Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #64105256)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "Georgian Post"
Номер конкурса: 64105256
Дата публикации: 23-05-2025
Сумма контракта: 220 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250009508
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 22.05.2025 18:24
Начало приема предложения 31.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 03.06.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 220`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ავტოსერვისისა და სახმელეთო ამანათების დამუშავების ცენტრის მოწყობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`200.00 GEL
Размер гарантии 2`200 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: givi janibegashvili :: 22.05.2025 10:05
  • Последнее исправление: givi janibegashvili :: 22.05.2025 18:24
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=632530&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება (CPV 71320000)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

იხილეთ ტექნიკური დავალება

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესასყიდი მომსახურების (დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების) ვადა (შემსყიდველის მიერ სამუშაოს ყოველი ეტაპის დასრულების შემდგომ, შემსყიდველის მიერ მისაღები შეთანხმების ვადების გათვალისწინებით) შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 330 (სამას ოცდაათი) კალენდარულ დღეს. აღნიშნულ ვადაში მიმწოდებელმა ასევე უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული პირ(ებ)ის მიერ (შესაბამისი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენით) გაცემული დადებითი საექსპერტო დასკვნები, სახელმწიფო სტრუქტურებიდან შესაბამისი ნებართვები და შეთანხმებები. ხოლო მომზადებული პროექტის საავტორო ზედამხედველობის ვალებულება განისაზღვრება შემსყიდველთან შეთანხმებული დეტალური პროექტის საფუძველზე შემდგომი სამშენებლო სამუშაოების შესრულების სრული პერიოდით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. დასაპროექტებელი ტერიტორიის მისამართი: ქ.თბილისი, აეროპორტის მიმდებარედ, ს/კ 01.19.26.009.047; ს/კ01.19.26.009.048 რეგისტრირებული მიწი ნაკვეთები.
1.5.2. შესასყიდი მომსახურების შედეგად შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა იყოს 4 ეგზემპლარად A3 ფორმატით ნაბეჭდი ალბომი, თანდართული მათი ელექტრონული ვერსიებით (ტექსტური ნაწილი Word-ისა და Excel-ის ფაილების სახით, ხოლო ნახაზები - AutoCAD/ ArchiCad და PDF ფორმატებში) კომპაქტური დისკებით (CD ან DVD ნახაზები - AutoCAD/ ArchiCad და PDF ფორმატებში).
1.5.3. 1.5.2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდება უნდა მოხდეს მიმწოდებლის ხარჯით მისამართზე: ქ. თბილისი, სადგურის მოედანი №2, შპს „საქართველოს ფოსტის“ ადმინისტრაციული შენობა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ელ. ტენდერის გამოცხადებამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 სამოქალაქო ან/და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობის (ჩაითვლება: საგანმანათლებლო, საოფისე, საცხოვრებელი, მრავალფუნქციური და მსგავსი. არ ჩაითვლება: ხაზოვანი ნაგებობა, ტერიტორიის, გზის და ქუჩების პროექტირება) ახალი მშენებლობის (არ ჩაითვლება რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის და სხვა მსგავსი სამუშაოები) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილება (შემდგომში ანალოგიური გამოცდილება), აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს არსებითად და წარმატებით დასრულებული ხელშეკრულებ(ებ)ა და ამ ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მომსახურების (საბოლოო) მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი), ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან, საკმარისია მითითებული იქნეს შესაბამისი CNT, SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები. დამატებით აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა (ან პროექტის შეთანხმების ადმინისტრაციული აქტი მშენებლობის განხორციელებაზე) ან შესაბამისი ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს ელექტრონულ სისტემაში.
2.2.1.2. მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ 3-წლიანი (ტენდერის გამოცხადების დღემდე) გამოცდილება; აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 400000.00 ლარზე ნაკლები. აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არსებითად და წარმატებით დასრულებული ხელშეკრულებ(ებ)ა და ამ ხელშეკრულების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებ(ებ)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან, საკმარისია მითითებული იქნეს შესაბამისი CNT, SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები.

ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს პრეტენდენტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაცია და ფოტოსურათები.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1. პრეტენდენტს პროექტირების განხორციელების პროცესში უნდა ჰყავდეს შესაბამისი სპეციალობისა და კვალიფიკაციის შემდეგი სპეციალისტები:
1. არქიტექტორი (უმაღლესი განათლება – არქიტექტორი);
2. ინჟინერ-კონსტრუქტორი (უმაღლესი განათლება სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობაში);
3. ინჟინერ-ელექტრიკოსი (უმაღლესი განათლება საინჟინრო სფეროში);
4. გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება – ინჟინერი (უმაღლესი განათლება საინჟინრო სფეროში).

2.4.1.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია: პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
არანაკლებ 3 სპეციალისტის (მათ შორის ერთი უნდა იყოს არქიტექტორი უმაღლესი აკადემიური განათლებით, ხოლო დანარჩენს უნდა გააჩნდეს უმაღლესი ან პროფესიული უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო სფეროში) დიპლომის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლები, რეზიუმეები (CV), ასევე სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი საბუთები ან/და სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შეფასდება სპეციალისტების კვალიფიკაციის რელევანტურობა და გამოცდილების შესაბამისობა საპროექტო დავალებასთან, მათი რეზიუმეების (CV), დიპლომების, სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი საბუთებისა ან/და სერტიფიკატების საფუძველზე; სპეციალისტების გამოცდილებაში უნდა მიეთითოს სამუშაო სტაჟი. წარმოსადგენია აგრეთვე წინასწარი განზრახვა (შეთანხმება) აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის შესახებ.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული საპროექტო მომსახურება მოიცავს შემდეგ 3 ეტაპს:
• I ეტაპი: საძიებო კვლევითი სამუშაობის განხორციელება, პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბება და ესკიზური პროექტის მომზადება – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 45 დღისა;
• II ეტაპი: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, განაშენიანების რეგულირების გეგმა – II ეტაპის დაწყებიდან არაუგვიანეს 200 დღისა;
• III ეტაპი: დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვა – III ეტაპის დაწყებიდან არაუგვიანეს 45 დღისა.

2.9 other additional requirements

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან ან წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ დგინდება ის მონაცემები, რომელთა გაგების მიზნითაც იყო ისინი მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით არის დაბალი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რომელიც შესაძლებელია დასაბუთდეს სერტიფიცირებული ექსპერტის/აუდიტორის/საშემფასებლო კომპანიის მიერ გაცემული დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2030 წლის 15 მარტი.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით. აღნიშნული საბანკო ან სადაზღვევო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმებამდე და მისი მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2030 წლის 15 მარტი.
6.4.2. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი დარეგისტრირებულია შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრში (თეთრ სიაში), იგი წარმოადგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.
6.4.3. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ღირებულება არ აღემატება 200 000 ლარს, საბანკო გარანტია არ მოითხოვება.
6.4.4. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში (ლარში).
6.4.5. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.
6.4.6. გარანტიის ფორმა უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორების საფუძველია მხარეთა უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტაცია.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, შემდეგი პირობებით:
• II ეტაპის დაწყების წინ, I ეტაპის დასრულების თაობაზე მხარეთა შორის მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში – სახელშეკრულებო ღირებულების 20%;
• III ეტაპის დაწყების წინ, II ეტაპის დასრულების თაობაზე მხარეთა შორის მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში – სახელშეკრულებო ღირებულების 40%;
• III ეტაპის დასრულების შემდეგ მხარეთა შორის მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში – სახელშეკრულებო ღირებულების 35%;
• IV ეტაპის (საავტორო ზედამხედველობის) დასრულების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2029 წლის 31 დეკემბრისა – სახელშეკრულებო ღირებულების 5%.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გივი ჯანიბეგაშვილი, 597901609, givi.janibegashvili@gpost.ge , ხოლო ტექნიკური კითხვების არსებობის შემთხვევაში – ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსი გივი კუბლაშვილი, მობ.: (+995) 593 13 01 11.

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru