შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში:
1. პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას Excel-ის ფორმატის
ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი
პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და
ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და
გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა
აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული
ფასების ოდენობას. სამუშაოების მოცულობები არის სავარაუდო.
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ფაქტიურად შესრულებული
სამუშაოების მიხედვით მოხდება მათი დაზუსტება-შემცირება ან გაზრდა,
ერთეულის ფასისა და ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეუცვლელად.
3. ხარჯთაღრიცხვაში მოცემული სამუშაოების მოცულობები არის სავარაუდო,
სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს
ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების
შესრულების ვადაში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების
მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.
4. სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის
წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება
განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული (A - ტიპი) პირის მიერ
გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის
ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების
მიხედვით. ექსპერტიზის მომსახურების ღირებულებას აანაზრაურებს
მიმწოდებებლი.
5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში ზედნადები ხარჯების და
მოგების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის
საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული საერთო
სამშენებლო, სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოების
ზედნადები ხარჯებისთვის და ყველა სახის სამუშაოზე გეგმიური
მოგებისთვის დადგენილი არაუმეტეს ზღვრული ნორმის ოდენობის
შესაბამისად.
6. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია
წარმოადგინოს და შეათანხმოს შემსყიდველთან შესასრულებელ სამუშაოთა
დეფექტური აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და პროექტი და მოცულობათა
უწყისი.
7. მიმწოდებელს წერილობით ეცნობება კონკრეტული ობიექტის მისამართი და
შესასრულებელი სამუშაოების ვადა. მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი
ვალდებულია გააგრძელოს/დაასრულოს სამუშაოები, დამკვეთის მიერ
მითითებული ობიექტზე.
8. შემსყიდველი უფლებამოსილია აცნობოს მიმწოდებელს დეფექტური აქტში
ან/და სქემატურ ნახაზებში და/ან პროექტში და მოცულობათა უწყისში რაიმე
წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია
შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში
საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი.
9. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის მიერ
კონკრეტული დავალების გადაცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში,
გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაზიანებულმა ობიექტმა შეიძლება
გამოიწვიოს მომხმარებლის სიცოცხლის ხელყოფა, ან სხეულის დაზიანება.
მსგავსი სამუშაოს შესრულება უნდა დაიწყოს დაუყონებლივ. მიმწოდებელი
ვალდებულია უზრუნველყოს დავალებით გადაცემული სამუშაოების დასრულება
დადგენილ ვადებში.
10. მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე
სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
11. დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია
სამუშაოები ერთდროულად აწარმოოს არანაკლებ 7 (შვიდი) ობიექტზე.
12. ობიექტზე სამუშაოების მიწოდების დროს თუ ზიანი მიადგა მესამე პირის
ქონებას, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით აღმოფხვრას
მიყენებული ზიანი
13. გაუთვალისწინებელი სამუშაოები შეთანხებულ უნდა იქნეს
შემსყიდველთან და გაშიფრული სახით უნდა აისახოს ფორმა N2-ში;
14. ფილების, ბორდიურების, ატრაქციონების, კაუჩუკისა და სხვა დეტალების
მასალის, ფერის და დიზაინის შეთანხმება უნდა მოხდეს შემსყიდველთან;
15. დამკვეთთან შეთანხმებით უნდა მოხდეს შემოთავაზებულ საბვშვო
ატრაქციონებისა და სავარჯიშო ტრენაჟორების ფერი, მასალა და ხარისხი.
16. რკინის დეტალები უნდა იყოს უჟანგავი მასალის, ფანერა - გარე
გამოყენების მაღალი სიმტკიცის და ნესტგამძლე, ხის ელემენტები
შესრულებული უნდა იყოს ევროპული ნორმატივის და ტექნოლოგიის დაცვით, არ
უნდა იყოს გამოყენებული მავნე თუ ტოქსიკური ნივთიერებები. ატრაქციონის
ძირითად კონსტრუქციაში გამოყენებუილი იქნას თერმო მოდიფიცირებული
მშრალი ხე (ტენიანობა 10% +/-2) , კონსტრუქციის ძირითადი ელემენტები უნდა იყოს
მრავალშრიანი შედგენილი ხით, არ უნდა გააჩნდეს ბასრი კიდეები და
ხიჭვები, ხის ელემენტების შესაღებად გამოყენებული იყოს საღებავები -
გარემო პირობების, წყალის და ულტრაიისფერი სხივებისადმი (uv) მედეგი, არ
შეიცავდეს ტყვიას ან სხვა ჯანმრთელობისთვის საშის ელემენტებს.
17. მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის
გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი გარე განათების
ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და
უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება
რომ სამუშაოები შესრულებულია სამშენებლო ნორმების დაცვით და
დასრულებული შესყიდვის ობიექტი არ არის საფრთხის შემცველი. კონსოლური
სანათების ნიმუში წარმოდგენილი იქნას შპს "თბილსერვის ჯგუფის" გარე
განათების სამსახურთან შეთანხმებით. მოწყობილი ქსელი შემდგომი
ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას.
18. მიმწოდებელმა, ვალდებულია სამუშაოების დასრულებისას საკუთარი
ხარჯებით დაფაროს ყველა არსებული დავალიანება (წყალი, ელ.ენერგია) და
სამუშაოების წარმოებისას დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ
აღადგინოს არსებული ინფრასტრუქტურა. ობიექტზე სამუშაოების წარმოების
დროს თუ ზიანი მიადგა მესამე პირის ქონებას, მიმწოდებელი ვალდებულია
თავისი ხარჯებით აღმოფხვრას მიყენებული ზიანი.
19. სამუშაოები უნდა შესრულდეს სამშენებლო ნორმებითა და წესებით
გათვალისწინებული მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად. თუ კი
სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის
სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების
წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული
სქემით განსაზღვრული პერიმეტრი და მოახდინოს მისი შემორკალვა
შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით. მიმწოდებელი ვალდებულია
სამუშაოების წარმოებისას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები და პერსონალი
უზრუნველყოს შესაბამისი სპეც. ტანსაცმელით და ჩაფხუტებით.
20. მიმწოდებელმა დავალებით მიცემულ ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ
კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო
დაფა ზომით 80სმ X 100სმ, შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი თანდართული
ესკიზის შესაბამისად, დამკვეთთან შეთანხმებით.
21. სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი
ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი
მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან,
მასალებისაგან და ა.შ.
22 .სამუშაოების შესასრულებლად „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური’’
ატრაქციონების საჭირო ესკიზები სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის.