Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Техническое обслуживание и ремонт (Грузия - Тендер #64563309)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: BATUMI MUNICIPAL INSPECTION
Номер конкурса: 64563309
Дата публикации: 10-06-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250010363
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 09.06.2025 14:21
Начало приема предложения 18.06.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 20.06.2025 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 3`906.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 15`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50300000-Техническое обслуживание и ремонт
Коды классификатора
  • 50300000 - Техническое обслуживание и ремонт
  • 50320000 - Ремонт и обслуживание персональных компьютеров
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ბალანსზე არსებული კომპიუტერებისა და პრინტერების შეკეთება და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 50.00 GEL
Размер гарантии 150 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: salome chkhartishvili :: 05.06.2025 11:06
  • Последнее исправление: salome chkhartishvili :: 09.06.2025 14:21
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=633931&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ბალანსზე არსებული კომპიუტერებისა და პრინტერების შეკეთება და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ბალანსზე არსებული კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების შეკეთება/ტექნიკური მომსახურება სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში მოცემული შესაკეთებელი ტექნიკის დასახელების, სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ერთეულის ფასების შესაბამისად. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების პრეისკურანტში (დანართი N1) შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ზღვრულ ღირებულებებს.
1.2.2 შეკეთება და ტექნიკური მომსახურება გულისხმობს ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ბალანსზე არსებული საოფისე ტექნიკის დროულ და სრულყოფილ შეკეთებას, პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას, ტექნიკის ნაწილების შეკეთებას და/ან გამოცვლას შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში შემსყიდველის ადმინისტრაციულ მისამართზე;
იმ შემთხვევაში თუ კომპიუტერული ტექნიკის გარეგანი ვიზუალური დათვალიერებით შეუძლებელია სადეფექტო აქტის შედგენა და დაზიანებული ტექნიკის შეკეთება შემსყიდველის ადმინისტრაციულ მისამართზე (ქ. ბათუმი: გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა N56; ქ. ბათუმი, ლეონიძის ქუჩა N2 (რაგბის სტადიონის მიმდებარედ)) მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს შესაკეთებელი კომპიუტერული ტექნიკის ტრანსპორტირება საკუთარ სერვის ცენტრში და შემდგომ უკვე შეკეთებული ტექნიკის ტრანსპორტირება უკან შემსყიდველის მისამართზე მისივე ხარჯებით.
- შეცვლა-გამოცვლა მოიცავს როგორც მომსახურებას, ასევე, სათადარიგო ნაწილით უზრუნველყოფას.
1.2.3 ყველა დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი, ქარხნული წესით დამზადებული და მაღალი ხარისხის შესაბამისი ნაწილით;
1.2.4 პრეტენდენტის მიერ მომსახურების გაწევის დროს გამოყენებული უნდა იქნას ახალი (არამეორადი) სათადარიგო ნაწილები. მეორადი სათადარიგო ნაწილების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით და მათი ღირებულება განსაზღვრული იქნება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე (მეორადი სათადარიგო ნაწილის ღირებულება ნაკლები უნდა იყოს ახალი სათადარიგო ნაწილის ფასზე).
1.2.5 მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის ქონების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღნიშნული დაზიანება/მიყენებული ზიანი.
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის შემდგომ გაფუჭებული შეცვლილი დეტალი წარუდგინოს შემსყიდველს.
1.2.7 პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით) უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.
1.2.8 ტენდერში ვაჭრობა გაიმართება სატენდერო განცხადებით განსაზღვრული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით.
1.2.9 წინამდებარე ტენდერში - „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, პრეისკურანტის (ფასების ცხრილის) წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო პრეისკურანტის წარმოდგენა (თუ ერთეულის ფას(ებ)ი აღემატება შემსყიდველისაგან შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს), გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან (ოფიციალური წერილის მეშვეობით ან/და ელექტრონული ფოსტით) არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ტექნიკური დათვალიერება და დეფექტური აქტის შედგენა, ხოლო დეფექტური აქტის შედგენიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში მან უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების გაწევა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი: პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული მისამართი (ქ. ბათუმი).

- შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მიმწოდებელმა (ქ. ბათუმი, შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართ(ებ)იდან) უნდა უზრუნველყოს შესაკეთებელი ტექნიკის ტრანსპორტირება სერვის ცენტრში და შეკეთების შემდგომ შეკეთებული ტექნიკის უკან დაბრუნება შემსყიდველის მისამართზე.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 შეცვლილ დეტალებზე საგარანტიო ვადა (დანართის თითოეული პოზიციისთვის): მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი. (პრეტენდენტი ვალდებულია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოადგინოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ).
1.7.1.2 საგარანტიო პერიოდში დაზიანების, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ნაკლის (ხარვეზის) აღმოფხვრა (საჭიროების შემთხვევაში შესაცვლელი/შესაკეთებელი დეტალის ტრანსპორტირება, შეკეთება ან კვლავ ახლით შეცვლა), შეტყობინებიდან (წერილობითი ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.

შენიშვნა: საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელმა შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართ(ებ)იდან (ქ. ბათუმი) უნდა უზრუნველყოს შესაკეთებელი ტექნიკის ტრანსპორტირება სერვის ცენტრში და შეკეთების შემდგომ შეკეთებული ტექნიკის უკან დაბრუნება.

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, ქ. ბათუმში სარგებლობაში (ქირავნობა, იჯარა და ა.შ.) ან საკუთრებაში არსებული მომსახურების სერვის ცენტრის ადგილმდებარეობის შესახებ. საკუთრების შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო სარგებლობის (ქირავნობის, იჯარის და ა.შ.) შემთხვევაში გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს:

ა) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტების ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში: 1.3; 1.7.1; 2.3.1 - პუნქტების გათვალისწინებით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში.

7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გაწეულ მომსახურებაზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომე ჩხარტიშვილი, 597531818, procurementinspection@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
10.1.2 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული საქონლისა და მომსახურების ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) წარმოდგენილი უნდა იყოს Excell ის ფორმატით.
10.1.4 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.5 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.6 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
10.1.7 სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru