASS (GLONASS მხარდაჭერილია მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩართულია RTK მოდული);
• უპილოტო საფრენი აპარატის ჰოვერინგის სიზუსტის დიაპაზონი - ±0.1 მ (Vision System-ით); ±0,5 მ (GNSS-ით); ±0,1 მ (RTK-ით);
• რეალურ დროში კინემატიკური პოზიციონირების სიზუსტე (RTK GNSS Accuracy) - RTK Fix: 1 სმ + 1 ppm (ჰორიზონტალური), არაუმეტეს 1.5 სმ + 1 ppm (ვერტიკალური);
• სამუშაო პორტები - არანაკლებ ერთი E-Port ინტერფეისი და არანაკლებ ერთი E-Port Lite ინტერფეისი;
• აპარატის მართვის ტიპი - დისტანციური (პულტით);
• დაბრკოლების არიდების სენსორები - არანაკლებ 4;
• უპილოტო საფრენ აპარატს უნდა ჰქონდეს ინფრაწითელი ნათება;
• ინფრაწითელი ნათება - FOV (მხედველობის არე) : 5.7°±0.3°;
• აპარატში ჩაშენებული უნდა იყოს დამხმარე ნათება;
• კამერების რაოდენობა - არანაკლებ 4 (ძირითადი, საშუალო კამერა, მე-3 ფოტოკამერა და თერმული კამერა);
• ძირითადი კამერა - არანაკლებ 1/1.3 დიუმიანი CMOS, ეფექტური პიქსელების რაოდენობა არანაკლებ 48 MP;
• საშუალო კამერა - არანაკლებ 1/1.3 დიუმიანი CMOS, ეფექტური პიქსელების რეოდენობა არანაკლებ 48 MP;
• მე-3 ფოტოკამერა - 1/1.5 დიუმიანი CMOS, ეფექტური პიქსელების რაოდენობა არანაკლებ 48 MP;
• აპარატს უნდა ჰქონდეს ღამის ხედვის შესაძლებლობა;
• ISO მგრძნობელობა (ნორმალური რეჟიმი) - ISO 100-დან ISO 25600-მდე;
• ISO მგრძნობელობა (ღამის ხედვის რეჟიმი) - ძირითადი კამერა: ISO 100-დან ISO 409600-მდე, საშუალო კამერა: ISO 100-დან ISO 409600-მდე, მე-3 ფოტოკამერა: ISO 100-დან ISO 819200-მდე;
• ფოტოს ფორმატი -არანაკლებ JPEG;
• ფოტოს ფორმატი (თერმული კამერა) - არანაკლებ JPEG (8bit), R-JPEG (16bit);
• ფოტოს ზომა - ძირითადი: 8064 × 6048, საშუალო კამერა 8064 × 6048, მე-3 ფოტოკამერა: 8192 × 6144;
• თერმული კამერის ფოტო რეჟიმი - Single: 1280 × 1024/640 × 512, Interval: 1280 × 1024/640 × 512;
• ციფრული ზუმი (თერმო გამოსახულების დროს) - არანაკლებ 28x;
• ვიდეოს ფორმატი - არანაკლებ MP4 (MPEG-4 AVC/H.264);
• ვიდეოს ფორმატი (თერმო კამერა) - არანაკლებ MP4;
• ვიდეოს რეზოლუცია - არანაკლებ 4K: 3840 × 2160@30fps, FHD: 1920 × 1080@30fps;
• ვიდეოს რეზოლუცია (თერმული კამერა) - 1280 × 1024@30fps (სუპერ გარჩევადობა ჩართულია, ხოლო ღამის რეჟიმი გამორთული);
• მაქსიმალური ვიდეოს ბითრეითი -არანაკლებ H.264: 60Mbps; H.265: 40Mbps;
• ვიდეო ბიტის სიხშირე (თერმული გამოსახულების დროს) - არანაკლებ 6.5 Mbps (H.264 640 × 512@30fps), 5Mbps (H.265 640 × 512@30fps), 12Mbps (H.264 1280 × 1024, 8 Mbps, 200fps (H.265 640 × 512 @30fps) 1024@30fps);
• თერმული კამერით ტემპერატურის გაზომვის დიაპაზონი: არანაკლებ -20℃-დან 150℃-მდე, 0℃-დან 550℃-მდე;
• ინფრაწითელი ტალღის სიგრძე - 8 um-დან 14 um-მდე;
• ინფრაწითელი ტემპერატურის გაზომვის დიაპაზონი - ±2℃ ან ±2% / ±5℃ ან ±3%;
• ვიდეოს გადაცემის მაქსიმალური დისტანცია (წინაღობებისა და შეფერხებების არარსებობის შემთხვეაში) - არანაკლებ 25 კმ (FCC), 12 კმ (CE), 12 კმ (SRRC), 12 კმ (MIC);
• ვიდეოს ჩამოტვირთვის მაქსიმალური სიჩქარე - არანაკლებ 20 მბ/წმ;
• ვიდეოს გადაცემის სიმძლავრე - 2.4 GHz: ≤33 dBm (FCC), ≤20 dBm (CE/SRRC/MIC); 5.8 GHz: <33 dBm (FCC), <30 dB (SRRC) , <14 dBm (CE); 5.15-5.25 dBm (CE) 5.15-5.25:BmCE (FCC);
• აპარატს უნდა მოყვებოდეს ლაზერი;
• ლაზერის გაზომვის დიაპაზონი - არანაკლებ 1800 მ (1 Hz) არანაკლებ - 20% არეკვლის სამიზნე;
• ლაზერით მანძილის გაზომვის სიზუსტე - 1-3 m: System Error <0.3 m, Random Error <0.1 meters @1σ;
• აპარატს უნდა მოყვებოდეს საკიდი/გიმბალი;
• საკიდი/გიმბალის დახრის ვიბრაციის დიაპაზონი - ±0.007°;
• საკიდი გიმბალის დახრის კონტროლირებადი დიაპაზონი - Pan: ±-90° to 35°;
• უნდა მოყვებოდეს მეხსიერების ბარათი (SD) - არანაკლებ 128გბ;
• აკუმულატორების რაოდენობა - არანაკლებ 1x ძირითადი და 1x სათადარიგო;
• აკუმულატორის ტიპი - მრავალჯერადი დამუხტვადი (ციკლის რაოდენობა არანაკლებ 200);
• აკუმულატორის სიმძლავრე - არანაკლებ 99.5 ვტ;
• აკუმულატორი ტიპი - Li-ion 4S;
• აკუმულატორის მოცულობა - არანაკლებ 6741 mAh;
• აკუმულატორის წონა - არაუმეტეს 500 გ;
• უნდა მოყვებოდეს აკუმულატორის დამმუხტველი;
• უნდა მოყვებოდეს დამატებითი სენსორი, რომელიც უზრუნველყოფს უპილოტო საფრენი აპარატის უსაფრთხო ფრენას ისეთ დახურულ სივრცეებში როგორიცაა მაგ. გვირაბი, ანგარი, დახურული საწყობი და სხვ.

1.2.1 შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების, არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი, უნდა იყოს ვარგისი, არ უნდა გამოავლინოს ხარვეზები, მისი მახასიათებლები სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულ მაჩვენებლებთან.

1.2.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 4 თანამშრომელისთვის შესაბამისი ტრეინინგის ჩატარება.

1.2.3.ტრენინგი უნდა განხორციელდეს მწარმოებელი კომპანიის მიერ სერთიფიცირებული სპეციალისტის მიერ.

1.2.4. ტრეინინგი/სწავლების ხანგრძლივობა - არანაკლებ 1 დღე, სამუშაო ენა - ქართული.

1.2.5. ტრეინინგის შემდეგ გაცემული უნდა იქნას შესაბამისი სერთიფიკატები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების და ტრენინგის ჩატარების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 (ორმოცი) სამუშაო დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, გულუას ქუჩა N6.
ტრენინგის ჩატარების ადგილი: შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 შემოთავაზებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 2 (ორი) წლიანი საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ). მიმწოდებელმა, საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი წუნდებული საქონლის შეკეთება უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქონლის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, მისი შეცვლა უნდა უზრუნველყოს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს ოფიციალური წერილის ან/და ელექტრონულო ფოსტაის მეშვეობით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი/ბრენდი, წარმოშობის ქვეყანა და მოდელი/დასახელება.
2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი ან/და ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ან კატალოგიდან, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდზე ინფორმაცია იქნება უცხო ენაზე პრეტენდენტი ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფასები დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) შსს შესაბამისი სამსახურის მიერ ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო გეწაძე, 577556121, n.gecadze@mia.gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ნატო თეზელაშვილს ტელ: 593 49-97-44.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

10.1.3 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.

10.1.4 პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.

10.1.5 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.6 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 მისაწოდებელი საქონლის ფასების ცხრილი დანართი N1-ის მიხედვით, ტექნიკური მონაცემების, მწარმოებლის/ბრენდის, წარმოშობის ქვეყნის, მოდელის/დასახელების და საგარანტიო ვადის მითითებით (შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის/ბრენდის ან/და მოდელის/დასახელების შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა, ასევე ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).

10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru