2.2.1.1 პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან ტენდერისათვის „წინადადებების
მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში,
საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (უცხო
ქვეყნის შემთხვევაში გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც
რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ფაქტობრივად ჯამურად შესრულებული უნდა
ჰქონდეს არანაკლებ 390 771 (სამას ოთხმოცდაათი ათას შვიდას
სამოცდათერთმეტი) ლარის ღირებულების ანალოგიური (შენობ(ებ)ის
მშენებლობის, ან/და რეკონსტრუქციის, ან/და რეაბილიტაციის/რემონტის)
სამუშაოები.
2.2.1.2 პრეტენდენტმა, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტის მოთხოვნების
დასადასტურებლად, უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1
პუნქტში არსებული შევსებული დანართი N2, ანალოგიური სამუშაოს
შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულება,
შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით, დამკვეთის/შემსყიდველისა და
პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ დადასტურებული
ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საბოლოო ფორმა N2).
2.2.1.2.1 სამუშაოებზე, რომელიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და
დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა სახელმწიფო
შემსყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა
წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო
ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც უნდა ედრებოდეს დასრულებული სამუშაოების
ჯამურ ღირებულებას (თუ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამი
ნაკლებია ამ პუნქტის 2.2.1.1 და 2.2.1.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ში მითითებულ ჯამურ
ღირებულებაზე, გათვალისწინებული იქნება ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამური
ოდენობა, მაგრამ, არაუმეტეს მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი
დოკუმენტ(ებ)ით გათვალისწინებული საერთო ღირებულებისა);
2.2.1.2.2 სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან
სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა
მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი,
სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს
ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო,
კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული
ხელშეკრულების ფარგლებში.
2.2.1.2.3 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის
შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი SPA, NAT, CMR, MEP, DAP ნომრების წარმოდგენა.
აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს
ინფორმაციის წარმოდგენა გამოცდილების შესახებ (სატენდერო
დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად).
2.2.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში, პრეტენდენტის მიერ
ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების შესახებ ინფორმაცია
მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების
შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს სამუშაოს
შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის,
შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
2.2.1.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.2.3 ქვეპუნქტით
განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის ან
ღირებულების იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს
დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი
დოკუმენტის - ფორმა N2 (ან სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტის, საიდანაც
შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების
იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს
დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.
2.2.1.5 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა:
2.2.1.5.1 ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში,
ამხანაგობის თითოეული წევრი, დამოუკიდებლად, სრულად (100%-ით) უნდა
აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით განსაზღვრულ
მოთხოვნებს გამოცდილების შესახებ. ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში
მონაწილეობის საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული
ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის შესაბამისად.
2.2.1.5.2 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა
მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ
(შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ
ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში
ატვირთული დანართი N4ის შესაბამისად.
2.2.1.5.3 ამხანაგობის წევრთა გამოცდილების შეკრება არ დაიშვება.
2.2.1.6. ქვეკონტრაქტორის გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო
დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს სრულად, რის
დასადასტურებლად შემსყიდველს უნდა წარედგინოს სატენდერო
დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული ანალოგიური გამოცდილების
დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
2.2.1.7. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების შეფასებისას
მხედველობაში მიიღება უშუალოდ პრეტენდენტის გამოცდილება,
ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შეკრება პრეტენდენტის
გამოცდილებასთან ერთად არ განხორციელდება.
2.2.1.8 თუ პრეტენდენტს სამუშაოები შესრულებული აქვს სხვა ქვეყანაში, ასევე
წარმოდგენილი უნდა იქნას მოცემული სამუშაოების ძირითადი
შემსყიდველის უფლებამოსილი პირის ან ორგანიზაციის მიერ (ქვეყნიდან
სადაც ჩატარებულია სამუშაოები) გაცემული წერილი ჩატარებული სამუშაოს
დადასტურების შესახებ.
2.2.1.9 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი
წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
ა) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და
ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე
უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი
პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბ) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში,
მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს
ნოტარიულად.