საპროექტო ობიექტის მდებარეობა და მოკლე აღწერა:
საპროექტო ობიექტი მდებარეობს: ისნის რაიონში, რომელიც მოიცავს
მთლიანად გურჯაანის ქუჩის გზას. სქემატური ნახაზი წარმოდგენილია
ორთოფოტოს სახით. სავარაუდო სიგრძე გურჯაანის ქუჩა 240 მ-ია (დაზუსტდეს
პროექტირებისას). აღნიშნული გზის ა/ბეტონის საფარი ამორტიზებულია,
შეიმჩნევა ორმოები, ჯდენები, გრძივი და განივი ბზარები. ანალოგიური
დაზიანებებია ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზეც.
დავალების მიზანი:
მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს სარეაბილიტაციო გზაზე
სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და
ორფენიანი საგზაო სამოსის გათვალისწინებით არსებული საავტომობილო
გზის რეაბილიტაცია-რეკონსრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენას, რაც გულისხმობს საპროექტო მონაკვეთზე გზის
ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური და ზოგადი
სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და მონაცემების
განხილვას, შესწავლასა და გაანალიზებას. საპროექტო გზის სავალ ნაწილზე
უნდა მოეწყოს ორ ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. სავალი ნაწილის
სამოსის კონსტრუქციის ტიპების შერჩევა საანგარიშო ღერძული
დატვირთვების გათვალისწინებით. საჭიროა გზის საფარიდან წყლის
აცილების ღონისძიებების დაგეგმვა.
გზის ორივე მხარეს არსებული ტროტუარების სიგანეები კონკრეტულ უბნებზე
უნდა დაპროექტდეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და შეთანხმდეს
დამკვეთთან.
საპროექტო გზაზე აუცილებელია შშმ პირთათვის ადაპტირებული
გადასასვლელების და ტროტუარების მოწყობა, რაც გულისხმობს საქართველოს
მთავრობის დადგენილება #41-ის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი
ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესაბამისობას“.
მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს პროექტის საავტორო ზედამხედველობა
სამუშაობის პროცესში და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს პროექტის
კორექტირება დამკვეთთან შეთანხმებით.
მომსახურების ძირითადი სახეობები:
1. საველესაკვლევაძიებო და კამერალური სამუშაოები;
2. საპროექტო სამუშაოები (ტექნიკური გადაწყვეტილებები, გაანგარიშებები
და მშენებლობის ორგანიზაცია);
3. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ობიექტის სავარაუდო
ღირებულების დადგენა;
4. სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური
დოკუმენტაციის მომზადება;
5. ტოპოგეოდეზიურისამუშაოების ჩატარება, არსებული საინჟინრო ქსელების
და ხელოვნური ნაგებობების პარამეტრების დაფიქსირება
6. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (ჰიდროლოგია საჭიროების შემთხვევაში);
7. მუშა პროექტის შედგენა (გეგმები, პროფილები, ჭრილები, დეტალები, „მოპ“-ი,
სპეციფიკაციები, უწყისები, განმარტებითი ბარათი);
8. სრული საპროექტო დოკუმენტაციის დაკომპლექტება და წარმოდგენა
ნაბეჭდი (4 ეგზემპლ.) და ელექტრონული ვერსიის სახით, ფონტით- „sylfaen”, ხოლო
ლათინური სიმბოლოები - „Calibri”-ით ), (პროექტი-„PDF” და „DWG”, ხარჯთაღრიცხვა -
„EXCEL” ფორმატში), სრულ საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
ექსპერტიზის დასკვნასთან (როგორც კონსტრუქციულზე ასევე
სახარჯთაღრიცხვო ნაწილზე) ერთად, რომელიც გაცემულ უნდა იქნას სსიპ
,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა
აკრედიტირებული პირის მიერ.
საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იყოს:
1. საკვლევ–საძიებოსამუშაოები:
1.1. ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (საჭიროების შემთხვევაში
ჰიდროლოგიური) და შესაბამისი დეტალური დასკვნის წარმოდგენა გრაფიკული
ჭრილებით;
1.1.1. გრუნტის სინჯების აღება (არანაკლებ 2 მ სიღრმეზე) და ნებისმიერი სხვა
გეო-ტექნიკური კვლევები და გამოცდა, სათანადო (150-300 მ) ინტერვალებში,
როგორც ეს საჭიროა გზის პროექტირებისათვის. (წარმოდგენილი იქნას
ფოტომასალა);
1.2. ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარებაUTM კოორდინატთა სისტემაში
(GeoCORS);
1.3. გზის ელემენტების (სავალი ნაწილი, ტროტუარი, ბორდიური, საკომუნიკაციო
ჭები) და ხელოვნური ნაგებობების (საყრდენი კედლების, ჯებირების)
მდგომარეობის შესწავლა;
1.4. ზედაპირული წყლების მოცილების ღონისძიებების შესწავლა და ანალიზი,
რომელიც უნდა შეთანხმდეს შესაბამის სამსახურთან - შპს „თბილსერვის
ჯგუფი“-თან.
1.5. არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია,
სანიაღვრე ქსელის, გაზსადენი, მაღალი ძაბვის კაბელები,
კავშირგაბმულობის ქსელები და სხვა) მდგომარეობის შესწავლა, დატანა
სიტუაციურ გეგმაზე და შეთანხმება შესაბამის სამსახურებთან (საპროექტო
ობიექტზე რომელიმე საკომუნიკაციო ქსელის არ არსებობის შემთხვევაში,
შესაბამისი კომუნიკაციის მფლობელისგან წერილობითი დასტური);
2. მუშა პროექტის შედგენა მოქმედი სამშენებლო ნორმების, წესების და
სტანდარტების დაცვით:
2.1. განმარტებითი ბარათი უნდა შეიცავდეს: ობიექტის არსებული
მდგომარეობის დეტალურ აღწერას, არსებული გზის ძირითად მაჩვენებლებს,
რომლებიც ასახავენ გზის არსებულ პარამეტრებს და მის მდგომარეობას,
გზის და ხელოვნური ნაგებობების აღწერას, საპროექტო გადაწყვეტილებებს,
შესასრულებელ სამუშაოთა აღწერას და სხვა;
2.2. სავალი ნაწილის სამოსის კონსტრუქციის ტიპების შერჩევა საანგარიშო
ღერძული დატვირთვების გათვალისწინებით (შეთანხმდეს დამკვეთთან);
2.3. საჭიროების შემთხვევაში სავალი ნაწილისა და ტროტუარების
გაბარიტების კორექტირება გაუმჯობესების მიზნით არსებული სიტუაციის
გათვალისწინებით და დამკვეთთან შეთანხმებით;
2.4. სიტუაციური გეგმები (რეპერების კოორდინატების მითითება) არსებული და
საპროექტო მიწისქვეშა კომუნიკაციების და ქსელების დატანით;
2.5. საგზაო სამოსის კონსტრუქციის ტიპების შერჩევა კვლევების შედეგებზე
დაყრდნობით. გზის დრეკადობის მოდული შერჩეული იქნას ტრანსპორტის
საქალაქო სამსახურიდან წერილობით აღებული მონაცემების
გათვალისწინებით ;
2.6. სქემატური ნახაზები (საჭიროების მიხედვით);
2.7. განივი პროფილები, გადაღებული იქნას ყოველ 10-20 მ-ში (საჭიროების
მიხედვით) და მახასიათებელ წერტილებში (უნდა შეიცავდეს: საპროექტო
(წითელ), მიწის (შავ) და მუშა ნიშნულებს, მანძილებს მახასიათებელ
წერტილებს შორის, განივი ქანობების გრაფიკულ ასახვას რიცხობრივ
მაჩვენებლებთან ერთად, მიმდებარე სიტუაციას. დატანილი უნდა იყოს
საპროექტო და არსებული ხელოვნური ნაგებობები პარამეტრებთან ერთად).
2.8. გრძივი პროფილები გზის ღერძის გასწვრივ, (უნდა შეიცავდეს: საპროექტო
(წითელ), მიწის (შავ) და მუშა ნიშნულებს, კილომეტრაჟს, პიკეტაჟს და
მანძილებს მახასიათებელ წერტილებს შორის, გრძივი ქანობების,
ვერტიკალური და ჰორიზონტალური მრუდების გრაფიკულ ასახვას რიცხობრივ
მაჩვენებლებთან ერთად, დატანილი უნდა იყოს საპროექტო და არსებული
ხელოვნური ნაგებობები პარამეტრებით).
2.9. გარე განათების პროექტის მომზადება (შეთანხმდეს დამკვეთთან);
2.10. საჭიროების შესაბამისად მოსაწყობი კომუნიკაციების (სანიაღვრე
ქსელი) და ხელოვნური ნაგებობების მუშა ნახაზები (გეგმები, ჭრილები,
სპეციფიკაციები და სხვა) და ანგარიშები (შეთანხმდეს შესაბამის
სამსახურთან);
2.11. ცხრილები და უწყისები;
2.12. საპიკეტო უწყისები;
2.13. მოხვევის კუთხეების, სწორებისა და მრუდების უწყისი, რეპერების
დამაგრების უწყისი, მრუდებზე ვირაჟების დაკვალვის უწყისი და სხვა;
2.14. კრებსითი უწყისები მასალების, საგზაო სამოსის ფართების,
საკომუნიკაციო ჭების, მეორადი შესაძლო გამოსაყენებელი მასალების,
ელექტროგადამცემი ხაზების, წყალსადენების, კავშირგაბმულობის
კაბელების (საირიგაციო სისტემების, გაზისა და ნავთობის მილსადენების)
და სხვა კომუნიკაციების გადატანის და სხვა უწყისები, სადაც გარკვევით
უნდა იყოს ასახული თითოეული სამუშაოს ზუსტი მოცულობები და არ უნდა იყოს
მითითებული, რომ ისინი უნდა დაზუსტდეს კონტრაქტორი და საზედამხედველო
ორგანიზაციების მიერ.
2.15. მოძრაობის ორგანიზაციის (საგზაო ნიშნები, ჰორიზონტალური და
ვერტიკალური მონიშვნა და სხვა) პროექტის შედგენა. (შეთანხმდეს
შესაბამის სამსახურ(ებ)თან);
2.16. საჭიროების შემთხვევაში წერილობით დავალებით განსაზღვრული
სამუშაოების დაწყებამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების
სააგენტოსთან შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა
2.17. მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა საბაზრო
ფასებით და სამშენებლო რესურსების ფასთა კრებულის მიხედვით, ასევე
გამარტივებული ვერსია;
2.18. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იქნას
სამუშაოების/მომსახურების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენების
(ინერტული) განთავსება.
2.19. მშენებლობის ორგანიზაცია (მ.შ. სამუშაოთა შესრულების ტექნოლოგიური
სქემები, კალენდარული გრაფიკები, მანქანა–მექანიზმების ჩამონათვალი,
შრომის უსაფრთხოების ღონისძიებები და სხვა);
2.20. საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ნაბეჭდი (4 ეგზემპლ.)
და ელექტრონული ვერსიის სახით, ფონტით-„sylfaen”, ხოლო ლათინური სიმბოლოები -
„Galibri”-ით, (პროექტი- „PDF” და „DWG”, პროექტის ვიზუალი (რენდერები, დამკვეთთან
შეთანხმებით); ხარჯთაღრიცხვა - „EXCEL” ფორმატში).
3. სხვა მოთხოვნები:
3.1. გზის სამოსის, ტროტუარისა და ბორდიურის ტიპების, აგრეთვე ხელოვნური
ნაგებობების (მ.შ. პარაპეტი, საყრდენი კედელი და სხვა) მოწყობის საკითხის
შეთანხმება დამკვეთთან;
3.2. საზოგადო ტრანსპორტის გასაჩერებელ ადგილების და ნარჩენების
შემკრები კონტეინერებისათვის ჯიბეების (შეჭრა) ადგილების განსაზღვრა
(შესაძლებლობის მიხედვით) და შეთანხმება შესაბამის ორგანიზაციებთან;
3.3. საჭიროების შემთხვევაში მშენებარე ინფრასტრუქტურის ობიექტების
სავარაუდო ქსელებისათვის საჭირო დიამეტრის განივი გარცმის მილების
გათვალისწინება;
3.4. საჭიროების შემთხვევაში სარეაბილიტაციო ქუჩაზე არსებული ასფალტის
საფარის (ფრეზირებული მასის) გამოყენება ასფალტის გრანულატის სახით
(შესაძლებლობის ფარგლებში);
3.5. საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციაში უნდა იყოს უწყისები
შესასყიდი კერძო ნაკვეთების, ნარგავების და შენობა-ნაგებობების
შესახებ, დასაკავებელი მიწების (გზის განთვისების ზოლში) ოდენობა, მათი
სახეობა, დანიშნულებები და სხვა მახასიათებლები (შენობა-ნაგებობები,
ხეხილი, ბიზნესაქმიანობა და ა.შ.) საპროექტო გზის განთვისების ზოლში
მოხვედრილი მოსახლეობისათვის, მათი ქონების გამოსყიდვისა და
განსახლების ქმედებებისათვის საჭირო ზომები და მისი ღირებულებები
დასაკავებელი მიწებისა და განსახლების საკითხების გათვალისწინებით.
ამასთანავე უწყისები აღსადგენი ღობეების და სხვა ობიექტების
შესახებ;
3.7. პროექტში გათვალისწინებულ იქნას 77 მილიმეტრიანი სახანძრო
ჰიდრანტების მოწყობა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41
დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად და
შეთანხმდეს შესაბამის სამსახურთან.
3.8. მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური დავალებით გაუთვალისწინებელი
გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში, გაითვალისწინოს მისი შეტანა
საპროექტო დოკუმენტაციაში დამატებითი ანაზღაურების გარეშე
(დამკვეთთან შეთანხმებით);
3.9. სიტუაციურ გეგმაზე დატანილი არსებული საკომუნიკაციო ჭები უნდა იყოს
დანომრილი.