რძე
• თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული ან
ულტრაპასტერიზებული ნორმალიზირებული რძისაგან, ქარხნული წესით.
• კონსისტენცია ერთგვაროვანი, არადამახასიათებელი გემოს გარეშე.
• ცხიმის მასიური წილი არანაკლებ 3.2%.
• რძე უნდა იყოს 1 ლიტრი შეფუთვით (ტეტრაპაკი, პეტი ან პოლიმერული მასალის
პაკეტი, ასეპტიკური ჩამოსხმით) და სათანადოდ ეტიკეტირებული;
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 80%, მაგრამ არანაკლებ 7 დღე.
მაწონი
• თითოეული მოწოდებული პარტია დამზადებული უნდა იყოს ძროხის
ნორმალიზებული და პასტერიზებული რძისგან, ქარხნული წესით.
•კონსისტენცია ერთგვაროვანი; უნდა იყოს არადამახასიათებელი ფერის,
სუნის და გემოს გარეშე.
• არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს.
• ცხიმის მასიური წილი არანაკლებ 3,2%.
• დაფასოება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 1კგ-დან 5 კგ-მდე
(შემსყიდველმა 2კგ-ზე ნაკლები დაფასოება შეიძლება მოითხოვოს არაუმეტეს
ჯამურად მოთხოვნილი რაოდენობის 20%-ისა, თუ შემსყიდველი და მიმწოდებელი
სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან).
• მაწონი შეფუთული უნდა იყოს ჰერმეტულად და სათანადოდ
ეტიკეტირებული.
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 7 დღე.
ხაჭო
• თითოეული მოწოდებული პარტია დამზადებული უნდა იყოს ძროხის
ნორმალიზებული და პასტერიზებული რძისგან, ქარხნული წესით.
• თეთრი, მოყვითალო ფერის. სიმჟავის და არადამახასიათებელი
კონსისტენციის, ფერის, სუნის, გემოს გარეშე.
• არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს.
• ცხიმის მასური წილი არანაკლებ 6%.
• დაფასოება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 1კგ-დან 5 კგ-მდე
(შემსყიდველმა 2კგ-ზე ნაკლები დაფასოება შეიძლება მოითხოვოს არაუმეტეს
ჯამურად მოთხოვნილი რაოდენობის 20%-ისა, თუ შემსყიდველი და მიმწოდებელი
სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან).
• ხაჭო შეფუთული უნდა იყოს ჰერმეტულად და სათანადოდ ეტიკეტირებული.
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 10 დღე.
არაჟანი
• თითოეული მოწოდებული პარტია დამზადებული უნდა იყოს ძროხის
ნორმალიზებული და პასტერიზებული რძისგან, ქარხნული წესით.
• არადამახასიათებელი კონსისტენციის, ფერის, სუნის და გემოს გარეშე.
• არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს.
• ცხიმის მასური წილი არანაკლებ 20%.
• დაფასოება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 1კგ-დან 5 კგ-მდე
(შემსყიდველმა 2კგ-ზე ნაკლები დაფასოება შეიძლება მოითხოვოს არაუმეტეს
ჯამურად მოთხოვნილი რაოდენობის 20%-ისა, თუ შემსყიდველი და მიმწოდებელი
სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან).
• არაჟანი შეფუთული უნდა იყოს ჰერმეტულად და სათანადოდ
ეტიკეტირებული.
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 10 დღე.
- ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), სადაც უნდა იყოს დაცული
ტემპერატურული რეჟიმი, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები და პირობები.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების
მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ სფეროში არსებული
მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ზღვრებს.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს ქარხნული წარმოების, სათანადოდ
ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301
დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ
ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად;
პროდუქტი უნდა აკმაყოფილენდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის
N152 დადგენილებით დამტკიცებული „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“
ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს
ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი
პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10
ნოემბრის N581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით დამტკიცებული
„სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და
უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების
შესახებ“ განსაზღვრულ ნორმებს.
პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის
N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის;
პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90
დადგენილებთ დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით“ დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას;
პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის
N173 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის
ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის
გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის
პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
პროდუქტი პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა და ბიოლოგიური
ობიექტების შემცველობით, უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით
დასაშვებ და პროდუქტისათვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს.
- პრენდენტმა დანართი N1 - ფასთა ცხრილი უნდა წარმოადგინოს ექსელის
ფორმატში (პრეტენდენტი ავსებს მხოლოდ ცხრილის პირველ გვერდს
„პრეტენდენტის განფასება“).