Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #63163053)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia Municipal Development Fund
Номер конкурса: 63163053
Дата публикации: 17-04-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250007639
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.04.2025 18:12
Начало приема предложения 26.04.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 29.04.2025 16:00
Предполагаемая цена прейскуранта 1`830`175.19 GEL
Контрактная цена объекта закупки 3`261`495.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 (თექვსმეტი) კალენდარული თვე.
Дополнительная информация
ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქალაქ ახალქალაქის N3 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტის მომზადების და მის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვა.

საგარანტიო ვადა: სამუშაოების დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 365 (სამას სამოცდახუთი) კალენდარული დღე; საგარანტიო ვადის პერიოდში დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%.
Количество и объём закупок გთხოვთ იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტი და ამავე პუნქტში, დამოუკიდებელი დოკუმენტების სახით ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართები
Шаг снижения цены 18`302.00 GEL
Размер гарантии 32`615 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: erekle tushurashvili :: 28.03.2025 16:56
  • Последнее исправление: erekle tushurashvili :: 16.04.2025 18:12
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=626057&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქალაქ ახალქალაქის N3 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტის მომზადების და მის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება განსაზღვრავს ძირითად მითითებებსა და მოთხოვნებს, რომელიც შეეხება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქალაქ ახალქალაქის N3 ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტის მომზადებას და მის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულებას.

სამუშაოების წარმოების პროცესში, მიმწოდებლის მიერ, ტექნიკური დავალებით განსაზღვრული ტექნიკური თემატიკის საკითხების განხილვა-შეთანხმება განხორციელდება შემსყიდველის მიერ, სამუშაოების კონტროლზე განსაზღვრულ ინჟინერთან.

მიმწოდებელი ვალდებულია დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია წარმოადგინოს და შესაბამისი სამუშაოები აწარმოოს წინამდებარე ტექნიკური დავალების შესაბამისად.

სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.

საპროექტო გადაწყვეტები და შესრულებული სამუშაოების ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს საბავშვო ბაღებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრული, სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში.

ტექნიკური დავალება შემდგომში განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს, რომ გაეცნო ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და დეტალური პროექტის მომზადებას და მის საფუძველზე, შესაბამისი სამუშაოების წარმოებას უზრუნველყოფს მათი განუხრელი დაცვით. ამისათვის, სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავს დანართ N2-ს - თანხმობას, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე, რომელიც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული სახით, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად.

შენიშვნა:
1. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი, დანართი N2 სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთვევაში თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, დანართი N2 სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.
2. დანართი N2 ატვირთულია წინამდებარე პუნქტში 1.2.
3. სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი წერილობით აცნობებს შემსყიდველს, სადაც განმარტავს, რომ ობიექტი დასრულებულია და მზადაა გადასაცემად წარმოდგენილი წერილისა და ობიექტის საბოლოო ანგარიშის საფუძველზე, რომელიც საჭიროებისამებრ მოიცავს:
ა) ფარული სამუშაოების აქტებს;
ბ) გამოყენებული სამშენებლო მასალების ლაბორატორიული გამოცდის დასკვნებს;
გ) სერტიფიკატებს (პასპორტებს) ქარხნული წესით დამზადებულ კონსტრუქციებზე;
დ) სერტიფიკატებს (წარმოშობისა და ხარისხის) გამოყენებულ მასალებზე;
ე) შესრულებული სამუშაოების ამსახველ საბოლოო აქტს (ე.წ. ფორმა N2);
ვ) მიღება-ჩაბარების კომისიის წევრებთან შეჯერებული დეფექტების აქტს;
ზ) მშენებლობის ნებართვას;
თ) ტექსაბჭოს ოქმებს პროექტში შესულ ცვლილებებზე;
ი) საშემსრულებლო ნახაზებს;
კ) საბოლოო გადახდის სერტიფიკატს;
ლ) დანადგარებისა და მოწყობილობების გამოცდის ოქმებს (გათბობა-გაგრილების სისტემები,
გენერატორები, ლიფტები და ა.შ.);
მ) ინჟინრის მიერ გაცემულ თანხმობებს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების სრული ვადაა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 (თექვსმეტი) კალენდარული თვე, საიდანაც 4 (ოთხი) კალენდარული თვე განსაზღვრულია დეტალური პროექტის მოსამზადებლად, ხოლო 12 (თორმეტი) კალენდარული თვე - დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად (სამუშაოების შესრულების ვადა არ მოიცავს ზამთრის პირობებით გამოწვეულ მოცდენის პერიოდს. მიმწოდებლის მიერ არგუმენტირებული წერილობითი დასაბუთების შემთხვევაში, აღნიშნულის გათვალისწინება მოხდება შემსყიდველთან შეთანხმებით).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების ფორმა:
მიმწოდებელი ვალდებულია, დეტალური პროექტი მოამზადოს და დეტალური პროექტის საფუძველზე სამუშაოები აწარმოოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი - ტექნიკური დავალების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით.

სამუშაოების დაწყებამდე, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების, შემსყიდველთან შეთანხმებული ფინანსურ-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკი. სამუშაოების შესრულების ფინანსურ-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკი შემდგომში განისაზღვრება როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

სამუშაოების შესრულების ადგილი: ახალქალაქის მუნიციპალიტეტი.

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 365 (სამას სამოცდახუთი) კალენდარულ დღეს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების თარიღიდან; საგარანტიო ვადის პერიოდში დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%.

სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავს დანართ N3-ს, რომლის თანახმადაც მოცემულია ინფორმაცია სამუშაოების საგარანტიო ვადებისა და დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის შესახებ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემცირდეს მოსალოდნელი რისკი და თავიდან იყოს აცილებული სამუშაოების შეფერხება, ტექნიკური დოკუმენტაციის სახით მოთხოვნილია პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული თანხმობა დანართ N3-ზე, რომელიც განსაზღვრავს პრეტენდენტის ვალდებულებას დააზღვიოს, როგორც სამშენებლო ობიექტი, ასევე მანქანა-მექანიზმები, მესამე პირები და დასაქმებული პერსონალი.

იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი, დანართი N3 სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, დანართი N3 სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით

შენიშვნა:
დანართი N3 ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ მოთხოვნები განისაზღვრა გასაწევი მომსახურებისა და შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკის, მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით. პრეტენდენტს, 2020 წლის 01 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, მიწოდებული უნდა ჰქონდეს:

კომპონენტი N1:
ან არაუმეტეს 2 (ორი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამურად სულ მცირე 100,000.00 ლარის ღირებულების (პირობა N1), ან არაუმეტეს 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მცირე 60,000.00 ლარის ღირებულების (პირობა N2) დეტალური პროექტი სამოქალაქო, ან სამრეწველო დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის. აღნიშნული დეტალური პროექტი სავალდებულოდ მომზადებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე განსახორციელებელი სამოქალაქო, ან სამრეწველო ან სამეურნეო დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის, ამასთან არ განიხილება იმ ქვეყნების რეზიდენტი მიმწოდებლების (იგულისხმება წინამდებარე ელ. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები) გამოცდილება, რომელთანაც შემსყიდველის ქვეყანას (საქართველო) არ გააჩნია, შეჩერებული, ან შეწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები.

კომპონენტი N2:
ან არაუმეტეს 2 (ორი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამურად სულ მცირე 1,800,000.00 ლარის ღირებულების (პირობა N1), ან არაუმეტეს 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მცირე 1,000,000.00 ლარის ღირებულების (პირობა N2), სამოქალაქო, ან სამრეწველო დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის (შესაძლებელია მოიცავდეს გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებსაც, თუმცა არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები სავალდებულოდ შესრულებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, ამასთან არ განიხილება იმ ქვეყნების რეზიდენტი მიმწოდებლების (იგულისხმება წინამდებარე ელ. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები) გამოცდილება, რომელთანაც შემსყიდველის ქვეყანას (საქართველო) არ გააჩნია, შეჩერებული, ან შეწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები.

პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი, კომპონენტი N1-ის მოთხოვნების შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები:
1. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და მომსახურების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, CMR და ა.შ.) შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს დასრულებული ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, რაც დაადასტურებს პრეტენდენტის გამოცდილების შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის კომპონენტი N1–ით განსაზღვრულ პირობებთან.
3. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი (შემსყიდველი) და შემსრულებელი (პრეტენდენტი, ან ამხანაგობის წევრი) არის ერთი და იგივე პირი და არ არსებობს მომსახურების გაწევაზე გაფორმებული ხელშეკრულება, შესაძლებელია ხელშეკრულების ნაცვლად წარმოდგენილი იყოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი, სხვა მხარის მიერ გაცემული, მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული დოკუმენტი.

სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. დასრულებული ხელშეკრულების განმარტება: ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი შემსრულებლის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შესრულებულია; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შემთხვევაში, ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება შემსრულებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების დამადასტურებელი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს სტატუსი: „შესრულებული ხელშეკრულება“, თუ არა.
2. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის კომპონენტი N1-ის მოთხოვნებთან თანხვედრის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან, ან წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის, ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.
3. საზღვარგარეთ გაწეული მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული, ან აპოსტილით დამოწმებული.
4. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების შეფასებისას მხედველობაში მიიღება უშუალოდ პრეტენდენტის გამოცდილება, კერძოდ ქვეკონტრაქტი და ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შეფასება პრეტენდენტის გამოცდილებასთან ერთად არ განხორციელდება.

პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი, კომპონენტი N2-ის მოთხოვნების შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები:
1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სამუშაოების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, DAP, DEP, CMR) შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს დასრულებული ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებების ფარგლებში სამუშაოების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:
2.1. ხელშეკრულებები წარმოდგენილი უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოების უწყისებთან (ხარჯთაღრიცხვა) ერთად;
2.2. შესასრულებელი სამუშაოების უწყისების (ხარჯთაღრიცხვა) ცვლილების შემთხვევაში, წარმოდგენლი უნდა იყოს საბოლოო სახის (კორექტირებული) ხარჯთაღრიცხვა, დამკვეთის მიერ დამოწმებული შესაბამისი ცვლილების (შეთანხმების აქტი) დოკუმენტთან ერთად;
2.3. წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების უწყის(ებ)ი (ე.წ. ფორმა N2);
2.4. ფორმა N2 არის პირობითი დოკუმენტი, შესაბამისად ფორმა N2-ის ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს მოთხოვნილი ინფორმაციის მომცველი და შესრულების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი;
2.5. ხელშეკრულებებითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) და წარმოდგენილი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) უნდა იყოს შესაძლებელი ობიექტის დასახელებისა და შესრულებული სამუშაოების ურთიერთკავშირის დადგენა, ამასთანავე შესრულებული სამუშაოების უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) გათვალისწინებული სამუშაოების დასახელება, მოცულობა და ფასები არსებითად არ უნდა განსხვავდებოდეს ხელშეკრულებითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემებისგან.
3. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი (შემსყიდველი) და შემსრულებელი (პრეტენდენტი, ან ამხანაგობის წევრი) არის ერთი და იგივე პირი და არ არსებობს სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება, შესაძლებელია ხელშეკრულების ნაცვლად წარმოდგენილი იყოს სამუშაოების მიწოდების დამადასტურებელი, სხვა მხარის მიერ გაცემული, მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტით შესაძლებელია მხოლოდ ხელშეკრულების ჩანაცვლება (ხელშეკრულების ნაცვლად წარმოდგენა), ხოლო სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები სავალდებულოდ წარმოსადგენია.

სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. სატენერო პირობების თანახმად, შენობის რეკონსტრუქცია ნიშნავს შენობაზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, აგრეთვე ნიშნავს მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლას 1 კვ/მ-ზე მეტად, შენობის ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟის შემთხვევაში მხოლოდ შენობის ან მისი ნაწილის დემონტაჟი არ განიხილება რეკონსტრუქციად თუ სამუშაოები არ მოიცავს შენობის დემონტირებული ან ახალი ნაწილის მშენებლობის სამუშაოებს.
2. დასრულებული ხელშეკრულების განმარტება: ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი შემსრულებლის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შესრულებულია; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შემთხვევაში, ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება შემსრულებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების დამადასტურებელი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს სტატუსი: „შესრულებული ხელშეკრულება“, თუ არა.
3. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის კომპონენტი N2-ის მოთხოვნებთან თანხვედრის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან, ან წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის, ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.
4. საზღვარგარეთ შესრულებული სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული, ან აპოსტილით დამოწმებული.
5. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების შეფასებისას მხედველობაში მიიღება უშუალოდ პრეტენდენტის გამოცდილება, კერძოდ ქვეკონტრაქტი და ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შეფასება პრეტენდენტის გამოცდილებასთან ერთად არ განხორციელდება.

გასათვალისწინებელი გარემოება ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში:
1. ამხანაგობაში შემავალი პირები ერთობლივად უნდა აკმაყოფილებდნენ 2.2.1 პუნქტის ორივე კომპონენტით (კომპონენტი N1 და კომპონენტი N2) გათვალისწინებულ მოთხოვნას, იმ განსხვავების გათვალისწინებით, რომ თითოეული კომპონენტის ფარგლებში გამოცდილების მოცულობის შეკრება არ დაიშვება. გამოცდილების შეკრებად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც ამხანაგობაში შემავალი თითოეული პირი დამოუკიდებლად დააკმაყოფილებს რომელიმე კომპონენტით, კერძოდ: ან კომპონენტი N1-ით, ან კომპონენტი N2-ით გათვალისწინებულ მოთხოვნას.
2. ამხანაგობის სახელით ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის პირობები გათვალისწინებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 24-ე მუხლის თანახმად.

სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. ამხანაგობის მონაწილეებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ამხანაგობამ, აღნიშნული ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად; წარმოდგენილი ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს ამხანაგობის ყველა (თითოეული) მონაწილის ხელმოწერით.
2. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე ნაკლები, რომელიც მოცემულ შემთხვევაში გან ისაზღვრება 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

1) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (პრეისკურანტი).

სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. სავალდებულოა, წინამდებარე პრეისკურანტით განსაზღვრული ზღვრული ღირებულების შემდეგი, მარჯვენა სვეტის - "შემოთავაზებული ღირებულება (ლარი, დღგ-ს გარეშე)" განფასებულად წარმოდგენა. პრეტენდენტის მიერ განსაფასებელი სვეტის განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში, ან თუ კი პრეისკურანტში განუფასებელი პოზიციების რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, ან თუ კი პრეტენდენტის მიერ საერთოდ არ არის წარმოდგენილი პრეისკურანტი, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურიდან.
2. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ღირებულებები (ერთეულის ღირებულებები) არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტით განსაზღვრულ ზღვრულ ღირებულებებს (ერთეულის ღირებულებებს), ხოლო პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ღირებულებების საერთო ჯამი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას. პრეტენდენტმა, საბოლოო პრეისკურანტის წარმოდგენისას, პრეისკურანტის თითოეულ პოზიციაზე ფასის კლება უნდა განახორციელოს, მინიმუმ, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ, პრეისკურანტის საბოლოო ღირებულებას (პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი) შორის არსებული პროცენტული სხვაობის მიხედვით, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთულ პრეისკურანტში განსაზღვრულ ფასებთან მიმართებაში. პრეტენდენტი ვალდებულია, პრეისკურანტში მითითებული ერთეულის ღირებულებები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი).
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში სამუშაოს რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის“ მოთხოვნების შესაბამისად, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს მიერ დადგენილი ფასის გათვალისწინებით და შემცირდება, პრეტენდენტის მიერ, წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში დაფიქსირებული ფასკლების პროცენტულობის შესაბამისად.
4. განფასებული დანართი N1-ის (პრეისკურანტი) წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც Excel-ის, ასევე PDF დოკუმენტის სახით. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი, PDF დოკუმენტი სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, PDF დოკუმენტი სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.
5. პრეისკურანტის ზღვრული ღირებულებები და პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება მოიცავს ყველა დანარიცხს, დამატებული ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) გარდა, შესაბამისად - სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს ყველა დანარიცხს, დამატებული ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) გარდა.
6. პრეტენდენტის მიერ, პრეისკურანტის განფასების შედეგად, საბოლოოდ შემოთავაზებული ერთეულის ღირებულებები, მატების გარეშე უნდა იქნეს გათვალისწინებული პრეტენდენტის - შემდგომში მიმწოდებლის მიერ მომზადებული დე

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru