1. პრომეთეს მღვიმე - ბუნების ეს ულამაზესი ძეგლი მდებარეობს წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, ზღვის დონიდან 175 მეტრის სიმაღლეზე.
პრომეთეს მღვიმე წარამოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად ტურისტულ
ობიექტს და იგი გამოირჩევა თავისი ღირშესანიშნაობით, კერძოდ ბარემული
ასაკის სქელშრეებრივ კირქვებში გამომუშავებული მღვიმე, ულამაზესი
ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის
სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ
ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს. მღვიმის ფართობია 46,6 ჰა.
„პრომეთეს მღვიმე“ სხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი
კორიდორებით ხასიათდება. მაქსიმალური სიგანე 25-30 მ-ია, ჭერის სიმაღლე 20-25 მ,
ზოგიერთი დარბაზის სიგრძე 80-100 მ-ს აღწევს. აქ 17 სხვადასხვა ზომის
დარბაზია. მღვიმეში არსებული ბილიკის სიგრძე 1,420 მეტრია, ხოლო ჯამური
სიგრძე 20,000 მეტრს შეადგენს. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება
მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი
კი საფეხმავლოა და მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ. პრომეთეს
მღვიმის ტურისტული ობიექტი წარამოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად
ტურისტულ ობიექტს და თავისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე
ტურისტებისათვის აქტუალურია მთელი წლის განმავლობაში.
თავდაპირველ ეტაპზე, კერძოდ 2009 წელს მღვიმეში განათების პროექტის
მომზადების მიზნით (GermTec GmbH & Co KG) მოწვეული იყო უცხოური კომპანია პროექტის
შესაფასებლად და წინასწარი ბიუჯეტის შესამუშავებლად. მას შემდეგ, რაც 2009
წლის დეკემბერში მღვიმეში ჩატარდა დეტალური საპროექტო სამუშაოები, მათ
შორის სანათების ტესტირება და საექსკურსიო მარშრუტის ზონების
განსაზღვრა, რის შემდგომაც გაფორმდა ხელშეკრულება Cave Lighting (GermTec GmbH & Co KG),
რომელმაც 2010-2012 წლებში განახორციელა შესაბამისი სპეციფიკური
აღჭურვილობის მოწოდება და საექსკურსიო მარშრუტისთვის განათების
სისტემის მოწყობა. 2016 წელს დამატებით მოეწყო მხატვრული სპეციფიკური
განათების სისტემა მღვიმის სანაოსნო მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც
შეადგენს დაახლოებით 300 მეტრს. გარდა ზემოაღნიშნულისა მღვიმეში
არსებული სისტემის გარკვეული ნაწილის მასშტაბური
რეაბილიტაცია/განახლება განხორციელდა 2019 წელს, რომლის დროსაც განახლდა
მხატვრული განათების აღჭურვილობის ნაწილი, დაიშალა Anolis სისტემა
საკონტროლო განყოფილებების და სანათების გაუმართაობის გამო, ასევე
განახლდა სისტემა და მოეწყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი სიგრძით
დაახლოებით 1400 მეტრი (ოპტიკური კაბელის საერთო სიგრძე დაახლოებით 5000
მეტრი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს საჭიროება
განხორციელდეს მღვიმეში არსებული სპეციფიკური მხატვრული განათების,
აკუსტიკური და სატელეკომუნიკაციო სისტემების რეაბილიტაცია და
განათების სისტემის გამრავალფეროვნების მიზნით ახალი კომპონენტების
(სანათების) დამატება.
2. პრომეთეს მღვიმის სპეციფიკური მხატვრული განათების სისტემის მე-4
უბანზე (მე-3 და მე-4 ელ. გამანაწილებელი კარადებს შორის) დაახლოებით 110
გრძივი მეტრი ძალოვანი კაბელის შეცვლის და ვიზიტორთა ცენტრის
მიმდებარედ არსებული ცენტრალური გამანაწილებელი კარადების სრული
რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
აღწერილობა:
პროექტში იგულისხმება:
ა) მღვიმეში არსებული სპეციფიკური განათების სისტემის მე-4 უბანზე (მე-3
და მე-4 კარადებს შორის) დაახლოებით 110 გრძივი მეტრი ძალოვანი კაბელის
შეცვლისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
მომზადება და შემდგომ აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე
ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოება.
ბ) პრომეთეს მღვიმის ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ საგენერატორო
შენობაში არსებული ცენტრალური გამანაწილებელი კარადების სრული
რეაბილიტაცია/შეცვლისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომ აღნიშნული დოკუმენტაციის
საფუზველზე ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოება. აღნიშნულისას
კარადები უნდა აღიჭურვოს მინიმუმ შემდეგუი სახის კომპონენტებით:
ელვისგან დამცავი მოწყობილობა, ფაზური დაცვის რელე- ფაზების
გადანაცვლების შემთხვევისათვის, დიფერენცირებული დაცვის რელეები;
აუცილებელი პირობა 1: ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების ძირითადი ნაწილი
(აღნიშნული არ ეხება ძალოვანი კაბელების და ცენტრალური გამანაწილებელი
კარადების გადართვა/სისტემაში ჩართვის პროცესს) უნდა დაიგეგმოს და
განხორციელდეს იმგვარად რომ არ გამოიწვიოს ტურისტული ობიექტის
ფუნქციონირების შეფერხება;
აუცილებელი პირობა 2: საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
მომზადებისას და შემდგომ აღნიშნულის საფუძველზე სამუშაოების
წარმოებისას სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული მღვიმეში არსებული
სპეციფიკური გარემო (მაღალი ტენიანობა და სხვა), შესაბამისად შერჩეული
მასალები სრულად უნდა აკმაყოფილებდნენ აღნიშნულ გარემოში
ფუნქციონირებისათვის საჭირო მოთხოვნებს. ასევე პირველ ეტაპით
განსაზღვრული შეფასებისას მიმწოდებელმა დეტალურად უნდა დაათვალიეროს
არსებული სისტემები და მის მიერ შემოთავაზებული მასალები თავსებადი
უნდა იყოს უკვე არსებულ სისტემებთან და არ უნდა გამოიწვიოს მათი
ხარისხის გაუარესება და არ უნდა შეუქმნას საფრთხე არსებული სისტემის
მუშაობას;
აუცილებელი პირობა 3. სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდგომ,
საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმწოდებელი
ვალდებულია შემსყიდველს წარმოუდგინოს მოწყობილი სისტემის
საშემსრულებლო ნახაზი (გენგეგმა და ქსელების მოწყობის სქემატური
ნახაზები);
3. ენერგეტიკული ნაწილი
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისას მაქსიმალური
ყურადღება უნდა მიექცეს უკვე არსებული სისტემების სიმძლავრეებს და
გამოყენებულ მასალებს, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს ენერგეტიკული
ნაწილის გაანგარიშება და გამოსაყენებელი მასალების
იდენტიფიცირება/შერჩევა. ამასთან, შემსყიდველის მითითების
შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ძველი სისტემის
დემონტაჟი და დასაწყობება. გამოყენებული საკაბელო პროდუქცია უნდა
შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. გამოყენებული უნდა იქნეს
მღვიმეში არსებულ აგრესიულ ტენიან გარემოსთან თავსებადი და
არაალებადი კაბელები, შესაბამის უწვად გოფრირებული მილებით. მონტაჟის
კუთხით, აღსანიშნავია, რომ ქსელის მოწყობა უნდა განხორციელდეს
სპეციფიკურ მაღალი ტენიანობის მქონე გარემოში დაბალი განათების
პირობებში, შესაბამისად აღნიშნული სამუშაოების წარმოებისას
მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების
წესები და ნორმები, რომელთა დაცვაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება
მიმწოდებელს. მიმწოდებელმა თავად უნდა უზრუნველყოს მის მიერ მოწყობილი
სისტემის არსებულ ენერგო გამანაწილებელ ქსელზე დაერთება ყველა საჭირო
მასალა-მოწყობილობების გათვალისწინებით.
4. გარემოს დაცვა და ბუნება
გამომდინარე იქედან, რომ ობიექტი წარმოადგენს ბუნების ძეგლს სამუსაოთა
წარმოების პროცესი უნდა დაიგეგმოს და წარიმართოს იმგვარად რომ არ
დაზიანდეს მღვიმეში არსბეული ბუნებრივი წარმონაქმნები;
5. საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
5.1. მშენებლობის ორგანიზაციის ნაწილს, რომელშიც დამუშავდება მინიმუმ
შემდეგი დოკუმენტაცია;
- მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის განმატებითი ბარათი, რომელიც
უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, პროექტში მოცემული ობიექტების მოწყობის
ხანგრძლივობის, ენერგო-მატერიალურ-შრომით რესურსებზე მშენებლობის
მოთხოვნილების, სასაწყობო და საყოფაცხოვრობო ფართზე მშენებლობის
მოთხოვნის შესახებ. განმარტებით ბარათში ასევე უნდა მიეთითოს საჭირო
უსაფრთხოების ტექნიკის და გარემოს დაცვითი ღონისძიებანი.
ორგანიზაციის პროექტი უნდა მოიცავდეს ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოთა
პროცესების ტექნილოგიური თანმიმდევრობით დეტალური აღწერას და
ინფორმაციას სამუშაოების შესრულების საერთო ვადის შესახებ.
მშენებლობის ორგანიზაციის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს
არსებული სისტემის სადემონტაჟო სამუშაოების წარმოების ყველა საჭირო
ეტაპები და ღონისძიებები.
5.2. ელექტროტექნიკური ნაწილი, რომელშიც დამუშავდება მინიმუმ შემდეგი
დოკუმენტაცია:
- საერთო განმარტებითი ბარათი.
- სისტემის ძალოვანი ქსელის ნახაზები (მხოლოდ წინამდებარე ტექნიკური
დავალებით განსაზღვრული სამუშაოების ნაწილში).
- - ელ.ფარის სქემები.
- დანადგარების სქემა.
- სამუშაოთა ჩამონათვალი და სპეციფიკაციები, რომელიც უნდა მოიცავდეს
პროექტით გათვალისწინებული მასალების და შემსყიდველის მიერ
დამატებით სხვა, მის მიერ განსაზღვრულ საქონელზე ინფორმაციას, მათი
წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი ფირმისა და მოდელის შესახებ.
აუცილებელი პირობა 4: მიმწოდებლის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის
ტექნიკური ნაწილი წარმოდგენილი უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი
აკრედიტაციის მქონე ორგანოს/პირის მიერ გაცემულ დადებით დასკვნასტან
ერთად, რომელიც დაადასტურებს პროექტის ტექნიკური ნაწილის
გამართულობას და ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან
შესაბამისობას.
5.3. სახარჯთაღრიცხვო ნაწილი, რომელშიც დამუშავდება მინიმუმ შემდეგი
დოკუმენტაცია:
- სახარჯთაღრიცხვო ნაწილის საერთო განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა
მოიცავდეს სამშენებლო ობიექტების სატიტულო სიას და ინფორმაციას
დანარიცხების გაანგარიშების წესის შესახებ (გაუთვალისწინებელი
ხარჯები, ზედნადები ხარჯები, გეგმიური დაგროვება და სხვა. )
- მშენებლობის შენაკრები ხარჯთაღრიცხვა. (მინიმალური სასიცოცხლო
ციკლის ხარჯების მეთოდი/მიდგომა)-საობიექტო ხარჯთარიცხვები.
- ლოკალური ხარჯთაღრიცხვები შესრულებული რესურსული მეთოდით.
- როგორც ლოკალურ, ასევე კრებსით და საობიექტი ხარჯთაღიცხვებში
ცალ-ცალკე გამოყოფილი უნდა იყოს სამშენებლო მასალების ღირებულება,
მუშათა ხელფასი, ზედნადებები ხარჯები და გეგმიური დაგროვება.
აუცილებელი პირობა 5: მიმწოდებლის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის
სახარჯთაღრიცხვო ნაწილი წარმოდგენილი უნდა იყოს სსიპ ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან
შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს/პირის მიერ გაცემულ დადებით
დასკვნასთან ერთად, რომელიც დაადასტურებს პროექტის ტექნიკურ ნაწილსა
და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული მოცულობების
შესაბამისობას;
აუცილებელი პირობა 6: მიმწოდებლის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის
სახარჯტაღრიცხვო ნაწილი წარმოდგენილი უნდა იყოს სსიპ ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან
შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს/პირის მიერ გაცემულ დადებით
დასკვნასთან ერთად;
შენიშვნა : სახარჯთაღრიცხვო ნაწილი შედგენილი უნდა იყოს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის #1-1/1463
ბრძანებისა და დაქართელოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 დადგენილების
გათვალიწინებით.
5.4. სპეციფიკაციების ნაწილი, რომელშიც დამუშავდება მინიმუმ შემდეგი
დოკუმენტაცია:
- გამოყენებული მასალების, ნაკეთობების და მოწყობილობების
ხარისხობრივი მახასიათებლების დეტალური აღწერა. ასევე შერჩეული
მასალები უნდა იყოს თავსებადი მღვიმეში არსებულ გარემოსთან
(აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ტექნიკური დავალების
მე-7 პუნქტში);
- სამონტაჟო სამუშაოთა პროცესების ტექნოლოგიური თანმიმდევრობითი
დეტალური აღწერა მათი შესრულების ხარისხობრივი კონტროლის
განხორციელების მიზნით.
- ტესტირებას დაქვემდებარებული მასალების, პროცესების და
მოწყობილობა-დანადგარების გამოსაცდელი რეჟიმის და თანმიმდევრობის
დეტალური აღწერა.
6. პრომეთეს მღვიმეში არსებული გარემო პირობები:
• ტენიანობა მღვიმეში 100%-ს აღწევს
• გარემოს ტემპერატურა: 18 - 21 გრადუსი
• კედლის სტატიკა: დიდი რაოდენობის რღვევებისა და ტექტონიკური
დარღვევების არსებობის გამო, მღვიმის ნაწილები ძალზე არასტაბილურია,
მღვიმის ნაწილებში შესაძლებელია კლდეების ჩამოვარდნა.
• მდინარე და წყალდიდობა. წყალდიდობა მღვიმეში რეგულარულია და ზოგჯერ
იწვევს დამონტაჟებული აღჭურვილობის მნიშვნელოვან დაზიანებას და
განადგურებას.
• ჭექა-ქუხილი და ელვა. რეგიონში ხშირია ჭექა-ქუხილი, განსაკუთრებით
გაზაფხულზე და შემოდგომაზე. იმის გამო, რომ ელექტრომომარაგება და
განათების სისტემა აღჭურვილი იყო მხოლოდ ელემენტარული ელვისებური
დაცვით, ჭექა-ქუხილი ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც იწვევს
განათების სისტემის ბლოკებს.
აუცილებელი პირობა 7: დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის მომზადების ეტაპზე გამოსაყენებელი მასალების
შერჩევისას აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული წინამდებარე
პუნქტში (მე-7 პუნქტი) წარმოდგენილი ინფორმაცია.
აუცილებელი პირობა 8: სამშენებლო/ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების
დასრულების შემდგომ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ან შესაბამისი
აკრედიტაციის მქონე ორგანოს/პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული
მოთხოვნებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების
ურთიერთშესაბამისობის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს;
აღნიშნული დოკუმენტის მომზადებასთან დაკავშირებულ ხარჯებს
ანაზღაურებს მიმწოდებელი.