Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Приемники телевизионной и радио-сигнала и оборудование для записи и воспроизведения звука или изображения (Грузия - Тендер #63472247)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Self-city Kutaisi City Hall
Номер конкурса: 63472247
Дата публикации: 28-04-2025
Сумма контракта: 6 651 510


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250008118
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 28.04.2025 14:22
Начало приема предложения 25.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 30.05.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 6`651`510.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 32300000-Приемники телевизионной и радио-сигнала и оборудование для записи и воспроизведения звука или изображения
Коды классификатора
  • 32323500 - Системы видеонаблюдения
  • 32333200 - Видеокамеры
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჭირო ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის შეძენა თანმდევი აღჭურვილობითა და მომსახურებით (მრავალწლიანი შესყიდვა)
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 50`000.00 GEL
Размер гарантии 66`515 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irakli adeishvili :: 10.04.2025 10:03
  • Последнее исправление: irakli adeishvili :: 28.04.2025 14:22
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=627616&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჭირო ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის შეძენა თანმდევი აღჭურვილობითა და მომსახურებით (მრავალწლიანი შესყიდვა, ანგარიშსწორება 36 თვის განმავლობაში).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი და ვიდეო ნაკადის (სტრიმის) უზრუნველყოფა/ტრანსპორტირება ქ. თბილისის (სსიპ 112) მონაცემთა დამუშავების ცენტრებამდე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში.
2. შესყიდვის ობიექტზე 36 თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურეობა (ადგილზე), რომელიც აითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. მიმწოდებელმა რეაგირება უნდა მოახდინოს ელ. ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინებიდან 48 საათის განმავლობაში.
3. ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ვიდეო-სამეთვალყურეო კამერ(ებ)ის სრული კომპლექტის და ვიდეო ნაკადების კავშირგაბმულობის მდგრადობა, კერძოდ:
• „ა“ ტიპის კამერა ლოკალურად იძლევა შესაბამისი ხარისხის ვიდეო-სიგნალს. გამართულად მუშაობს მისი გარე გამოყენების კორპუსის საწმენდი სითხის შეშხურებისა და გაწმენდის მექანიზმი და ავზში არის საკმარისი რაოდენობის სპეციალური საწმენდი სითხე. კომპლექტი ფიზიკურად და პროგრამულად გამართულია, ისე რომ ანალიტიკური პროგრამა უზრუნველყოფს 240კმ/სთ სიჩქარით გავლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნომრის ამოცნობას და საერთო რაოდენობის სანომრე ნიშნის ამოცნობას არანაკლებ 90%-იანი სიზუსტით.
• „ბ ტიპის კამერები ლოკალურად იძლევა შესაბამისი ხარისხის ვიდეო-სიგნალს და გამართულად მუშაობს ყველა ფუნქცია.
• მონაცემთა გადაცემის ქსელი უზრუნველყოფს მდგრად კავშირს დატაცენტრამდე, ისე რომ არ ხდება ვიდეო სიგნალის კარგვა/დამახინჯება.
4. გარე გამოყენების უწყვეტი კვების სისტემის ელექტრო ქსელზე დაერთების ორგანიზებას, ენერგო დისტრიბუტორ კომპანიასთან (სს ენერგო პრო ჯორჯია) კოორდინირებას და ტექნიკური დავალების შეთანხმებას უზრუნველყოფს მიმწოდებელმა. გამრიცხველიანებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და ასევე ელ. ენერგიის ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადს უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაცია.
5. შესყიდვის ობიექტის ფარგლებში წარმოდგენილ ტექნიკაზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია 3 (სამი) წლის განმავლობაში, რომელიც აითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
6. მოწოდებული ტექნიკის საგარანტიო პირობები არ ვრცელდება ვიდეო კამერაზე ან სრულ კომპლექტაციაზე თუ სახეზეა გარეშე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანება (ელ. ძაბვა, მეხის დაცემა, ავტოსაგზაო შემთხვევა და სხვა.).
7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ან დაერთების წერტილის (უწყვეტი კვების წყაროს) განთავსების ადგილას ბოძ(ებ)ის (დგარების) მიწოდება-მონტაჟი.

8. მოსაწოდებელი საქონლის რაოდენობა:
8.1. „ა“ ტიპის ვიდეო- სამეთვალყურეო კამერა (ადგილზე მიწოდება-მონტაჟით) - 13 ცალი,
8.2. „ბ“ ტიპის ვიდეო- სამეთვალყურეო კამერა (ადგილზე მიწოდება-მონტაჟით) - 32 ცალი,
8.3. „გ“ ტიპის ვიდეო- სამეთვალყურეო კამერა (ადგილზე მიწოდება-მონტაჟით) - 675 ცალი,
8.4. „დ“ ტიპის ვიდეო- სამეთვალყურეო კამერა (ადგილზე მიწოდება-მონტაჟით) - 10 ცალი,
8.5. „ე“ ტიპის ვიდეო- სამეთვალყურეო კამერა (ადგილზე მიწოდება-მონტაჟით) - 5 ცალი,
8.6. კავშირის წერტილი და უწყვეტი კვების სისტემა - 314 ცალი,
8.7. სერვერი ვიდეო ჩანაწერის არქივისთვის - 7 ცალი,
8.8. სერვერი ვიდეო ნაკადის ანალიტიკისთვის - 3 ცალი,
8.9. ნომრის ამომცნობი პროგრამის ლიცენზია (შს სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის ბაზაზე არსებული სახელმწიფო სანომრე ნიშნების ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფასთან თავსებადი პროგრამული უზრუნველყოფა და ლიცენზი(ები)ა, რომელიც მოიცავს ყველა ფუნქციას რაც დღეის მდგომარეობით სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის ბაზაზე არის დანერგილი, მათ შორის ვიდეო სტრიმის ჩაწერის ფუნქციასაც) - 45 ცალი,
8.10. Milestone პროგრამული ლიცენზია (შსს ბალანსზე რიცხულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადი, Milestone XProtect Corporate, Care+ End Date: 31.01.2026) - 685 ცალი.
შენიშვნა: შესყიდვის ობიექტის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები იხილეთ დანართი N1-ში.

9. სატენდერო დოკუმენტაციის იმ ნაწილში, სადაც მოცემული იქნება შესასყიდი მასალებისა და მოწყობილობის სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. მიწოდება-მონტაჟის ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღე.
2. მომსახურეობა (მოვლა-პატრონობა) უნდა განხორციელდეს - საქონლის მიწოდება-მონტაჟის დასრულებიდან 36 თვის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურება გასწიოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმებისა და წესების დაცვით, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.

2. მომსახურების გაწევის ადგილია - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, მომსახურების გაწევის ფორმა მოცემულია ტექნიკურ დავალებაში და ფასების ცხრილში.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. ვიდეო კამერებზე უნდა გავრცელდეს მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გარანტია, ხოლო აკუმულატორებზე მინიმუმ 1 წლიანი გარანტია, რომელიც აითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში დაზიანებული საქონელი (ტექნიკა) უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით არაუმეტეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარულ დღის განმავლობაში.

2. ანალიტიკისა და არქივაციის სერვერებზე უნდა გავრცელდეს მინიმუმ 3 (სამი) წლიანი ქარხნული გარანტია, საქართველოში მოქმედი მწარმოებლის მიერ ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურებით, რის დამადასტურებლადაც წარმოდგენილ უნდა იქნას მწარმოებლისგან გაცემული დოკუმენტი. სერვერის საგარანტიო მომსახურების ვადის შემოწმება შესაძლებელი უნდა იყოს მწარმოებლის ოფიციალურ ვებ- გვერდზე. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში დაზიანებული საქონელი (ტექნიკა) უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით არაუმეტეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარულ დღის განმავლობაში.

3. საგარანტიო პირობები არ ვრცელდება ვიდეო კამერაზე, ან სრულ კომპლექტაციაზე, თუ სახეზეა გარეშე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანება (ელ. ძაბვა, მეხის დაცემა, ავტოსაგზაო შემთხვევა და სხვა

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1. პრეტენდენტმა ფასების ცხრილში, გარდა მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პოზიციებისა, სვეტში „წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებლის დასახელება და მოდელი“ უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი და მოდელი.

2. პრეტენდენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას (დაზუსტების გარეშე).

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე, უნდა გააჩნდეს მსგავსი ქსელური ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების მიწოდება-მონტაჟის გამოცდილება, ჯამურად არანაკლებ 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარის ღირებულებისა. მათ შორის, არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების გამოცდილება უნდა გააჩნდეს კონკრეტულად ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების მოვლა-პატრონობის სფეროში.

2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად;

3. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი და საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული), დამკვეთის/შემსყიდველის მიერ დადასტურებული, საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რითიც უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში საქონლის მიწოდების დასრულება და მითითებული უნდა იყოს საქონლის მიწოდების ჯამური ღირებულება; ასევე პრეტენდენტი ვალდებულია ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებით წარმოადგინოს მთავარ დამკვეთთან/შემსყიდველთან გაკეთებული შეთანხმება/ნებართვა (თუ ასეთი მოთხოვნა გათვალისწინებული შემსყიდველის სატენდერო დოკუმენტაციით. შეთანხმების/ნებართვის წარმოუდგენლობის (საწყის ან დაზუსტების ეტაპზე) შემთხვევაში, აღნიშნული სამუშაო პრეტენდენტს გამოცდილებად არ ჩაეთვლება) და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი და შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.


4. საქონლის მიწოდება, რომლებიც შესრულებულია კერძო კომპანიის (არა საბიუჯეტო ორგანიზაცია) დაკვეთით, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას. (თუ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამი ნაკლებია საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტში მითითებულ ოდენობაზე, გათვალისწინებულ იქნება ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამური ოდენობა, მაგრამ არაუმეტეს საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული საერთო ღირებულებისა);

5. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდება შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების საქონლის მიწოდება მოხდა ამხანაგობის მონაწილეების მიერ ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება მიწოდებული საქონლის შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს ისეთი დოკუმენტი, საიდანაც შესაძლებელი იქნება მიწოდებული საქონლის შინაარსისა იდენტიფიცირება, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ვიდეო კამერ(ებ)ის და სერვერ(ებ)ის მწარმოებლ(ებ)ის ავტორიზაციის ფორმ(ებ)ი ე.წ. MAF.
2. იმ შემთხვევაში თუ პროექტით გათვალისწინებულია Milestone Xprotect Corporate პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიები, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თანამშრომლის სერთიფიკატი, რომელიც დაადასტურებს Milestone-ის სპეციალიზაციას.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა).

2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის/აუდიტორული/საშემფასებლო დასკვნით.

3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილში მითითებულ ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:

(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

ამხანაგობის წევრებისთვის:

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი წევრების შესახებ.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები), რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგნოს5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, რომლებიც (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

(1) გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N4-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და დღგ-ს ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ. (საქონლის შეძენის ღირებულება გადანაწილდება 36 თვეზე)
3. მიწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარებისას და ანგარიშსწორებისას მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს მისაწოდებელი საქონლის ტექნიკური მახასიათებლების სატენდერო წინადადებების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნა გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (აღნიშნული დასკვნ(ებ)ის ღირებულება უნდა დაფაროს მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით). იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას)
4. მიღება-ჩაბარება გაწეულ მომსახურებაზე მოხდება საანგარიშო პერიოდში ტექნიკური დავალების შესრულებაზე შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის (112) წერილობითი დადასტურების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების საბოლოოდ გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირაკლი ადეიშვილი, 599285289, kutaisi.procurement@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.

2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.

3. 2019 წლის 1 იანვრიდან, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიცი

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru