Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #60142512)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Land Transport Agency
Номер конкурса: 60142512
Дата публикации: 24-12-2024
Сумма контракта: 17 010


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240025848
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.12.2024 11:46
Начало приема предложения 08.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 10.01.2025 16:00
Предполагаемая цена закупки 17`010.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64100000 - Почтовая и курьерская службы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
2025 წლის განმავლობაში იმპორტის საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 200.00 GEL
Размер гарантии 170 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lasha papelishvili :: 23.12.2024 11:28
  • Последнее исправление: teona jalabadze :: 24.12.2024 11:46
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=608452&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 2025 წლის განმავლობაში იმპორტის საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ საქართველოს საზღვრებს გარეთ მითითებული მისამართებიდან გზავნილების ჩამოტანა (იმპორტი) შემსყიდველი ორგანიზაციის მისამართზე (ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N16).

საფოსტო და საკურიერო მომსახურება მოიცავს:
გზავნილების იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან (გარდა რუსეთი, ბელარუსი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი) ჩინეთიდან და მონღოლეთიდან;
გზავნილი გულისხმობს: სხვადახვა წონის და ზომის დოკუმენტს ე.წ. წერილობითი ფოსტას და სხვადახვა წონის და ზომის ამანათს.

მომსახურება გაწეულ უნდა იქნას შემდეგი პირობებით/მახასიათებლებით:
1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წერილობითი ამანათის იმდაგვარი ტრანსპორტირება, რომ დაიცვას ის დაზიანებისგან.
2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართებიდან გზავნილების იმპორტი სამუშაო დღეებში 09:00-დან 17:00 საათამდე, შაბათს (საჭიროების შემთხვევაში) 09:00-დან 14:00 საათამდე.
3. გზავნილის ჩაბარების ვადა და პირობები:
3.1. გზავნილის ტრანსპორტირება (შემსყიდველი ორგანიზაციის მისამართზე მიტანა) უნდა განხორციელდეს გზავნილის გამოგზავნიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში;
3.2. მიმწოდებლის წარმომადგენელი/კურიერი ადრესანტის მისამართზე უნდა გამოცხადდეს შემსყიდველის მიერ გზავნილის ჩამოტანაზე შეტყობინების განხორციელებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. მიმწოდებელი იხსნის პასუხისმგებლობას გზავნილის ვერ აღებაზე, თუ ადრესანტის ოფისი დაკეტილია, ან საკონტაქტო პირი არ იმყოფება შესაბამის მისამართზე;
3.3. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს შეატყობინოს გზავნილის გამოგზავნის თარიღის თაობაზე გზავნილის აღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში;
3.4. გზავნილის ჩაბარება ხორციელდება შემსყიდველის მისამართზე კანცელარიის თანამშრომლის ან გზავნილის მიღებაზე შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, გზავნილის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანა შემსყიდველის მისამართზე უნდა განხორციელდეს უფასოდ მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში (დღეების ათვლა განხორციელდება პირველ ჯერზე გზავნილის ადრესატისთვის მიტანის მომდევნო დღიდან).
4. მიმწოდებელს შემსყიდველისგან მიეწოდება გზავნილის წამოსაღებად საჭირო ინფორმაცია (ადრესანტი, ქალაქი/რეგიონი, საფოსტო ინდექსი, ადრესანტის მისამართი და საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი).
5. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი უფასოდ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით.
6. მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებდან არაუგვიანეს მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს, შემსყიდველისთვის შესაბამისი ვებ-გვერდის მიწოდება, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისათვის შესაძლებელი იქნება საერთაშორისო გზავნილების ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნა.
7. ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე პროგრამული ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ხარვეზის შესახებ შეტყობინების დაფიქსირება უნდა მოხდეს ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო კომუნიკაციის საშულებით. ხარვეზის აღმოფხვრა უნდა დაიწყოს შემსყიდველის მიერ შეტყობინების დაფიქსირებისთანავე და დასრულდეს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
შენიშვნა:
ფასების ცხრილიში მითითებული რაოდენობები საორიენტაციოა და შემსყიდველი არ არის ვალდებული სრულად აითვისოს. თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების რაოდენობა ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების რაოდენობის შემცირებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. გზავნილების ჩამოტანა უნდა განხორციელდეს ევროპის ქვეყნებიდან, პოსტსაბჭოთა სივრცის (გარდა რუსეთი, ბელარუსი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი) ჩინეთიდან და მონღოლეთიდან.
2. მიმწოდებლის მიერ გზავნილის ჩაბარება უნდა განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N16, მე-5 სართული.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2022 წლიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს იმპორტის საფოსტო მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, ან/და დამკვეთის მიერ დადასტურებული ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომლითაც პრეტედენტი დაადასტურებს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესრულების ფაქტს).
2. პრეტენდენტმა აღნიშნულის შესახებ მონაცემები უნდა ატვირთოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციული ცხრილის (დანართი N2) სახით.
3. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი იყო სახელმწიფო ორგანიზაცია, დადებული ხელშეკრულებების და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების სისტემაში ატვირთვა აუცილებელი არ არის, თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. საკმარისია დანართში მიეთითოს სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, კერძოდ: SPA /NAT /CMR ან/და სხვა ნომრები.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).
2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით;
3. დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში ლარში მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თეონა ჯალაბაძე, 555100960, tjalabadze@lta.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
1.1. ფასების ცხრილი, დანართი N1-ს შესაბამისად;
1.2. ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.

2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების შესაბამისად.
3. ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
4. წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით დღგ-ს გარდა.
5. ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა (შეუსაბამობა „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტთან) გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.
6. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;
7. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმან(ებ)ი.
8. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
9. პრეტენდენტი ვალდებულია მომსახურების ერთეულის ფასები დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.
10. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
11. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
12. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
13. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru