სასტუმროს მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების
პირობები/მოთხოვნები:
მოთხოვნები სასტუმროს მიმართ:
1.2.1 სასტუმრო უნდა მდებარეობდეს - მცხეთის მუნიციპალიტეტში.
1.2.2 სასტუმრო არ უნდა მდებარეობდეს სხვა საქმიანობის დამხმარე საწარმოს
ან საცხოვრებელი სახლის ნაწილში, რესტორანსა და მის კუთვნილ
ტერიტორიაზე, ასევე სხვადასხვა საოფისე შენობაში.
1.2.3 სასტუმრო არ უნდა იყოს საოჯახო ტიპის და სასტუმროს ისეთ სივრცეებში
რითაც ისარგებლებენ სტუმრები უნდა მუშაობდეს გათბობა/გაგრილების
სისტემა.
1.2.4 სასტუმროში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სანიტარული ნორმების დაცვა და
ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო.
1.2.5 სასტუმროში შესაძლებელი უნდა იყოს ერთდროულად 45 მონაწილე პირის 5
(ხუთი) დღით და 4 (ოთხი) ღამით დაბინავება/განთავსება, ერთ შენობაში ორ, სამ,
ოთხ ან ხუთ ადგილიან ნომრებში.
1.2.6 სასტუმროს ინფრასტრუქტურა უნდა ითვალისწინებდეს შშმ პირების
საჭიროებებს - გარე სივრციდან მასში შესასვლელად მოწყობილი უნდა იყოს
პანდუსი ან სხვა ალტერნატიული საშუალება. თუ სასტუმრო არის არანაკლებ 2
სართულიანი, შიდა სივრცეებში ვერტიკალურად გადასაადგილებლად იგი
აღჭურვილი უნდა იყოს შიდა ან გარე ლიფტით ან კიბის წერტილებზე გააჩნდეს
პანდუსები.
1.2.7 სასტუმრო უნდა იყოს კეთილმოწყობილი, მის ტერიტორიაზე ვრცელდებოდეს
უფასო უსადენო ინტერნეტი (WI-FI).
1.2.8 სასტუმროს შენობაში განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ 45 პირისთვის
რესტორნის ტიპის სასადილო ოთახი. სასადილო ოთახში უნდა იყოს გამართული
ვენტილაციის სისტემა ან შესაძლებელი უნდა იყოს სივრცის განიავება და
დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები.
1.2.9 სასტუმროში უნდა იყოს ალტერნატიული ელ. ენერგიის კვების წყარო
(გენერატორი).
1.2.10 სასტუმროში უნდა იყოს ალტერნატიული წყლით მომარაგების სისტემა
(ავზი).
მოთხოვნები ფიზიკურ უსაფრთხოებაზე:
1.2.11 სასტუმროს პერიმეტრი უნდა კონტროლდებოდეს შესაბამისი დაცვის
სისტემით - პატრულირებით ან/და ხორციელდებოდეს 24 საათიანი ვიდეო
მონიტორინგი.
1.2.12 ადმინისტრაციის სამსახური (ადმინისტრატორი) უნდა იყოს 24 საათის
განმავლობაში ხელმისაწვდომი.
1.2.13 სასტუმროში განთავსებული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების
მოწყობილობები/სისტემა/სისტემები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს
უსაფრთხოების დადგენილ ნორმებს - ტექნიკურ რეგლამენტს სახანძრო
უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ და საქართველოში მოქმედ
სახანძრო უსაფრთხოების წესებს.
1.2.14 სასტუმროში ყოფნის პერიოდში სასტუმროს პერსონალმა უნდა
უზრუნველყოს სტუმრების ტვირთის უსაფრთხოება.
1.2.15 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების
კანონმდებლობით დადგენილი პირობებისა და მოთხოვნების ზედმიწევნით
შესრულება.
1.2.16 სასტუმროში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი გადაუდებელი
დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო ჩანთა.
მოთხოვნები ნომრების მიმართ:
1.2.17 სასტუმროს თითოეული ნომერი აღჭურვილი უნდა იყოს: ხელმისაწვდომი
უფასო უსადენო ინტერნეტით, მაგიდით, სკამით, კონდიციონერით ან
გათბობა-გაგრილების სისტემით და მისი ინდივიდუალურად მართვის
საშუალებით ან განიავების შესაძლებლობით, ინდივიდუალური სველი
წერტილით, ცივი და ცხელი წყლით, თითოეული სტუმრისთვის ინდივიდუალური
ინვენტარითა და ჰიგიენური საშუალებებით.
1.2.18 სასტუმროს მინიმუმ 2 ნომრის სველი წერტილი, უნდა იყოს შშმ პირის
საჭიროებებზე ადაპტირებული.
1.2.19 ნომრებში თითოეულ სტუმარზე უნდა იყოს არანაკლებ 1.0 ლიტრი (ქარხნული
ბოთლი) სასმელი წყალი დღეში.
1.2.20 სასტუმროში დაცული უნდა იყოს სისუფთავე და ნომრები უნდა დალაგდეს
ყოველდღიურად. თეთრეული და პირსახოცები უნდა იყოს გარეცხილი. ნომრებში
თეთრეული უნდა იცვლებოდეს ყოველ მეორე დღეს, ხოლო პირსახოცები უნდა
იცვლებოდეს ყოველდღიურად.
1.2.21 სასტუმროს ოთახებში მინი ბარის არსებობის შემთხვევაში არ უნდა იყოს
ხელმისაწვდომი ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო.
1.2.22 აუცილებელია, რომ საწოლები იყოს ცალ-ცალკე, ინდივიდუალური, არა
გასაშლელი. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში სასტუმრომ უნდა
უზრუნველყოს რამდენიმე სტუმრის ინდივიდუალური განთავსება 1 ადგილიან
ნომერში (არაუმეტეს 5 პირისთვის).
მოთხოვნები საკონფერენციო დარბაზზე:
1.2.23 სასტუმროში უნდა იყოს მინიმუმ ორი სატრენინგო/საკონფერენციო
სივრცე, საერთო ფართით მინიმუმ 60 კვ.მ, რომელიც გათვლილი იქნება
არანაკლებ 45 პერსონაზე, რომელიც სტუმრებს უნდა მოემსახუროს 8 დღის
განმავლობაში (ყველა დღეს).
1.2.24 სატრენინგო/საკონფერენციო სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს: განათებით,
ინტერნეტით, ვენტილაციით ან განიავების შესაძლებლობით, შესაბამისი
ზომის პროექტორით და ეკრანით, მონაწილეთა შესაბამისი რაოდენობის
სკამებით და სამუშაო მაგიდებით.
1.2.25 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სატრენინგო/საკონფერენციო
სივრცეში ტრენინგის მონაწილე თითოეული პირისთვის 0.5 ლიტრი (ქარხნული
ბოთლი) სასმელი წყლის მიწოდება.
1.2.26 სატრენინგო/საკონფერენციო სივრცეში შესასრულებელი სამუშაოდან
გამომდინარე, შესაძლებელი უნდა იყოს დარბაზში არსებული ინვენტარის
(მაგიდები, სკამები) გადაადგილება (შეერთება ან განცალკევება).
1.2.27 საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს სასტუმროში
პრინტერის გამოყენება.
1.2.28 სატრენინგო/საკონფერენციო სივრცე უნდა იყოს იზოლირებული.
მოთხოვნები გასართობ სივრცეებზე:
1.2.29 სასტუმრო უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარე სივრცით (იგულისხმება ეზო
).
1.2.30 სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე განთავსებული უნდა იყოს In-Ground ტიპის
საცურაო აუზი (არა მიწისზედა), არანაკლებ 12 კვ.მ ფართობით.
1.2.31 აუზის წყალში ქლორისა და PH -ის რაოდენობა შესაბამისი ტესტერებით უნდა
გაკონტროლდეს ყოველდღიურად შემსყიდველის წარმომადგენლის
თანდასწრებით.
1.2.32 აუზის ფსკერის დასუფთავება უნდა მოხდეს არანაკლებ 2 დღეში ერთჯერ
სიხშირით.
მოთხოვნები კვებით მომსახურებაზე:
1.2.33 კვების მომსახურების კონკრეტული დრო უნდა შეთანხმდეს
შემსყიდველთან და განხორციელდეს ნაკადში შემავალი ყველა
პერსონისთვის ერთდროულად .
1.2.34 კვებითი მომსახურების გაწევის დროს, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
შესაბამისი რაოდენობის მომსახურე პერსონალის ადგილზე ყოფნა.
1.2.35 კვების მომსახურების ტიპი: შვედური მაგიდა.
1.2.36 მენიუ უნდა იყოს მრავალფეროვანი რაციონის, შეიცავდეს სამარხვო და
არანაკლებ 1 ვეგეტარიანულ კერძს.
1.2.37 მისაწოდებელი კერძები და კვების პროდუქტები, თავისი საგემოვნო
თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და იყოს
საკვებად ვარგისი, ჯანმრთელობისთვის უვნებელი, რაზეც მიმწოდებელი
პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული
წესით.
1.2.38 დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების
მიწოდება. ყველა კერძი უნდა იყოს ახლად მომზადებული. საკვები
დამზადებული უნდა იყოს სურსათის ეროვნული სააგენტოს და ბავშვთა
კვებაში გამოყენებული სტანდარტების გათვალისწინებით.
1.2.39 ჭურჭელი უნდა იყოს ერთნაირი, დაუზიანებელი, საუკეთესო სანიტარულ
მდგომარეობაში. დაუშვებელია გატეხილი, გაბზარული ან სხვა მიზეზით
არასათანადო ვიზუალურ და ჰიგიენურ მდგომარეობაში მყოფი ჭურჭლის
გამოყენება.
1.2.40 კვებით მომსახურება: 8 დღე, 45 პერსონა, ,,შვედური მაგიდა“, სამჯერადი
კვება და დღის განმავლობაში 1 ყავა-ჩაის შესვენება:
საუზმე:
არანაკლებ - 3 სახის რძის ნაწარმი, 2 სახის ძეხვეული, კვერცხი(მოხარშული,
მოთხოვნის შემთხვევაში ომლეტი), 3 სახის დესერტი და 2 სახის ცომეული. რძე
უნდა იყოს, როგორც ჩვეულებრივი ასევე მცენარეული (სამარხვო). სასმელი -
ყავა, ჩაი, წვენი, (ჩაი და ყავა შეუზღუდავი რაოდენობით).
სადილი:
არანაკლებ - 4 სახის ცხელი კერძი (მათ შორის 2 წვნიანი 1 ხორცის შემცველი, 1
ვეგეტარიანული), 4 სახის ცივი კერძი (მათ შორის 1 ხორცის შემცველი), 3 სახის
ცომეული და 3 სახის დესერტი. სასმელები - ყავა, ჩაი, 2 სახის ნატურალური
წვენი, გაზიანი სასმელი, მინერალური წყალი (ჩაი და ყავა შეუზღუდავი
რაოდენობით).
ვახშამი:
არანაკლებ - 4 სახის ცხელი კერძი (მათ შორის 1 ხორცის შემცველი, 1
ვეგეტარიანული), 4 სახის გარნირი, 4 სახის რძის ნაწარმი, 4 სახის დესერტი და 4
სახის ცომეული. სასმელები - ყავა, ჩაი, გამაგრილებელი სასმელი, 2 სახის
ნატურალური წვენი, (ჩაი და ყავა შეუზღუდავი რაოდენობით).
ყავა-ჩაის შესვენება:
ყავა, რძე, ჩაი (მწვანე, შავი) და არანაკლებ 3 სახის ნამცხვარი. სასმელი:
არაგაზირებული მინერალური წყალი და ჩვეულებრივი წყალი (ჩაი და ყავა
შეუზღუდავი რაოდენობით). რძე უნდა იყოს, როგორც ჩვეულებრივი ასევე
მცენარეული (სამარხვო).
მოთხოვნები შემსყიდველის მხრიდან გასაწევ კონტროლზე:
1.2.41 შემსყიდველი იტოვებს უფლებას განახორციელოს არსებული
მდგომარეობის (კვების, განთავსების, ჰიგიენური ნორმების, სამუშაო
პირობების) კონტროლი.
1.2.42 შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული სრულად აითვისოს
ტექნიკურ დავალებასა და ფასების ცხრილში მითითებული შესყიდვის
ობიექტის რაოდენობა.