Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Медицинское оборудование (Грузия - Тендер #60142510)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 60142510
Дата публикации: 24-12-2024
Сумма контракта: 330 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON240000644
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.12.2024 11:52
Начало приема предложения 26.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 27.12.2024 12:30
Предполагаемая цена закупки 330`000.54 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 33100000-Медицинское оборудование
Коды классификатора
  • 33100000 - Медицинское оборудование
  • 33140000 - Медицинские расходные материалы
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სახარჯი მასალის შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`320.00 GEL
Размер гарантии 3`300 GEL
Срока действия гарантии 360 День
  • Загрузка объявления: salome dzodzuashvili :: 24.12.2024 10:26
  • Последнее исправление: nino gamrekeli :: 24.12.2024 11:52
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=608645&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სახარჯი მასალა (CPV 33140000 - სამედიცინო სახარჯი მასალები) - შემდგომში, „საქონელი“.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. საქონლის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და პირობების დაცვით.
2. საქონლის ვარგისიანობის ვადა მოწოდების თარიღიდან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 12 თვეს.
3. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს საქონლის შეუფერხებელი მიწოდება, ასევე, საქონლის ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა თავისივე ხარჯით.
4. დაცული უნდა იქნეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები.
5. საქონელი უნდა იყოს ქარხნულად დაფასოებული და უნდა ჰქონდეს ქარხნული ეტიკეტი შესაბამის შეფუთვაზე. შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული, ხოლო წარწერები საქონელსა ან/და ეტიკეტ(ებ)ზე უნდა იყოს კითხვადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. საქონლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
7. პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოადგინოს სამედიცინო სახარჯი მასალების შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართის გათვლისწინებით.
8. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაციები და მათ მიერ მოთხოვნილი შესასყიდი რაოდენობა, ასევე მიწოდების ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N2 დანართში.
9. შესასყიდი საქონლის ჯამური საორიენტაციო რაოდენობა, ტექნიკური პარამეტრები, ვარგისიანობის შესახებ ინფორმაცია და ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტებთან დაკავშირებით მოთხოვნები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში.
10. სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში მითითებული საქონლის რაოდენობა(ები) ემსახურება პრეტენდენტის ინფორმირებას, ჯამური რაოდენობის, საქონლის ფასის დადგენისა და მიწოდების პირობების (ლოჯისტიკის შესაძლებლობების) შეფასების მიზნით.
11. სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში მითითებული საქონლის შესასყიდი რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და შემსყიდველ ორგანიზაციებს ან/და სატენდერო კომისიას არ აკისრებს ვალდებულებას, მითითებული საქონლის რაოდენობა შესყიდულ იქნეს სრულად. ამასთან, შემსყიდველი იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, გამარჯვებულ მიმწოდებლთან შეთანხმების საფუძველზე, მისთვის მისაწოდებელი საქონლის ჩამონათვალიდან, შეისყიდოს რომელიმე პროდუქტი მეტი რაოდენობით ან/და დაამატოს მის შესყიდვის ნუსხას რომელიმე სამედიცინო სახარჯი მასალა, წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის შესასყიდი საქონლის ნუსხიდან (N1 დანართიდან).
12. კონსოლიდირებული ტენდერის სავარაუდო ჯამური ღირებულების კლება დაუშვებელია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში მოცემული რომელიმე შესასყიდი საქონლის ერთეულის ღირებულების ზრდის ხარჯზე (პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილში დაფიქსირებული შესასყიდი საქონლის ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში მოცემულ იმავე პოზიციაზე განსაზღვრულ საქონლის ზღვრულ ერთეულის ღირებულებას).
13. პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილი წარმოდგენილი უნდა იყოს EXCEL-ის ფორმატში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით შესასყიდი საქონლის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, 2025 წლის 01 მარტიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N2 დანართში მითითებული ინფორმაციისა და შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ხოლო, შემსყიდველ ორგანიზაციასა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის მიხედვით, საქონლის მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად ან ერთიანად, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N2 დანართის შესაბამისად, რომელიც დეტალურად დაზუსტდება შემსყიდველ ორგანიზაციებსა და მიმწოდებელს შორის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას.
3. გამარჯვებული პრეტენდენტი უფლებამოსილია საქონლის მიწოდება დაიწყოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.4. პუნქტის პირველ ქვეპუნქტში მითითებულ ვადაზე ადრე, მაგრამ არაუადრეს 2025 წლის 1 იანვრისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. საქონლის მიწოდების ადგილ(ებ)ი განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N2 დანართის შესაბამისად.
2. ქ. თბილისში მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში. სხვა მისამართებზე მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) კალენდარული დღის განმავლობაში. მაღალმთიან რეგიონებში, სეზონურობიდან გამომდინარე, რთული კლიმატური პირობებისას მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში.
3. საქონლის მიწოდების სიხშირე და ადგილი შესაძლებელია შეიცვალოს ან/და დაემატოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N2 დანართში არსებულ ჩამონათვალს, შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის მოთხოვნის შესაბამისად, გამარჯვებულ მიმწოდებელთან შეთანხმების საფუძველზე.
4. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია (მაგ.: მუნიციპალიტეტი), სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, სამედიცინო სახარჯი მასალის გაცემას ახორციელებს ბენეფიციარ(ებ)ზე, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის მიწოდება უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მითითებული სოფლის/რაიონის/ქალაქის ტერიტორიაზე არსებული რომელიმე სააფთიაქო ბაზიდან.
5. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ითხოვს სამედიცინო სახარჯი მასალის მიწოდებას ზემოაღნიშნული პირობის (სატენდერო დოკუმენტაციის 1.5. პუნქტის მე-4 ქვეპუნქტის) შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტი უფლებამოსილია აღნიშნული მოთხოვნა შეასრულოს ქვეკონტაქტორის საშუალებით (ამასთან, ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.8. პუნქტი).

1.7.1 requirement related to guarantee period

საქონლის ვარგისიანობის ვადა მიწოდების თარიღიდან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 12 თვეს.

(დეტალური ინფორმაცია იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციიის 1.2 პუნქტის N1 დანართში).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1. პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს საქონლის წარმოების ქვეყანა და მწარმოებელი კომპანია, სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის ფასების ცხრილის მოთხოვნების შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს საქონლის მწარმოებელ ქვეყანასა და მწარმოებელ კომპანიას, ის დაზუსტების გარეშე დაექვემდბარება დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ფარმაცევტული პროდუქტების ან/და სამედიცინო მოწყობილობების/აპარატურის ან/და სამედიცინო სახარჯი მასალების მიწოდების არანაკლებ არანაკლებ 165,000.00 (ას სამოცდახუთი ათასი) ლარის გამოცდილება უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში (2024 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების დღემდე) ჯამურად, რომლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა დაერთოს პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას.
2. პრეტენდენტმა გამოცდილების დადასტურების მიზნით უნდა წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და ანგარიშ-ფაქტურ(ები)ა ან/და ზედნადებ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიდან ირკვევა ფარმაცევტული პროდუქტების ან/და სამედიცინო მოწყობილობების/აპარატურის ან/და სამედიცინო სახარჯი მასალების მიწოდების შესახებ ინფორმაცია, მაშინ აუცილებელი არ არის ხელშეკრულების წარმოდგენა).
3. სახელმწიფო შესყიდვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში საკმარისია შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემების: CON, SPA, NAT ან/და CMR ნომრების წარმოდგენა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

იმ შემთხვევაში, როცა სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N2 დანართის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია ითხოვს სამედიცინო სახარჯი მასალის მიწოდებას სატენდერო დოკუმენტაციის 1.5. პუნქტის მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად, პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოადგინოს ინფორმაცია იმ სააფთიაქო ბაზის შესახებ (დასახელება/სამართლებრივი ფორმა/საიდენტიფიკაციო კოდი/კონკრეტული მისამართი), რომლიდანაც შემსყიდველი ორგანიზაციის ბენეფიციარი გაიტანს საქონელს. ქვეკონტაქტორის არსებობის შემთხვევაში კი, ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.8 პუნქტის გათვალისწინებით.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

საქონლის მიწოდება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N2 დანართში მითითებულ მისამართებზე. ამასთან, დაზუსტებული გეგმა-გრაფიკი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველ ორგანიზაციასა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებისას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N1 დანართის მიხედვით, შესასყიდ საქონელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. ამასთანავე, პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოადგინოს აღნიშნული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების გათვალისწინებით.

(დეტალური ინფორმაცია იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციიის 1.2 პუნქტის N1 დანართში).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. პრეტენდენტი ვალდებულია ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის შესახებ ინფორმაცია (ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი) სისტემის მეშვეობით.
2. სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის მიერ წერილობითი თანხმობა ან/და სხვა დოკუმენტი (მაგ.: ხელშეკრულება), რომელიც დაადასტურებს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ვალდებულების შესრულებას.
3. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტირებული.
4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს, ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების შემდეგ, წარმოეშობა ქვეკონტრაქტორი, ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს სტენდერო კომისიას.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

1. პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N1 დანართის თითოეულ პოზიციაზე მითითებული შესასყიდი საქონლის ნიმუში.
2. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საქონლის ნიმუში უნდა იყოს ქარხნულად დაფასოებული და უნდა ჰქონდეს ქარხნული ეტიკეტი შესაბამის შეფუთვაზე. შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული, ხოლო წარწერები საქონელსა ან/და ეტიკეტებზე უნდა იყოს კითხვადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საქონლის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება.
4. პრეტენდენტს საქონლის ნიმუში უკან უბრუნდება გონივრულ ვადაში, მაგრამ არანაკლებ სატენდერო წინადადების ვადის ამოწურვამდე.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩა N8 (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო).

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

3300

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

2

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

2

6.2.3 guarantee period

1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვრებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 2026 წლის 15 თებერვლის ჩათვლით.
2. იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებულმა პრეტენდენტმა შეასრულა კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო პირობებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

6.2.4 terms and conditions of guarantee

1. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერში მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.
2. იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გასაფორმებელი ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს ან აღემატება 100 000 ლარს, კონსოლიდირებულ ტენდერში გამოყენებულ იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 2%–ის ოდენობით.
3. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.
4. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტა - ლარში.
5. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. წინასწარი ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული და მასთან წინასწარ შეთანხმებული ოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულების 40%-სა.
2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის საფუძველზე.
3. წინასწარი ანგარიშსწორება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
4. უპირობო და გამოუთხოვადი, წინასწარი ანგარიშსწორების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ეროვნულ ვალუტა - ლარში.
5. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში საქონლის მიწოდებისას ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტა - ლარში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ანგარიშსწორება განახორციელოს მიწოდებულ საქონელზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმებით სხვა ვადა არ არის გათვალისწინებული.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო გამრეკელი, 598380780, NGamrekeli@spa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს.
2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობისათვის „მიმწოდებელმა“ უნდა გადაიხადოს სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში ხელმეორედ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში, შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის, სატენდერო წინადადების განმეორებით წარდგენის საფასური განისაზღვრება 100 (ასი) ლარის ოდენობით. საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს სისტემის მეშვეობით.
3. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციები არიან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - „სისტემა“) „შემსყიდველად“ რეგისტრირებული მომხმარებლები. „შემსყიდველი“ ვალდებულია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამედიცინო მოწყობილობების, კერძოდ სამედიცინო სახარჯი მასალების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით, გარდა უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ატაშეს მიერ საქონლის შესყიდვის შემთხვევებისა.
4. ის შემსყიდველი ორგანიზაციები, რომლებიც არ არის მოხსენიებული სატენდერო დოკუმენტაციასა და შესაბამის დანართებში, მაგრამ კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობისას გაუჩნდებათ საქონლის შესყიდვის საჭიროება, უფლებამოსილნი არიან წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის თანხმობის საფუძველზე და სატენდერო კომისიასთან შეთანხმების შემდეგ, გააფორმონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გამარჯვებულ პრეტენდენტთან. ასეთ შემთხვევაში, მათზე სრულად გავრცელდება წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის პირობები.
5. იმ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომლებზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქონლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით უნდა მიმართონ 2025-2026 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიას (შემდგომში - „სატენდერო კომისია“). სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება ძირითად დროში, სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე.
7. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
8. ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
9. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს საქონლის ჯამური ღირებულების ყველაზე დაბალ ფასს და, ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
10. კონსოლიდირებულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ან/და სხვა დოკუმენტების სატენდერო განცხადებასთან ან/და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
11. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
12. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე - უცხო ენებზე. დოკუმენტის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. სატენდერო კომისია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება.
13. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენ მის მიერ შექმნილ დოკუმენტებზე ან/და ინფორმაციაზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტ(ებ)ი დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით.
14. არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru