Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги по очистке и санации (Грузия - Тендер #64683950)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LLC „Gardabani TPP 2"
Номер конкурса: 64683950
Дата публикации: 14-06-2025
Сумма контракта: 18 620


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250010698
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.06.2025 16:59
Начало приема предложения 21.06.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 23.06.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 18`620.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 90900000-Услуги по очистке и санации
Коды классификатора
  • 90900000 - Услуги по очистке и санации
  • 90921000 - Услуги по дезинфекции и дезинсекции
  • 90922000 - Услуги по уничтожению паразитов
  • 90923000 - Услуги по дератизации
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში.
Дополнительная информация
შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის ტერიტორიზე დეზინფექცია, დერატიზაცია, დეზინსექციის და გველებისაგან დაცვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 186.00 GEL
Размер гарантии 186 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irakli nonikashvili :: 13.06.2025 10:50
  • Последнее исправление: irakli nonikashvili :: 13.06.2025 16:59
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=634853&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის ტერიტორიზე დეზინფექცია, დერატიზაცია, დეზინსექციის და გველებისაგან დაცვის მომსახურების (შემდგომში- მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მომსახურება უნდა განხორციელდეს შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“ -ის ტერიტორიაზე საერთო ფართი: 180 500 კვ.მ. აქედან:

- დერატიზაცია 63 800 კვ.მ.

- დეზინსექცია 8 300 კვ.მ.

- გველებისაგან დაცვა 104 900 კვ.მ.

- დეზინფექცია 3500 კვ.მ.

1.2.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დეზინფექცია, დერატიზაცია, დეზინსექციის და გველებისაგან დაცვის ღონისძიებების გატარება თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე (შენობა- ნაგებობებში და შენობა-ნაგებობის გარე ტერიტორიაზე, საკუთრების წითელი ხაზების ფარგლებში).

1.2.3 თბოსადგურის ტერიტორიაზე არის ქვემოთმოცემული გარკვეული გარემოებანი, რაც უნდა გაითვალისწინოს მიმწოდებელმა რათა გაატაროს მღრღნელების, მწერების, და გველების წინააღმდეგ პრევენციის და კონტროლის ღონისძიებები:

- ობიექტის ტერიტორიაზე არის მიწისქვეშა კომუნიკაციები, სადაც განთავსებულია ელექტრო საკაბელო გვირაბები, გათვალისწინებული უნდა იქნას მისი შესაბამისი კონტროლი რათა მინიმუმამდე დავიდეს მავნებელის მიერ კაბელზე და ელექტრო გაყვანილობაზე ზიანის მიყენების შესაძლებლობა;

- ობიექტის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე შეინიშნება ქვეწარმავლების მაღალი აქტივობა, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული მომსახურებისას.

1.2.4 მომსახურების აღწერილობა:

- მღრღნელების კონტროლი შიდა და გარე ტერიტორიაზე;

- მწერების კონტროლი შიდა და გარე ტერიტორიაზე;

- ქვეწარმევლების (გველების) კონტროლი შიდა და გარე ტერიტორიაზე;

- სადეზინფექციო მომსახურება.

- სადეზინსექციო მომსახურება - იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული მომსახურება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არ იქნება შედეგიანი შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს მომსახურების განხორციელება სხვადასხვა ფორმულაციის ინსექტიციდის გამოყენებით შერჩევით და მიზანმიმართულად.
მწერების დაბუდების ადგილები რადგან მდებარეობს ადამიანის ხელისათვის რთულად მისაწვდომ ადგილებში, სადეზინსექციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს წვრილდისპერსიული მეთოდოლოგიით.

- ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებები - მიმწოდებლის რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას (ტერიტორიის გათიბვა, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების დროული გატანა და ა.შ.), შემსყიდველმა უნდა გაითვალისწინოს და აღმოფხვრას გონივრულ ვადაში. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები, ქვეწარმავლების ტერიტორიაზე შემოდინების თავიდან ასაცილებლად (რაც გულისხმობს შენობებისა და გარე ტერიტორიის პერიმეტრის დამუშავებას ბიოლოგიური რეპელენტის წერტილოვანი დაშხურებით, პრეპარატი უნდა იყოს მდგრადი ნალექის მიმართ).

- სადეზინფექციო მომსახურება - გამოსაყენებელი პრეპარატები უნდა იყოს უსაფრთხო. მომსახურების განხორციელებამდე მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს გამოსაყენებელი პრეპარატის მწარმოებლის მიერ გაცემული გამოყენების ინსტრუქცია ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც უნდა იყოს მითითებული, რომ პრეპარატი მწვავე ტოქსიკურობის პარამეტრების მიხედვით ინჰალაციური ზემოქმედების პირობებში ან/და კანზე დატანებისას მიეკუთვნება დაბალი საშიშროების ნივთიერებათა მე-4 კლასს. ასევე წარმოდგენილ დოკუმენტში უნდა იყოს მითითებული, რომ დამუშავების შემდგომ ზედაპირები არ საჭიროებს სველი წესით დასუფთავებას ექსპოზიციის დროის ამოწურვის შემდეგ.

1.2.5 მიმწოდებელმა უნდა გასწიოს მომსახურება უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით, მომსახურების გაწევისას გამოყენებული პრეპარატები უნდა იყოს უსუნო,ქარხნული წესით დამზადებული, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის უსაფრთხო, მაღალეფექტური, უნდა იყოს დაბალი საშიშროების ნივთიერებათა მე-4 კლასის და უნდა შედიოდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პრეპარატების ჩამონათვალში (გამონაკლისია ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში გამოყენებული პრეპარატები) მოცემული პირობის დადასტურების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს შემსყიდველს გამოსაყენებელი პრეპარატ(ებ)ის დასახელება. ამასთან, შემსყიდველი იტოვებს უფლებას აღნიშნული პრეპარატ(ებ)ის უსაფრთხოების სპეციფიკაციების გადამოწმების მიზნით მოსთხოვოს მიმწოდებელს მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა.

1.2.6 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დერატიზაცია, დეზინსექცია და გველებისაგან დაცვის ღონისძიებების ხელახალი ჩატარება, თუ მიწოდებული მომსახურება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არ იქნება შედეგიანი.

1.2.7 მომსახურეობის განხორციელების დრო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიმწოდებელმა წინასწარ უნდა შეათანხმოს შემსყიდველთან.

1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ შემსყიდველის შეტყობინების საფუძველზე განახორციელოს დამატებითი რიგგარეშე ვიზიტ(ებ)ი, რაც დაკავშირებული იქნება მღრღნელების, ქვეწარმავლების ან მწერების აქტივობასთან, მიმწოდებელმა რიგგარეშე დამატებითი გამოძახებაზე რეაგირება უნდა მოახდინოს შემსყიდველის შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში და მოახდინოს უსასყიდლოდ მომსახურების გაწევა თვის განმავლობაში მაქსიმუმ სამჯერ.

1.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში აწარმოოს და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები:

- გენგეგმა ნახაზი, სადაც დატანილი იქნება ყველა ის საკონტროლო საშუალება რაც უნდა განთავსდეს ზემოთ მოცემული სახეობების და რაოდენობის მიხედვით. აღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნას ხელშკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში;

- ყოველთვიური აქტივობის შესახებ ინფორმაცია, სადაც მოცემული იქნება მომსახურებით მოცული მავნებლების აქტივობა საკონტროლო წერტილები, ნუმერაციის მიხედვით
- ყოველთვიური ინსპექტირების აქტი;

- მომსახურების ჟურნალი, რომელიც უნდა შეიცავდეს მომსახურე პირის სახელს და გვარს, სამუშაოს შესრულების თარიღის (რიცხვი, თვე, წელი), მომსახურების დაწყების და დასრულების დროს, გამოყენებული/ პრეპერატების დასახელებას და რაოდენობას კონკრეტული ზონების მიხედვით;

- დამატებითი რიგგარეშე გამოძახების პროცედურა.

სადეზინფექციო მომსახურება უნდა განხორციელდეს ცივი ნისლის მეთოდოლოგიით წვრილდისპერსიული, წვეთების 5-50-მდე მიკრონის, ელექტროსტატიკური ფუნქციის მქონე გამფრქვევი გენერატორის მეშვეობით. აღნიშნული მეთოდოლოგიით მაქსიმალურად უნდა განხორციელდეს ყველა ზედაპირის სადეზინფექციო პრეპარატით დამუშავება, ზედაპირების დამუშავების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებას უნდა გააჩნდეს ნარჩენი (პროლონგირებული) ანტიმიკრობული მოქმედების უნარი, რომლის ექსპოზიციის დროის ამოწურვის შემდეგ არ უნდა იყოს საჭირო სველი წესით დასუფთავება.

1.2.10 სადეზინფექციო მომსახურება უნდა განხორციელდეს ამ სფეროში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების სრული დაცვით. ობიექტებზე უნდა დამუშავდეს ყველა ზედაპირი, რომელთანაც გააჩნია შეხება ადამიანს (იატაკი, კედლები არანაკლებ 2 მ სიმაღლეზე, ავეჯი, ა.შ). განსაკუთრებულად უნდა დამუშავდეს მაღალი რისკის ზედაპირები: მაგიდები, სკამები, კომპიუტერის კლავიატურა და ა.შ.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში, ქვემოთ მოცემული პერიოდულობით:

- სადერატიზაციო მომსახურება - ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში. გასაწევი მომსახურების ჯერადობა შეადგენს სულ არაუმეტეს 25, სრული თვის შემთხვევაში არანაკლებ 2;
- სადეზინსექციო მომსახურება - გასაწევი მომსახურების ჯერადობა შეადგენს არაუმეტეს 25, სრული თვის შემთხვევაში არანაკლებ 2;
- ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებები - გასაწევი მომსახურების ჯერადობა შეადგენს არაუმეტეს 22, სრული თვის შემთხვევაში არანაკლებ 2;
- სადეზინფექციო მომსახურება - ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. გასაწევი მომსახურების ჯერადობა შეადგენს არაუმეტეს 40.

ზემოაღნიშნული რაოდენობები არის სავარაუდო, შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება უზრუნველყოს აღნიშნული რაოდენობის სრულად ათვისება და შესაბამისი ანგარიშსწორება.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს მისამართზე: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის 2ბ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლიდან (ნებისმიერ წელს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად) ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება (ანალოგიურ მომსახურებაში იგულისხმება დეზინფექცია, დერატიზაცია, დეზინსექციის და გველებისაგან დაცვის მომსახურება). რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: №NAT/CMR/SPA).

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

2.9.1.1 ფასების ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3);

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან ფასების ცხრილის განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე.

2.9.1.2 გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (პუნქტი 2.2.1);

2.9.1.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით;
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;

- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ყოველთვიურად, ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების საფუძველზე. თუ მომსახურების მიწოდება განხორციელდება არასრულ თვეზე, მაშინ ასანაზღაურებელი თანხა დაანგარიშდება მომსახურებაგაწეული ჯერადობის და კონკრეტული ჯერადობის ფარგლებში ფაქტიურად დამუშავებული ფართობის შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ყოველთვიურად, ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირაკლი ნონიკაშვილი, 599767679, i.nonikashvili@tpp.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები:

10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 18 620 ლარი, დღგ-ს გარეშე;

10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების შემსყიდველისათვის გაწევასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს გარდა;

10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;

10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;

10.1.5 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება);

10.2 ზოგადი პირობები:

10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
შენიშვნა:
,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე.

10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით;

10.2.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №2), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;

10.2.6 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;

10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

10.2.8 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru