ქალაქ ქუთაისის თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ((ს/კ:03.03.26.128)
მის: ქ.ქუთაისი პუშკინის N18) უზუფრუქტუარი: საქართველოს კულტურის
სამინისტრო სსიპ აკად. ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის
სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შენობის პირველი, მეორე სართულის და
ეზოს ინტერიერის აღდგენა - რეაბილიტაციის და თუნუქის სახურავის ბურული
(საფარველი) შეცვლის საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
მომზადება- დამუშავება.
დღეისათვის, მუზეუმის გასულ წელს დაფიქსირებული დაზიანებები
ავარიულად განვითარებულია და ნაგებობის ზოგადი ფიზიკური მდგომარეობა
მკვეთრად დამძიმებულია. საჭიროებს კვლევითი და
საპროექტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, კერძოდ: შენობის
კედლები საჭიროებს დამუშავებას, რათა მოცილებული იქნას ნესტის კვალი
და შემდეგ მოხდეს მისი შეღებვა შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესების
დაცვით.
სახურავის ბურულის (თუნუქის საბურველი) შეცვლა მოხდეს ძირითადი ხის
კონსტრუქციული ელემენტების ცვლილების (მხოლოდ საჭიროების
შემთხვევაში) გარეშე.
შესასრულებელია ეზოს სრული სარეაბილიტაცი სამუშაოები.
შენობისთვის ავთენტური სახის დაბრუნებისათვის, კვლევითი სამუშაოების
ფარგლებში მაქსიმალურად მოძიებული უნდა იქნას საარქივო და სხვა
დოკუმენტური მასალა.
ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები:
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობების
მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია
სახელმწიფოს განვითარების პროცესში. მძიმე მდგომარეობაში მყოფი
ძეგლებისათვის აუცილებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.
მათ დიდ ნაწილზე არ მოიპოვება ტექნიკური მდგომარეობის ამსახველი
უახლესი დოკუმენტაცია და არ შედგენილა შესაბამისი საპროექტო
დოკუმენტაცია, რომელიც განსაზღვრავს რეაბილიტაციის მიმართულებებს,
რაც ფიზიკური სამუშაოების
განსახორციელების საფუძველი იქნება. მიზანი და ძირითადი პირობები:
ძეგლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
შედგენის მიზანია მისი მდგრადი განვითარების, ერთიანობის ურღვევობის,
ავთენტურობის შენარჩუნების, ინტერპრეტაციისა და დაცულობის
უზრუნველყოფა.
პროექტმა უნდა მოიცვას ძეგლის არსებული მძიმე მდგომარეობის
გამოსწორების, რეაბილიტაციის ჩატარებისთვის აუცილებელი ყველა
ღონისძიება.
ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს მისი არსებული მძიმე
მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი. ჩასატარებელი
სამუშაოები მოითხოვს
გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ
ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და მაღალპროფესიულ
გადაწყვეტას.
საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი
მიზნების მისაღწევად ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად მინიმალური;
- შეძლებისდაგვარად ადვილად უკუქცევადი;
- გამოყენებული უნდა იყოს ეკოლოგიურად უსაფრთხო და ორიგინალთან
თავსებადი მასალები და ნივთიერებები;
- ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ
ღირებულებას; - ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად
დოკუმენტირებული.
❖ პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:
• სსიპ ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული
მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამდენად ფიზიკური ჩარევები
უნდა
განხორციელდეს წინასწარ შედგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ძეგლის
ავთენტურობისა და მისი მთლიანობის დაცვით;
• კვლევითი და საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით, მათ შორის საპროექტო სარეაბილიტაციო სამუშაოები და
მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა
დაცვითი
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს
მთავრობის 2007 წ. 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების
წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად;
• გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრულ (ვექტორული DWG, DXF, PLN
გაფართოების ფაილი - Autocad, Archicad პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით);
• საპროექტო ობიექტისრეაბილიტაცია - სამუზეუმო სივრცის მოწყობა,
დაიგეგმოს
მესაკუთრის ჩართულობითა და შემსყიდველთან შეთანხმებით. პროექტში
დაცული უნდა იყოს სამუზეუმო სივრცის მოწყობის საერთაშორისო ნორმებისა
და დადგენილი
სტანდარტების მოთხოვნები;
• განხორციელებული კვლევების დასკვნა-რეკომენდაციების საფუძველზე
დადგენილი სარეაბილიტაციო მეთოდოლოგია და საჭირო ჩარევები, სრული
საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში შეთანხმდეს
შემსყიდველთან;
• შემსყიდველი იტოვებს უფლებას საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობის
პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ
გამოიწვევენ სამუშაოების
მოცულობათა და შინაარსის მნიშვნელოვან ცვლილებებს. აგრეთვე,
შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო დავალებისა და სატენდერო
წინადადების საფუძველზე დააზუსტოს მოთხოვნები მისაღები
(დასამუშავებელი) პროექტის მიმართ;
• გასაწევი მომსახურება ერთეტაპიანია. შესრულებული სამუშაოების
ჩაბარების საბოლოო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4
(ოთხი) კალენდარული თვე.
❖ შესასრულებელია შემდეგი სახის სამუშაოები:
- რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის რეკომენდაციების ჩამოყალიბება;
- საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება.
❖ ჩასაბარებელი დოკუმენტაცია განისაზღვრება შემდეგი
შემადგენლობით:
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს ,, კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის ( ძეგლზე
სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა) მოტხოვნების
მიხედვით.
1. პრობლემ(ებ)ის დეტალური აღწერა და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა,
შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება, მოსალოდნელი შედეგების აღწერა;
2. საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა - მ. 1:1000 ან
1:2000;
3. არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები ლოკალურ დაზიანებათა დატანით,
ზომებისა და ნიშნულების ჩვენებით (ტექსტური აღწერილობა; გეგმები,
ჭრილები, ფასადები,
ინტერიერის განშლები - მ. 1:100, მ. 1:50; არქიტექტურული დეტალების განლაგების
სქემები, კროკები, გამოხაზული ნახაზები - მ. 1:25, მ.1:20; მ. 1:10; შაბლონები - მ. 1:1);
4. ზონდირების შემთხვევაში – ზონდაჟების განლაგების სქემა, კროკები,
გამოხაზული ნახაზები (მ - 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
5. კონსტრუქციული კვლევა, ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, დასკვნები
და რეკომენდაციები;
6. სისტემატიზირებული ფოტომასალა: საპროექტო ობიექტის საერთო ხედები,
ფასადები, ინტერიერი, საერთო და ლოკალური დაზიანების ამსახველი
ფოტომასალა (დათარიღებული მაღალი ხარისხისა და რეზოლუციის ფოტომასალა
–TIFF ან JPEG გაფართოების ფაილი);
7. სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები (ბიბლიოგრაფიული კვლევის
ანალიზი, ნატურაში კვლევის ანალიზი, შესწავლილი ბიბლიოგრაფიული და
საარქივო მასალის ჩამონათვალი) და რეკომენდაციები;
8. დასკვნა ძეგლზე სამუშაოების ჩატარებისას გამოსაყენებელი მასალის
არსებულ მასალასთან თავსებადობის შესახებ; საჭიროების შემთხვევაში
არსებული სამშენებლო- მოსაპირკეთებელი მასალების ლაბორატორიული
კვლევა;
9. კვლევების შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი
დასკვნა-რეკომენდაციების მომზადება, სარეაბილიტაციო მეთოდოლოგიის და
საჭირო ჩარევების განსაზღვრა;
10. არქიტექტურული პროექტი: განმარტებითი ბარათი; გენერალური გეგმა მ. 1:500
ან 1:200; ძეგლის რეაბილიტაცია-ადაპტაციის მუშა პროექტი (გეგმები, ჭრილები,
ფასადები ზომებისა და ნიშნულების ჩვენებით მ. 1:100, 1:50; არსებობის
შემთხვევაში ორნამენტების და სხვა დეკორატიული ელემენტების
ფრაგმენტები და დეტალები მ.1:20, 1:10, შაბლონები 1:1); სპეციფიკაციები -
სამუშაოთა სახეობებისა და გამოსაყენებელი მასალების სახეობების
მითითებით;
11. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების ფოტომონტაჟები
და რენდერები;
12. საინჟინრო კომუნიკაციების (წყალმომარაგება-კანალიზაცია,
ელექტროგაყვანილობა, გათბობა-კონდიცირება და ვენტილაცია, სუსტი
დენები, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა)
პროექტები: განმარტებითი ბარათი, გეგმები, ჭრილები, სქემები, კვანძები;
გარე კომუნიკაციებთან მიერთების ქსელები, კვანძები, სპეციფიკაციები;
13. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი: განმარტებითი ბარათი, რომელშიც
მოცემული იქნება ინფორმაცია ობიექტის რეაბილიტაციის ხანგრძლივობის
(გეგმა-გრაფიკი),
უსაფრთხოების ტექნიკისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების თაობაზე.
სამშენებლო გენერალური გეგმა (მასშტაბი 1:500). მანქანა-მექანიზმების
განლაგების სქემა, დროებითი შენობა-ნაგებობების (ადმინისტრაციული და
საყოფაცხოვრებო დანიშნულების დროებითი შენობები, დროებითი დახურული
საწყობები ან ღია სასაწყობო მოედნები, დროებითი გზები, დროებითი
ელექტრო და წყალსადენის ქსელები, ტერიტორიის განათება და სხვ.)
ჩვენებით.
14. ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რესურსული
ხარჯთაღრიცხვა;
15. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განახლებული სააღრიცხვო ბარათი.
❖ საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის ფორმა:
საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს A3 ფორმატის, ზამბარით
აკინძული ალბომის სახით:
- სათაური;
- სატიტულო ფურცელი, დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით, ხელმძღვანელისა
და პროექტის ავტორ(ებ)ის ხელმოწერ(ებ)ით;
- ალბომის შემადგენლობა;
- პროექტის შემადგენლობა;
- შესაბამისი ტექსტური ნაწილ(ებ)ი, დადასტურებული შემსრულებლ(ებ)ის/
ავტორ(ებ)ის მიერ, A4 ფორმატი;
- გრაფიკული ნაწილ(ებ)ი, შტამპით და ჩარჩოთი - A3 ფორმატი (გამონაკლის
შემთხვევაში დასაშვებია განსხვავებული ფორმატის წარმოდგენა, ალბომში
აკინძული A3 ფორმატის ზომაზე). ყველა ფურცელი უნდა იყოს დადასტურებული
ხელმძღვანელის, პროექტის ავტორ(ებ)ის/შემსრულებლ(ებ)ის მიერ
ხელმოწერებით.
ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვა
წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატის, ზამბარით აკინძული ალბომის
სახით:
- თავფურცელი (სათაური);
- სატიტულო ფურცელი, დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით, ხელმძღვანელისა
და შემდგენელის ხელმოწერ(ებ)ით;
- განმარტებითი ბარათი;
- სამუშაოების ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვა დადასტურებული
შემდგენლის ხელმოწერით. შემსრულებლის მიერ საბოლოო პროდუქციის სახით,
დამკვეთისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს დოკუმენტაციის მყარი ასლი -
ალბომების სახით (4 ეგზ.) და
ელექტრონულ ფორმატში (ვექტორული DDWG, DXF, PLN გაფართოების ფაილი - ArchiCad, Auto CAD
პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით), ელექტრონულ ვერსიაში
მეხსიერების ბარათზე.