Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #63163064)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Supreme Council of Justice LEPL " Department of the General Courts of Georgia"
Номер конкурса: 63163064
Дата публикации: 17-04-2025
Сумма контракта: 19 450


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250007628
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.04.2025 17:44
Начало приема предложения 03.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 08.05.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 19`450.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
  • 45260000 - Кровельные работы и другие специализированные строительные
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე
Дополнительная информация
ოზურგეთის რაიონული, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლოების შენობების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 195.00 GEL
Размер гарантии 195 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nikoloz kilasonia :: 14.04.2025 11:34
  • Последнее исправление: nikoloz kilasonia :: 16.04.2025 17:44
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=628058&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ოზურგეთის რაიონული, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლოების შენობების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

შესასრულებელი სამუშაოს პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), სამუშაოების რაოდენობა/მოცულობა მოცემულია დეფექტურ აქტში. სამუშაოს შესრულება უნდა განახორციელოს წინამდებარე ტექნიკური დავალებით, დეფექტური აქტით და კანონით დადგენილი პირობებისა და წესების დაცვით


1.მიმწოდებელმა მოსამზადებელი სამუშაოების, სადემონტაჟო და უშუალოდ სამშენებლო სამუშაოთა წარმოებისას, უნდა დაიცვას შესაბამისი სამშენებლო ნორმებითა და წესებით განსაზღვრული ღონისძიებები;
2.ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ამ სამუშაოების ფარგლებში მიღებული ან/და გამოწერილი ზედნადებები, ან/და ხარჯების ამსახველი სხვა დოკუმენტაცია.
3.მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით. მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს გამოყენებული მასალა ნაკეთობების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესაბამისი სერთიფიკატები);
4.მიმწოდებელი ვალდებულია შეინარჩუნოს სასამართლოს შენობაში არსებული სამუშაო რეჟიმი. სარემონტო სამუშაოების საათები და პერიოდი, როგორც სამუშაო დღეებში ასევე უქმე და დასვენების დღეებში, შეთანხმდეს სასამართლოსთან;
5.სამუშაოს შესრულება უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით და შესაბამისი ტექნიკით;
6.სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება მოთხოვნის შესაბამისად;
7.სამუშაოებზე გამოყენებული მასალებისა და კონსტრუქციების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს. ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს ახალი;
8.სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. სამუშაოებზე გამოყენებული მასალებისა და კონსტრუქციების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს. ტექნიკური აღჭურვილობის, ხელსაწყოების, ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება;
9.ფარული სამუშაოების წარმოებისას მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები. ფარული სამუშაოები წარმოებული უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ინსპექტირების განმახორციელებელ პირ(ებ)თან ერთად, ან უნდა მოხდეს აღნიშნული სამუშაოების ფოტო და ვიდეო ფიქსაცია გარკვევით, იმ სამუშაოებზე, რომლებიც განეკუთვნება ფარული სამუშაოების კატეგორიას;
10.მიმწოდებელმა უნდა გამოყოს ობიექტზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი და უზრუნველყოს სამუშაოების წარმოება მისი/მათი მუდმივი ზედამხედველობით. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, სასამართლოს პერსონალისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის, მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს სამუშაო პერიმეტრის შემოსაზღვრა დამცავი ბარიერებისა ან/და გამყოფი ლენტების მეშვეობით, მომუშავენი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;
11.აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკის, სამშენებლო, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედი წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დაცვა. სამუშაოების შესრულებისას, მიმწოდებელმა თითოეული სამუშაოსთვის უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები. ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს ადგილობრივი და სახელმწიფო კანონების, კოდექსების, მოთხოვნებისა და დადგენილებების შესაბამისად, რომლებიც ეხება ადამიანთა უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვას;
12.სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების წესების დაცვაზე, შესასრულებელი სამუშაოების უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს და მის მიერ უსაფრთხოებისათვის გამოყოფილ პასუხისმგებელ პირს. ყველა სახის სამუშაოების შესრულების დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები და ნორმები;
13.მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს და ასევე, მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში წარმოშობილ ზიანზე;
14.მიმწოდებელი სამუშაოების წარმოების პროცესში ვალდებულია დაიცვას სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული ყველა წესი. უსაფრთხოებისა და სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული წესების დაუცველობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს შესაბამისი ზარალი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
15.ელექტრო მოწყობილობებში დენის წყაროს მიწოდებისას, კატეგორიულად უნდა აიკრძალოს – კავშირების მიერთება და განცალკავება; სამუშაოების წარმოებისას გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ცეცხლგამძლე მასალები, რაც გამორიცხავს მათ აალებას; ელექტრო სამუშაოების წარმოებისას მომუშავე პერსონალის მიერ გამოყენებული უნდა იქნეს დიელექტრიკული ფეხსაცმელი და სხვა აუცილებელი უსაფრთხოებისათვის საჭირო ხელსაწყოები;
16.მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას სამუშაო ადგილის ფარგლებში მისი მიზეზით გამოწვეული დაზიანებები და აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა;
17.სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად ნარჩენების გატანას და ტერიტორიის დასუფთავებას, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი სახსრებით, ხოლო, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და გენერალურად დაასუფთაოს შენობა და რეაბილიტირებული ფართები;
18.ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს დამკვეთთან;
19.მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით. სამუშაო ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა;
20.მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადები.

! პრეტენდენტის მიერ შევსებული უნდა იყოს დეფექტური აქტის ყველა უჯრა, სადაც მითითებულია ნული.
! დაზუსტებას არ დაექვემდებარება ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
! ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იქნას Excel ფაილის სახით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე, ხოლო თუ შესრულების ბოლო დღე დაემთხვევა არასამუშაო დღეს, შესრულება გადაიწევს პირველივე სამუშაო დღეზე.

დრო, რომელიც ესაჭიროება შემსყიდველს ექსპერტიზის განსახორციელებლად არ ჩაითვლება სამუშაოების შესრულების სავალდებულო ვადებში (ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს შემსყიდველი). ამასთან ექსპერტის მიერ შესრულებულ სამუშაოში ხარვეზის/შეუსრულებლობის დადგენის შემთხვევაში, ექსპერტიზის მიმდინარეობის ვადა მიეთვლება ხარვეზის გამოსასწორებელ ვადას და დაერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.2% ოდენობით. ექსპერტიზის მიერ ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, გამოსწორებულ ხარვეზზე უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, რომლის ხარჯებს გაიღებს მიმწოდებელი (ექსპერტიზა ჩატარებული უნდა იყოს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ). სამუშაო გამოსწორებული უნდა იყოს სამუშაოს სირთულის გათვალისწინებით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ოზურგეთის რაიონულ სასამართლო-ქ.ოზურგეთი, სიორიძის ქ. №26.
ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლო-ქ.ლანჩხუთი, ნინოშვილის ქ №44.
ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლო-ქ.ჩოხატაური, ჭავჭავაძის ქ №4.

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საბოლოო მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 (ხუთი) წელს.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სამშენებლო ან/და სარემონტო ან/და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რის დასადასტურებლადაც წარმოდგენილ უნდა იქნას მითითება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ნომერზე ან/და შემსყიდველის/დამკვეთის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი ობიექტის აღწერის, სამუშაოების დასრულების და ღირებულების აღნიშვნით ან/და ხელშეკრულებ(ებ)ი* და მისი (მათი) შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2(ები) ან/და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/(ები).

შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 000 ლარს.

*შენიშვნა: ხელშეკრულების დანართების წარმოდგენა არ არის სავალდებულო, თუ ხელშეკრულების დადების თარიღის, სამუშაოების დასახელების, სამუშაოს თავდაპირველი მოცულობისა და ღირებულების დადგენა შესაძლებელია უკვე წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის სფეროში აკრედიტებული დაწესებულების/პირის დასკვნით/ანგარიშით. თუ დასკვნის/ანგარიშის გამცემი არ იქნება სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, პრეტენდენტმა დასკვნას/ანგარიშს უნდა დაურთოს მისი გამცემი დაწესებულების/პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დასკვნაში მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ხელშეკრულების ფარგლებში შეიძლება განხორციელდება ანგარიშსწორება შემდეგნაირად:
1. შესრულებული სამუშაოს ღირებულების 90% მიმწოდებელს სამუშაოების სრულად დასრულების, ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე წარმოდგენილი ფორმა #2-ის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და შესაბამისი შუალედური მიღება ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე;
2. შესრულებული სამუშაოების (ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი) ჯამური ღირებულების დარჩენილი ნაწილი მიმწოდებელს აუნაზღაურდება ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის (ექპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს შემსყიდველი) დადებითი დასკვნის, ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე ფორმა #2-ის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 10 სამუშაო დღეში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნიკოლოზ კილასონია, 595558751, nkilasonia@court.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს Excel ფორმატში, სატენდერო დოკუმენტაციაზე თანდართული დეფექტური აქტის მიხედვით, რომელიც დაანგარიშებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებული - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესით“ - დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; მიმწოდებელს არ აქვს უფლება შეცვალოს შემსყიდველის მიერ საპენსიო და გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის დადგენილი პროცენტი.
2. პრეტენდენტის მიერ დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენა ხდება ქართულ ენაზე. დოკუმენტის/ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი.
3. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება.
4. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru