შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებას წარმოადგენს გათბობის
სისტემის (გაზის ბოილერების, ქვაბების, პანელური რაიდიატორების ქსელის)
და კონდიცირების სისტემის (სპლიტური კონდიციონერები) შეკეთებისა და
ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
1.კონდიციონერები - სპლირტური სისტემის, სიმძლავრე 9000 BTU - 24000 BTU.
ადგილმდებარეობები: ქ. თბილისი; ქ. რუსთავი, ქ. მცხეთა; ქ. გორი; ქ. ბორჯომი, ქ.
თელავი; ქ. ქუთაისი; ქ. ამბროლაური; ქ. ფოთი; ქ. ბათუმი; ქ. ოზურგეთი.
2. ცენტრალური გათბობის ქვაბი: DEMIRDOKUM 28KW. რაოდენობა- 1 ცალი. ადგილმდებარეობა:
ქ. ბათუმი, ივ. ჯავახიშვილის N70/72;
3. ცენტრალური გათბობის ბოილერი: Alarko ACK 2 - 250, რაოდენობა- 2 ცალი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ც დადიანის N30;
1. მომსახურების პირობები:
1.1 მომსახურება მოიცავს შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული
მოწყობილობების მოვლა-პატრონობას და საჭიროების შემთხვევაში, მათი
გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ნებისმიერი დაზიანებული
ნაწილის შეკეთებას ან/და შეცვლას;
1.2 მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შესყიდვის ობიექტთან
დაკავშირებული მოწყობილობების მწარმოებლების მიერ განსაზღვრული
ექსპლუატაციის წესებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა;
1.3 ავარიულად გაჩერებული მოწყობილობ(ებ)ის დათვალიერება და
ექსპლუატაციაში გაშვება (თუ აღნიშნული დაკავშირებული არ არის
დაზიანებული ნაწილ(ებ)ის შეკეთება ან/და შეცვლასთან) უნდა მოხდეს
შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 24 საათში. ნებისმიერი
დაზიანებული ნაწილის შეკეთება ან/და შეცვლა უნდა განხორციელდეს
შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 48 საათში, ხოლო იმ შემთხვევაში
თუ საჭირო იქნება მოწყობილობის კაპიტალური შეკეთება ან დეფიციტური
ნაწილ(ებ)ის (რომლის შეძენაც მოცემული მომენტისთვის შეუძლებელი იქნება
საქართველოს ტერიტორიაზე) მიწოდება, შესაძლებელია მომსახურების ვადა
განისაზღვროს შემსყიდველთან შეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს 30
კალენდარული დღით.
1.4 ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს
დეფექტური აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების
დეტალური აღწერა, მისი ღირებულება, აგრეთვე მომსახურების დაწყებისა და
დასრულების ვადები;
1.5 კონკრეტული გამოცვლილი ნაწილისა და შესრულებული მომსახურების
საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის
გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს, ხოლო შეკეთებული ნაწილის
საგარანტიო ვადა - არანაკლებ 6 (ექვსი) თვეს. საგარანტიო პერიოდის
განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმწოდებელი
ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზის (მათ შორის
ხარვეზიანი ნაწილის შეკეთება ან შეცვლა ახლით) აღმოფხვრა,
შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებიდან არაუმეტეს 48 საათის
განმავლობაში (სირთულის მიხედვით).
1. 6 მომსახურება უნდა განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე
სპეციალისტების მიერ. დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები
დადგენილი წესებისა და ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად.
მიმწოდებელი პასუხისმგებელია მიყენებული ზიანის საკუთარი ხარჯებით
ანაზღაურებაზე, ან იმ უბედურ შემთხვევებზე, რომლებიც შეიძლება
გამოწვეული იყოს მომსახურების პროცესში დადგენილი ნორმების
შეუსრულებლობით ან/და ტექნიკური გაუმართაობით.
1.7 შეცვლილი ნაწილ(ებ)ი მიმწოდებელმა უნდა დატოვოს კონკრეტულ ობიექტზე
შემსყიდველის შესაბამის უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით;
1.8 მიმწოდებლის მომსახურე პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი ყველა საჭირო
ინვენტარით და ეკიპირებით;
1.9 მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტით გათვალისწინებული
მომსახურების განხორციელებისთვის გამოჰყოს არანაკლებ 2 (ორი)
შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი (არანაკლებ ერთი
აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო არანაკლებ ერთი დასავლეთ
საქართველოში), რომლებიც ვალდებულნი იქნებიან განახორციელონ
სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ობიექტებზე არსებული
დანადგარებისა და მოწყობილობების დათვალიერება-შემოწმება-გატესტვა
და მათი მდგომარეობის შესახებ შესაბამისი აქტის შედგენა, ეტაპობრივად
შემსყიდველთან მოთხოვნის მიხედვით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში,
წინამდებარე ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მომსახურება.
1.10 შემსყიდველი უფლებამოსილია პერიოდულად განახორციელოს
ინსპექტირება. ინსპექტირების შედეგად თუ დადგინდა, რომ კონკრეტული
მოწყობილობის დაზიანება გამოწვეული იქნა მიმწოდებლის ბრალეულობით
(ექსპლუატაციის პირობების დარღვევა, მომსახურების არადროულად ან
არაჯეროვნად განხორციელება და ა.შ.), მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი
ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზის (მათ შორის ხარვეზიანი ნაწილის
შეკეთება ან შეცვლა ახლით) აღმოფხვრა, შემსყიდველის წერილობითი
დავალების მიღებიდან არაუმეტეს 48 საათის განმავლობაში (სირთულის
მიხედვით).
1.11 პრეისკურანტით (დანართი N2) განსაზღვრული ნებისმიერი ერთეულის
ღირებულება მოიცავს ყველა იმ თანმდევ ხარჯს და საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადს, რომელიც შესაძლოა
დაკავშირებული იყოს კონკრეტული მომსახურების განხორციელებასთან;
შენიშვნა:
1. პრეისკურანტი (დანართი N2) პრეტენდენტის მიერ წარდგენილი უნდა იყოს
ექსელის (Excel) სახით.
2. პრეტენდენტი, დაზუსტების პროცედურის გარეშე, დაექვემდებარება
დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარდგენილი პრეისკურანტი ან
წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა
განსაფასებელი პოზიციების 1%-ზე მეტი იქნება. პრეტენდენტის მიერ
სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა
აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული
ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია
განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან
მიმართებით (პროპორციულად). პრეისკურანტის საწყის სავარაუდო
ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ
საბოლოოდ დაფიქსირებულ პრეისკურანტის ღირებულებას შორის სხვაობის
არსებობის შემთხვევაში, პრეისკურანტში საბოლოო ერთეულის ფასების
დაანგარიშება უნდა განხორციელდეს იმ პროპორციით, რა პროცენტული
ოდენობითაც შემცირდება პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულება მის
თავდაპირველ სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით. ამასთან,
პროპორციული პროცენტული ფასდაკლების შემდგომ, თუ პრეისკურანტში
საბოლოო ერთეულის ფასი მიღებული იქნება არამთელი, მრავალნიშნა ციფრი,
მაშინ ის პრეტენდენტის მიერ უნდა შემცირდეს და დამრგვალდეს მეასედამდე
(თეთრების სიზუსტით). შესაბამისად უნდა შემცირდეს პრეისკურანტის
საბოლოო ჯამური ღირებულებაც.
3. პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული
მოწყობილობების შეკეთებისთვის საჭირო ნაწილისა თუ მომსახურების
რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი
შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და
მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ
შემთხვევაში პრეისკურანტში ნაწილისა და მომსახურების რომელიმე
ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ
შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების
10%-ს.
*მიმწოდებელი ვალდებულია სატენდერო წინადადებასთან ერთად
წარმოადგინოს, დანართი N1 ტექნიკური დავალება.