Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Зерновые, картофель, овощи, фрукты и орехи (Грузия - Тендер #64233137)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 64233137
Дата публикации: 28-05-2025
Сумма контракта: 3 908 521


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON250000206
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 28.05.2025 11:37
Начало приема предложения 02.06.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 03.06.2025 15:00
Предполагаемая цена закупки 3`908`521.53 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 03200000-Зерновые, картофель, овощи, фрукты и орехи
Коды классификатора
  • 03200000 - Зерновые, картофель, овощи, фрукты и орехи
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის განკუთვნილი ხილი და ბოსტნეული
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 78`171 GEL
Срока действия гарантии 210 День
  • Загрузка объявления: teona okropiridze :: 23.05.2025 14:04
  • Последнее исправление: salome melashvili :: 28.05.2025 11:37
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=632770&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრების მქონე ხილი და ბოსტნეული (შემდგომში - საქონელი/პროდუქტი/სურსათი).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

- პრენდენტმა დანართი N1 - ფასთა ცხრილი უნდა წარმოადგინოს ექსელის ფორმატში (პრეტენდენტი ავსებს მხოლოდ ცხრილის პირველ გვერდს „პრეტენდენტის განფასება“).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. საქონლის მიწოდება ხორციელდება ეტაპობრივად, 2025 წლის 10 სექტემბრიდან 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით, დანართი N1-ის, დანართი N2-ისა და შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.

1.4.2. დანართ N1-ში მითითებული რაოდენობები საორიენტაციო ხასიათისაა და ემსახურება პრეტენდენტის ინფორმირებას და მიწოდების პირობების (ლოჯისტიკის შესაძლებლობების) შეფასებას.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიწოდების ადგილია დანართი N1-ით განსაზღვრულ მისამართებზე განთავსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები - ქალაქ თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები (საბავშვო ბაგა- ბაღები).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის არანაკლებ ნახევრის (არანაკლებ 50%) ღირებულების (ლარის) ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:
ა)აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ან წარმოდგენილი უნდა იყოს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამზედველობის სამსახურის ბრძანება აუდიტერების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. ამასთან, დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში) რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება.
ან
ბ) - ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიდან ირკვევა ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდება, მაშინ აუცილებელი არ არის ხელშეკრულების წარმოდგენა) ან/და
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია) (ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტის წარმოდგენილი დოკუმენტი, აღნიშნული მონაცემების შესახებ, დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით) ან/და
- საგადასახადო დოკუმენტები, სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება დანართი N2-ის შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. წინამდებარე ტენდერის სტატუსის -„წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში, პრეტენდენტი რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მათ შორის, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ძალადაკარგული), სადაც „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარ“-ში/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობის სახე/სახეები. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან.
2.7.1.1.1. თუ პრეტენდენტი წინამდებარე ტენდერის სტატუსის- „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში რეგისტრირებული იყო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2.7.1.1. პუნქტის შესაბამისად და შერჩევა-შეფასების მიმდინარეობისას დოკუმენტის ვადის გასვლამ გამოიწვია რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობა, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს პრეტენდენტს განახლებული ამონაწერი ან რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მოთხოვნის წარმოდგენა.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ:

2.9.1.1. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდეგ, სამ თვეში ერთხელ, თითოეულ შემსყიდველ ორგანიზაციას და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარუდგინოს თითოეულ პროდუქტზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ლაბორატორიული დასკვნა/წერილი (გამოცდის ოქმით) პესტიციდების შემცველობაზე.

2.9.1.2. ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უფლებამოსილია, წინამდებარე ტენდერის ფარგლებში თითოეულ პროდუქტზე, არაუმეტეს ოთხჯერ განახორციელოს საქონლის ნიმუშის აღება (საბავშო-ბაღის შერჩევის უფლებამოსილება გააჩნია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს) და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში" ან სხვა აკრედიტირებულ ორგანიზაციაში შემოწმება. შემოწმებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი (მათ შორის ხარჯების ანაზღაურებას). ლაბორატორიული შემოწმების ოქმებში მითითებული მაჩვენებლებით უნდა დგინდებოდეს ხელშეკრულების ტექნიკური სპეციფიკაციით მოთხოვნილი მაჩვენებლები და პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრულ ხარისხის და უსაფრთხოების მაჩვენებლებს. თუ პროდუქტის შენახვის პირობებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს კონკრეტული გამოცდის შედეგებზე, საქონლის ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს პროდუქტის მიწოდების მომენტში. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოითხოვოს პროდუქციის შესაბამისობის შემოწმება კონკრეტულ თარიღში (საქონლის ვარგისიანობის ვადაში).

2.9.1.3. შემსყიდველი ორგანიზაცია ან/და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი სახსრებით, ნებისმიერ დროს ჩაატაროს კვლევა თავისი შეხედულებისამებრ.

2.9.1.4. შემსყიდველი ორგანიზაცია ან/და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ყველა იმ ინფორმაციის, ჩანაწერის ან/და დოკუმენტის წარმოდგენა, რომლის ქონის ვალდებულებაც ეკისრება ბიზნესოპერატორს მიკვლევადობის განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N577 დადგენილების “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების და მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად.

2.9.2. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მიმართოს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა ამ უკანასკნელმა განახორციელოს შესაბამისი კონტროლი. კომისია უფლებამოსილია პრეტენდენტს მიანიჭოს დისკვალიფიკაცია, თუ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შედგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ:
ა) საწარმოში ვერ განახორციელა კონტროლი მწარმოებლისგან გამოწვეული მიზეზით ან
ბ) საწარმოს დაუდგინდა არაკრიტიკული შეუსაბამობა (საწარმოს უფლება აქვს გამოასწოროს აღნიშნული არაკრიტიკული შეუსაბამობა(ები) და საწარმოს კონტროლის განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართოს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს განმეორებითი შემოწმების ჩატარება, განმეორებითი შემოწმების შედეგად უნდა დადგინდეს, რომ საწარმოს აღარ აქვს არაკრიტიკული შეუსაბამობა) ან
გ) საწარმოს დაუდგინდა კრიტიკული შეუსაბამობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

78171

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

10

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 60 კალენდარული დღით.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ჯამური ღირებულებების 5%–ის (იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის) ოდენობით. ვინაიდან წინამდებარე ტენდერით ხდება საკვები პროდუქტების შესყიდვა, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად. მიმწოდებელი არ არის ვალდებული წარადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 20 000 (ოცი ათასი) ლარზე.

6.2.4.2 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, მატერიალური სახით.

6.2.4.3 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში საქონლის მიწოდებისას ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომე მელაშვილი, 577160830, smelashvili@spa.ge ქეთევან კუპრაძე, 577307705, kkupradze@spa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-20 მუხლის 2 პრიმა მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის N14 ბრძანებით დამტკიცებული კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, აგრეთვე, „2025-2026 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 7 ოქტომბრის №1436 განკარგულების, პირველი მუხლის "პ" ქვეპუნქტის (სხვადასხვა სახის კვების პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვის 2025-2026 წლების კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი) საფუძველზე;

10.1.2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს;

10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) „შემსყიდველად“ რეგისტრირებული მომხმარებლები: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები - ქალაქ თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები (საბავშვო ბაგა- ბაღები) ვალდებულნი არიან 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საკვები პროდუქტის (შემდგომში - საქონელი) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით.

10.1.4. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქონლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს 2025-2026 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის სატენდერო კომისიას (შემდეგში - სატენდერო კომისია), გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის განხორციელებისა. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად;

10.1.5. მიმწოდებელი არ არის ვალდებული გააფორმოს ხელშეკრულებები კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტის ჯამურ რაოდენობაზე მეტი ოდენობით. თუმცა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თუ რომელიმე შემსყიდველი ორგანიზაცია შეამცირებს შესყიდვის ობიექტის რაოდენობას, მიმწოდებელი ვალდებულია ამ ოდენობით სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას/ორგანიზაციებს გაუზარდოს რაოდენობა, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. მხარეებმა აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა შეიტანონ ხელშეკრულებაში ცვლილება.

10.1.6.იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებზეც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული საქონლის დამატებით შესყიდვის მიზნით შეუძლიათ მიმართონ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს სატენდერო კომისიასთან შეთანხმების გარეშე.

10.1.7. იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებზეც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების მიზნით შეუძლიათ მიმართონ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს სატენდერო კომისიასთან შეთანხმების გარეშე. გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, მათზე სრულად გავრცელდება წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის პირობები (მხარეები შეთანხმდებიან პროდუქტის მიწოდების ვადებსა და ადგილზე);

10.1.8. კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე;
10.1.8.1. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის შესაბამისად დანართი N1, რომელშიც სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;
10.1.8.2. პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფასი დააფიქსიროს ლარის (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით;
10.1.8.3. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ „დანართი N1 - ფასთა ცხრილში“ თითოეულ პოზიციაზე მითითებული ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს იმავე პოზიციაზე განსაზღვრულ ზღვრულ ერთეულის ღირებულებას.
10.1.8.4. პრეტენდენტმა „დანართი N1 - ფასთა ცხრილი“ უნდა წარმოადგინოს ექსელის ფორმატში.

10.1.9. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ყველა პირობას, მათ შორის სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

10.1.10. პრეტენდენტის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას წინამდებარე ტენდერში, დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (გარდა excel-ის ფორმატში წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ისა).

10.1.11. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით.

10.1.12. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურ ენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. სატენდერო კომისია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება;

10.1.13. სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს გონივრულ ვადაში და შედეგები გამოქვეყნდება სისტემის მეშვეობით.

10.1.14. ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს წერილობითი ფორმით, არაუგვიანეს 2025 წლის 1 სექტემბრისა (თუ გამარჯვებული არ იქნება გამოვლენილი 2025 წლის 25 აგვისტომდე, მაშინ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს წერილობითი ფორმით, გამარჯვებულის გამოვლენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში). თავის მხრივ, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, გააფორმოს მასთან ხელშეკრულება.

10.1.15. მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის უკან დაბრუნება თუ იგი გააფორმებს ყველა ხელშეკრულებას, რომლის დადებაც ევალება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით.

10.1.16. არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს;

10.1.17. სატენდერო კომისიასთან მიმოწერა კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული ნებისმიერ საკითხზე შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის food2025-2026@spa.gov.ge ან/და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ctd.spa.ge მეშვეობით. აღნიშნული ელექტრონული ფოსტისა და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის საშუალებით გაგზავნილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს.

10.1.18. შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა ყოველი თვის 10 რიცხვამდე სატენდერო კომისიას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის შესახებ (მათ შორის იმ შემსყიდველისათვის მიწოდებული საქონლის შესახებ, რომელიც შემდგომ შემოუერთდა აღნიშნულ ტენდერს), სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი ფორმით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

tender fee in consolidated tender

tender fee

1000

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru