Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различное оборудование общего и специального назначения (Грузия - Тендер #62922046)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "L. Sakvarelidze Desease Control and Public Health Service Centre"
Номер конкурса: 62922046
Дата публикации: 08-04-2025
Сумма контракта: 121 143


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250006976
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 07.04.2025 17:37
Начало приема предложения 19.04.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 22.04.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 121`143.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 42900000-Различное оборудование общего и специального назначения
Коды классификатора
  • 42900000 - Различное оборудование общего и специального назначения
  • 42933000 - Автоматические диспенсеры
Срок подачи საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ჩათვლით.
Дополнительная информация
სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“–ს „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამანაწილებელი აპარატის (Vending machine) შესყიდვა.
Количество и объём закупок 4 კომპლექტი;
Шаг снижения цены 485.00 GEL
Размер гарантии 1`211 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi iremadze :: 21.03.2025 14:17
  • Последнее исправление: giorgi iremadze :: 07.04.2025 17:37
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=624938&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“–ს „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამანაწილებელი აპარატის (Vending machine) შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“–ს „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამანაწილებელი აპარატის (Vending machine) შესყიდვა.



1. გამოყენების სფერო

• აპარატები გამოყენებული იქნება სამედიცინო (დანიშნულების) საგნების გაცემისთვის.



2. სამუშაო გარემო
• ავტომატს უნდა შეეძლოს მუშაობა გარე და შიდა ინტერიერში თანაბრად. მორგებული იყოს თბილისის ზამთრის და ზაფხულის პირობებს, შესაბამის ტემპერატურულ ცვლილებებს და ტენიანობას.


3. აპარატის ზოგადი მახასიათებლები

• აპარატი უნდა იყოს ახალი და არა მეორადი.

• ავტომატი აღჭურვილი უნდა იყოს ვანდალიზმისგან დაცვის ყველა შესაძლებლობით, როგორიცაა ავტომატის დამტვრევა, ფულის სლოტის დაზიანება (ავტომატი შეჯანჯღარების შემთხვევაში უნდა იბლოკებოდეს ავტომატურად).

• ავტომატს უნდა გააჩნდეს შიდა ტემპერატურის რეგულირების საშუალება (მაცივარი), რათა მედიკამენტების და ტესტების შენახვის ტემპერატურული რეჟიმი სათანადოდ იყოს დაცული.

• ავტომატი უნდა მუშაობდეს გადახდის ნაღდი ანგარიშსწორების (ქაღალდის და ხურდა ფული) რეჟიმით (აპარატს არ უნდა გააჩნდეს უნაღდო ანგარიშსწორების შესაძლებლობა).

• ავტომატი აღჭურვილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ვალუტის (ლარის) ქაღალდის და ხურდა ფულის ამომცნობი/მიმღებ-დამბრუნებლით.

• ავტომატის კონფიგურაცია აუცილებელია ხდებოდეს USB პორტით.

• ავტომატი არ უნდა იყოს სპირალზე მომუშავე და არ ჰქონდეს ბოთლების და სხვა ცივი სასმელებისთვის განკუთვნილი თაროები/არხები. უნდა იყოს კონვეიერული ტიპის.

• ავტომატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 8 მოძრავი არხი (ბილიკი) თაროზე, რომლის სიმაღლის რეგულირება შესაძლებელია ჩასადები პროდუქტის ზომის მიხედვით და ავტომატში უნდა იყოს მინიმუმ 5 თარო, მათი სიმაღლის რეგულირების შესაძლებლობით.

• ავტომატს უნდა ჰქონდეს თითოეულ თაროზე მოძრავი არხების რაოდენობის რეგულირების მოქნილი შესაძლებლობა (მაგ.: საჭიროების შემთხვევაში 4-დან 8 ბილიკამდე, პროდუქტის ზომაზე მორგებული განთავსების შესაძლებლობა).

• განგაშის სისტემა, რომელიც რაიმე ტიპის დაზიანების შემთხვევაში რთავს ხმოვან სიგნალიზაციას.

• ინტერნეტთან წვდომა სიმ-ბარათის (ელქტრონული ან მატერიალური სიმ-ბარათი) გამოყენებით.
დამატებით უნდა გააჩნდეს WiFi.

• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 1 წლიანი საგარანტიო-სასერვისო მომსახურება.




დამატებითი მოთხოვნები (დამატებითი მაკომპლექტებელი აღჭურვილობა) სიგმა აპარატის მიმართ


შემსყიდველის მიზნებისთვის აპარატი უნდა ექვემდებარებოდეს შემდგომ მოდიფიკაციას. ამდენად, აპარატს უნდა გააჩნდეს ან მოდიფიცირების შედეგად (აპარატთან ერთად კომპლექტში მოწოდებული უნდა იქნეს) შესაძლებელი უნდა იყოს დააკმაყოფილოს ქვემოაღნიშნული მოთხოვნები:

• სენსორული LED (ე.წ. თაჩ სქრინი) მონიტორით და შიდა კომპიუტერით, რომელზეც ჩნდება პროდუქციის ჩამონათვალი და მანუალურად ხდება სასურველი პროდუქტის არჩევა ეკრანზე თითის შეხებით. აუცილებელია აღნიშული ეკრანი იყოს დარტყმაგამძლე.

• ავტომატის კომპიუტერული უზრუნველყოფა შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს რეალურ რეჟიმში, ონლაინ, გაკონტროლდეს ავტომატში მასალათა რაოდენობა.

• სპეციალური ე.წ. RFID ბარათების წამკითხველი.

• სპეციალური ბარათის მეშვეობით, ბარათის მფლობელს უნდა შეეძლოს ავტომატიდან გაიტანოს პროდუქცია.





შენიშვნა:


* პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და პირობების დაცვით.

* პრეტენდეტმა უნდა უზრუნველყოს საქონლის შეუფერხებელი მიწოდება. ასევე ტრანსპორტირება/მიწოდების ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა თავისივე ხარჯით.

* შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.

* დაცული უნდა იქნეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ქ. თბილისში.

ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს ზუსტი მისამართები ეცნობება ხელშეკრულების გაფორმებისას.

1.7.1 requirement related to guarantee period

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 1 წლიანი საგარანტიო-სასერვისო მომსახურება.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტები:

2.1.1.1. წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის, მოდელის (კატალოგის ნომრის) მითითება სავალდებულოა და უნდა იყოს ასახული ფასების ცხრილში.

2.1.1.2. შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პარამეტრები - სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტში მიმაგრებული ტექნუკური დავალების შესაბამისად (პრეტენდენტმა ტექნიკური დავალებებების თითოეულ პუნქტისთვის უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის პარამეტრი/მახასიათებლი/სპეციფიკაცია).

2.1.1.3. შემოთავაზებული საქონლის ტექნიკურ პარამეტრებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას შემოთავაზებული საქონლის შესახებ მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ინფორმაცია, კერძოდ: კატალოგი ან/და ბუკლეტი, ან/და პასპორტი, ან/და ამონაბეჭდი მწარმოებლის ვებ გვერდიდან (ამონაბეჭდთან ერთად პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს კონკრეტული საქონონლის შესახებ ბმული).

აღნიშნული დოკუმენტაციით უნდა დასტურდებოდეს შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ თითოეულ პარამეტრთან/მახასიათებელთან/სპეციფიკაციასთან შესაბამისობა.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე მსგავსი აპარატის მიწოდების გამოცდილება;

2.2.1.2. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე მსგავსი აპარატების მომსახურების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

2.2.1.3. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ მიწოდებული საქონლის შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების ცხრილში ("ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ") მითითებით;

2.2.1.4. იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია ცხრილის (,,ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ") შესაბამისად (CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული აპარატების CE მარკირების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

1. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამტკიცებული ქართული თარგმანი.

2. პრეტენდენტმა მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, საგარანტიო პირობები და ა.შ.) უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მიწოდების დასრულების შემდგომ.

შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებისათვის მიმწოდებელმა, უნდა წარმოადგინოს – სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიწოდებული საქონლის დასახელების, რაოდენობის, ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების მითითებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი ირემაძე, 591196619, g.iremadze@ncdc.ge ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს;

10.1.2. პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;

10.1.3. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ქართულ ან/და უცხო ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ქართული თარგმანი; სატენდერო კომისია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება.

10.1.4. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენ, მის მიერ შექმნილ დოკუმენტებზე ან/და ინფორმაციაზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, ან/და ეს დოკუმენტ(ებ)ი დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით.

10.1.5. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;

10.1.6. პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას.

10.1.7. არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საქონელი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს.

10.1.8. სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და შედეგები გამოქვეყნდება სისტემის მეშვეობით;

10.1.9. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

10.1.10. ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც დააფიქსირებს ყველაზე დაბალ სატენდერო წინადადების ფასს და ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს;

10.1.11. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების გასაფორმებლად მოწვევის შემდგომ აღმოჩნდება, რომ გამარჯვებული პრეტენდენტი არ ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ რომელიმე პირობას, აღნიშნული აღქმული იქნება, როგორც მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა, რისი გათვალისწინებითაც მოხდება მისი დისკვალიფიკაცია ტენდერიდან;

10.1.12. მიმწოდებელი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას გლობალური ფონდის (დონორის მიერ პერიოდულად განახლებადი და გლობალური ფონდის ვებ.გვერდზე განთავსებული) „მიმწოდებლების ქცევის კოდექსი“-https://www.theglobalfund.org/media/3275/corporate_codeofconductforsuppliers_policy_en.pdf/, იხელმძღვანელოს საინფორმაციო სისტემებისა და მონაცემთა გაცვლის სახელმძღვანელოს (https://www.theglobalfund.org/media/9564/core_criticaldatamanagement_guidance_en.pdf) პირობებით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru