Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Прочие услуги (Грузия - Тендер #64627867)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian State Electric System"
Номер конкурса: 64627867
Дата публикации: 11-06-2025
Сумма контракта: 21 152


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA250000628
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.06.2025 16:32
Начало приема предложения 21.06.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 23.06.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 21`152.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 98300000-Прочие услуги
Коды классификатора
  • 98300000 - Прочие услуги
  • 98390000 - Прочие услуги
Срок подачи გთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
Дополнительная информация
სასმელი წყლის ფილტრაციის დისპენსერების დროებით სარგებლობაში გადმოცემის მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок გთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
Шаг снижения цены 85.00 GEL
Размер гарантии 212 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi giorgadze :: 28.05.2025 11:28
  • Последнее исправление: giorgi giorgadze :: 11.06.2025 16:32
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=633041&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სასმელი წყლის ფილტრაციის დისპენსერების დროებით სარგებლობაში გადმოცემის მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ამ ველში მოცემულ "ტექნიკური დავალება"-ზე , რაც უცვლელად, დანართად დაერთვება გასაფორმებელ ხელშეკრულებას.

16 ერთეული სასმელი წყლის ფილტრაციის დისპენსერების დროებით სარგებლობაში გადმოცემის მომსახურების შესყიდვა ტექნიკური დავალება

ტექნიკური დავალება
დისპენსერები უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს:
• დისპენსერი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში.
• ჰქონდეს არანაკლებ, ცივი და ცხელი წყლის ჩამოსხმის ფუნქცია;
• ჰქონდეს პოლიპროპილენის დნობის ფილტრი: რომელსაც შეუძლია წყლიდან ამოიღოს 5 მიკრონზე დიდი ზომის ხილული ობიექტები;
• ჰქონდეს UDF/GAC ფილტრი ან UF ფილტრი.
• ჰქონდეს მარცვლოვანი გააქტიურებული ნახშირბადის ფილტრი (CTO): რომელსაც აქვს მაღალი შეწოვის უნარი და შეუძლია წყლიდან ფერისა და სუნის მოცილება.
• ჰქონდეს გააქტიურებული ნახშირბადის ფილტრი (T33): რომელიც არეგულირებს სუფთა წყლის გემოს.
• ჰქონდეს ნომინალური ძაბვა/სიხშირე: 220 V-240V, ~50-60 Hz
• ჰქონდეს წყლის ნაკადი არანაკლებ: 11,7 ლ/სთ;
• ჰქონდეს გაცხელებული წყლის მოცულობა არანაკლებ: 5 ლ/სთ რაოდენობით;
• ჰქონდეს გაციებული წყლის მოცულობა: არანაკლებ 2 ლ/სთ რაოდენობით;
• ჰქონდეს გაციების სიმძლავრე 90 wt. +/- 5%
• ჰქონდეს გაცხელების სიმძლავრე 420 wt. +/- 5%
• წყლის გაცხელება 85-95 ℃. +/-3 ℃
• წყლის გაციება 6-10 ℃. +/-2℃
• მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის პერიოდში უზრუნველყოს მის მიერ დამონტაჟებული სრული სისტემის (დისპენსერები, გაყვანილობა) გამართული ფუნქციონირება
• მიმწოდებელმა სისტემაში არსებული გაუმართაობა უნდა აღმოფხვრას შემსყიდველის სატელეფონო ან წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 4 სამუშაო დღეში.
• მიმწოდებელმა უნდა გაწიოს სათანადო მომსახურება. მაგ: დისპენსერის გაუმართაობის ან ახალი მისამართის აღჭურვის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეცვალოს, ან ადგილზე შეაკეთოს გაუმართავი დისპენსერი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 4 სამუშაო დღეში.

შენიშვნა: მოთხოვნილი ფილტრების გარდა შესაძლებელია ჰქონდეს დამატებითი ფილტრები.

 ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია უკან წაიღოს თავისი ინვენტარი;
 მიმწოდებლმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს სამონტაჟო სამუშაოები და აღადგინოს პირვანდელ მდგომარეობაში, მონტაჟის შედეგად დაზიანებული საოფისე სივრცე;
 მიმწოდებელმა დისპენსერის და გაყვანილობების მონტაჟი უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ მინიმალურად გამოჩნდეს წყლის მიწოდების მილები და გათვალისწინებულ იქნეს ესთეტიური მხარე.
 ფილტრაციის აპარატის (დისპენსერის) დაზიანების შემთხვევაში, რაც გამოიწვევს შემსყიდველის საკუთრების ფართის დაზიანებას, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გონივრულ ვადაში აღადგინოს პირვანდელ მდგომადეობამდე.
 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებისთანავე შეადგინოს მოქნილი სქემა და თავად აწარმოოს წყლის ფილტრების შეცვლა/აღრიცხვა საჭიროების მიხედვით.

ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქ N2 (სათაო ოფისი) - 10 ცალი სტაციონალური დისპენსერი და 1 მცირე ზომის (სამზარეულოს) დისპენსერი ქ. თბილისი, გაგარინის ქ. N24 (საბურთალოს ოფისი) - 2 ცალი სტაციონალური დისპენსერი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიწოდების ვადები განისაზღვრება შემდეგი სახით, კერძოდ:

 მომსახურების გაწევის ვადა 2025 წლის 5 ივლისიდან 2 წლის ვადით.

 ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 5 ივლისამდე მოაწყოს ფილტრაციის აპარატების მონტაჟი. ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქ N2 (სათაო ოფისი) - 10 ცალი სტაციონალური დისპენსერი და 1 მცირე ზომის (სამზარეულოს) დისპენსერი ქ. თბილისი, გაგარინის ქ. N24 (საბურთალოს ოფისი) - 2 ცალი სტაციონალური დისპენსერი.

 დისპენსერის დამატებით მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მოწოდება და მონტაჟი შემდეგი ვადის დაცვით: თბილისის ტერიტორიაზე წერილობითი შეტყობინების (ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიღებული შეტყობინების) მიღებიდან 5 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონებში 8 სამუშაო დღეში.

შენიშვნა:

 იმ შემთხვევაში თუკი სატენდერო პროცედურები გაგრძელდება შემსყიდველისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რაც წინასწარ ვერ იქნება განსაზღვრული და რის გამოც გაშვებული იქნება ზემოთმოცემული ვადები, მიზანშეწონილია მომსახურების ვადის ათვლა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან და ობიექტზე დაშვებიდან. ობიექტზე დაშვების უფლების მისაღებად „მიმწოდებელი“ ვალდებულია შემსყიდველს წერილობით მიმართოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში.

 ობიექტზე დაშვების პროცედურები გაწერილია სატენდერო დოკუმენტაციის 8.1 ველში მიმაგრებული დოკუმენტის - ,,ხელშეკრულების პროექტის" მე-4 მუხლის 4.4 პუნქტში და ,,ხელშეკრულების პროექტის" დანართი #3–ში (მომსახურების შესრულების უსაფრთხოდ გაწევის წესი და პირობები).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი, მისამართები მოცემულია ცხრილის სახით სატენდეწრო დოკუმენტაციის 1.2 ველში მიმაგრებულ ფაილში: "ობიექტების ჩამონათვალი".

technical requirements

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა უზრუნველყოს შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაციის წარმოდგენა(ატვირთვა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, კერძოდ:

1.სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 ველში მოცემული სრულად შევსებული "ფასების ცხრილი".

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

დასაბუთება უნდა განხორციელდეს

„სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით ან კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სათანადოდ სერტიფიცირებული პირის შესაბამისი დასკვნით (ასეთ შემთხვევაში, დასკვნას თან უნდა დაერთოს შესაბამისი სერტიფიკატის ასლი) ან აუდიტორული დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

დასკვნაში საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი.

პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობა ან/და ისეთი დოკუმენტის წარმოდგენა, რომლითაც ვერ დადასტურდება ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) საფუძველზე, ანგარიშსწორება განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი გიორგაძე, 577232355, giorgi.giorgadze@gse.com.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;

2. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;

3. სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ცალკეული გაუმჯობესებული კომპონენტები/მახასიათებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არსებითად არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარსს, და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

4.სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ (ატვირთულ) სატენდერო წინადადებაში ან/და დაზუსტებულ სატენდერო წინადადებაში რედაქციული (გრამატიკული) ხასიათის ცდომილება/შეუსაბამობა, რომელიც არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარს და სატენდერო წინადადებით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს და მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

5. სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

6. თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი ან განუფასებლად იქნება წარმოდგენილი მისი რომელიმე პოზიცია, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

7. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

8. რეზიდენტი პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.), დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;

9. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამიისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა არ ვრცელდება არარეზიდენტ პირზე, აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას არ მოითხოვს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru