Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Консультирование по вопросам делопроизводства и управления и связанные с ними услуги (Грузия - Тендер #65178431)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Номер конкурса: 65178431
Дата публикации: 03-07-2025
Сумма контракта: 99 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250011934
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.07.2025 18:34
Начало приема предложения 12.07.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 14.07.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 99`500.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 79400000-Консультирование по вопросам делопроизводства и управления и связанные с ними услуги
Коды классификатора
  • 79410000 - Консультативные услуги по вопросам делопроизводства и управления
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
Дополнительная информация
რისკის გარემოს შეფასებისა და რისკის მართვის პოლიტიკის/დოკუმენტის შემუშავების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
Шаг снижения цены 995.00 GEL
Размер гарантии 995 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: archil papuashvili :: 03.07.2025 16:27
  • Последнее исправление: archil papuashvili :: 03.07.2025 18:34
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=637313&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

რისკის გარემოს შეფასებისა და რისკის მართვის პოლიტიკის/დოკუმენტის შემუშავების მომსახურების (შემდგომში - მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა, სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შემსყიდველთან/კომპანიასთან დაკავშირებული ინფორმაცია:
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (შემდგომში - „კორპორაცია“) 100%-იანი წილის მფლობელია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. კორპორაცია არის დივერსიფიცირებული კომპანია, რომელიც ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას ენერგეტიკის სფეროში, სხვადასხვა მიმართულებით. ამასთანავე, „კორპორაციას“ მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი და შესაბამისად იცავს სახელმწიფოს ინტერესებს, ინვესტორებთან გაფორმებული „პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრეულებების“ ფარგლებში. ასევე, ,,კორპორაცია“ ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, კასპიისა და შავი ზღვის აუზების ენერგეტიკული პოტენციალის სრულად ათვისებისათვის, „კორპორაცია“ მხარს უჭერს ახალი სატრანზიტო მარშრუტების განვითარებას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოს ინტეგრაციისათვის რეგიონალურ/გლობალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრუქტურებში.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
• ბუნებრივი გაზის იმპორტი;
• ნავთობის ტრანსპორტირება;
• საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის აღმოჩენა და მოპოვება;
• ახალი მაგისტრალური გაზსადენების დაპროექტება და მშენებლობა;
• სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა, განვითარება და ექსპლუატაცია.

მომსახურების მნიშვნელობა და მიზანი:
რისკების მართვის ეფექტიანობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კომპანიის რეპუტაციაზე, საოპერაციო მდგრადობასა და დაფინანსებასთან წვდომაზე. კარგად ინტეგრირებულ რისკების მართვის სტრუქტურას არსებითი მნიშვნელობა აქვს დაინტერესებულ მხარეებთან ნდობის ჩამოყალიბებისათვის, დაფინანსების უზრუნველყოფისათვის და გრძელვადიანი მდგრადობის მიღწევისათვის.
მომსახურების მთავარი მიზანი არის რისკის გარემოს შეფასება, რისკების მართვის დოკუმენტის შექმნა და რეკომენდაციების შედგენა, რომლებიც შეესაბამება სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიზნებსა და საქმიანობის სპეციფიკას. აღნიშნულმა, გაურკვევლობების შემცირებითა და გაუთვალისწინებელი გამოწვევების თავიდან აცილებით, ,,კორპორაცია“ უნდა მიაახლოვოს რისკების მართვის საუკეთესო პრაქტიკასთან.

1. კომპანიის ზოგადი სპეციფიკის, კომპანიასთან დაკავშირებული ინფორმაციის, მომსახურების მნიშვნელობისა და მიზნის გათვალისწინებით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
• რისკის მართვის პოლიტიკის/დოკუმენტის შემუშავება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის ნაბიჯებს, კომერციული, ფინანსური, საოპერაციო, რეპუტაციული, კომპანიის მდგრადობის, მარეგულირებელი და სამართლებრივი შესაბამისობის რისკების განსაზღვრისა და მართვისათვის. აღნიშნული რისკების მართვის პოლიტიკა/დოკუმენტი უნდა იყოს ეფექტიანი, საერთაშორისო პრაქტიკასთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი სისტემის საფუძველი, ითვალისწინებდეს ადგილობრივ საკანონმდებლო მოთხოვნებს და მოიცადეს შემდეგს:
- რისკის ხასიათისა და მისი კრიტერიუმების განსაზღვრას/დაზუსტებას;
- რისკების იდენტიფიკაციას;
- მისი დადგომის ალბათობისა და ზემოქმედების მახასიათებლების განსაზღვრას;
- რისკების შეფასებას, ანალიზსა და გაზომვას;
- სტრუქტურული ერთეულების პასუხისმგებლობას რისკების მართვის პროცესთან მიმართებაში;
- რეაგირების ღონისძიებებს;
- კომუნიკაციასა და კონსულტაციას;
- რისკების შესახებ ანგარიშგებას;
- მონიტორინგს;
• რისკების მართვის გზამკვლევის (roadmap) წარმოდგენა შემდგომი აქტივობებისათვის.
• კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის განხორციელება, რაც გულისხმობს, რისკების მართვის პოლიტიკის დოკუმენტის დასრულების/შემუშავების შემდეგ, შესაბამისი (შემსყიდველის მიერ წარდგენილი) თანამშრომლებიასთვის (არაუმეტეს 40 თანამშრომელი) ტრენინგ(ებ)ის ჩატარებას. აღნიშნული მიზნად უნდა ისახავდეს, რისკების მართვის პროცესში, პოტენციური რისკების იდენტიფიცირების, შემცირების სტრატეგიების, შესაბამისობის მოთხოვნებისა და მონაწილეთა როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

2. მიმწოდებელმა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია საბოლოო დოკუმენტების შედგენამდე განახორციელოს შუალედური განხილვები. მომსახურების გაწევის შედეგად შემუშავებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ინგლისურ და ქართულ ენებზე, როგორც მატერიალური, ასევე, ელექტრონული ფორმით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მიმწოდებელმა მომსახურების სრულად გაწევა (მათ შორის ტრენინგ(ებ)ის ჩატარება) უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიმწოდებლის მიერ მომსახურება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.
1.5.2 მიმწოდებელმა, მომსახურების შედეგად შემუშავებული დოკუმენტაციის წარმოდგენა და ტრენინგ(ებ)ის ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ადმინისტრაციული შენობა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საკონსულტაციო მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომელიც მოიცავს ორგანიზაციის რისკების მართვის დოკუმენტის/პოლიტიკის შემუშავებას ან/და ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემის შეფასებას ან/და ორგანიზაციის მართვის პროცესების ეფექტურობის გაუმჯობესებას. აღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად შესრულების მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ:NAT/CMR/SPA და ა.შ). ან/და ხელშეკრულება/ხელშეკრულებების ნაცვლად პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს მომსახურების მიმღები/დამკვეთი ორგანიზაციის, წერილობითი დადასტურება (უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი/დამოწმებული), შესრულებული მომსახურების აღწერით.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1 პრეტენდენტის მიერ, შემოთავაზებულ უნდა იქნას მინიმუმ 2 თანამშრომელი, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ მომსახურებას. შემოთავაზებული თანამშრომლებიდან მინიმუმ ერთი უნდა იყოს მთავარი ექსპერტი, რომელსაც გააჩნია არანაკლებ 10 (ათი) წლიანი გამოცდილება რისკების მართვის ან/და კორპორატიულ მმართველობის ან/და შიდა აუდიტის მიმართულებით და მინიმუმ ერთი თანამშრომელი, ხსენებულ სფერო(ებ)ში, არანაკლებ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილებით.
შემოთავაზებული თანამშრომლების გამოცდილების დამადასტურებლად, წარმოდგენილ უნდა იქნეს CV-ები და მომსახურების განხორციელების პერიოდში, მათი ცვლილების შემთხვევაში ჩანაცვლება უნდა მოხდეს, შემსყიდველთან წინასწარი ინფორმირების საფუძველზე, მოთხოვნილი კვალიფიკაციის და გამოცდილების თანამშრომლით.

2.4.1.2 შემოთავაზებული თანამშრომლებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წევრი უნდა იყოს სერტიფიცირებული რისკების სპეციალისტი, რომელიც უნდა ფლობდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ სერტიფიკატს:
* საოპერაციო რისკების პროფესიონალი (CORP);
* პროფესიონალი რისკების მენეჯერი (PRM);
* საოპერაციო რისკების მენეჯერი (CORM);
* ფინანსური რისკების მენეჯერი (FRM);
აღნიშნულის დადასტურების მიზნით, წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი სერთიფიკატ(ებ)ი. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი სერთიფიკატ(ებ)ი ითვალისწინებს მოქმედების ვადას, მაშინ სერთიფიკატ(ებ)ი მოქმედი უნდა იყოს მინიმუმ წინამდებარე ტენდერის წინადადებების მიღების დასრულების დღისთვის.
შენიშვნა: დასაშვებია ამ პუნქტით განსაზღვრული სერთიფიცირებული თანამშრომელი იყოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1.1 პუნქტით შემოთავაზებული პირ(ებ)ი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტს სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სატენდერო კომისია მიიჩნევს, რომ წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ გამოიყენოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მოთხოვნა.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მომსახურების სრულად გაწევის შემდეგ, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მომსახურების სრულად გაწევის შემდეგ, ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენიდან და მითითებული დოკუმენტაციის შემსყიდველის მიერ დადასტურებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

არჩილ პაპუაშვილი, 595701003, A.papuashvili@gogc.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, მე-2 სართული, ოთახი 205; საკონტაქტო პირი: არჩილ პაპუაშვილი +995 (32) 224-40-40, (შიდა - 259).

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 99 500,00 ლარი, დღგ-ს გარეშე;
10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების შემსყიდველისათვის მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს გარდა;
10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;
10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
10.1.5 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება).
10.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილ(ებ)ი პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
10.2.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №2), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.6 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;
10.2.8. ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია;

10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 ფასების ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3);
შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, დანართი #1-ის (ფასების ცხრილი) წარმოუდგენლობა ან დანართი #1-ის (ფასების ცხრილი) განუფასებლად წარდგენა, დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნული ტენდერიდან.
10.3.2 პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (პუნქტი 2.2.1);
10.3.3 პრეტენდენტის შემოთავაზებული თანამშრომლების CV-ები და სერთიფიკატ(ებ)ი (პუნქტი 2.4.1);

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru