Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #64627870)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Vake District Gamgeoba
Номер конкурса: 64627870
Дата публикации: 11-06-2025
Сумма контракта: 200 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250010570
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.06.2025 17:52
Начало приема предложения 09.07.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 14.07.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 200`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45442180 - Работы по перекрашиванию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 15 დეკემბრისა.
Дополнительная информация
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის - ჭიშკრის, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს კარების აღდგენა/შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 2`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natela elizbarashvili :: 11.06.2025 09:14
  • Последнее исправление: natela elizbarashvili :: 11.06.2025 17:52
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=634505&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის - ჭიშკრის, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვის, სადარბაზოს კარების აღდგენა/შეკეთების სამუშაოების შესრულება შემსყიდველის მიერ გადაცემული პროექტის ან დეფექტური აქტების შესაბამისად შემსყიდველის მიერ წერილობითი ფორმით მითითებულ მისამართებზე.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას.
1.2.3 ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს. დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.4 მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დეფექტური აქტი, სქემატური ნახაზი (საჭიროების შემთხვევაში) და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით;
1.2.5 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას სამუშაოების შესრულების მოქმედების ვადაში ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ;
1.2.6 მიმწოდებელი ვადლებულია სრულად დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები;
1.2.7 კონკრეტული სამუშაოს დაწყებისა დაშესრულების ვადებს, შესაბამისი მისამართ(ებ)ის მითითებით შემსყიდველი წერილობით აცნობებს მიმწოდებელს, გამონაკლის შემთხვევებში მიმწოდებელს უნდა შეეძლოს სამუშაოების დაუყონებლივ დაწყება;
1.2.8 მიმწოდებელს უნდა შეეძლოს 7 ლოკაციაზე ერთდროულად სამუშაოების წარმოება.
1.2.9 მიმწოდებელმა სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა (100 სმ/80 სმ) შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად.
1.2.10 სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს;
1.2.11 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დასრულების შემდეგ თავისი ძალებითა და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და ა.შ. 1.2.12 სამუშაოების წარმოების პროცესში, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობები შეიძლება შეიცვალოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების გათვალისწინებით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების გაზრდის გარეშე, რაზეც გაფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
1.2.13 სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით.
1.2.14 ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფორმატის ფაილი (დანართი N1) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოები უნდა შესრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 15 დეკემბრისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

კონკრეტული სამუშაოს დაწყებისა და შესრულების ვადებს, შესაბამისი მისამართ(ებ)ის მითითებით შემსყიდველი წერილობით აცნობებს მიმწოდებელს, გამონაკლის შემთხვევებში მიმწოდებელს უნდა შეეძლოს სამუშაოების დაუყონებლივ დაწყება.

სამუშაოს შესრულების ადგილი: ქ. თბილისი, ვაკის რაიონის ტერიტორია.

1.6 guarantee period for the works to be performed

სამუშაოების დასრულების შემდეგ 3 (სამი) წლის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მიერ წინასწარ წერილობით განსაზღვრულ ვადაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2022 წლიდან დღემდე ჯამურად არანაკლებ 300 000 ლარის შენობა-ნეგებობების შიდა ინფრასტრუქტურის - ჭიშკრის, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვის, სადარბაზოს კარების აღდგენა/შეკეთების სამუშაოების მიწოდების გამოცდილება და უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად. თუ შესყიდვა არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ამ შემთხვევაში აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას – ხელშეკრულებ(ები)ა, ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ფორმა N2 და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საგადახდო დავალება).

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ;
2. წინამდებარე დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვა შედგენილ უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებთ დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის-სამშენებლო სამუშაოების სახლემწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის“ შესაბამისად;
3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის თანამშრომლები (უფლებამოსილი პირები), ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას ა(ა)იპ „ქ. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“;
4. შემსყიდველის მიერ სამუშაოს ან მისი ნაწილის მიღება ხორციელდება ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერ დადასტურებული ფორმა N2-ის საფუძველზე. ამასთან, სამუშაოს ან მისი ნაწილის შესრულების თარიღად ჩაითვლება „შესრულებული სამუშაოების აქტში“ მითითებული თარიღი, დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის მიერ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა.
წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელ
დება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით;
7.2.2. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.2.3. დაფინანსების წყაროა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით ვაკის რაიონის გამგეობისთვის დამტკიცებული ასიგნებები.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნათელა ელიზბარაშვილი, 577228523, natelael@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოსადგენი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ; შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ხარჯთაღრიცხვა დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru