Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Игры и игрушки; ярмарочные аттракционы (Грузия - Тендер #60350795)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi City Hall
Номер конкурса: 60350795
Дата публикации: 31-12-2024
Сумма контракта: 409 950


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240026533
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.12.2024 18:40
Начало приема предложения 10.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 13.01.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 409`950.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 37500000-Игры и игрушки; ярмарочные аттракционы
Коды классификатора
  • 37535200 - Игровое оборудование для игровых площадок
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2025 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად.
Дополнительная информация
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსათავსებლად ურბანული საბავშვო ატრაქციონების (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 1`640.00 GEL
Размер гарантии 4`100 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: sopiko tsukhishvili :: 25.12.2024 10:16
  • Последнее исправление: tea razmadze :: 31.12.2024 18:40
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=608904&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსათავსებლად ურბანული საბავშვო ატრაქციონების (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 ატრაქციონის ძირითადი კონსტრუქცია (ჩონჩხი, ბოძები, კიბეები) უნდა შედგებოდეს გარემო პირობების მიმართ მედეგი, მეტალის ან/და ხის მასალისაგან.
1.2.2 აქტივობის კოშკებზე და სასრიალოების კორპუსებზე არსებული პლატფორმები და იატაკები დამზადებული უნდა იყოს გარემო პირობების მიმართ მედეგი, მდგრადი, მოთუთიებული ან უჟანგავი (მეტალის შემთხვევაში) მასალისაგან.
1.2.3 HPL პანელი (მაღალი წნევის ქვეშ დაწნეხილი ლამინატი) (არსებობის შემთხვევაში) - უნდა იყოს გარემო პირობების მიმართ მედეგი (პანელის სისქე არანაკლებ 10მმ).
1.2.4 ხის დეტალები - ხე უნდა იყოს თერმულად დამუშავებული, მკვრივი ჯიშის, გამომშრალი, არ უნდა გააჩნდეს ბასრი კიდეები და ხიჭვები, ვაკუუმით კონსერვირებული, ზედაპირი დამუშავებული დამცავი, ბუნებრივი ხის შეფერილობის წყალმედეგი და ცეცხლგამძლე პროდუქციით (6-12% ტენიანობა). ხის ყველა დეტალი უნდა იყოს დამუშავებული EN 351 სტანდარტების შესაბამისად, ავტოკლავის მეშვეობით/მეთოდით.
1.2.5 პლასტიკური დეტალები (არსებობის შემთხვევაში) - პოლიეთილენი, პოლიპროპილენი, პოლიამიდი, HDPE (მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი) ან რეზინა. პროდუქცია არ უნდა იყოს გახეხილი, არ უნდა აღენიშნებოდეს ჩამოღვენთილი ადგილები და ხიჭვები.
1.2.6 მეტალის დეტალები - პროდუქციის მეტალის ნაწილები უნდა იყოს უჟანგავი ლითონის ან მოთუთიებული, გარემო პირობების და მექანიკური დაზიანების მიმართ მედეგი.
1.2.7 საქანელას ჯაჭვები, საკისრები, საკიდები/მოძრავი ნაწილები, სავარძლები - საქანელას ჯაჭვი უნდა იყოს მოთუთიებული ან უჟანგავი ლითონის (დიამეტრი არანაკლებ 6მმ, გამძლეობა არანაკლებ 100 კგ). ჯაჭვი უნდა იყოს მჭიდრო მარყუჟებით. ჯაჭვები დამზადებული უნდა იყოს მჭიდროდ ნაქსოვი ფოლადით თითების გაყოფის თავიდან აცილების მიზნით. საკისარი უნდა იყოს მოთუთიებული ან უჟანგავი ლითონის. ჩასაჯდომი საქანელას სავარძლის ჩარჩო (ლითონის) და „დასაჯდომი საქანელას“ დასაჯდომი (მყარი მასალის) დაფარული უნდა იყოს მაღალი ხარისხის რბილი კაუჩუკით ან/და რეზინით და უძლებდეს არანაკლებ 100 კგ სიმძიმის დატვირთვას. სავარძლის ძირი და ხელის მოსაკიდებელი ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ისე (არანაკლებ 4 დამაკავშირებელი ელემენტით), რომ დაცული იყოს ბავშვის უსაფრთხოება მისი ექსპლუატაციის პერიოდში. სავარძლის ძირი და ხელის მოსაკიდებლი დაფარული უნდა იყოს კაუჩუკით.
1.2.8 აიწონა-დაიწონას მზიდი უნდა მაგრდებოდეს მოთუთიებულ ან უჟანგავი მეტალის კონსტრუქციაზე, თვითპოხვადი საკისრიანი მექანიზმით. დასაჯდომებთან გათვალისწინებული უნდა იყოს მოთუთიებული ან უჟანგავი ლითონის ხელმოსაკიდები.
1.2.9 ხრახნები, ქანჩები, ჭანჭიკები - მოთუთიებული ან უჟანგავი ლითონის (დიამეტრი არანაკლებ 8მმ). პროდუქციის ყველა არსებულ ჭანჭიკს უნდა ჰქონდეს პლასტმასის სახშობი/საცობი.
1.2.10 თოკები და ბადეები (არსებობის შემთხვევაში) (დიამეტრი არანაკლებ 16 მმ) - დამზადებული უნდა იყოს ნეილონის, ან პოლიპროპილენის ან პოლიესტერის მასალისგან (შიგთავსი - უჟანგავი ლითონის გრეხილი).
1.2.11 საღებავი – გამოყენებული საღებავი უნდა იყოს გარემო პირობების, წყლის და ულტრაიისფერი სხივებისადმი (UV) მედეგი, არ უნდა შეიცავდეს ტყვიას ან სხვა ჯანმრთელობისათვის საშიშ ელემენტებს.
1.2.12 სასრიალო - ჩამოსასრიალებელი (უნდა უძლებდეს არანაკლებ 100 კგ დატვირთვას) უნდა იყოს არანაკლებ 2მმ სისქის უჟანგავი ლითონის ან მკვრივი პოლიეთილენის.
1.2.13 ზამბარა (არსებობის შემთხევაში) - დამზადებული მაღალი ხარისხის დრეკადი უჟანგავი ლითონისაგან. ზამბარას დრეკის დროს არ უნდა დაუზიანდეს საღებავი.
1.2.14 ატრაქციონებზე თვალსაჩინო ადგილას დამონტაჟებული უნდა იქნას უჟანგავი ლითონის ან ანოდირებული ალუმინის აბრა, ყველა საჭირო ინფორმაციით (მითითება პროდუქტზე, დამზადების წელზე, მომხმარებლის (ბავშვის) ასაკის შეზღუდვაზე).
1.2.15 სათამაშო კომპლექსის საყრდენი სვეტების მონტაჟი უნდა განხორციელდეს მწარმოებელი კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციის შესაბამისად. შემსყიდველი უფლებამოსილია მონტაჟის პროცესში მოსთხოვოს მიმწოდებელს აღნიშნული ინსტრუქცია.
1.2.16 ატრაქციონის მოძრავი ნაწილები არ უნდა გამოსცემდეს ხმას.
1.2.17 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თითოეული ატრაქციონის უსაფრთხოების შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაცია, კერძოდ, ატრაქციონიდან ბავშვის ვარდნის შესაძლო არეალი.
1.2.18 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას შემოთავაზებული ატრაქციონების ესკიზები მოდელების მითითებით, რომლებიც უნდა იყოს თანხვედრაში პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ შედგენილი კატალოგის შესაბამის გვერდებში ან მწარმოებლის მიერ გაცემულ ოფიციალურ წერილში მოცემულ პროდუქციასთან.
1.2.19 შემოთავაზებული პროდუქციის ფუნქციური მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის გადამოწმების უზრუნველსაყოფად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებლის მიერ შედგენილი კატალოგის შესაბამისი გვერდები ან მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური წერილი (წარმოდგენილ დოკუმენტში სრულად უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია „შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალების“ ტექნიკური მახასიათებლებისა და ზომების გრაფებით განსაზღვრული მონაცემების შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილით (დანართი N1) შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლების და ზომების თაობაზე).
1.2.20 ხის ყველა დეტალის EN 351 სტანდარტების შესაბამისად, ავტოკლავის მეთოდით/მეშვეობით დამუშავების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელი უნდა იყოს მწარმოებლის მიერ შედგენილ კატალოგში ან დადასტურებული უნდა იქნას მწარმოებლის ოფიციალური წერილით.
1.2.21 პრეტენდენტის მიერ, ელექტრონულ სისტემაში ასევე ატვირთული უნდა იქნას შემოთავაზებული პროდუქციის ქვემოთ ჩამოთვლილი ძირითადი შემადგენელი ნაწილების მასალების შესახებ ინფორმაცია, რომლის გადამოწმება შესაძლებელი უნდა იყოს მწარმოებლის მიერ შედგენილ კატალოგში ან დადასტურებული უნდა იქნას მწარმოებლის ოფიციალური წერილით, რათა შემსყიდველმა იმსჯელოს წარმოდგენილი პროდუქციის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე:
1.2.21.1 საქანელა - საქანელას ჯაჭვი უნდა იყოს მოთუთიებული ან უჟანგავი ლითონის (დიამეტრი არანაკლებ 6მმ). საქანელას ჩასაჯდომი სავარძლის ჩარჩო (ლითონის) და საქანელას დასაჯდომი (მყარი მასალის) დაფარული უნდა იყოს მაღალი ხარისხის რბილი კაუჩუკით ან/და რეზინით; სავარძლის ძირის და ხელის მოსაკიდებლის დამაკავშირებელი ელემენტები (არანაკლებ 4) დაფარული უნდა იყოს კაუჩუკით;
1.2.21.2 სასრიალო - ჩამოსასრიალებელი უნდა იყოს არანაკლებ 2 მმ სისქის უჟანგავი ლითონის (არ უნდა იყოს მოთუთიებული) ან მკვრივი პოლიეთილენის;
1.2.21.3 თოკები და ბადეები (არსებობის შემთხვევაში) – დამზადებული უნდა იყოს ნეილონის, ან პოლიპროპილენის ან პოლიესტერის მასალისგან (შიგთავსი - უჟანგავი ლითონის გრეხილი);
1.2.21.4 აიწონა-დაიწონას დასაჯდომებთან გათვალისწინებული უნდა იყოს მოთუთიებული ან უჟანგავი ლითონის ხელმოსაკიდები;
1.2.21.5 ატრაქციონის ძირითადი კონსტრუქცია (ჩონჩხი, ბოძები, კიბეები) უნდა შედგებოდეს მეტალის ან/და ხის მასალისაგან.

1.2.22 შემოთავაზებულ პროდუქციას უნდა გააჩნდეს საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანოს მიერ გაცემული EN 1176-1-თან შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც პრეტენდენტის მიერ უნდა იქნას ატვირთული ელექტრონულ სისტემაში.

1.2.23 საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველის დავალების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ტერიტორიაზე (სადაც განხორციელდება ახალი ატრაქციონების მონტაჟი) არსებული ატრაქციონების დემონტაჟი და დავალებით განსაზღვრულ ადგილზე (ქალაქ თბილისის მასშტაბით) დასაწყობება.
1.2.24 შემსყიდველის დავალების შემთხვევაში, მიმწოდებელს უნდა შეეძლოს შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით: მონტაჟი) მიწოდება ერთდროულად 3 (სამი) ლოკაციაზე.
1.2.25 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარმოუდგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია ან/და სერტიფიკატ(ებ)ი, რათა შემსყიდველმა იმსჯელოს მიწოდებული პროდუქციის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

1.2.26 პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი ტექნიკური მახასიათებლების დასადასტურებლად.

1.2.27 შესყიდვის ობიექტის დასახელება, პარამეტრები (მახასიათებლები) და რაოდენობა მოცემულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებაში, რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2025 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად.
1.4.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებულ პირველ დავალებას შემსყიდველი მიმწოდებელს გადასცემს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არანაკლებ 20 (ოცი) კალენდარული დღის შემდეგ.
1.4.3 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებულ დავალებაში მითითებული იქნება ინფორმაცია მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის სახეობების, რაოდენობების, მიწოდების (განთავსების) ადგილებისა და ვადების შესახებ.
1.4.4 შემსყიდველის დავალების შემთხვევაში, მიმწოდებელს უნდა შეეძლოს შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით: მონტაჟი) მიწოდება ერთდროულად 3 (სამი) ლოკაციაზე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, შემსყიდველის წერილობითი დავალებით განსაზღვრული ადგილ(ებ)ი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი და უნაკლო.
1.7.1.2 შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით: მონტაჟი) საგარანტიო ვადა შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელს.
1.7.1.3 საგარანტიო ვადის განმავლობაში შესყიდვის ობიექტზე დეფექტის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში (ქურდობის და ვანდალიზმის ფაქტების გარდა), მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრას გამოვლენილი დეფექტი/წუნი/ხარვეზი - შეაკეთოს ან შეცვალოს ახლით დეფექტის/წუნის/ხარვეზის მქონე საქონელი.
1.7.1.4 შესყიდვის ობიექტზე დეფექტის/წუნის/ხარვეზის აღმოჩენის გამო შესყიდვის ობიექტის შეკეთების ან/და ახლით შეცვლის საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ან/და სავაჭრო ნიშანი და მარკა ან/და მოდელი.
2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლ(ებ)ის მიერ წარმოებული ურბანული საბავშვო ატრაქციონები 2016 წლის 01 იანვრიდან უნდა იყოს მიწოდებული ევროკავშირის ქვეყნებში, თითოეული მწარმოებლის შემთხვევაში, ტენდერის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 150 %-ის ღირებულებით. აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დადასტურებული იქნება შემსყიდველის/დამკვეთის მიერ.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემოთავაზებული პროდუქციაზე საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანოს მიერ გაცემული EN 1176-1-თან შესაბამისობის სერტიფიკატები.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სატენდერო დოკუმენტაციის 6.1 ან 6.2 პუნქტის შესაბამისად, დანართი N2–ის მიხედვით.
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
6.4.3 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების ფასი შეადგენს 200 000 ლარზე ნაკლებს, საბანკო გარანტიის მექანიზმი არ გამოიყენება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სოფიკო ცუხიშვილი, 598340929, s.tsukhishvili@tbilisi.gov.ge , ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი - ელიკო გვარაძე, მობილური ტელეფონის ნომერი - 599167068; ელ-ფოსტა:e.gvaradze@tbilisi.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
10.1.4 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.7 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.1.7.1 ფასების ცხრილი (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის გათვალისწინებით;
10.1.7.2 თითოეული ატრაქციონის უსაფრთხოების შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაცია, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.17 პუნქტის შესაბამისად.
10.1.7.3 შემოთავაზებული ატრაქციონების ესკიზები მოდელების მითითებით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.18 პუნქტის შესაბამისად.
10.1.7.4 შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებლის მიერ შედგენილი კატალოგის შესაბამისი გვერდები ან მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური წერილი, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.19 პუნქტის შესაბამისად.
10.1.7.5 ხის დეტალების EN 351 სტანდარტთან შესაბამისად, ავტოკლავის მეთოდით დამუშავების შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მწარმოებლის მიერ შედგენილი კატალოგი ან მწარმოებლის ოფიციალური წერილი, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.20 პუნქტის შესაბამისად.
10.1.7.6 შემოთავაზებული პროდუქციის ძირითადი შემადგენელი ნაწილების (საქანელას ჯაჭვი, საქანელას დასაჯდომი/ჩასაჯდომი, სავარძლის ძირი და ხელის მოსაკიდებელი, სასრიალო, თოკები და ბადეები, აიწონა-დაიწონას დასაჯდომთან ხელის მოსაკიდებლი და ატრაქციონის ძირითადი კონსტრუქციის (ჩონჩხი, ბოძები, კიბეები)) მასალების შესახებ დეტალური ინფორმაცია და აღნიშნული ინფორმაცის დამადასტურებელი მწარმოებლის მიერ შედგენილი კატალოგი ან მწარმოებლის ოფიციალური წერილი, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.21 პუნქტის შესაბამისად.
10.1.7.7 შემოთავაზებული პროდუქციის EN 1176-1 სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატები, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.22 და 2.7.1 პუნქტების შესაბამისად.
10.1.7.8 დოკუმენტაცია გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru