ტექნიკური დავალება
შესასრულებელი სამუშაოს პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა
(ტექნიკური დავალება), სამუშაოების რაოდენობა/მოცულობა მოცემულია
დეფექტურ აქტში. სამუშაოს შესრულება უნდა განახორციელოს წინამდებარე
ტექნიკური დავალებით, დეფექტური აქტით და კანონით დადგენილი
პირობებისა და წესების დაცვით
1.მიმწოდებელმა მოსამზადებელი სამუშაოების, სადემონტაჟო და უშუალოდ
სამშენებლო სამუშაოთა წარმოებისას, უნდა დაიცვას შესაბამისი
სამშენებლო ნორმებითა და წესებით განსაზღვრული ღონისძიებები;
2.ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, სამუშაოების მიმდინარეობის
პროცესში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ამ
სამუშაოების ფარგლებში მიღებული ან/და გამოწერილი ზედნადებები, ან/და
ხარჯების ამსახველი სხვა დოკუმენტაცია.
3.მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით.
მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, მოთხოვნის
შემთხვევაში წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის
განმახორციელებელ პირს გამოყენებული მასალა ნაკეთობების ხარისხის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესაბამისი სერთიფიკატები);
4.მიმწოდებელი ვალდებულია შეინარჩუნოს სასამართლოს შენობაში არსებული
სამუშაო რეჟიმი. სარემონტო სამუშაოების საათები და პერიოდი, როგორც
სამუშაო დღეებში ასევე უქმე და დასვენების დღეებში, შეთანხმდეს
სასამართლოსთან;
5.სამუშაოს შესრულება უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი
რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით და
შესაბამისი ტექნიკით;
6.სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და
კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე
წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება მოთხოვნის
შესაბამისად;
7.სამუშაოებზე გამოყენებული მასალებისა და კონსტრუქციების ხარისხი
უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და
სამშენებლო ნორმებს. ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს ახალი;
8.სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური
აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, მათი
ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით.
სამუშაოებზე გამოყენებული მასალებისა და კონსტრუქციების ხარისხი
უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და
სამშენებლო ნორმებს. ტექნიკური აღჭურვილობის, ხელსაწყოების,
ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული)
წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება;
9.ფარული სამუშაოების წარმოებისას მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს
ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები. ფარული
სამუშაოები წარმოებული უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ
ინსპექტირების განმახორციელებელ პირ(ებ)თან ერთად, ან უნდა მოხდეს
აღნიშნული სამუშაოების ფოტო და ვიდეო ფიქსაცია გარკვევით, იმ
სამუშაოებზე, რომლებიც განეკუთვნება ფარული სამუშაოების
კატეგორიას;
10.მიმწოდებელმა უნდა გამოყოს ობიექტზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი და
უზრუნველყოს სამუშაოების წარმოება მისი/მათი მუდმივი
ზედამხედველობით. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, სასამართლოს
პერსონალისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის, მიმწოდებელმა
საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს სამუშაო პერიმეტრის
შემოსაზღვრა დამცავი ბარიერებისა ან/და გამყოფი ლენტების მეშვეობით,
მომუშავენი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის
საშუალებებით;
11.აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკის, სამშენებლო, საწარმოო
სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედი წესების, ნორმებისა და
ინსტრუქციების დაცვა. სამუშაოების შესრულებისას, მიმწოდებელმა
თითოეული სამუშაოსთვის უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და ადამიანის
ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები. ყველა სამუშაო უნდა
შესრულდეს ადგილობრივი და სახელმწიფო კანონების, კოდექსების,
მოთხოვნებისა და დადგენილებების შესაბამისად, რომლებიც ეხება
ადამიანთა უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვას;
12.სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების წესების დაცვაზე, შესასრულებელი
სამუშაოების უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება
მიმწოდებელს და მის მიერ უსაფრთხოებისათვის გამოყოფილ პასუხისმგებელ
პირს. ყველა სახის სამუშაოების შესრულების დროს დაცული უნდა იყოს
უსაფრთხოების წესები და ნორმები;
13.მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ელექტრონული ტენდერით
გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად
შესრულებით მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურების
ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს და ასევე, მას ეკისრება სრული
პასუხისმგებლობა ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული
ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში წარმოშობილ ზიანზე;
14.მიმწოდებელი სამუშაოების წარმოების პროცესში ვალდებულია დაიცვას
სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული ყველა წესი. უსაფრთხოებისა და
სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული წესების დაუცველობის
შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს შესაბამისი
ზარალი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
15.ელექტრო მოწყობილობებში დენის წყაროს მიწოდებისას, კატეგორიულად
უნდა აიკრძალოს – კავშირების მიერთება და განცალკავება; სამუშაოების
წარმოებისას გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ცეცხლგამძლე მასალები, რაც
გამორიცხავს მათ აალებას; ელექტრო სამუშაოების წარმოებისას მომუშავე
პერსონალის მიერ გამოყენებული უნდა იქნეს დიელექტრიკული ფეხსაცმელი
და სხვა აუცილებელი უსაფრთხოებისათვის საჭირო ხელსაწყოები;
16.მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას სამუშაო ადგილის ფარგლებში მისი
მიზეზით გამოწვეული დაზიანებები და აღადგინოს პირვანდელი
მდგომარეობა;
17.სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად ნარჩენების გატანას და
ტერიტორიის დასუფთავებას, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით,
უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი სახსრებით, ხოლო, სამუშაოების
დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ
გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან,
მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და გენერალურად
დაასუფთაოს შენობა და რეაბილიტირებული ფართები;
18.ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა
იყოს დამკვეთთან;
19.მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები უზრუნველყოს საქართველოში
მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით. სამუშაო ადგილის ფარგლებში
მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება, მუშაობით
გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა;
20.მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული
სამუშაოების შესრულების ვადები.
! პრეტენდენტის მიერ შევსებული უნდა იყოს დეფექტური აქტის ყველა უჯრა,
სადაც მითითებულია ნული.
! დაზუსტებას არ დაექვემდებარება ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან თუ
წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა
აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
! ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იქნას Excel ფაილის სახით.