1.კარტოფილი. – 14250 კგ. ზომით არანაკლებ 8სმ. ბოლქვი საღი, სუფთა, ღივის
გარეშე, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური და ბაქტერიოლოგიური
დაზიანება (ჭიებისა და ხოჭოების მიერ). დაფასოებული 25-60 კგ-იან
პოლიპროპილენის ტომრებში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
პროდუქტი თავისუფალი უნდა იყოს საკარანტინო მავნებლებისაგან.
2. სტაფილო. - 6270 კგ. უმაღლესი ხარისხის, მკვრივი, საშუალო ზომის,ყვითელი
ფერის, სუნი და გემო უნდა შეესაბამებოდეს მის ბოტანიკურ თვისებებს. არ
უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური და ბაქტერიოლოგიური დაზიანება.
დაფასოებული 3-10 კგ-იან პოლიპროპილენის ტომრებში, შემსყიდველის
მოთხოვნის შესაბამისად. პროდუქტი თავისუფალი უნდა იყოს საკარანტინო
მავნებლებისაგან.
3. ჭარხალი - 430 კგ. უმაღლესი ხარისხის, მუქი წითელი, მკვრივი, საშუალო ზომის,
არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური და ბაქტერიოლოგიური დაზიანება.
დაფასოებული 3-12 კგ-იან პოლიპროპილენის ტომრებში, შემსყიდველის
მოთხოვნის შესაბამისად. თითოეული ჭარხლის წონა 200-500გრ-მდე.პროდუქტი
თავისუფალი უნდა იყოს საკარანტინო მავნებლებისაგან.
4. კომბოსტო - 2200კგ. საშუალო ზომის, საღი, სუფთა, ფერი თეთრი არ უნდა
აღენიშნებოდეს მექანიკური და ბაქტერიოლოგიური დაზიანება.
დაფასოებული პოლიპროპილენის ტომრებში.
5. ხახვი - 2000 კგ. უმაღლესი ხარისხის, წითელი ან/და ყვითელი ფერის, საშუალო
ზომის, მშრალი, საღი, სუფთა ღივის გარეშე, არ უნდა აღენიშნებოდეს
მექანიკური და ბაქტერიოლოგიური დაზიანება. დაფასოებული 5-10 კგ-იან
პოლიპროპილენის ტომრებში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
6. ვაშლი - 7100კგ. უმაღლესი ხარისხის, ერთი ცალის წონა უნდა იყოს
40-100გრ. მკვრივი, მშრალი, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური და
ბაქტერიოლოგიური დაზიანება. დაფასოებული 10-30 კგ-იან
ხის/პლასტმასის/მუყაოს ყუთებში, შემსყიდველის მოთხოვნის
შესაბამისად.
7. ბარდა - 700 კგ. სუფთა (დარჩეული) უცხო მინარევებისა და მექანიკური
დაზიანების გარეშე, ობისა და ნესტის სუნის გარეშე, ფერი მოყვითალო.
8. ლობიო - 870 კგ. ლობიო-მინდვრის, სუფთა (დარჩეული) უცხო
მინარევებისა და მექანიკური დაზიანების გარეშე, ობისა და ნესტის სუნის
გარეშე. ფერი მოწითალო. პროდუქტი თავისუფალი უნდა იყოს საკარანტინო
მავნებლებისაგან.
9. ნიორი - 230 კგ. საღი, ხარისხიანი, ბოლქვი, მკვრივი, მშრალი, ღივის გარეშე.
დაფასოება 1 დან 5 კგ მდე. ბადე-ტომრებში, შემსყიდველის მოთხოვნის
შესაბამისად.
10. ყვავილოვანი კომბოსტო-620 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს
საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, მოყინვის და შავი წერტილების გარეშე. არ
უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები. დიამეტრი 17-20 სმ.
11. ბულგარული წიწაკა-620 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი,
მკვრივი, საღი, სუფთა, მოყინვის გარეშე. არ უნდა აღენიშნებოდეს
მექანიკური, ბაქტეროლოგიური, სოკოვანი და სხვადასხვა მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები. დაფასოებული არაუმეტეს 15კგ. ბადე-ტომრებში.
12. ბანანი-4260კგ. - საღი, სუფთა, მკვრივი, მშრალი, პრიალა, გლუვზედაპირიანი; არ
უნდა იყოს დამპალი (არც გარედან და არც - გული) და მექანიკური
დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა); არ უნდა ემჩნეოდეს
გადამწიფებისგან გამოწვეული შავი ლაქები; არ უნდა აღენიშნებოდეს
სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები. გემო უნდა იყოს სახეობისთვის
დამახასიათებელი; შეფერილობა - ყვითელი; თითოეულის სიგრძე უნდა იყოს
არანაკლებ 15 სმ; პროდუქტი დაფასოებული უნდა იყოს მუყაოს ყუთებში.
13. ბროკოლი - 880 კგ. მაღალი ხარისხის, მწვანე შეფერილობის, საშუალო ზომის,
საღი, მშრალი, დაზიანების გარეშე, მკვრივი კონსისტენციის, სუფთა,
მოყინვისა და შავი წერტილების გარეშე.
14. მწვანილი - 970კგ. ახალი, მშრალი, სხვადასხვა (ოხრახუში, ქინძი, კამა)
დაფასოებული ხის, ქაღალდის ან პლასტმასის ყუთებში.
15. გოგრა - 4260 კგ. საღი, მექანიკური დაზიანების გარეშე.
16. ოსპი - 520კგ. ნარინჯის ფერი, თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს, ობის
და სინესტის გარეშე. სუნი დამახასიეთებელი გარკვეული ნიმუშისათვის,
უცხო მინარევების გარეშე. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ
ქიმიურ ელემენტებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 1,5-20 კგ-იანი
შეფუთვით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
17. კიტრი - 1590კგ. უმაღლესი ხარასხის, ახალი, საღი, მკვრივი, მშრალი, არ უნდა
იყოს დამპალი, გაყვითლებული, დამჭკნარი, მექანიკური დაზიანების მქონე,
(გაჭრილი, დაჟეჟილი,) და სხვა. არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი,
ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული
დაზიანებები. გემო უნდა იყოს სახეობისათვის დამახასიათებელი, არ უნდა
ჰქონდეს მწარე გემო. შეფერილობა მომწვანო, საშუალო ზომის, დაფასოებული 10
- 30კგ. ხის/პლასტმასის/მუყაოს ყუთებში.
18. პომიდორი - 1590კგ. უმაღიესი ხარისხის, მწიფე, საღი, სუფთა, მკვრივი, მშრალი,
პრიალა, გლუვზედაპირიანი, არ უნდა იყოს დამპალი, მექანიკური დაზიანების
მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი) და სხვა. არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი,
ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული
დაზიანებები. გემო უნდა იყოს სახეობისათვის დამახასიათებელი,
შეფერილობა წითელი ან ვარდისფერი, საშუალო ზომის, დაფასოებული 10 - 30კგ.
ხის/პლასტმასის/მუყაოს ყუთებში.
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
შენიშვნა: შემსყიდველს არ ეკისრება ტექნიკური დავალებით განსაზღვრული
შესყიდვის ობიექტის სრულად შესყიდვის ვალდებულება.
საქონელი უნდა შეესაბამებოდეს/აკმაყოფილებდეს:
ა) „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და
უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ
“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
2001წლის 16 აგვისტოს N301/ნბრძანებას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მოთხოვნებს;
გ) შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია
წარმოადგინოს აკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნა პროდუქტის
ვარგისიანობის შესახებ;
დ) ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ
ინფორმაციის მიწოდების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1
ივლისის N301 დადგენილებას;
ე) არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი
ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი
ვალდებულია საქონელი და მასთან დაკავშირებული გარემოებები
შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს.