Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Текстильные изделия (Грузия - Тендер #65292569)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "c.Tbilisi Mental Health Centre"
Номер конкурса: 65292569
Дата публикации: 08-07-2025
Сумма контракта: 51 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250012190
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.07.2025 13:45
Начало приема предложения 14.07.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 16.07.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 51`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 39500000-Текстильные изделия
Коды классификатора
  • 39512000 - Постельное белье
Срок подачи ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ჩათვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 250.00 GEL
Размер гарантии 510 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: dali natenadze :: 15.05.2025 15:37
  • Последнее исправление: dali natenadze :: 08.07.2025 13:45
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=631839&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საწოლის თეთრეული

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ზეწარი ნახევრად ბამბის (შერეული ქსოვილის) - ერთ საწოლიანი ზეწარი რეზინზე (ინფორმაციისთვის: მატრასის/ ღრუბელის ზომა: სიგრძე -195 სმ; სიგანე -90 სმ; სისქე -14 სმ) - 600 ცალი;
2. ბალიშის პირი ნახევრად ბამბის (შერეული ქსოვილის) - ბალიშის პირი (არანაკლებ 50მX70სმ) - 600 ცალი;
3. საბანის პირი ნახევრად ბამბის (შერეული ქსოვილის) - ერთ საწოლიანი საბნის პირი (არანაკლებ 150X220 სმ) - 600 ცალი.

ქსოვილში ბამბის შემცველობა არანაკლებ 50%, ქსოვილის წონა - 1კვ.მ-ზე არანაკლებ 115 გრ; ქსოვილი უნდა უძლებდეს თერმულ დამუშავებას და ინარჩუნებდეს ფორმას; სიგრძეზე და სიგანეზე გადაკერვის გარეშე; თეთრეულის ნაპირები უნდა იყოს შემოკეცილი და დაგვირისტებული.

ფერი ღია (შეთანხმებით).

პროდუქცია უნდა იყოს ინდივიდუალური ქარხნული შეფუთვით, რომელზეც დატანილი იქნება მწარმოებელი კომპანია, ზომები და შემადგენლობა.
შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს, ხარისხობრივ მონაცემებს და პასუხობდეს ამ ტიპის საქონელზე არსებულ სტანდარტებს. მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი, უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, შესაფერისი იმ მიზნებისათვის, რომლისთვისაც ის არის გათვალისწინებული.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის დანიშნულების ადგილზე მიწოდება დაზიანების გარეშე. შეფუთვის მთლიანობა არ უნდა იყოს დარღვეული.
შემსყიდველი უფლებამოსილია არ მიიღოს დაზიანებული საქონელი და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის დაუყოვნებლივ გამოცვლა. არ შეცვლის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
იმ შემთხვევაში თუ საქონლის მიღებისას ინსპექტირების პროცესში მიწოდებულ საქონელზე გამოვლენილი იქნება წუნი (ხარვეზი), მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან (სატელეფონო ან ელ.ფოსტის მეშვეობით) 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში საკუთარი ხარჯებით (ტრანსპორტირების ჩათვლით) უზრუნველყოს აღნიშნული წუნის (ხარვეზის) აღმოფხვრა. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ მოწოდებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლები სრულ შესაბამისობაში იქნება ტექნიკურ დავალებაში მითითებულ მაჩვენებლებთან და აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით მის მიერ წარმოდგენილ ნიმუშთან.

შენიშვნა:
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქონლის მიწოდებისას, თუ კონტროლის განმახორციელებელი პირი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ჩათვლის, რომ შესყიდვის ობიექტი განსხვავდება ტექნიკური აღწერილობისა ან/და ელექტრონულ ტენდერში წარმოდგენილი ნიმუშისგან, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს ექსპერტიზის ჩატარება საქონლის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი). ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური NAT ნომერი. ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი.

შესყიდვის ობიექტის რაოდენობები არის სავარაუდო. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება უზრუნველყოს საქონლის რაოდენობების სრულად ათვისება ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ტექნიკურ დავალებაში მითითებული პირობებით.
2. შესყიდვის ობიექტის დანიშნულების ადგილამდე მიტანას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით მისამართზე: ქ.თბილისი, იპოლიტოვ-ივანოვის ქ. #8, შპს ,,ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი”-ს საწყობი (10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე).
3. საქონლის მიწოდებისას მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 6 (ექვსი) თვიანი საგარანტიო ვადა, რომელიც აითვლება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან.
2. საგარანტიო ვადის პერიოდში (არა შემსყიდველის ბრალეულობით დაზიანების) და დეფექტის მქონე საქონლის, მათ შორის, მიმწოდებლის მხრიდან მითითებულ საგარანტიო ვადაზე ადრე გაუარესების დაფიქსირების შემთხვევაში, შემსყიდველი მიმართავს მიმწოდებელს, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას გამოვლენილი წუნი (თუ ეს შესაძლებელია) ან ჩაანაცვლოს წუნდებული საქონელი ახლით შემსყიდველის მოთხოვნიდან (სატელეფონო ან ელ.ფოსტის მეშვეობით) არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
3. მიწოდებული საქონელი საგარანტიო პერიოდში უნდა ინარჩუნებდეს ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს. რეცხვისა და თერმული დამუშავების დროს არ უნდა კარგავდეს ზომას და ფორმას.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტი ვალდებულია მიუთითოს საქონლის კონკრეტული ტექნიკური მახასიათებელი ფასების ცხრილის მე-4 სვეტში, ასევე წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი სისტემაში განთავსებული ფასების ცხრილის შესაბამის სვეტებში.
მწარმოებლის მითითებისას პრეტენდენტი ვალდებულია ჩანაწერი გააკეთოს ისეთი ფორმით, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ მისი იდენტიფიცირება შეძლოს (იძებნებოდეს ინტერნეტში, ჰქონდეს ვებ გვერდი და სხვა.).

ფასების ცხრილში წარმოშობის ქვეყნის და მწარმოებლის მიუთითებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

შემოთავაზებული სატენდერო წინადადებისა და ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით:

1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ფასების ცხრილით შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ყველა პოზიციის შესაბამისად 1 (ერთი) ცალი ნიმუში.
ნიმუშების შეუსაბამობა სატენდერო განცხადების ან/და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2. ნიმუშებთან ერთად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტირებული/სერტიფიცირებული საექსპერტო დაწესებულების ან ლაბორატორიის მიერ გაცემული შესაბამისი ლაბორატორიის/ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დადასტურდება შემოთავაზებული პროდუქტის შემადგენლობის (ქსოვილი) ტექნიკურ მოთხოვნებთან თავსებადობა, გარკვეული იქნება საწოლის თეთრეულის ქსოვილის ბოჭკოვანი შემადგენლობა, ქსოვილის სახეობა და 1მ2-ზე ქსოვილის წონა.
დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური NAT ნომერი. ექსპერტიზის/ლაბორატორიის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება პრეტენდენტს.
3. თუ შემოთავაზებული ნიმუშები დამზადებულია ერთიდაიმავე ქსოვილით, პრეტენდენტის მხრიდან შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას ერთი დასკვნა.

პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუშები/ექსპერტიზის დასკვნები დაზუსტებას არ ექვემდებარება.

შენიშვნა :
შემსყიდველი მოახდენს წარმოდგენილი ნიმუშის გარეცხვასა და თერმულ დამუშავებას და ამის შემდეგ მოხდება მისი შეფასება.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ნიმუშის წარმოდგენის ადგილია: ქ.თბილისი, იპოლიტოვ-ივანოვის ქ. #8, შპს ,,ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი”-ს ადმინისტრაციული შენობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარისწორებით შპს ”ქ.თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი”-ს 2025 წლის ბიუჯეტის (პროგრამული დაფინანსება) სახსრებით.
2. ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, საქონლის მიწოდებისა და აღნიშნულის თაობაზე მიღება–ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმების შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორების მოხდება ეტაპობრივად მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა, სასაქაონლო ზედნადები და ა.შ.) წარდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დალი ნათენაძე, 595088228, marinanatenadze@yahoo.com სატენდერო პროცედურებთან დაკავშირებული განმარტებების მიღება შესაძლებელია სისტემის მოდულის – „კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
2.მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. პრეტენდენტი ვალდებულია დაიცვას სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე სახელმძღვანელო ინსტრუქციის მოთხოვნები.
3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.
6. თუ პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილის ჯამური თანხა ნაკლები იქნება სისტემის შესაბამის ველში დაფიქსირებულ ფასზე პრეტენდენტის წინადადებად განიხილება ფასების ცხრილში მითითებული საერთო ფასი.
7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (დღგ-ს ჩათვლით), მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
9. პრეტენდენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის ფასების ცხრილის დანართის შესაბამისად წარმოუდგენლობა, ასევე წარმოშობის წყაროს და მწარმოებლის მიუთითებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.
10. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტია:
სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ფასების ცხრილი.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru