Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Техническое обслуживание и ремонт (Грузия - Тендер #61209792)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Agency on the Management of Day Nursery Institutions
Номер конкурса: 61209792
Дата публикации: 01-02-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250002043
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.01.2025 19:19
Начало приема предложения 09.02.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 12.02.2025 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 8`726.18 GEL
Контрактная цена объекта закупки 400`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50300000-Техническое обслуживание и ремонт
Коды классификатора
  • 50343000 - Ремонт и техническое обслуживание видео оборудования
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ დაფუძნებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში არსებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის პერიოდული შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 100.00 GEL
Размер гарантии 4`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: davit meskhishvili :: 11.01.2025 10:51
  • Последнее исправление: davit meskhishvili :: 31.01.2025 19:19
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=611699&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ დაფუძნებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში არსებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის პერიოდული შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს განფასებული პრეისკურანტი (დანართი N1); პრეისკურანტის (დანართი N1) წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. პრეისკურანტი ჩაითვლება განუფასებლად, თუ განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
1.2.2. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ერთეულის ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტით განსაზღვრულ ზღვრულ ერთეულის ღირებულებებს, ხოლო პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ღირებულებების საერთო ჯამი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ჯამურ ღირებულებას. დაზუსტების ეტაპზე პრეისკურანტის რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
1.2.3. პრეტენდენტმა, საბოლოო პრეისკურანტის წარმოდგენისას, პრეისკურანტის თითოეულ პოზიციაზე ფასის კლება უნდა განახორციელოს, მინიმუმ, პრეისკურანტის სავარაუდო ჯამურ ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ, პრეისკურანტის საბოლოო ჯამურ ღირებულებას შორის არსებული პროცენტული სხვაობის მიხედვით, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთულ პრეისკურანტში განსაზღვრულ ფასებთან მიმართებაში. პრეტენდენტი ვალდებულია, პრეისკურანტში მითითებული ერთეულის ღირებულებები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი).
1.2.4. მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი შესყიდვის აუცილებლობისას), ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის და მიმწოდებლის ერთობლივი შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით.
1.2.5. მიმწოდებლის მიერ გამოყენებული აპარატურა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და არ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს ადამიანის ორგანიზმისთვის. დაუშვებელია მწვავე სუნის ან სხვა უარყოფითი რეაქციის გამომწვევი საშუალებების გამოყენება.
1.2.6. პრეტენდენტის მიერ მომსახურების გაწევის დროს გამოყენებული უნდა იქნას ახალი (არამეორადი) აპარატურა;
1.2.7. მომსახურების გაწევის დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის დროს მისი ბრალეულობით შემსყიდველის ქონებაზე მიყენებული ნებისმიერი ზიანი აღმოფხვრას საკუთარი სახსრებით.
1.2.8. მიმწოდებელი ვალდებულია გაფუჭებული, შეცვლილი აპარატურა წარუდგინოს შესაბამის საბავშვო ბაგა-ბაღს;
1.2.9. საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებული საქონლის დემონტაჟი და შემდეგ ახლად მიწოდებული საქონლის მონტაჟი-ინსტალაცია უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მიმწოდებელმა პრეისკურანტით გათვალისწინებული აპარატურის მიწოდება და მონტაჟი უნდა განახორციელოს ეტაპობრივად, 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში (იხ. დანართი N2);

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მომწოდებლის მიერ შეცვლილ აპარატურაზე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, უნდა ვრცელდებოდეს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან - არანაკლებ ორი წელი;
1.7.1.2. იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო ვადის გასვლამდე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, შეცვლილ აპარატურას აღმოაჩნდება დეფექტი, ნაკლის აღმოფხვრის მიზნით შემსყიდველი მიმართავს მიმწოდებელს, რომელიც აღმოჩენილ ნაკლოვანებას აღმოფხვრის უსასყიდლოდ, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა პრეისკურანტში (დანართ N1-ში) უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ან/და ბრენდის, წარმოშობის ქვეყნის და მოდელის (არსებობის შემთხვევაში) დასახელება. იმ შემთხვევაში, თუ საქონელს მოდელი არ გააჩნია, ფასების ცხრილის მოდელის გრაფაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი მითითება ("არ გააჩნია"). დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის ან/და ბრენდის, წარმოშობის ქვეყნის და მოდელის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ფასების ცხრილი. ამასთან, პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ, შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ან/და ბრენდის, წარმოშობის ქვეყნის და მოდელის (არსებობის შემთხვევაში) დასახელების ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს, 2022 წლის 01 იანვრიდან, წინამდებარე ტენდერში „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, უნდა გააჩნდეს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის მიწოდების და მონტაჟის ან/და ტექნიკური მომსხაურების გამოცდილება არანაკლებ 200 000 ლარის ღირებულებით;
2.2.1.2. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები:
ა) იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, საკმარისია სატენდერო განცხადების ან CMR ნომრების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ხელშეკრულებ(ები)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, რაც დაადასტურებს პრეტენდენტის გამოცდილების შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. საგარანტიო მომსახურების გასაწევად, შესაბამისი ვადის პერიოდით მიმწოდებლის მიერ დანართი N1-ის (პრეისკურანტი) 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-12 პოზიციებზე შემოთავაზებული აპარატურის მწარმოებელს (ბრენდს) ქ. თბილისში უნდა გააჩნდეს სერტიფიცირებული მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტ(ებ)ი; აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს მწარმოებლის (ბრენდის) მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია (მისამართები და საკონტაქტო მონაცემები) სერტიფიცირებულ მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტ(ებ)ის შესახებ;

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პარამეტრების სატენდერო პირობებთან და პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ პარამეტრებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-17, მე-18 და მე-24 პოზიციებზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის ტექნიკური პასპორტი ან/და data sheet, რომელშიც სრულად უნდა იყოს დაფიქსირებული შესყიდვის ობიექტის ყველა ტექნიკური პარამეტრი. მათ შორის არსებობის შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს მოდელიც.

2.9 other additional requirements

2.9.1. შემოთავაზებული საქონლის ფასი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს, დაკავშირებულს საქონლის მიწოდებასთან და შემსყიდველის საკუთრებაში გადაცემასთან.

2.9.2. შემოთავაზებული საქონლის საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

2.9.3. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები განისაზღვრება მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე (თეთრების სიზუსტით), შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.

2.9.4. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

2.9.5. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

2.9.6. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

2.9.7. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების გაფორმებიდან, საქონლის მიწოდების სრულად განხორციელებამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის/მისი შემადგენელი ნაწილის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

2.9.8. მიმწოდებელი ვალდებულია კვარტალში ერთხელ, თითოეული ლოკაციის მიხედვით, შემსყიდველს წარუდგინოს სრულყოფილი ინფორმაცია კონკრეტულ ჯერზე მიწოდებული საქონლის რაოდენობის და გაწეული მომსახურების შესახებ, როგორც Excel-ის, ასევე ელექტრონული ხელმოწერით PDF ფორმატში.

2.9.9. იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (წარმოდგენილი დოკუმენტით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის იდენტიფიცირება შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნით, მწარმოებლით ან/და ბრენდით და მოდელით (არსებობის შემთხვევაში)).

შენიშვნა:
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით;
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

3 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო/სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან; გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა. გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

6.4.2. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს;

6.4.3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, აგრეთვე ნაწილობრივი ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო/სადაზღვევო გარანტიის სრული ოდენობით გამოყენება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, მიმწოდებლის მიერ საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისა და მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, მიმწოდებლის მიერ საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის დღიდან და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დავით მესხიშვილი, 577171188, d.meskhishvili@kids.org.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.
10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.
10.1.3. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

10.2. შესყიდვაში მონაწილე პირებმა (პრეტენდენტებმა) ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთონ შემდეგი ტექნიკური ინფორმაცია/დოკუმენტები:
ა) პრეისკურანტი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 და 2.1.1 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით;
ბ) ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით;
გ) პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით;
დ) პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზის შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru