Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #64233141)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Khoni Municipality
Номер конкурса: 64233141
Дата публикации: 28-05-2025
Сумма контракта: 246 125


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250009702
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 28.05.2025 11:28
Начало приема предложения 06.06.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 09.06.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 246`125.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34144510 - Транспортные средства для транспортировки отходов
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 120 კალენდარული დღე
Дополнительная информация
ხონის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ერთი ერთეული სპეც-ავტომანქანის 13 კუბ/მ ნაგავმზიდის შესყიდვა
Количество и объём закупок იხ.სატენერო დოკუმენტაცია მეორე გვერდზე
Шаг снижения цены 1`500.00 GEL
Размер гарантии 2`461 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi janelidze :: 13.03.2025 16:30
  • Последнее исправление: tinatin pailodze :: 28.05.2025 11:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=623677&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ხონის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ერთი ერთეული სპეც-ავტომანქანის 13 კუბ/მ ნაგავმზიდის შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

- ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ დანართი N1-ში.

- შემოთავაზებული ნაგავმზიდი უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2024 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს - შემსყიდველზე გადაფორმება

- ნაგავმზიდის შესყიდვა ხორციელდება ევროკავშირის გრანტის სახსრებით, რომელიც კანონმდებლობით განთავისუფლებულია დღგ-საგან.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 120 კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ქ.ხონი, თავისუფლების მოედანი N6

სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. მიმწოდებელი ვალდებულია, გაავრცელოს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელი სრულ ნაგავმზიდზე და არანაკლებ 2 (ორი) წელი ან 200 000 კილომეტრი (რომელიც უფრო ადრე დადგება) ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდები, გადაცემათა კოლოფი) და ნაგავშემკრები კონტეინერის ამწევ ჰიდრავლიკურ მექანიზმე.
გარანტია არ ვრცელდება ცვეთად ნაწილებზე (მაგალითად: ზეთი, ფილტრები, ხუნდები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, ელექტრომცველები).

2. ნაგავმზიდის სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილი ყველანაირი დეფექტი ან/და დაზიანება უნდა გამოსწორდეს ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრში ნაგავმზიდის სერვის ცენტრში მიყვანიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა.

3. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, წინამდებარე მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, მიმწოდებელი ვალდებულია, განახორციელოს ნაგავმზიდის ტრანსპორტირება ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრამდე, შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში.

4. წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ნაგავმზიდის სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, მიმწოდებელი პასუხისმგებელია ნაგავმზიდის ნებისმიერი სახის ტექნიკურ დეფექტზე/ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ნაგავმზიდის შემადგენელი კომპონენტების წუნის გამო.

5. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ნაგავმზიდის შეკეთება უნდა განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ ტენდერში მითითებულ ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრე(ებ)ში, რათა არ მოხდეს ნაგავმზიდის გარანტიის პირობების ცვლილება ან გარანტიიდან მოხსნა.

6. მიღების დროს ნაგავმზიდზე გამოვლენილი ნებისმიერი წუნის/დეფექტის/ხარვეზის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში შეაკეთოს/შეცვალოს ახლით წუნის/დეფექტის/ხარვეზის მქონე ნაგავმზიდი. ამასთან, მიწოდების ვადის გადაცილებისთვის შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დააკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქცია.

7. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ნაგავმზიდის შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები და საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

შენიშვნა: პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს გაუმჯობესებული საგარანტიო პირობები.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

- პრეტენდენტმა შემოთავაზებული საქონლის ბრენდ(ებ)ის, მოდელ(ებ)ის და წარმოშობის ქვეყნ(ებ)ის დასახელება, ასევე ერთეულის ფასი და ჯამური ღირებულება უნდა მიუთითოს დანართი N2-ის შესაბამისად

- იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი N2-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული საქონლის ბრენდის, მოდელისა ან წარმოშობის ქვეყნის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. საქონლის ბრენდის, მოდელისა ან წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

- შემოთავაზებული საქონელი უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს , მწარმოებლის მიერ ავტორიზებული/ლიცენზირებული, სერვის ცენტრი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც საჭიროების შემთხვევაში ნაგავმზიდის სერვისი განხორციელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, როგორც მიმდინარე, ასევე ყოველდღიური/რეგულარული მომსახურება და რემონტი. ზემოაღშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლ(ებ)ის ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია სერვისცენტრ(ებ)ის მისამართ(ებ)ის შესახებ. შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ ეტაპზე ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის სერვისცენტრი სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტედენტს, ავტორიზებული/ლიცენზირებული, სერვის ცენტრი არ გააჩნია დასავლეთ საქართველოში, მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, რეგლამენტირებული და საგარანტიო მომსახურება გაწიოს მობილური სერვის ჯგუფის მეშვეობით, საკუთარი სახსრებით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საექსპერტო დასკვნა მოწოდებული ავტომანქანის სატენდერო პირობებთან შესაბამისობაზე და ტექნიკურ გამართულობაზე გაცემული აკრედიტირებული ორგანოს მიერ ქართულ ენაზე შესაბამისი აკრედიტაციის მოწმობის დართვით.

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია ქართულ ენაზე ნათარგმნი შემოთავაზებული ნაგავმზიდის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო წარუდგინოს შემსყიდველს პირველივე მიწოდების დროს.

პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს მის მიერ შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პარამეტრები წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ის შესაბამისად, ასევე შემოთავაზებული საქონლის ვიზუალი, ფოტოს ან ვებ-ბმულის (ლინკის) სახით.

სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 და 2.3.1 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა შესაძლებელია, როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე. დოკუმენტის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული (ნოტარიულად დამოწმებული) თარგმანი ქართულ ენაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (აუდიტის დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის, საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024 შესაბამისად აკრედიტირებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული მოძრავი ქონების შემფასებლის მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

ამხანაგობის წევრებისთვის:
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი წევრების შესახებ.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, რომელიც იყენებს საზღვარგარეთ რეგისტრირებული სათაო კომპანიის მონაცემებს (სამუშაო გამოცდილება, ძირითადი სპეციალისტები ან/და სხვა), ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვეო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის (სატრანსპორტო საშუალების) მიწოდების საბოლოო ვადას, ხოლო ფლობის (საგარანტიო პერიოდში ტექნიკური მომსახურების) ხელშეკრულების გაფორმებისას ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების დადებამდე უნდა წარმოადგინოს უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია;
6.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
6.4.3. არარეზიდენტი პირის შემთხვევაში უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან გაცემული გარანტია დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებისაგან.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. წინასწარი ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მიმწოდებლის მოთხოვნით, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული და მასთან წინასწარ შეთანხმებული ოდენობის შესაბამისად,ხელშეკრულების ღირებულების 20 %-ის ოდენობით.

2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტიის საფუძველზე. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

3. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

4. ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მიწოდების შემდეგ, შესაბამისი "მიღება-ჩაბარების" აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ;

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;

- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე;

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ნაგავმზიდის მიწოდების შემდეგ, შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი ჯანელიძე, 598309250, tinatinpailodze@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მინდობილობა.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი ან წარმოდგენილი იქნება განუფასებლად; ასევე არ იქნება მითითებული ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყნის, კომპანიისა და მარკა/მოდელის შესახებ.
8. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru