Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #63850889)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: GEORGIAN AMELIORATION LTD
Номер конкурса: 63850889
Дата публикации: 14-05-2025
Сумма контракта: 34 443


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250008856
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.05.2025 17:34
Начало приема предложения 30.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 04.06.2025 13:30
Предполагаемая цена закупки 34`443.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
  • 45453100 - Работы по реконструкции
Срок подачи შემსყიდველის წერილობითი დავალებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში
Дополнительная информация
„კახეთის რეგიონის ზემო ალაზნის სერვის-ცენტრის რეაბილიტაციის“ სამუშაოები

დაფინანსება გათვალისწინებულია 2025 წლის სახსრებით.
Количество и объём закупок იხ. დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 138.00 GEL
Размер гарантии 344 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nodar sadunishvili :: 05.05.2025 11:31
  • Последнее исправление: nodar sadunishvili :: 13.05.2025 17:34
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=630557&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

„კახეთის რეგიონის ზემო ალაზნის სერვის-ცენტრის რეაბილიტაციის“ სამუშაოები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სარეაბილიტაციო სამუშაოების ზოგადი აღწერილობა;
სერვის ცენტრი I სართული:
- ერთკლავიშიანი ჩამრთველის მონტაჟი;
- ოფისის შიდა განათების ბრების მონტაჟი;
- პანელური გათბობის რადიატორების 600X1000 მოწყობა;
- შესასვლელში და კორიდორში იატაკის მოპირკეთება კერამიკული (მეტლახის) ფილებით;
- კედლების დამუშავება ფითხით და შეღებვა წყალემულსიის საღებავით;
- სველი წერტილების მოპირკეთება კერამიკული (კაფელის) ფილებით;
- საპირფარეშოში ახალი უნიტაზის შეძენა მონტაჟი (ჩამრეცხი მექანიზმით);
- საპირფარეშოში ახალი ხელსაბანის შეძენა მონტაჟი შემრევით;
- II სართულზე ასასვლელი კიბის მოაჯირის შეღებვა ზეთოვანი საღებავით;
- ფანჯრებისა და კარებების ახალი საკეტების მონტაჟი;
- ფანჯრებზე მწერებისგან დამცავი ბადეების მონტაჟი;
- გარე ფასადის კედლების შელესვა ქვიშა-ცემენტის ხსნარით;
- გარე ფასადის კედლების შეღებვა ფასადის საღებავით;
სერვის ცენტრი II სართული:
- ერთკლავიშიანი ჩამრთველის მონტაჟი;
- ოფისის შიდა განათების ბრების მონტაჟი;
- დაზიანებული ბრტყელი გადახურვის დემონტაჟი;
- ახალი ბრტყელი გადახურვის მოწყობა ლინოკრომით (ან ანალოგიური) ჰიდროსაიზოლაციო მასალით;
- იატაკზე ლამინირებული პარკეტის მოწყობა;
- ჭერის და კედლების დამუშავება ფითხით და შეღებვა წყალემულსიის საღებავით;
- საპირფარეშოში ახალი უნიტაზის შეძენა მონტაჟი ჩამრეცხი მექანიზმით;
- საპირფარეშოში ხელსაბანის შეძენა მონტაჟი შემრევით;
- II სართულის ასასვლელი კიბის ბაქანის მოპირკეთება კერამიკული (მეტლახის) ფილებით;
- ფანჯრებისა და კარებების ახალი საკეტების მონტაჟი;
- ფანჯრებზე მწერებისგან დამცავი ბადეების მონტაჟი

1.2 2 მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების პროცესში გამოსაყენებელი სხვადასხვა მასალებისა და კონსტრუქციების/მექანიზმების (არსებობის შემთხვევაში) დადგენილ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტალური დადასტურება, კანონმდებლობით განსაზღვრული ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მეთოდით:
• შესაბამისობის დეკლარაციით - რომლითაც, მწარმოებელი ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
• შესაბამისობის სერტიფიკატით - რომლითაც სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
• ინსპექტირების სერტიფიკატით ან/და ოქმით - რომლითაც ინსპექტირების ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

შესრულებული სამუშაოს დადასტურების პროცესის შეფერხების თავიდან აცილებისათვის რეკომენდირებულია ზემოთაღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილ იქნას შესაბამისი მასალებისა და კონსტრუქციების/მექანიზმების (არსებობის შემთხვევაში) გამოყენებამდე.

1.2.3 ხარჯთაღრიცხვაში ასახული გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხების ხარჯვა მიმწოდებლის მიერ მოხდება მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე, შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით.

1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას პროექტის ცვლილების შემთხვევაში, უზრუნველყოს საშემსრულებლო ნახაზ(ებ)ის წარდგენა.

1.2.5 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს გამოყენებული საქონლის/მასალის შემსყიდველთან შეთანხმება.

1.2.6 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი (ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, სადაც განსაზღვრული იქნება ახალი პოზიციის ერთეულის ფასი.
იმ შემთხვევაში, თუ იცვლება პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს კონსტრუქციულ ნაწილზე, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ინსპექტირების სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა (შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი ნაგებობის სფეროშიც).

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას სისტემაში 1.2 პუნქტში ატვირთული ფაილების შესაბამისად.

სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შემსყიდველის წერილობითი დავალებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ზემო ალაზნის სერვის ცენტრი მდებარეობს ქ. თელავში. ს/კ 53.20.31.686.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ შესრულებული სამუშაო, სწორი ექსპლუატაციის პირობებში არ გამოავლენს დეფექტს და შეესაბამება სამუშაოს შესრულების ტექნიკურ პირობებს.
2. გარანტია ვრცელდება სამშენებლო სამუშაოებზე გამოყენებულ ნებისმიერ მასალასა და კონსტრუქციებზე/მექანიზმებზე (არსებობის შემთხვევაში).
3. შესრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან.
4. შემსყიდველის მხრიდან, საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების თაობაზე, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ყველა გამოვლენილი დეფექტი/გაუმართაობა. იმ შემთხვევაში თუ დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის სირთულიდან გამომდინარე, მის აღმოსაფხვრელად საჭიროა მეტი ვადა, მიმწოდებელმა 10 დღიანი ვადის გასვლამდე შემსყიდველთან უნდა შეათანხმოს მოცემული ვადის გაგრძელების საკითხი. ნებისმიერ შემთხვევაში დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს, შემსყიდველის მხრიდან, საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების თაობაზე, შეტყობინების მიღების დღიდან. ზემოაღნიშნული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება ხელშეკრულების ღირებულების 0.05% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
5. თუ საგარანტიო ვადის ამოწურვის მომენტისათვის შემსყიდველს მიმწოდებლისთვის გაგზვნილი აქვს საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების შეტყობინება ან თუ მოცემულ დროს წარმოებს გამოვლენილი დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრის სამუშაოები, შესრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა გაგრძელდება შესაბამისი დეფექტე(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრამდე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

საანგარიშო პერიოდში*, საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნისა, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს პრეტენდენტი ან სათაო კომპანია), პრეტენდენტის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების** ფაქტობრივად შესრულებული ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 51,664.50 (ორმოცდათერთმეტი ათას ექვსასსამოცდაოთხი ლარი და 50 თეთრი) ლარისა (დღგ-ს გარეშე).

*საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020 წლის 1-ლი მაისიდან ელ. ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდს.

** მშენებლობად განიხილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ა), ბ), გ) და დ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული ახალი მშენებლობა (მათ შორის - მონტაჟი), რეკონსტრუქცია და შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა), აგრეთვე დემონტაჟი (არსებული შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევა).

ა) პრეტენდენტის გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი დოკუმენტებიდან:
ა.ა.) მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა (საკმარისია ხელშეკრულების ან მისი ნაწილის წარმოდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, მხარეთა რეკვიზიტები, სამუშაოს შინაარსი და სამუშაოს ღირებულება);
ა.ბ.) შესაბამისი სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ:
• სამუშაოს შესრულების აქტი (მაგალითად ფორმა N2 ან ანალოგიური შინაარსის სხვა დოკუმენტი) ან/და
• შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი ან/და
• დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ცნობა ან/და
• დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და ყველა შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ზემოაღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სახელმწიფო შესყიდვის შესაბამისი ნომერი (SPA, NAT, CMR და სხვ.).“

გ.ა.) იმ შემთხევევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამუშაოები შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ან/და ამ მუხლის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად აუცილებლად უნდა წარმოადგინოს დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
გ.ბ.) იმ შემთხევევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, წარმოდგენილ უნდა იქნას სამუშაოს ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.


დ) წარმოდგენილი დოკუმენტებიდან შესაძლებელი უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების შინაარსისა და ღირებულების იდენტიფიცირება, ასევე, უნდა იკვეთებოდეს ხელშეკრულებასა და სამუშაოს შესრულების დამდასტურებელ დოკუმენტთა შორის ურთიერთკავშირი.

ე) უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

ვ) ამხანაგობის და ამხანაგობის წევრთა მიმართ დადგენილი დამატებითი მოთხოვნები:
ვ.ა.) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს წარმოადგენს ამხანაგობა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სატენდერო დოკუმენტაციით გამოცდილების მიმართ დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ამხანაგობის თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად, ვინაიდან, შესასრულებელი ვალდებულებისადმი პრეტენდენტის მინიმალურ გამოცდილებასთან მიმართებით დადგენილია ერთიანი მოთხოვნა;
ვ.ბ.) საანგარიშო პერიოდში მოთხოვნილ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა, ასევე, უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

ზ) უცხოური საწარმოს ან მისი წარმომადგენლობის/ფილიალის მიმართ დადგენილი დამატებითი მოთხოვნები:
ზ.ა.) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ზ.ბ.) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტების დედანთან სისწორე ნოტარიულად უნდა იქნას დამოწმებული.

თ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს ასრულებს ერთზე მეტი პირი, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია შემსრულებელი პირების მითითებით, რომელსაც დაადასტურებს ყველა შემსრულებელი მხარე.


ი) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს შესრულებული აქვს სამუშაო როგორც ამხანაგობის წევრს, აღნიშნული სამუშაო უნდა ქონდეს შესრულებული კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში ძირითად შემსყიდველთან თავდაპირველად წარდგენილი განაწილების ან/და შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე.

კ)თუ პრეტენდენტს შესრულებული აქვს სამუშაო როგორც ქვეკონტრაქტორს და ძირითად შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს სამუშაოების გადაცემის თაობაზე შემსყიდველთან შეთანხმების ვალდებულებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება აღნიშნული შეთანხმების არსებობა.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მიმწოდებელი უფლებამოსილია ქვეკონტრაქტორს გადასცეს მთლიანი სამუშაოების ღირებულებითი მოცულობის არაუმეტეს 50%.
2.8.1.2. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ქვეკონტრაქტორს გადასცემს მთლიანი სამუშაოების 20%-დან - 50 %-ის ღირებულებითი მოცულობის სამუშაოებს, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეათანხმოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორის, სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდილება (ფაქტობრივად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებების ჯამი) განისაზღვრება ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებიდან გამომდინარე და გამოითვლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული/პრაქტიკაში არსებული დაანგარიშების ფორმულის მიხედვით. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. პრეტენდენტს გამოცდილებაში ჩაეთვლება იმ ტიპის სამუშაოები, რაც ანალოგიური ან მსგავსია ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოებისა.
2.8.1.3. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს დარეგისტრირებული შავ სიაში.
2.8.1.4. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი სამუშაოს ქვეკონტრაქტორზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან და აღნიშნულ სამუშაოზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

2.9 other additional requirements

1. შევსებული დანართი N1 - სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა Excel ფორმატში (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი);
2. პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული დოკუმენტ(ებ)ი (სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს აკრედიტირებული საექსპერტო ორგანიზაციისა ან სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ლარში, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. ანგარიშსწორების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს სულ მცირე ყოველთვიურად წარუდგინოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება საანგარიშო პერიოდისა და ნაზარდი ჯამის მითითებით. მიმწოდებელი არ არის შეზღუდული საანგარიშო პერიოდში წარმოადგინოს რამდენიმე შესრულება.
3. ყოველი ანგარიშსწორებისას გადასახდელი თანხიდან განხორციელდება დაქვითვები ხელშეკრულების 9.8. (ადმინისტრაციული სახდელი) პუნქტის პირობების გათვალისწინებით.
4.იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების მომენტისათვის, მიმწოდებელს შემსყიდველის მიმართ აქვს ამ ხელშეკრულებიდან ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებები (მათ შორის გადაუხდელი პირგასამტეხლო), შემსყიდველი უფლებამოსილია გამოქვითოს აღნიშნული თანხა გადასახდელი ოდენობიდან.
5. შემსყიდველი უფლებამოსილია, ხოლო მიმწოდებელი თანახმაა ხელშეკრულებით დაკისრებული პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოქვითოს ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისი, მიმწოდებელზე გადასარიცხი თანხიდან.
6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება ხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისა და შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლ(ებ)ის მიერ დადასტურებული მოცულობების მიხედვით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
2. სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარებით განსაზღვრული ანგარიშსწორება განხორციელდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნოდარ სადუნიშვილი, 595800908, Nodar.Sadunishvili@ag.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

- სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.

- პრეტენდენტი უფლებამოსილია წინადადების წარმოდგენამდე სამუშაოების წარმოების ადგილზე გაეცნოს არსებულ ვითარებას.

- სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

- ყველგან, თუკი სადმე მითითებულია სასაქონლო ნიშანი, მოდელი ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური“. ასევე, თუ მოთხოვნილია სტანდარტთან შესაბამისობა, იგულისხმება მითითებული ან მისი ექვივალენტური სტანდარტი.

- 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ, მის მიერ შექმნილ, ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (იხილეთ სახელმძღვანელო ინსტრუქცია).

- მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ სამუშაოების დაწყების თარიღის წერილობითი შეტყობინებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შემსყიდველთან წარდგენა, იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველი ორგანიზაცია არ შეითანხმებს წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკს და მოითხოვს მის კორექტირებას, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან შეთანხმებული კორექტირებული გეგმა-გრაფიკი წარმოადგინოს შემსყიდველი მიერ კორექტირების მოთხოვნის წერილობითი მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. გეგმა-გრაფიკი უნდა იყოს, როგორც ხაზოვანი, ასევე, თანხობრივი, თვეების ჭრილში. აღნიშნული გეგმა-გრაფიკი დაერთვება ხელშეკრულებას დანართად. შემსყიდველისათვის წარდგენილი გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოების დასრულების ვადას.

- სატენდერო წინადადება და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

- სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უნდა იყოს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.


- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს მიერ (აკრედიტაციის სფეროს უნდა წარმოადგენდეს: ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება (მათ შორის ფორმა N2 -ის მიხედვით)) დადასტურებული საშემსრულებლო დოკუმენტაციის (შესრულებული სამუშაოს აქტის (ფორმა #2) წარმოდგენა.

-ელ.ტენდერის დღგ-ს გარეშე გამოცხადების შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის გამარჯვებული პრეტენდენტი იქნება დარეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად, შესასყიდი სამუშაოს ღირებულებას (შემოთავაზებულ მთლიან თანხას) დაემატება დღგ (18 %).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru