Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Работы по подготовке строительной площадки (Грузия - Тендер #62922019)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Municipality Of Poty City
Номер конкурса: 62922019
Дата публикации: 08-04-2025
Сумма контракта: 180 407


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250007002
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 07.04.2025 19:28
Начало приема предложения 19.04.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 22.04.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 180`407.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45100000-Работы по подготовке строительной площадки
Коды классификатора
  • 45112720 - Ландшафтные работы на спортивных площадках и в зонах отдыха
Срок подачи სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 40 (ორმოცი) კალენდარული დღე;
Дополнительная информация
ქალაქ ფოთში, მეუნარგიას ქუჩაზე ნინოშვილის სასაფლაოს მიმდებრედ არსებულ ტერიტორიაზე მცირე სკვერის მოწყობა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო პირობები.
Шаг снижения цены 1`804.00 GEL
Размер гарантии 1`804 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maia sulava :: 04.04.2025 15:37
  • Последнее исправление: maia sulava :: 07.04.2025 19:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=627102&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ ფოთში, მეუნარგიას ქუჩაზე ნინოშვილის სასაფლაოს მიმდებრედ არსებულ ტერიტორიაზე მცირე სკვერის მოწყობა.

სახელმწიფო შესყიდვა ხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტის (საქართველოს მთავრობის 2025 წლის 11 მარტის N452 განკარგულება) დაფინანსებით.
სახელმწიფო ტრანსფერი - 100%.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ჩასატარებელი სამუშაოების მოკლე აღწერა:
არსებული ფანჩატურის დემონტაჟი; ფეხბურთის კარების ელემეტების დემონტაჟი; კალათბურთის ფარის დემონტაჟი; გრუნტის დამუშავება მონოლითური ფილის მოსაწყობად; ღორღის ფენის მოწყობა ტკეპნვით სისქით 10სმ; მონოლითური ბეტონის ფილის მოწყობა ლითონის ბადეზე; რკ/ბეტონის ფილაზე ნაკერების მოწყობა; გრუნტის დამუშავება ანაკრები ბეტონის ბორდიურის მოსაწყობად; ბეტონის ანაკრების 30*15კვეთის ბორდიურების მოწყობა ბეტონის საფუძვლის მოწყობით; გრუნტის დამუშავება დეკორატიული დაწნეხილი ფილების მოსაწყობად; ღორღის ფენის მოწყობა ტკეპნვით სიქით 15სმ; დეკორატიული ვიბროდაწნეხილი ფილების მოწყობა ქვიშის ფენაზე; გრუნტის დამუშავება მინი მოედნის შემოსაზღვრის საძიკვლის მოსაწყობად; ღორღის ფენის მოწყობა ტკეპნვით სიქით 15სმ; მინი მოედნის შემოსაზღვრის ელემენტებისათვის რკ/ბეტონის საძირკვლის მოწყობა; მინი მოედნების შემოზღუდვის (შემოღობვის) ლითონის ელემენტების მოწყობა; კაპრონნარევი 4მმ ბადის შეძენა და მინი მოედნის დგარებზე მონტაჟი სამაგრებით; გრუნტის დამუშავება მინი მოედნის ფილის მოსაწყობად; ღორღის ფენის მოწყობა ტკეპნვით სიქით 15სმ; მინი მოედნის მონოლითური ბეტონის ფილის მოწყობა ლითონის ბადეზე; რკ/ბეტონის ფილაზე ნაკერების მოწყობა; ფილაზე კაუჩუკის საფარის მოწყობა; მინი მოედნის საფარის მარკირება (დახაზვა); გრუნტის დამუშავება ხელით ფეხბურთის კარების,კალათბურთის ფარების და ჩოგბურთის დგარების ჩასაბეტონებლად; საძირკვლის ქვეშ დატკეპნილი ღორღის ფენის მოწყობა; ბეტონის საძირკვლების მოწყობა; კალათბურთის დგარის მონტაჟი საძირკველში; ფეხბურთის კარის ლითონის ლემენეტების მოწყობა; ჩოგბურთის ბადის გასაჭიმი ლითონის დგარის ჩაანკერება; გრუნტის დამუშავება ხელით ლითონის ღობის საძირკვლის მოსაწყობად; საძირკვლის ქვეშ დატკეპნილი ღორღის ფენის მოწყობა; ლითონის ღობის ბეტონის საძირკვლების მოწყობა; ტერიტორიის შემოზღუდვის (შემოღობვის) ლითონის ელემენტების მოწყობა; დატკეპნილი ღორღის ფენის მოწყობა; საჩრდილობლის ქვეშ მონოლითური ბეტონის ფილის მოწყობა; სარდილობლის (ფანჩატურის)ლითონის ელემენტების (კონსტრუქცია,სკამი და მაგიდა)მოწყობა; გადახურვის ხის კონსტრუქციების (დგარების,ირიბნების,წოლანას,გრძივას ,ნივნივების და სხვა) მოწყობა; ხის მოლარტყვის მოწყობა სახურავზე; საჩრდილობლის ბურულის მოწყობა ფერადი მეტალოკრამიტის ფენილით სისქე 0,47-0,5 მმ; წყალგადამყვანი სისტემის მოწყობა; საჩრდილობლის იატაკის მოპიკეთება გრანიტის ფილებით ცემენტის ხსნარზე; საჩრდილობლის ჭერის შეფიცვრა პირამოჭრილი ხის ფიცრით; ხის სკამებისა და მაგიდის კონსტრუქციის მოპირკეთება ხის მასალით; ხის ელემენტების დამუშავება ლაქით; ლითონის ელემენტების შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით 2-ჯერ; გრუნტის დამუშავება ხელით გარე განათების ანძის საძიკვლის მოსაწყობად; განათების ანძის რკ/ბეტონის საძირკვლის მოწყობა; განათების ანძის შეძენა და მონტაჟი საძირკველზე; გრუნტის დამუშავება ხელით ტრანშეაში კაბელის ჩასადებად; ქვიშის ფენი მოწყობა ტრანშეაში; არსებული გრუნტის უკუჩაყრა ტრანშეაში; ხეების დასარგავად ორმოების მომზადება ხელით; ახალი ნარგავების დარგვა მზა ორმოებში; ნოყიერი გრუნტის შემოტანა და შევსება; ზედმეტი გრუნტის დატვირთვა ხელით ავტოთვითმცლელზე; სამშენებლო ნაგავის გატანა 7 კმ-მდე მანძილზე; ჩოგნურთის ბადის შეძენა-მონტაჟი; ფეხბურთის კარის ბადეების 4მმ. შეძენა-მონტაჟი; კალათბურთის ფარი,კალათით შეძენა-მონტაჟი; ლითონის 60*60*100 შავი ფერის ურნის შეძენა-მონტაჟი; ხის საპარკო სკამის შეძენა
მონტაჟი 55*145*80; ელ.კარადის მონტაჟი; ავტომატური ამომრთველების მონტაჟი; ფანჩატურში სანათების მოწყობა; გარე განათების სანათების მოწყობა; ფანჩატურში საშტეფცელო როზეტის მოწყობა; სპილენძის ელ. სადენის მონტაჟი; ფოტო-რელეს მონტაჟი; დამიწების მოწყობა.

მიმწოდებელი ვალდებულია:
მოსამზადებელი სამუშაოებისა და უშუალოდ სამშენებლო-სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოებისას, დაიცვას შესაბამისი სამშენებლო ნორმებითა და წესებით განსაზღვრული ღონისძიებები:
სამუშაოების დამთავრების შემდეგ, სამუშაო ადგილი და სამშენებლო მოედანი უნდა გასუფდავდეს ყოველგვარი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვისაგან.
ვალდებულია და პასუხისმგებელია სამუშაოები აწარმოოს უსაფრთხოების, შრომის, საწარმოო სანიტარიის წესების სრული დაცვით.
მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას საქართველოს ორგანული კანონის - „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნები.

გაუთვალისწინებელი სამუშაოების გაწევის უფლება მიმწოდებელს ეძლევა მხოლოდ შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. თანხმობის მისაღებად მიმართვა შემსყიდველისადმი უნდა განხორციელდეს ასეთი სამუშაოების გამოვლენისთანავე.

სამუშაოების წარმოება უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული ტრავმატიზმის შესაძლებლობა. შესასრულებელი სამუშაოების უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს და მის მიერ უსაფრთხოებისათვის გამოყოფილ პასუხისმგებელ პირს. ყველა სახის სამუშაოების შესრულების დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები და ნორმები.
მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მესამე პირისათვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს და ასევე, მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში წარმოშობილ ზიანზე.

იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია გამოიყენოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი.

შესასრულებელი სამუშაოების სრული ჩამონათვალი ასახულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 მუხლში ექსელის (Excel) ფაილის სახით ატვირთულ ხარჯთაღრიცხვაში.

სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 40 (ორმოცი) კალენდარული დღე;
2. პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი თვეების მიხედვით;
3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.

2. სამუშაოს შესრულების ადგილია: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, მეუნარგიას ქუჩა.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელს.
2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.
3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის დაბრუნება მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულებისა და შესაბამისი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
1.1 2022 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 542 578 ლარისა.
1.2. პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა.

2. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: დასასვენებელი ტერიტორიების, სკვერების, პარკების მოწყობის ან/და რეაბილიტაციის ან/და კეთილმოწყობის სამუშაოები ან/და ზოგადი სამშენებლო/სარეაბილიტაციო/სამონტაჟო სამუშაოები.

3. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად;

4. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.

5. სამუშაოები, რომლებიც შესრულებულია კერძო კომპანიის (არა შესყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ან/და სდაგადახდო დავალებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას.

6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

7. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ანალოგიური ტიპის დოკუმენტი, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.

შენიშვნა: პირველი პუნქტით მოთხოვნილ გამოცდილებად ჩაითვლება, მხოლოდ საქართველოს და იმ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოები, რომელ ქვეყანასთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი დანართი N-6-ის მიხედვით, რომელიც იქნება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი;

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე), შესრულებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის (აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ გაცემული) შედეგების/დასკვნების (ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს იხდის მიმწოდებელი) წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი;
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%;
5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.9 other additional requirements

დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები:

1. მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს;
2. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს შპს „ექსპერტ ჰაუსი“;
3. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
4. მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით);
5. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 4 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
6. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

ელექტრონული ტენდერი ცხადდება სავარაუდო ღირებულებით 180 407,00 ლარზე, დღგ-ს გარეშე,

იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისად ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა ან აღემატებოდეს იქნება 200000 ლარს, დღგ-ს ჩათვლით, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას, წარედგინება ხელშეკრულების დადებამდე.

6.6.2 percentage of guarantees

5 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.6.4 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.6.5 terms and conditions of guarantee

1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარმოდგენილი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულების მიერ) მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხა შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს (სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია 10%-ის ოდენობით).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია თავისი შინაარსით უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა.

3. მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შედეგად, აგრეთვე, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ანაზღაურებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და შემსყიდველის მიერ ამ შესრულების მიღების შემდეგ, შემსყიდველი ვალდებულია, დაუბრუნოს მიმწოდებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

5. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, აამოქმედოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია სრული ოდენობით.

6. შემსყიდველის მიერ, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას შემსყიდველი უფლებამოსილია, აამოქმედოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია სრული ოდენობით. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ამოქმედება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს შემსყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.

7. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადის გაგრძელება და შემსყიდველს წარუდგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცვლილება/ახალი საბანკო გარანტია).

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1) მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული წინასწ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru