პროექტირების მიზანი
ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებში საავტომობილო
გზების რეაბილიტაციის, გზის დამცავი კედლის მშენებლობის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, დანართში
ჩამოთვლილი დასაპროექტებელი ობიექტების და სავარაუდო ღირებულების
შესაბამისად.
საერთო მოთხოვნა
საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს
შემსყიდველთან შეთანხმებით, რომლის დროსაც არსებული გარემოებებიდან
გამომდინარე შესაძლებელია ცვლილებები შევიდეს სამუშაოთა
დასახელებებში.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს
მოქმედ ნორმებსა და წესებს, მსგავსი მომსახურებისათვის უკვე დადგენილ
სტანდარტებს, ტექნიკურ სპეციფიკაციებს, აგერთვე ტექნიკური დავალებით
გათვალისწინებულ პირობებს, რომელიც ამ ნაწილში წინამდებარე
ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე მისი განუყოფელი ნაწილი
ხდება.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოების საპროექტო
დოკუმენტაციის შედგენისას იხელმძღვანელოს საბიუჯეტო სახსრების
რაციონალური ხარჯვის პრინციპით და ამავდროულად გამოიყენოს ისეთი
მასალები, რომელიც ხელს შეუწყობს შესასრულებული სამუშაოების
ხარისხიანად ჩატარებას და ხანგძლივ საექსპლუატაციო ვადას.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია ნებისმიერი სახის დამატება ან/და
ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოთა უკეთ დაგეგმარებასთან,
განახორციელოს დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე ორი წლის
განმავლობაში
I. საავტომობილო გზები
განსაკუთრებული მოთხოვნა
ადმინისტრაციულ ერთეულებში სარეაბილიტაციო გზების საპროექტო
მონაკვეთების სიგრძის, გზის ვაკისის სიგანის, საფარის სახეობის (ბეტონი,
ასფალტობეტონის შავი საფარი) და საფარის სისქის და სხვა სამუშაოების
დადგენა-შეთანხმება განხორციელდეს დამკვეთთან ერთად დეფექტური
აქტების მომზადებისას.
ძირითადი მოთხოვნები
1. სავალი ნაწილის კაპიტალური შეკეთება, სავალი ნაწილის პროფილის
გასწორება. საფარის სისქის თანამედროვე მძიმე ავტომანქანების
დატვირთვაზე გათვლა:
2. ღვარსადენის სისტემის მოწყობა:
3. გზის დახაზვითი სამუშაოების გათვალისწინება: (შესაძლებლობის
შემთხვევაში)
4. გზის სავალ ნაწილზე არსებული მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების
შესწავლა:
4.1. საჭიროების შემთხვევაში მათი შეკეთება-გამოცვლის სამუშაოების
გათვალისწინება
5. მიწისზედა და მიწისქვეშა საიჟინრო ნაგებობების შეკეთება (კიუვეტები,
ღვარსადენები, მილები, საყრდენი კედლები):
დამატებითი მოთხოვნები
საჭიროების შემთხევაში პროექტი შეთახმდეს მიწისქვეშა საიჟინრო
კომუნიკაციების (წყალის: ელექტოენერგიის: კავშირგაბმულობისა და
ბუნებრივი აირის მიმწოდებელ) შესაბამის სამსახურებთან.
საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს
1. განმარტებით ბარათს (სადაც გამოკვლეული და ანგარიშის სახით
წარმოდგენილი უნდა იქნას ობიექტის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე
ყველა მისი ფიზიკო-მექანიკური, გეოლოგიური, ჰიდრავლიკური და
მეტეოროლოგიური მახასიათებლები, სამუშაოს თითოეული სახეობის
დეტალური აღწერა. დაპროექტებული ობიექტის კონსტრუქციების ყველა
პარამეტრი)
2. დეფექტურ უწყისს, რომელიც დგება დამკვეთის (დამკვეთის
წარმომადგენელის) მონაწილეობით, მითითებული უნდა იქნას, როგორც
ობიექტის ფაქტიური მდგომარეობა ისე საპროექტო გადაწყვეტილებების
აღწერა.
3. დეფექტური აქტის საბოლოო ვარიანტი დამკვეთს შესათანხმებლად
წარედგინება
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ათი კალენდარული დღისა.
4. პროექტს აუცილებლად უნდა ერთვოდეს პროექტით გათვალისწინებული
სამუშაოების მოცულობითი უწყისები (ცალ-ცალკე ყველა სახეობისთვის)
პიკეტების მიხედვით სამუშაოების კრებსითი უწყისი, მასალების უწყისი,
მრუდების (როგორც ვერტიკალური,ისე ჰორიზონტალური) უწყისი.
5. გეგმა უნდა დაიხაზოს ან 1:500, ან 1:1000 მაშტაბში.
6. გრძივი პროფილი.
7. განივი პროფილები ყოველ 20 მეტრში (საჭიროების შემთხვევაში უფრო
ხშირად).
8. საგზაო სამოსის კონსტრუქციის ნახაზი (ტიპების მიხედვით)
9. ხელოვნური ნაგებობის ნახაზები ცალ-ცალკე.
10. საჭიროების შემთხვევაში კვანძების ნახაზები ცალ-ცალკე.
11. საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოებისათვის საჭირო
კონსტრუქციების ნახაზები.
12. ლოკალური და კრებსითი ხარჯთაღრიცხვები საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.
13. სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
14. საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ოთხ ეგზემპლარად
ფერად ტონებში
15. ელ. ვერსია მოწოდებულ უნდა იქნეს DჭG, PLN და PDF ფაილებით ოთხ ეგზემპლარად,
რომელიც გადმოგზავნილი უნდა იქნას მითითებულ ელ. ფოსტაზე.
16. თითოეული ფაილის ოდენობა ზომით არ უნდა აღემატებოდეს 7 მეგაბაიტს.
I I. გზის და ნაპირ დამცავი ნაგებობები
საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
1. განმარტებით ბარათს (სადაც ანგარიშის სახით წარმოდგენილი უნდა იქნას
სამუშაოს თითოეული სახეობის დეტალური აღწერა. დაპროექტებული ობიექტის
კონსტრუქციების ყველა პარამეტრი)
2. დეფექტურ უწყისს, რომელიც დგება დამკვეთის (დამკვეთის
წარმომადგენელის) მონაწილეობით, სადაც მითითებული იქნება, როგორც
ობიექტის ფაქტიური მდგომარეობა ისე საპროექტო გადაწყვეტილებების
აღწერა.
დეფექტური აქტის საბოლოო ვარიანტი დამკვეთს შესათანხმებლად
წარედგინება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს თხუთმეტი
კალენდარული დღისა.
3. პროექტს აუცილებლად უნდა ერთვოდეს; პროექტით გათვალისწინებული
სამუშაოების მოცულობითი უწყისები ცალ-ცალკე ყველა ობიექტისათვის.
სამუშაოების კრებსითი უწყისი, მასალების უწყისი,
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაო ვარიანტი დამკვეთს
შესათანხმებლად წარედგინება ხელშეკრულების გაფორმებიდან
არაუგვიანეს ოცდათხუთმეტი კალენდარული დღისა.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დასრულებული (სრულყოფილი)
ვარიანტი წარმოდგენილ უნდა იქნას ხელშეკრულების გაფორმებიდან
არაუგვიანეს ორმოცდახუთი კალენდარული დღისა.
3.1 გზის და ნაპირდამცავი ნაგებობებისთვის
ა) ვერტიკალური და ჰორიზონტალური მიბმები
ბ) კონსტრუქციული ნახაზები. განივი და (საჭიროების შემთხვევაში) გრძივი
კვეთები.
დ) კვანძების ნახაზები (საჭიროების შემთხვევაში)
ე) საჭიროების შემთხვევაში (დამკვეთის მოთხოვნით) გეოლოგიური,
ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური მახასიათებლები.
4. ლოკალური და კრებსითი ხარჯთაღრიცხვები საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.
5. სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
6. გეგმა უნდა დაიხაზოს ან 1:500, ან 1:1000 მაშტაბში.
7. საპროექტო დოკუმენტაცია თითოეულ ობიექტზე ცალ-ცალკე წარმოდგენილი
უნდა იქნას ოთხ ეგზემპლარად ფერად ტონებში და ელექტრონული ვერსია CD
დისკი 2 ეგზემპლარი.
შენიშვნა: შემსრულებელი ვალდებულია ობიექტების სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციაზე წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა
ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი უნდა იყოს სახარჯთაღრიცხვო
ნაწილზე.
ექსპერტიზის დასკვნა მომზადებული უნდა იყოს სამხარაულის სახელობის
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული ექსპერტიზის
ორგანიზაციების მიერ.
აღნიშნული ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარება
განხორციელდება დადებითი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი დარეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად,
ხელშეკრულების გაფორმების დროს დაემატება დღგ-ს ღირებულება.